10 საუკეთესო კანაფის თესლების ბანკი – TOP 10 CANNABIS SEED BANKS
გადახედეთ ამ სიას და გაიგეთ საუკეთესო კანაფის თესლის შესახებ
როცა საქმე მიდგება კანაფის თესლის შეძენაზე, დარწმუნდით რომ არჩევანს აკეთებთ საუკეთესო გენეტიკის მქონე ბრენდზე, რაც მნიშვნელოვანია მაქსიმალური შედეგის მისაღებად. ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზაა იმ სიდბანკის რეპუტაციის შემოწმება რომლისგანაც აპირებთ პროდუქტის შეძენას, რადგან ხარისხის დამადასტურებელი მთავარი ნიშანი არის კმაყოფილი კლიენტები.
1. BARNEY’S FARM
- ამსტერდამი, ნიდერლანდები
- 41 კანაფის ჯიში
- ყველა კანაფის თესლი Barney’s Farm-ისგან არის ფემინიზირებული
- ხელმისაწვდომია 3, 5 და 10-იან შეკვრებში
Barney’s Farm-ს აქვს ერთერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე სიდბანკის რეიტინგი. ისინი ცნობილნი არიან ექსპერიმენტების სიყვარულით, მაღალი ხარისხის გენეტიკით და პერიოდულად გვაწვდიან ყველაზე მაღალი დონის კანაფის ნერგების თესლებს. დაფუძნებულია ამსტერდამში, ჰოლანდიანში, Barney’s Farm არის კანაფის კულტურის ეპიცენტრში დასაწყისიდანვე. 80-იანი წლების მანძილზე ბრიდერები ამ კომპანიიდან მოგზაურობდნენ მთელი მსოფლიოს გარშემო, აღრიცხავდნენ ყველა ხელმისაწვდომი და საუკეთესო კანაფის ჯიშებს. ამის წყალობით მათ მიაღწიეს წარმატებას და პოპულარობას, ისინი იყენებდნენ მათ უნიკალურ შეჯვარების ტექნიკებს. Barney’s Farm-ი დღემდე განაგრძნობს მსოფლიოს გარშემო კანაფის თესლების ძებნას შემდეგი თაობის მაღალი ხარისხის გენეტიკების გამოსაყვანად. ამის დასამტკიცებლად Barney’s Farm-ის კანაფის თესლები ყველაზე ხშირად იღებენ მსოფლიო დონის ჯილდოებს და ხშირად თვით High Time easeus data recovery wizard 13.5 lisans kodu Cannabis Cup-საც იგებენ.
Barney’s Farm-ის თესლები
2. ROYAL QUEEN SEEDS
- ბარსელონა, ესპანეთი
- 58 კანაფის ჯიში
- ყველა კანაფის თესლი Royal Queen Seed-ისგან არის ფემინიზირებული
- ხელმისაწვდომია 1, 3, 5 და 10-იან შეკვრებში
Royal Queen Seeds არის სიდბანკი რომელიც ამაყობს თავისი ხარისხის მკაცრი კონტროლითა და პროგრესული შეჯვარების მეთოდებით. თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის დარწმუნებული იყოთ,რომ RQS-ის თესლები იქნება უმაღლესი ხარისხის და ხალხი თანხმდება რომ Royal Queen Seeds არის ყველაზე სწრაფად მზარდი სიდბანკი ევროპაში. ბრიდერობის 20 წლიანი გამოცდილებით Royal Queen Seeds-მა დაამტკიცა თავისი სანდოობა და ხარისხი, არა მარტო პოპულარობის წყალობით, არამედ სხვადასხვა ჯილდოების მოგებითაც. ასევე Royal Queen Seeds არარის ფოკუსირებული მხოლოდ THC-ზე; მათ ასეთი რეპუტაცია დაიმკვიდრეს მაღალი ხარისხის გენეტიკის მქონე უნიკალური CBD-ით გამდიდრებული ჯიშების გამოყვანით რომელიც ძალიან ხშირად ჯილდოებსაც იღებს. ინისი საბოლოოდ ბაზარზე დამკვიდრდნენ როგორც ერთერთი საუკეთესო CBD თესლების მწარმოებლები.
