სახელმძღვანელოები

შეიძლება თუ არა ნედლი კანაფის ჭამა?

nedli-kanafi

ზოგიერთს სჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია საკუთარი თავისთვის. თუმცა ასე  მიღებულ კანაფს (პლანს) არ აქვს ეფექტი. (THC/CBD)

პლანი/მარიხუანას ეფექტი – ცნობიერების ცვლილებები, რაც ჩვენ ვიცით და გვიყვარს მოითხოვს, რომ THC-ი დეკარბოქსილიზაციით გააქტიურდეს. (სანამ THC გააქტიურდება, ეს არის ტექნიკურად THCA, ანუ THC მჟავა.) მიუხედავად იმისა, რომ დეკარბოქსილირების მცირე რაოდენობა შეიძლება ბუნებრივად მოხდეს, ჩვეულებრივ, საკმარისი არ არის შენთვის ეფექტის (პლანის მიღების შემდგომ გამოწვეული ეიფორა/რეკრეაცია) მისაღებად. თქვენ უნდა ჭამოთ ტონა ნედლეული, რომ იგრძნოთ იგი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნედლი კანაფის ჭამა დროის ფუჭი ფლანგვაა.

მანამ სანამ კანაბინოიდები არ გაძლევთ თრობის ეფექტს, ისენი ჯერ კიდევ მუშავდება და გამოიყენება ორგანიზმში. სწორედ ამიტომ  მარიხუანას წვენი და კანაფის სმუზი (cannabis smoothies) – რომელიც შეიცავს ფოთლებს და, ზოგჯერ, მცენარეების ყვავილებსაც კი – სულ უფრო პოპულარული ხდება ჯანმრთელობის დამცველთა შორის.

ნედლი კანაფი

ნედლი კანაფი/პლანი ნიშნავს მარიხუანას მცენარეების ახლად დაკრეფილ ყვავილებსა და ფოთლებს, სანამ მას გაახმობენ  და დაამუშავებენ. შესაძლებელია გამხმარი მარიხუანას გამოყენებაც. მცირე დეკარბოქსილირება ჩვეულებრივ ხდება გახმობის დროს, ეს გზა არის ერთ ერთი მარიხუანას/პლანის ეფექტის მისაღებად.

რადგან ნედლი პლანი არ არის ფსიქოაქტიური და, შესაბამისად, არ არის რეკრეაციული ნივთიერება, მცენარე გამოიყენება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად/შესანარჩუნებლად. კანაბინოიდების ექსპერტები, როგორიცაა Dr. William Courtney, თვლიან, რომ უმი კანაფის წვენის მიღება ყველა ადამიანის დიეტის ნაწილი უნდა იყოს. მათი აზრით მარიხუანა უნდა განიხილებოდეს, როგორც ბოსტნეული და არა როგორც ნარკოტიკი.

ნედლი კანაფი, ორგანიზმისთვის რთული გადასამუშავებელია, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მწვანე ფოთლოვანი მცენარე. სწორედ ამიტომ შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა ჭამის შემდეგ იგრძნოს დისკომფორტი/კუჭის გაღიზიანება და ასე შემდეგ. თუ თქვენი კუჭი მგრძნობიარეა მსგავსი რამეების მიმართ, ეცადეთ მოერიდოთ კანაფის უმად მიღებას.

მარიხუანა – სუპერ საჭმელი

კანაფში 400-ზე მეტი სხვადასხვა ქიმიური ნაერთია, შეიცავს ბევრ ვიტამინს, ეთრზეთბსა და კანაბინოიდს. ეს კანაბინოიდების მჟავები ძალიან მნიშვნელოვანია უჯრედების ძირითადი ფუნქციისათვის.

მარიხუანას გათბობისას ან მოწევისას მჟავები გარდაიქმნება დეკარბოქსილირებულ ფორმებად, ცნობილი როგორც „Decarbing.“ აქტიურ THC- ს და სიბიდის უამრავი სარგებელი აქვს. ერთი ნაკლი ის არის, რომ თქვენ გააქტიურებული THC-ის მიღების შემდეგ გაგიჭირდებათ აქტიური ფიზიკური საქმიანობისა და ცნობიერების კონტროლი (ეფექტის ქვეშ იცვლება აღმისა და რეალობის შეგრძნება და სხვ.) ეს არ არის შემზღუდველი ფაქტორი ნედლი ფორმით გამოყენებისას – ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გაცილებით მეტი  კანაბინოიდების მიღება.

