კომპანიის შესახებ

სახელი: შპს იმპერიუმ ჯგუფი
საიდენტიფიკაციო კოდი: 400116067
ბრენდული სახელი: MYSEED.GE

თანამშრომლობის პირობები

1.1. მომწოდებელი თანახმაა მიყიდოს Myseed.Ge-ს საქონელი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით, ხოლო მყიდველი თანახმაა გადაიხადოს საქონლის საფასური.

1.2. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ნივთის შეძენასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, კერძოდ:

1.2.1. Myseed.Ge განათავსებს მომწოდებელთან წინასწარ შეთანხმებულ პროდუქციას საკუთარ ვებ-გვერდზე Myseed.Ge-ზე.

1.2.2. მომხმარებლის მიერ გაკეთებული შეკვეთის შემთხვევაში, MYSEED.GE  მომწოდებელს მიაწოდებს ინფორმაციას ვებსაიტზე რეგისტრაციის შემდეგ ვენდორის ანგარიშის შეშვეობით აღნიშნული შეკვეთის თაობაზე.

1.2.3. მომწოდებლის მიერ შეკვეთის დადასტურების შემთხვევაში, Myseed.Ge  მოახდენს ნივთის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე.      

2. მომსახურების საფასური და გადახდის პირობები

2.1. შესაძენი საქონლის საფასური ან ფასდაკლების პროცენტი განსაზღვრულია შესყიდვის დოკუმენტით.

2.2. Myseed.Ge  მომწოდებელს საქონლის საფასურს გადაურიცხავს ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა.

2.3. თანხის გადარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერა, იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი დ.ღ.გ-ს გადამხდელია;
სასაქონლო ზედნადების გამოწერა იურიდიული პირის შემთხვევაში;
შესყიდვის აქტის გაფორმება ფიზიკური პირის შემთხვევაში.

2.4. საფასურის გადახდა წარმოებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით.            

3. საქონლის მიწოდების პირობები

3.1. საქონლის მიწოდებისას მომწოდებელი წარუდგენს Myseed.GE-ს შემდეგ დოკუმენტებს:

  • სასაქონლო ზედნადები
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
  • შესყიდვის აქტი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)

4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

4.1. მომწოდებელი ვალდებულია:

ა) გააცნოს Myseed.Ge-ს ნივთის მახასიათებლები – ადგილმდებარეობა, დეტალური აღწერილობა, ფოტოსურათები, ხელმისაწვდომობის/რაოდენობის ანგარიში, მდგომარეობა, ფასი და ა.შ.;

ბ) “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მყიდველს მიაწოდოს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ხოლო ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების თაობაზე Myseed.Ge-ს აცნობოს დაუყონებლივ;

გ) Myseed.Ge-ს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია ან გადასცეს რაიმე დოკუმენტი, რომელიც აუცილებელი გახდება;

დ) Myseed.Ge-ს მიერ შეკვეთის თაობაზე მიღებული შეტყობინებიდან ერთი სამუშაო საათის განმავლობაში მიაწოდოს Myseed.Ge-ს ინფორმაცია ნივთის ხელმისაწვდომობის შესახებ;

ე) მოძრავი ნივთის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში უზრუნველყოს 48 საათის განმავლობაში მისი შენახვა.

ვ) Myseed.Ge-ს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი.

თ) Myseed.Ge-ს მიაწოდოს ინფორმაცია საკონტაქტო პირთა შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების შესრულებას.

ი) Myseed.Ge-ს წარმომადგენელთან ერთად მისმა წარმომადგენელმა შეამოწმოს წინასწარ შეთანხმებული ფორმის გათვალისწინებით მოძრავი ნივთის შესაბამისობა შეკვეთასთან.

კ) Myseed.Ge-ს მისცეს უფლება,  ვებ-გვერდის ან/და სხვადასხვა მარკეტინგული გზის საშუალებით განახორციელოს მისი სარეკლამო კამპანია, რასთან დაკავშირებითაც მომწოდებელი გამოთქვამს მზადყოფნას მოთხოვნისთანავე მიაწოდოს Myseed.Ge-ს საკუთარი ლოგო, სურათები ან სხვა ინფორმაცია. ამასთან, მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე და მის საავტორო უფლებებზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს თავად.

ლ) შეასრულოს ზემოთ აღნიშნული ყველა ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, Myseed.Ge-ს უნდა აუნაზღაუროს კონკრეტული ნივთის ღირებულება.

4.2. Myseed.Ge ვალდებულია:

ა)  მიაწოდოს მომწოდებელს ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ, რაც გულისხმობს ანგარიშგებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის წარდგენას.

გ) მისი წარმომადგენლის მეშვეობით წინასწარ შეთანხმებული ფორმის გათვალისწინებით ადგილზე შეამოწმოს ნივთის შესაბამისობა მიღებულ შეკვეთასთან.