Royal Queen Seeds-ის თესლები
3. DINAFEM
- სან სებასტიანი, ესპანეთი
- 62 კანაფის ჯიში
- ყველა კანაფის თესლი Dinafem-სგან ფემინიზირებულია
- ხელმისაწვდომია 1, 3, 5 და 10-იან შეკვრებში
Dinafem არის ესპანური კანაფის სიდბანკი რომელიც შექმნეს გონებამახვილმა ბრიდერებმა, რომელიც შეიკრიბნენ თავისი გამოცდილებისა და უნიკალური კანაფის გენეტიკების გასაზიარებლად მთელი მსოფლიოსთვის. ისინი გახდნენ პირველი ესპანური სიდბანკი რომლებმაც თავი დადეს ერთერთი საუკეთესო ფემინიზირებული კანაფის ვარიაციები მსოფლიო ბაზარზე. ამან ხელი შეუწყო მათ პოპულარობას, განსაკუთრებით ესპანელ მომხმარებლებს შორის, რომლებიც ძალიან გახარებულები შეხვდნენ ფემინიზირებულ ახალ კანაფის თესლებს. იმის და მიუხედავად რომ Dinafem არ არის კანაფის ბაზარზე ისე წარმოდგენილი როგორც სხვა დიდი მოთამაშეები, მათი თესლები თავის ხარისხზე თვითონ მეტყველებენ რაც უკვე დაინახა მომხმარებელმა და შესაბამისად ის არის მეოთხე ადგილზე. მათ დაიმკვიდრეს თავისი ადგილი ბაზარზე და გახდნენ მაღალი ხარისხის გენეტიკის კანაფის თესლებთან ასოცირებულნი.
4. GREENHOUSE SEEDS
- ამსტერდამი, ნიდერლანდები
- 53 კანაფის ჯიში
- ყველა კანაფის თესლი Greenhouse Seeds-ისგან ფემინიზირებულია
- ხელმისაწვდომია 3, 5 და 10-იან შეკვრებში
Greenhouse Seeds არის ერთერთი ყველაზე დიდი მოთამაშე კანაფის თესლების ბაზარზე და რეგულარულად გამოყავს ბესტსელერი კანაფის ჯიშები. ისინი ცნობილები არიან თავისი უზარმაზარი Coffee Shop-ით ამსტერდამში, რომელიც არის მათი მთავარი წერტილი და იზიდავს უამრავ ტურისტს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც სურთ გასინჯონ მათი ცნობილი პროდუქტები. ერიანმა, კომპანიის დამფუძნებელმა თავისი ცხოვრების წლები მიუძღვნა უნიკალური და ლოკალური ჯიშების აღმოჩენას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. პოულობდა რა დამალულ საგანძურს და გადააქცევდა Greenhouse-ს საკუთრებად. მათი მცდელობა რომ გამოეყვანათ მსოფლიოში ცნობადი ჯიშები უდაოდ ამართლებს, იქიდან გამომდინარე რომ ისინი იგებენ მრავალ ჯილდოს წლიდან წლამდე.
Green House Seeds-ის თესლები
5. DUTCH PASSION
- ამსტერდამი, ნიდერლანდები
- 64 კანაფის ჯიში
- ყველა კანაფის თესლი Dutch Passion-ისგან ფემინიზირებულია
- ხელმისაწვდომია 3, 5, 7 და 10-იან შეკვრებში
როგორც სახელი გვეუბნება, Dutch Passion (დანიური ვნება) საწყის იღებს დანიური კანაფის სცენიდან. ის არის ერთერთი ყველაზე ძველი სიდბანკი მსოფლიოში და შესაბამისად მას ზურგს უმაგრებს წლების გამოცდილება ჯიშების გამოყვანაში. მათ ასევე აქვთ პრეტენზია პირველი ფემინიზირებული კანაფის თესლის გამოგონებაზე. ასეთი რეპუტაციის მიხედვით ადვილია მივხვდეთ, რატომ არის მომხმარებელში ასეთი პოპულარული და რატომ იმსახურებს ადგილს ამ ათეულში. Dutch Passion-ის შეჯვარების ტექნიკა დაფუძნებულია ძველი სკოლის გამოცდილებაზე და ისინი კვლავაც გვაწვდიან კლასიკურ და დროით გამოცდილ ჯიშებს, ასევე ახალ სახეობებს ფემინიზირებულისა და რეგულარი ვერსიებისა, რაც ყველა მომხმარებლის მოთხოვნასა და საჭიროებას აკმაყოფილებს. როცა საქმე ეხება Dutch Passion-ს, მთავარი აქცენტი კეთდება რაფინირებასა და ოსტატურ გენეტიკაზე – შენ შეუძლებელია შეცდე.
