ორი სტიქაროსანი ბიჭი დააკავეს საკმეველში მარიხუანას ჩადების გამო

ორი სტიქაროსანი ბიჭი დააკავეს საკმეველში მარიხუანას ჩადების გამო

  ორი სტიქაროსანი ბიჭი დააკავეს საკმეველში მარიხუანას ჩადების გამო. რაც ხუმრობით დაიწყო, დასრულდა ორი ესპანელი ბიჭის სტიქაროსნობიდან გაძევებით.
ისინი დააკავეს ღამით, მას შემდეგ რაც Santiago de Compostela-ს საკათედრო ტაძარში, საკმეველში მარიხუანა ჩადეს.
Santiago de Compostela-ს საკათედრო ტაძარში საკმეველი გამოიყენება უფლის ნათლისღების აღსანიშნავად, რომელიც ამით მსოფლიოშია ცნობილი.
რამდენიმე თვითმხილველმა განაცხადა რომ ამ შემთხვევისას წმინდა უბანი მოულოდნელად დაიფარა უცნაური სუნით.

„ისეთი სუნი არ იყო როგორიც ყოველთვის, ნაცნობი სუნი იყო, მაგრამ ტაძართან კავშირი არ ქონდა. აი,ჩემი შვილის საძინებელში ზოგჯერ ასეთი სუნი იყო ხოლმე.“

ღმით მასის დაშლის შემდეგ, ეს სტიქაროსანი ბიჭები პოლიციამ დააკავა, მას შემდეგ რაც დაადასტურეს, რომ უცნაური სუნი შეესაბამება მარიხუანას სუნს.
ბიჭებმა თქვეს: “ეს ხუმრობა იყო, იდეა მოვიდა  საშობაო დღესასწაულების დროს. ჩვენ ვიყიდეთ ნახევარი კილო მარიხუანა და საკმეველში ჩავდეთ. დარწმუნებულები ვართ რომ ხალხმა დატოვა ტაძარი უფრო ბედნიერმა, ვიდრე ოდესმე“.

  საბოლოოდ, ისინი გაათავისუფლეს ბრალდების გარეშე , მაგრამ ისინი ვეღარ იქნებიან სტიქაროსნები ამის შემდეგ.

Related Posts

Leave a Reply