როგორ შევიძინო ნივთი?

MYSEED-ზე ნივთის შეძენისთვის საჭიროა მარტივი რეგისტრაცია. დაამატეთ არჩეული პროდუქცია კალათაში, მიუთითეთ მისამართი, სადაც გნებავთ შეძენილი ნივთის მიღება და აირჩიეთ ანგარიშსწორების ფორმა.

1. აირჩიეთ რომელი თესლიც გინდათ და რამდენიც გინდათ და დაამატეთ ეგ ყველაფერი კალათაში
2. გადადით შეკვეთის გვერდზე: როდესაც ყველაფერი კალათაში დაემატება მარჯვენა ზედა კუთხეში არის კალათის ნიშანი, მაგას რო დააჭერთ გამოჩნდება “შეკვეთის გაფორმების” ღილაკი. სწორედ მაგ ღილაკს უნდა დააჭირო შეკვეთის გვერდზე მოსახვედრად
3. შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი: სახელი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ
4. არიჩიე მიწოდების სერვისი
5. არჩიე გადახდის მეთოდი ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ფეი ბოქსით
6. კურიერი მოგიტანთ შეკვეთიდან 3 დღის განმავლობაში. გააჩნია მისამართს. კურიერი წინასწარ დაგიკავშირდებათ მოსვლამდე.

გადახდის რომელი მეთოდები გაქვთ?

შეკვეთის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდის საშუალებით.

  • VISA და Master Card ბარათებით;
  • საბანკო გადარიცხვით
  • საქართელოს ბანკის ექსპრეს ფეი ბოქსის საშუალებით
  • ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან თბილისში.(დროებით ამოღებულია კორონას გამო)

მიწოდების სერვისი უფასოა?

იმავე დღეს მიწოდების ფასია 15 ლარი თბილისში (დროებით ამოღებულია)
3 დღის განმავლობაში მიწოდების ფასია 10 ლარი თბილისში.
რეგიონში მიწოდება საქართველოს ფოსტით 3 დან 5 დღემდე.

30 კგ-ზე მძიმე ნივთის მიწოდების ფასი ითვლება შეძენილი ნივთის წონის და მიტანის მისამართის კომბინაციით.

რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას ადგილზე?

16:00 საათამდე შეძენილ პროდუქციას სამუშაო დღეებში თბილისში მოგიტანთ იმავე დღეს 20:00 საათამდე, 16:00 საათს შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს 16:00-20:00 შუალედში, ხოლო რეგიონში, მაქსიმუმ 3-5 დღეში.

რეგიონებში თუ გაქვთ მიტანის სერვისი?

შეძენილი პროდუქცია მოგვაქვს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მისამართზე საქართველოს ფოსტის საშუალებით (gpost.ge) .
შეკვეთის მისაღბად აუცილებელია პირადობაში არსებული სახელი გვარის სწორად მითითება, წინააღმეგ შემთხვევაში ფოსტიდან გზავნილს ვერ მიიღებთ.

შესაძლებელია შეკვეთა მე თვითონ წამოვიღო?

დროებით შეუძლებელია.
30.04.2020 დან უნდა მოხვიდეთ მისამართზე თბილისი, ვაკე, ი. აბაშიძე N86
იხილეთ რუკაზე google map

რა ვქნა თუ პროდუქცია მოტანის დროს დაზიანდა?

აღნიშნულ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით FB ფეიჯზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: 555 310 420
(ჩვენი სამუშაო საათებია: 12:00-21:00)

რა პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია?

თესლებზე არ ვრცელდება გარანტია
ტექნიკის კატეგორიაში პროდუქტებზე ვრცელდება სტანდარტული საგარანტიო პირობები.

შემიძლია პროდუქტის გადაცვლა ან უკან დაბრუნება?

კი შეგიძლიათ, პროდუქტის ყიდვიდან 3 დღის განმავლობაში.

როგორ გავაუქმო შეკვეთა?

შეკვეთის გასაუქმებლად მოგვწერეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით FB ფეიჯზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: 555 310 420
(ჩვენი სამუშაო საათებია: 12:00-21:00)

საიტზე წერია, რომ პროდუქტი მარაგში არ არის, შემიძლია თუ არა მისი შეკვეთა?

შეუძლებელია სანამ მარაგი არ დაემატება.

შემიძლია თუ არა შეკვეთის გაფორმება სატელეფონო ზარით?

შეკვეთის გაფორმება შეგიძლიათ მხოლოდ ონლაინ ჩვენი საიტის მეშვეობით, სულ რაღაც 60 წამში, ასევე – FB ფეიჯზე მიმოწერით.

Myseed.Ge-ზე პროდუქციის განთავსება მინდა და როგორ მოვიქცე?

თუ ხართ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია აქ და გაეცნოთ თანამშრომლობის პირობებს აქ.

შპს უნდა ვიყო თუ ინდ. მეწარმე?

იმისთვის, რომ myseed.ge-ზე პროდუქცია განათავსოთ, აუცილებელია იყოთ იურიდიული პირი, ფორმას მნიშვნელობა არ აქვს.

ბარათით გადახდებზე რაიმე შეზღუდვა ხომ არ გაქვთ?

ბარათით გადახდის შემთხვევაში ერთი უნიკალური ბარათით, 24 საათში შეგიძლიათ განახორციელოთ მაქსიმუმ 10 შეკვეთა. ხოლო ერთი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 50 შეკვეთა. 

აღნიშნული შეზღუდვა წარმოადგენს გადახდის არხის მიერ დაწესებულ შეზღუდვას და არა myseed ის მიერ დაწესებულ შეზღუდვას. 

მიუხედავად ამისა თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ მეტი რაოდენობის შეკვეთები ერთი ან რამოდენიმე მომხმარებლით სხვადასხვა ბარათის გამოყენების შემთხვევაში.