საქართველოში შეგიძლიათ შეიძინოთ MYSEED.GE-ზე
6. SWEET SEEDS
- ვალენსია, ესპანეთი
- 56 კანაფის ჯიში
- ყველა კანაფის თესლი Sweet Seeds-ისგან ფემინიზირებულია
- ხელმისაწვდომია 3-იან და 5-იან შეკვრებში
Sweet Seeds-ის თანახმად, კანაფი არის ფუნების საჩუქარი, რომლითაც დატკბობის შესაძლებლობა ყველას უნდა ქონდეს მსოფლიოს გარშემო. შესაბამისად ისინი ცდილობენ მოაგროვონ და შეამოწმონ ყველა ის ჯიში რაცკი არსებობს დედამიწაზე. მას შემდეგ რაც, ისინი იპოვნიან იმ ჯიშს რომელიც მოეწონებათ, დაიწყებენ შეჯვარებას – სახელსა და გენეოლოგიას არ აქვს მნიშვნელოვა როდესაც ისინი წყვიტავენ რა გამოიყვანონ შემდეგი, არამედ ყველაფერს აფუძნებენ საკუთარ გამოცდილებაზე. ამან Sweet Seeds მიიყვანა შეჯვარების უნიკალურ და იშვიათ სტილამდე, რომელიც ძალიან პოპულარულია გროვერებს შორის. ისინი მიღწეულზე არ ჩერდებიან და მიზეზი რატომაც Sweet Seeds გახდა ერთერთი ყველაზე პოპულარული სიდბანკი არის რომ ისინი ითვალისწინებენ მომხმარებლების გამოხმაურებებსა და რჩევებს მათ პროდუქტზე, ისინი იყენებენ ამ ინფორმაციას სამომავლო წარმოებისთვის.
7. SENSI SEEDS
- ამსტერდამი, ნიდერლანდები
- 17 კანაფის ჯიში
- Sensi Seeds აქვს ფემინიზირებული და ასევე რეგულარული თესლები
- ხელმისაწვდომია 3, 5, 10 და 25-იანი შეკვრები
Sensi Seeds არ მიიჩნევს საკუთარ თავს მხოლოდ სიდბანკად, არამედ პასუხისმგებლიან წევრად კანაფის საზოგადოებისა და წყაროდ რომელმაც უნდა მიაწოდოს სწორი ინფორმაცია ნამდვილ ეფექტებზე. ეს არის ამ კომპანიის იდეოლოგია, რომლითაც ისინი ჩამოყალიბდნენ და წლების განმავლობაში აწარმოებენ მაღალი ხარისხის კანაფის თესლებს. ისინი ხარჯავენ ბევრ დროს ტრადიციული ჯიშების შეჯვარებაში, თუმცა ასევე ყურადღებას აქცევენ რომ ქონდეთ ფართო არჩევანი სამედიცინო კანაფის მომხმარებლებისთვისაც. მათი რეპუტაცია როგორც აქტიური სიდბანკი, ნიშნავს იმას რომ ისინი დებენ მთელს გულს ჯიშების შეჯვარებასა და გამოყვანაში, რის პროცესშიც ცდილობენ ის მრავალი დამალული საიდუმლო რომელსაც კანაფი ინახავს. ეს მათი მისწრაფება გარანტი გახდა ოქროს ხარისხისა და დაეხმარა მათ მიეღწიათ არნახულ პოპულარობას.
8. DNA GENETICS
- ამსტერდამი, ნიდერლანდები
- 35 კანაფის ჯიში
- ყველა კანაფის თესლი DNA Genetics-ისგან ფემინიზირებულია
- ხელმისაწვდომია 3-იან და 6-იან შეკვრებში
High Times Seed Bank Hall of Fame-ის წარმომადგენელი, DNA Genetics არის არის ერთადერთი სიდბანკი რომელმაც შეძლო ყველა შესაძლო წარმოდგენილი ჯილდოს მოპოვება High Times Cannabis Cup-ზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე პრესტიჟულ კანაფის დაჯილდოების ღონისძიებას მსოფლიოში. შესაბამისად ისინი აღიქმებიან როგორც ერთერთი საუკეთესო კანაფის თესლების მწარმოებლები და აქვთ საკმაოდ დიდი გავლენა ბაზარზე. DNA Genetics დაარსდა კალიფორნიაში 80-იან წლებში, თუმცა 2002 წელს გადაინაცვლა ამსტერდამში, იმისათვის რომ ესარგებლა უფრო კომფორტული სავაჭრო გარემოთი. ეს იყო სვლა რომლის წყალობითაც საუკეთესო ამერიკული კანაფის გენეტიკა აღმოჩნდა ევროპის ცენტრალური კანაფის სცენაზე. თავისი გამოცდილებით ევროპელებს დაეხმარნენ ახლებურად დაენახათ შეჯვარებისა და გამოყვანის პროცესი და გაეფართოვებინათ ბაზარი.
