საერთო კვლევა, რომელიც ორმა აშშ-ს და სამხრეთ ამერიკის უნივერსიტეტეტმა ჩაატარა ამტკიცებს, რომ აშშ-ში ალკოჰოლის გაყიდვების შემცირება პირდაპირ კავშირშია სამედიცინო მარიხუანაზე მიღებულ კანონებთან. ამ ნაშრომის მიხედვით, რომელიც წარადგინა მიშელ ბაგიომ, ალბერტო ჩონგმა და სუნგჰონ კვონმა , თქვენ შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ რა კავშირია მარიხუანა ალკოჰოლის მოხმარებასთან.
ამ კვლევის ჩატარებისას მათ გამოიყენეს კომპანია Nielsen Retail Scanner -ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია რომელიც ეხებოდა მათი მაღაზიების გაყიდვების სტატისტიკებს 2006-2015 წლებში. მკვლევრებმა აირჩიეს ეს გზა, რადგან მიაჩნდათ რომ პირდაპირი გამოკითხვის მეთოდი არ იქნებოდა იმდენად ეფექტური, ვინაიდან ხალხი ხშირად ერიდება სიმართლის თქმას როცა ეს მათ მიერ ალკოჰოლის მიღების სიხშირეს ეხება. ამ ინფორმაციის წყალობით მათ შეადარეს ერთმანეთს შტატები, სადაც განსხვავებული კანონები აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში და ასევე ის შტატები, სადაც თავიდან აკრძალული იყო და მერე ნებადართული გახდა სამედიცინო მარიხუანა.
შტატებში ალკოჰოლის გაყიდვები 15%-ით შემცირდა. 10 წლიანი პერიოდის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ იმ რეგიონებში სადაც ნებადართულია სამედიცინო მარიხუანა თვიურად 15%-ით იკლებდა ალკოჰოლის გაყიდვის მაჩვენებელი. ერთ-ერთი მთავარი დასკვნა რაც მივიღეთ ამ კვლევიდან არის ის, რომ ალკოჰოლი და მარიხუანა უნდა აღვიქვათ როგორც ერთმანეთის ჩამანავცლებლები და რაღაც მხრივ კონკურენტები. სხვაგვარად რომ ვთქვათ მათ ყავთ ერთი და იმავე მომხმარებლები. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შეგვიძლია თავისუფლად დავასკვნათ, რომ სამედიცინო მარიხუანას კანონის მიღება იქ, სადაც ალკოჰოლის გაყიდვა ლეგალურია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ალკოჰოლის გაყიდვებზე.
ამჟამად სამედიცინო მარიხუანაზე ხელი მიუწვდება საზოგადოების საკმაოდ მწირე ნაწილს. თუმცა ეს კვლევა უჩვენებს ალკოჰოლის ინდუსტრიას, თუ რას უნდა ელოდნენ იქ სადაც სამედიცინო მარიხუანას მოხმარებას ნებადართულად ცნობენ და შესაბამისად ყველა ზრდასრულ მომხმარებელს ექნება მასზე წვდომა.
ამ კვლევის კიდევ ერთი მიზანი იყო ის, რომ დაედგინათ თუ შეძლებდა ლეგალური მარიხუანა ალკოჰოლის მთლიანად ჩანაცვლებას. ამ საკითხზე კამათი და განხილვა დღემდე გრძელდება. თუმცა ახლო წარსულში შეკრებაზე, რომელსაც ესწრებოდა ღვინის ინდუსტრიის ბევრი გავლენიანი წარმომადგენელი, რობ მაკმილანმა (სილიკონის ველის ღვინის ბანკის დეპარტამენტის პრეზიდენტი) თავისი აზრი დააფიქსირა და განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და დასტური იმისა, რომ ლეგალური მარიხუანა იქნება რაიმე საფრთხე ღვინის მოხმარებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ გაყიდვების დაცემის საფრთხე უფრო ლუდის მწარმოებლებს ეხებათ და არა ღვინის. მისი არგუმენტი ის იყო, რომ ღვინო უხდება სადილს და ვახშამს, ხოლო მარიხუანა არა.
რა თქმა უნდა მის მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ჩვენ კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ მარიხუანას მოხმარების შემდეგ პიროვნება გაცილებით მეტს ჭამს და სვამს. ამ მოსაზრების მიხედვით შეგვიძლია დავუშვათ, რომ მარიხუანას ლეგალიზება არა თუ შეამცირებს არამედ გაზრდის ალკოჰოლის გაყიდვებს.