სახელმძღვანელოები

15 საოცარი ფაქტი კანაფი-ს შესახებ

15 საოცარი ფაქტი კანაფი-ს შესახებ

კანაფი – რამდენად კარგად იცნობთ კანაფს იგივე მარიხუანას? აქ მოცემულია 18 ჩვენთვის საყვარელი ფაქტები მარიხუანაზე.

1. ბილ გეითსმა და სხვა ინვესტორებმა უზრუნველყვეს “მცენარეული თესლის შესანახი, კაცობრიობის დასასრულის შემდეგ”, რომ შეენარჩუნებინათ და შეენახათ თესლების მრავალფეროვნება, სადაც კანაფის მრავალი სახეობაც შედიოდა. განთვსებულია შორეულ, არქტიკულ, სვალბარდის არქიპელაგში. მაგარია!

2. ლუდი და მარიხუანა “ბიძშვილები” არიან! სვია, რომლითაც მზადდება ლუდი, მიეკუთვნება იგივე მცენარეულ ოჯახს, რომელსაც კანაფი.

3. კანაფის გამოყენება პირადი მოხმარებისთვის ალასკაში 1975 წლიდან კანონიერი გახადეს და დღეს ის კვლავ ლეგალურია!

4. კანაფისგან წარმოქმნილი ნაერთი კიბოს ქსოვილებს ანეიტრალებს და ხელს უშლის მათ გამრავლებას. ჩვენ გვმართებს მეტი ვიცოდეთ ამ უნიკალურ მცენარეზე.

5. ჯორჯ ვაშინგტონი სისტემატიურად ზრდიდა მარიხუანას!

6. კანაფის მოხმარება კანონიერია, ის კლასიფიცირებულიც კი არ არის, როგორც ნარკოტიკი, ჩრდილოეთ კორეაში. ჰმმ… ერთი ქულა ჩრდილოეთ კორეას?

7. კალიფორნია იყო ამერიკის შტატი, რომელმაც პირველად აკრძალა მარიხუანა, საუკუნის წინ! რა ირონიაა არა?

8. 1976 წელს, ხელოვნების სტუდენტმა შეცვალა ჰოლივუდის ნიშანი, მასზე იკითხებოდა “Hollyweed” (წმინდა მოსაწევი) კანაფის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონის მიღების შემდეგ.

15 საოცარი ფაქტი კანაფი -ს შესახებ

9. 2013 წელს ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კანაფის მოშენება, გაყიდვა და მოხმარება ლეგალური გახადა!

10. 1949 წელს შეერთებულ შტატებში შეიქმნა კანაფის სინთეზური ვერსია, სახელწოდებით “დიმეთილეფტილპრანი”. მხოლოდ 1 მგ-ს შეუძლია ჰქონდეს მოქმედება 3 დღის განმავლობაში.

11. პირველი დაკავება კანაფის შენახვისა და გაყიდვისთვის აშშ-ში მოხდა 1937 წლის 2 ოქტომბერს დენვერში, კოლორადო.

12. რასტამანებს იტალიის ტერიტორიაზე კანონიერი უფლება აქვთ იქონიონ მარიხუანა, რადგან ის მათი რელიგიის ნაწილია.

13. 2008 წელს ჩინეთში, სამარხში 789 გრამი 2700 წლის კანაფი აღმოაჩინეს.

14. პირველი ნივთი, რომელიც ოდესმე უყიდიათ ან გაუყიდიათ ინტერნეტით იყო მარიხუანით სავსე ჩანთა 1971 წელს. ის სტენფორდის სტუდენტებმა იყიდეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებისგან.

15. ბობ მარლი დაკრძალეს თავისი წითელი გიბსონის გიტარით, ბიბლიით, რომელიც გახსნილია 22-ე ფსალმუნზე და კანაფის კვირტით. 22-ე ფსალმუნი: “უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება.”

იმედი გვაქვს მისტერ მარლი, მართლაც რომ ხასხასა მოლზეა, თავის საყვარელი ბალახის!

Related Posts

Leave a Reply