9. PYRAMID SEEDS
- ბარსელონა, ესპანეთი
- 37 კანაფის ჯიში
- ყველა კანაფის ჯიში Pyramid Seeds-ისგან ფემინიზირებულია
- ხელმისაწვდომია 1, 3 და 5-იან შეკვრებში
Pyramid Seeds ფოკუსირდება ძლიერმოქმედ, მაღალ მოსავლიან და ადვილად გასაზრდელ ფემინიზირებულ კანაფის ჯიშების წარმოებაზე. ამ მიმართულებამ მიიყვანა იქამდე რომ მთელი რესურსები და ცოდნა გამოეყენებინათ, ერთერთი ყველაზე ძლიერი კვირტების გამოსაყვანად და იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მათი ყველა თესლი ადვილი გასაზრდელია, მათ მიაღწიეს არნახულ პოპულარობას უკანასკნელ წლებში. მათმა კანაფის ხარისხმა შეძლო ჯილდოების მოპოვება Spannabis Cup-ზე რომელიც ესპანეთში კანაფის დაჯილდოვების უდიდესი ღონისძიებაა. ეს მისაწვდომობა პოპულარულია როგორც ახალბედენს ასევე ვეტერანებს შორის, ახალბედებისთვის Pyramid Seeds-ის პროდუქტი წარმოადგენს კარგ სასწავლო მატერიალს, ხოლო ვეტერანებს იზიდავს თავისი სიმარტივით რომ აითვისონ ახალი გაზრდის მეთოდები. Pyramid Seeds-ის მთავარი პლიუსებია ადვილი კულტივაცია და მსოფლიო დონის გენეტიკის გამოყენება ამის მისაღწევად.
10. SERIOUS SEEDS
- პურმერენდი, ნიდერლანდები
- 11 კანაფის ჯიში
- ხელმისაწვდომია 6-იან ფემინიზირებულ და 11-იან რეგულარული თესლების შეფუთვებში
Serious Seeds არის ასევე ძველი სკოლის წარმომადგენელი, რომელიც დასაწყისიდანვე საქმეშია. ჰოლანდიაში დიდი ხნის წინ თავის დამკვიდრების შემდეგ, მათ დახარჯეს ბოლო რამოდენიმე ათწლეული ყველაზე რადიკალური და შემადგენლობით იდეალური კანაფის ჯიშების გაუმჯობესებაში. როგორც სახელი გვკარნახობს, ისინი არიან ძალიან სერიოზულები თავის პროდუქტთან მიმართებაში და ამაყობენ თავისი ჯიშების სტაბილურობით, სანდოობითა და ერთგვაროვანი ხასიათით. ისინი იმდენად არიან შეპყრობილნი თავისი კანაფის პირველობის იდეით რომ წარმოადგენენ ერთადერთ სიდბანკს რომელიც ნომრავს თავის პაკეტებს, რათა ინფორმაცია ქონდეთ ყველა მათ მიერ გაყიდული ნერგის შესახებ. როცა საქმე მიდის ყველაზე მაგარი კანაფის თესლების წარმოებაზე, არავინ არის Serious Seeds-ზე სერიოზული!
კარგია, უბრალოდ ეგ პირადი სია უფროა და ოფიციალურად არ არის ტოპ სიდბანკების სია შედგენილი… მაგალითად ჰამბოლტი და კანაბია გამოგრჩა პირამიდ სიდს გაცილებით ჯობია კანაბია ესპანეთში. ესენი უბრალოდ ართველებისთვისაა ცნობილი თორემ ისეთი სიდბანკებიც არსებობენ ამერიკულები მაგალითად რომლებიც როიალ ქვინს და ფასთ ბადებს და ეგეთ მატრაკვეცობებს სერიოზულად დაჯაბნიან, სახელმწიფოსგან რო აქვთ ლიცენზია ჯიშების კულტივირებაზე იმდენად სერიოზული გენეტიკები აქვთ.