Myseed.ge-ის საშუალებით 21 წელს გადაცილებულ ენთუზიასტებსა და კოლექციონერებს შეუძლიათ შეიძინონ საუკეთესო ჯიშისა და ხარისხის თესლები სუვენირის სახით, მხოლოდ საკოლექციო და გენეტიკის შენარჩუნების მიზნით და არა სხვა ნებისმიერი დანიშნულებით.

გაფრთხილებთ, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია და არ არის ნებადართული მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაცია და Myseed.ge პასუხს არ აგებს რეალიზებული პროდუქტის მყიდველის მიერ ნებისმიერი არაკანონიერი დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში.

Myseed.ge მოგიწოდებთ, არ გამოიყენოთ შეძენილი პროდუქცია არაკანონიერი დანიშნულებით და ამასთან თავს ვალდებულად ვთვლით გაცნობოთ, რა უარყოფითი გავლენა აქვს მარიხუანას მოხმარებას ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიონომიაზე.

უარყოფითი ფიზიოლოგიური ეფექტები

  • იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის შესიებას, თვალის ანთებას
  • იწვევს პულსის გახშირებას, გულისცემის გაძლიერებას
  • იწვევს არტერიული წნევის მომატებას ან დაცემას
  • არღვევს მოძრაობის ფუნქციებს
  • იწვევს მოთენთილობას
  • იწვევს ძილიანობას
  • იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის ცვალებადობას
  • იწვევს თავის ტკივილს
  • იწვევს თავბრუსხვევას
  • იწვევს გულისრევის პროვოცირებას
  • იწვევს შიმშილის შეგრძნებებს

უარყოფითი ფსიქოლოგიური ეფექტები

  • იწვევს მეხსიერების გაუარესებას
  • იწვევს აღქმის უნარის გაუარესებას
  • იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას
  • იწვევს აპათიას
  • იწვევს მოტივაციის ნაკლებობას
  • იწვევს ჰალუცინაციებს
  • იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას
  • იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა)

    გაფრთხილება: ეს პროდუქტი იყიდება იმ პირობით რომ არ იქნება გამოყენებული არალეგალური მიზნებისთვის. თქვენ იცით რომ საქართველოში კანაფის კულტივაცია აკრძალულია კანონმდებლობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ არსებული რეგულაციები, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები თქვენს ქმედებაზე.