Pineapple Poison – Super Sativa Seed
Pineapple Poison დინამიური და დამაინტრიგებელი შტამია ძლიერი გენეტიკური ხაზით, რომელიც აერთიანებს ლეგენდარულ Durban Poison-ს ტკბილ ტროპიკულ ანანასთან. ეს ნაზავი ქმნის სატივა-დომინანტურ ჰიბრიდს (70% სატივა და 30% ინდიკა), რომელიც ინარჩუნებს მშობელი შტამების საუკეთესო თვისებებს. Durban Poison არის პოპულარული სამხრეთ აფრიკული ლანდშაფტის შტამი, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი, ამაღლებული ცერებრალური ეფექტით და სხვადასხვა, განსხვავებული კლიმატისადმი გამძლეობით. მეორეს მხრივ, ანანასს მას მატებს არომატულ ხილის ესენციას და გლუვ, დამამშვიდებელ ხარისხს, რომელიც აბალანსებს სატივას ენერგიულ ეფექტებს.
Pineapple Poison-ის THC დონე შეიძლება ზრდის პირობებისა და ფენოტიპების მიხედვით განსხვავდებოდეს, მაგრამ ზოგადად ეს შტამი ცნობილია თავისი ძლიერებით. გამოცდილი მომხმარებლებისთვის ეს ძლიერი ეფექტები დამაკმაყოფილებელია, თუმცა თუ ახალბედა მომხმარებელი ხართ ამ შტამს სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. ამ მცენარის პოტენციალი ინტენსიურ მატებებს გამოიმუშავებს. THC დონე 18-დან 22%-მდე მერყეობს, შესაბამისად ის ზუსტად ერგება მათ ვისაც სურს ენერგიული, მაგრამ დამამშვიდებელი გამოცდილების მიღება. ანანასის შხამის ყვავილობის პერიოდი, როგორც წესი, 9-დან 10 კვირამდე გრძელდება, რაც სატივა-დომინანტური შტამისთვის შედარებით სწრაფია.
ეფექტი და გემო
Pineapple Poison-ის ეფექტები ისეთივე რთული და დინამიურია, როგორც ამ მცენარის გენეტიკური პროფილი. სატივას დომინირებით შტამი უზრუნველყოფს ცერებრალურ “მაღალს”, რომელიც ერთდროულად ეიფორიული და ამაღელვებელია. მომხმარებლები ხშირად აფიქსირებენ ენერგიისა და კრეატიულობის მყისიერ მოზღვავებას. სწორედ ამ თვისებების წყალობით ეს ჯიში იდეალურია როგორც დღისით, ასევე სოციალურ სიტუაციებში გამოსაყენებლად, სადაც საჭიროა პოზიტიური განწყობა.
ეფექტები სწრაფად იწყება. საწყისი “მაღალი” გამამხნევებელია. ის უზრუნველყოფს გონებრივ სტიმულს, რომელიც ისეთი ამოცანების შესრულებაში დაგეხმარებათ, რომლებიც ფოკუსირებას ან კრეატიულობას საჭიროებენ. “მაღალის” პროგრესირებასთან ერთად ენერგეტიკული ეფექტები თანდათან ქრება და ადგილს უთმობს დამამშვიდებელ მდგომარეობას. სწორედ აქ იწყებს ინდიკა თავის გამოვლენას. ის ფიზიკური დასვენების განცდას უზრუნველყოფს, ისე რომ “დივანზე ჩაკეტვა” არ მოხდეს. გონება რჩება აქტიურიმ სხეული თავს მსუბუქად და მშვიდად გრძნობს. თუ უფრო მეტს მოწეთ, შეიძლება ეიფორიული შეგრძნებებიც გაგიმძაფრდეთ, რაც ბედნიერების გრძნობას გამოიწვევს და შესაძლოა ცოტა სიცილსაც კი. რაც შეეხება კანაფის სამედიცინო მიზნით მომხმარებლებს, Pineapple Poison დაგეხმარებათ სტრესის, შფოთვის, დეპრესიისა და თუნდაც მსუბუქი ტკივილის შემსუბუქებაში.