დ) მომწოდებელს გამოუყოს თავისი კომპანიიდან საკონტაქტო პირი, რომელიც უზრუნველყოფს ზემოხსენებული ინფორმაციის მიწოდებას.

4.3. Myseed.Ge უფლებამოსილია:

ა) მომხმარებლისათვის შეზღუდოს მომწოდებლის პროდუქციის ხილვადობა, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, იმ შემთხვევაში, თუ Myseed.Ge-ს მხრიდან გამოვლენილი იქნება ხარვეზი. ეს განხორციელდება შეტყობინების გაგზავნის გზით და ხარვეზის გამოსწორების შემდეგ  პროდუქცია კვლავ ხილვადი გახდება.

5. თანამშრომლობის ვადა და მისი შეწყვეტა

5.1. შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ვებსაიტზე რეგისტრაციის დღიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.

5.2. შეთანხმება შესაძლოა შეწყდეს ნებისმიერ დროს მხარეთა ორმხრივი მოლაპარაკების გზით.

5.3. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმება ცალმხრივად შეწყვიტონ 30 კალენდარული დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

6. ფორს-მაჟორი

6.1. მხარეები თავისუფლდებიან მათი ვალდებულებების შესრულებისგან, თუ შესრულება გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობით (სტიქიური უბედურება, საომარი მდგომარეობა, სამხედრო მანევრები, საბოტაჟი, შესაბამისი სახელისუფლებო ან მმართველი ორგანოების აქტები, რომლებიც შევლენ ძალაში და ხელს შეუშლიან შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას).

6.2. ვალდებულებების შესრულების ვადა ავტომატურად გაგრძელდება ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის ვადით.

6.3. თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს წერილობითი ფორმით დაუყონებლივ შეატყობინოს დაუძლეველი ძალის არსებობის შესახებ, რის გამოც იგი ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

6.4. თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გრძელდება 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, მაშინ ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ასეთ შემთხვევაში მხარეებმა ერთმანეთის წინაშე უნდა შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც დაუძლეველი ძალის წარმოშობამდე არსებობდა.           

მუხლი 7. კონფიდენციალურობა

7.1. წინამდებარე შეთანხმებით მხარეები თანხმდებიან, რომ ისინი საიდუმლოდ შეინახავენ კონფიდენციალურ ინფორმაციას, (რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება კომერციული საიდუმლოებით (როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამისი კანონმდებლობით), რომელსაც აქვს კომერციული ღირებულება გამომდინარე იქიდან, რომ ის უცნობია მესამე მხარეთათვის და რომლისადმი თავისუფალი წვდომა შეზღუდულია სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და რომელთა შესაბამისადაც მხარეები ახორციელებენ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყონ მათი კონფიდენციალურობა), რომელიც ცნობილი გახდა მათთვის შეთანხმებიდან გამომდინარე და არ გაუმჟღავნებენ მას ნებისმიერ სხვა მესამე მხარეს შეთანხმების მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.         

8.  პირადი მონაცემების დაცვა

8.1. პირადი მონაცემები, (რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება: სახელით, გვარით, დაბადების თარიღით, საცხოვრებელი ადგილით, ოჯახური მდგომარეობით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, ანაზღაურებით, პრემიით ან სხვა სახის ფინანსური სახის ინფორმაციით), რომელიც მხარეებისთვის ცნობილი გახდა („ინფორმაცია“) შესაძლოა იქნას შეგროვებული ან დამუშავებული (ინფორმაციის მართვა ან ქმედება, რომელიც მოიცავს მის შეგროვებას, სისტემატიზირებას, აკუმულირებას, შენახვას, კლასიფიკაციას (განახლება, ცვლილება) გამოყენებას, გავრცელებას, სტატისტიკურ ანალიზს, დეპერსონალიზაციას, დაბლოკვას და განადგურებას ნებისმიერი საშუალებით) მხარეების წარმომადგენლის ან/და მხარეების აგენტის/კონტრაქტორის მიერ იმ შემთხვევაში, თუკი მონაცემების მიმღები უზრუნველყოფს შესაბამისი დაცვის მექამიზმის არსებობას ინფორმაციის გამოყენების პროცესში, რომელიც აუცილებელია მხარეთა საქმიანობისა და შესაბამისი იურისდიქციის კანონმდებლობიდან გამომდინარე.  

9. მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა

9.1. შევეცადოთ წარმოშობილი ნებისმიერი დავა დაუყონებლივ გადავწყვიტოთ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში მივმართოთ საქართველოს სასამრთლოს.

10. დამატებითი პირობები

10.1. ხელშეკრულება დაიბეჭდება ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად, რომელთაც ექნება თანაბარი იურიდიული ძალა.

10.2. ხელშეკრულების თითო-თითო ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს.

10.3. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი ფორმით, ცვლილებაზე დამატებითი ხელშეკრულების დადებით.

10.4. ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ანდა ქვეპუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტის ანდა ქვეპუნქტის ბათილობას.