ჯანმრთელობა

ალკოჰოლი თუ მარიხუანა

marixuana-alkoholi

შეიძლება საკუთარ თავთან გქონდეთ კამათი: რა არის უარესი – ალკოჰოლი თუ მარიხუანა?
ახალ კვლევებზე დაყრდნობით, კანონები, რომლებიც მარიხუანის რეკრეაციისა და სამკურნალო მოხმარების ლეგალიზებას გულისხმობს, ისევ და ისევ განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ყველასგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, კანაფი მაინც რჩება ჩამონათვალში ერთ-ერთ ნარკოტიკად, ხოლო ალკოჰოლის მიღება კანონიერია 21 წლამდე ასაკის ან უფრო მაღალი ასაკის ადამიანებისთვის. ახლახან ცნობილ ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ თქვა – ”მე არ ვფიქრობ, რომ [მარიხუანა] უფრო საშიშია ვიდრე ალკოჰოლი.”

ასე რომ, რომელია უფრო საშიში – ალკოჰოლი ან მარიხუანა? ჩვენ წარმოგიდგენთ კამათის ორივე მხარეს, ასე რომ თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ.

marixuana-tu-alkoholi

მარიხუანა თუ ალკოჰოლი

ზედმეტი დოზა (პერედოზი)

უმეტეს შემთხვევაში, ალკოჰოლის დალევა სიცოცხლისთვის საშიში არაა. თუმცა, როდესაც ადამიანი ძალიან ბევრ ალკოჰოლს მოიხმარს, ეს შეიძლება ფატალური იყოს. CDC იუწყება, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 88,000 ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილი ხდება და ალკოჰოლური სასმელების მიღება ამ სიკვდილის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

შედარებისთვის, მარიხუანას მიერ დაღუპულთა რიცხვი თითქმის ნულის ტოლია. კვლევამ აჩვენა, რომ THC– ის ფატალური დოზა, ძლიერი ქიმიური ნივთიერება მარიხუანაში, 15 – დან 70 გრამამდეა. იმისთვის, რომ დაახლოებით მიხვდეთ, რამდენი მარიხუანაა, გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულებრივი ჯოინთი შეიცავს დაახლოებით ნახევარ გრამ მარიხუანას. ეს ნიშნავს, რომ მოგიწევთ დღეში 238- დან 1113 ჯოინთის მოწევა, რომ დოზას გადააჭარბოთ. ეს დღიური მოხმარებისთვის ძალიან ბევრი ჯოინთია და რეალურად ამდენის მოწევაც შეუძლებელია. 

მარიხუანასა და ალკოჰოლის რისკი

როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რა ნივთიერება აყენებს ვინმეს რისკის ქვეშ და ამავდროულად სხვებსაც აზარალებს ან ავნებს, ირკვევა, რომ ალკოჰოლი ყველაზე მეტი ზიანის მომტანია.

მარიხუანას მოხმარების და სექსუალური პარტნიორის ძალადობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ წყვილებს, რომლებიც მარიხუანას ეწეოდნენ, ქორწინებიდან 9 წლის განმავლობაში სექსუალური ძალადობის უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ. მამაკაცებმა, რომლებიც მარიხუანას მომხმარებლები არიან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტნიორზე სექსუალურად იძალადონ.

მანქანის მართვა ალკოჰოლის და კანაფის მიღებისას

გაქვავებული მართვა გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე, ნასვამი მართვა.

ალკოჰოლის გარდა, მარიხუანა ყველაზე ხშირად არის გამოვლენილი ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლებში. ერთ- ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მარიხუანამ 83% -ით გაზარდა ავტოავარიაში ყოფნის შანსი.

თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ 83% მაღალია, მაგრამ როდესაც ალკოჰოლი იყო ჩართული, ავტოავარიაში ყოფნის შანსი 2,200% -ზე მეტით გაიზარდა! ხოლო როდესაც სისტემაში ორივე ( ალკოჰოლი და ნარკოტიკი) არსებობდა, განსაკუთრებით მაღალი იყო ფატალური ავარიის განვითარების რისკი.

დაგვეთანხმებით, რომ არ არის კარგი იდეა, რომ ატაროთ ავტომობილი ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. 

მარიხუანა თუ ალკოჰოლი – სწავლა და მეხსიერება

გრძელი ღამის შემდეგ, შეიძლება არ გახსოვდეთ, რა მოხდა წინა ღამით. ამას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ”გავედის”.

როდესაც ბევრს სვამთ, ამით შეიძლება დააზიანოთ თქვენი მეხსიერების უნარი. ხშირი მსმელების 50% -ზე მეტმა განაცხადა, რომ გასულ წელს მინიმუმ ერთ ჯერზე, ერთხელ მაინც მოხდა, როდესაც მათ დაავიწყდათ სად იყვნენ ან რა გააკეთეს, როდესაც სვამდნენ.

ელექტრონული ფოსტით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კოლეჯის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ”გასვლის” შემდეგ მათ გააკეთეს ისეთი რამ, რასაც ვერ იხსენებენ, მაგ: ნასვამი მანქანის მართვა, დაუცველი სექსის ქონა, ან ნებისმიერი რისკიანი საქციელი.

მეხსიერებასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებიც მარიხუანას ეწევიან, შესაძლოა უფრო დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ მეხსიერებასთან და მომავალში სწავლასთან დაკავშირებით. კვლევები დაუსრულებლად რჩება იმის შესახებ, თუ რამდენად იწვევს მარიხუანას მოხმარება სწავლისა და მეხსიერების დარღვევებს. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინში ამ ტიპის ცვლილებებმა შეიძლება მოგვიანებით გაზარდოს ფსიქოლოგიური სირთულეების რისკი ცხოვრებაში.

რჩება კითხვა, ალკოჰოლი თუ მარიხუანა? თქვენ რომელ მხარეს ხართ?
ალბათ, ყველანი შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ალკოჰოლს და მარიხუანასაც აქვს თავისი რისკები.

კომენტარის დატოვება