გაცხელების შემთხვევაში კანაფის დოზა 10 მილიგრამია, ხოლო ნედლის მიღების შემთხვევაში დოზა 1000-2000 მილიგრამამდე მერყეობს. ორგანიზმს შეუძლია მიიღოს და გადაამუშაოს ნედლი კანაფის THCA და CBDA-ის ამხელა დოზა უფრობლემოდ. მცირე ცხიმის მიღება ნედლ საკვებთან ერთად ხელს უწყობს კანაბინოიდების მაქსიმალურად ათვისებას.

კანაფის ბოჭკოვანი ჯანმრთელობისთვის

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგია კანაბინოიდული მჟავები, ისინი არ არის ერთადერთი მიზეზი ნედლი კანაფის საჭმელად.

თუ თქვენ გადაწყვეტთ , რომ წვენის მაგივრად ნედლი კანაფი ბლენდერში გაატაროთ, თქვენ მიიღებთ დიეტური ბოჭკოს დამატებით სარგებელს. ყველა მწვანე ფოთლოვანი მცენარის მსგავსად, კანაფი შეიცავს უამრავ ბოჭკოს, რომელიც საჭიროა ჯანსაღი დიეტისათვის. მარიხუანაში არსებული ბოჭკოვანი დაგეხმარებათ სწორ მონელებაში. ეს ასევე ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობის შენარჩუნებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ჯანსაღი მიკრო ორგანიზმების დახმარებით.

ვიტამინები და ანტიოქსიდანტები

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კანაფს, რადგან შეიცავს ბევრ ვიტამინს და მინერალს, სხვა მწვანე ფოთლოვანი მცენარეების მსგავსად. ჩვენ ვსაუბრობთ მკვებავ სამშენებლო ბლოკებზე, მათ შორის ფოლიტზე, რკინაზე, კალციუმზე, C ვიტამინზე, და K ვიტამინზე.

ნედლი კანაფი/ პლანი ასევე შეიცავს უამრავ ჯანმრთელ ანტიოქსიდანტს, მათ შორის კანაბინოიდებსაც. სიბიდიშიც და THC-შიც გამოვლენილია ანტიოქსიდანტური თვისებები. ეს ნიშნავს, რომ ისინი ორგანიზმს სტრესისგან იცავს. ანტიოქსიდანტები ასევე ხელს უწყობს დაბერების წინააღმდეგ ბრძოლას.

კანაფს, რომელსაც აქვს მეწამული, ლურჯი ან ღრმა წითელი შეფერილობა ფოთლებსა და ყვავილებში, აქვს უამრავი ჯანმრთელი ფლავონოიდური ნაერთი, რომელსაც ეწოდება ანთოციანინები. ეს იგივე ნაერთები ფერს აძლევს სხვა საკვებს, როგორიცაა მაყვალი, ბადრიჯანი, წითელი ჟოლო და ქლიავი. ანთოციანინებს, კანაბინოიდების მსგავსად, აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები. ისინი ასევე ხელს უწყობენ ჰორმონთან დაკავშირებულ დაავადებებისგან დაცვას.

ნედლ კანაფში არომატებიც და გემოც უფრო ძლიერი და გემრიელია. ამ არომატის მოლეკულებს თვლიან, რომ აქვთ ძილის გამომწვევი და სიმშვიდის გამომწვევი თვისებები. პაციენტებს ვისაც აწუხებს ქრონიკული ტკივილი, ართრიტი და იყენებენ ნედლ მარიხუანას, როგორც წვენს ასევე დაბლენდერბულ მასას, ამბობენ რომ ასეთი სახითაც მიღებული მარიხუანა ეხმარებათ ტკივილის გაყუჩებაში ან სრულად მოხსნაში.

 

კომენტარის დატოვება