შტამს უნიკალური ტერპენის პროფილი აქვს, რომელიც ხილის, ტკბილ, მცენარეულ და მიწიერ ტონებს აერთიანებს. მისი მოწევისას თავდაპირველად ტროპიკული ხილის აფეთქებას შეამჩნევთ, სადაც ჩასუნთქვისას ანანასი დომინირებს. ამ ხილის სიტკბოს მცენარეული და ანისულის არომატის ტალღა მოჰყვება, რაც საერთო გემოს დახვეწილ ელფერს მატებს. მცენარე ანისულის ტონებს მისი მშობლისგან, Durban Poisonისგან იღებს, რომელიც OLD SCHOOL არომატს თანამედროვე პროფილს მატებს. ამოსუნთქვისას შეამჩნევთ პიტნის გემოს, რომელიც ტკბილ და ხილის არომატებს ავსებს და სასიამოვნო გემოს დაგიტოვებთ. თავად კვირტები მკვრივი და ყინვაგამძლეა, წებოვანი ფისით, რაც ხელს უწყობს მცენარის ძლიერ სუნს და ეფექტს.
Pineapple Poison გაზრდა
Pineapple Poison-ის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება მისი გამძლეობაა. ეს არის შტამი, რომელიც კარგად იზრდება მრავალფეროვან პირობებში. ის განსაკუთრებით კარგად ერგება გარე სივრცეს, ცივ და ცხელ კლიმატებში ერთნაირად კარგად აყვავების უნარის გამო. შიდა სივრცეში მცენარე, როგორც წესი, 1-1,5 მეტრ სიმაღლეს აღწევს. თუ სივრცეში შეზღუდული ხართ მარტივად შეგიძლიათ მცენარის სიმაღლის კონტროლი ტოპინგის ტექნიკით. ტოპინგი მცენარეს წაახალისებს და უფრო მეტ ენერგიას მიმართავს კირტის გამომუშავებაზე. საუკეთესო შედეგის მიღწევისათვის, ტოპინგი უნდა გაკეთდეს ადრეულ ვეგეტატიურ ეტაპზე, რათა ხელი შეეწყოს გვერდით ზრდას. თუ ვეგეტატიურ სტადიაზე მეტი დრო გაქვთ, შეგიძლიათ შეასრულოთ მრავალი ტოპინგი, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ კვირტების ადგილები. კიდევ ერთი ეფექტური ტექნიკა “სუპერ მოჭრაა”, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მცენარის სიმაღლის სამართავად, ხოლო მოსავლიანობის მხრივ უფრო თანაბარი ტილოების შესაქმნელად. მათთვის კი ვინც გროუ ბოქსებს იყენებს, მცენარის ძლიერი განშტოებული სტრუქტურის გამო რეკომენდირებულია SCROG (მწვანე ეკრანი) ტექნიკის გამოყენება.
შიდა სივრცე: Pineapple Poison-ს ყვავილობის პერიოდი დაახლოებით 9-დან 10 კვირამდეა. შიდა სივრცეში გაზრდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სტაბილური გარემოს შენარჩუნება. მნიშვნელოვანია, რომ ტემპერატურა ყვავილობის ფაზაში 20-29°C ფარგლებში იყოს, რაც მცენარეს მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯიში ტოლერანტულია უფრო მაღალი ტემპერატურის მიმართ, მაინც მიზანშეწონილია დაბალი ტენიანობის შენარჩუნება გვიან ყვავილობის პერიოდში, რათა თავიდან აიცილოთ ობი და წაახალისოთ კვირტები, რომ უფრო მკვირივი და ფისოვანი გახდნენ. ყვავილობის ეტაპზე ანანასის შხამი საუკეთესოდ მოქმედებს 20-29°C (68-84°F) შორის ტემპერატურაზე. შეინარჩუნეთ ფარდობითი ტენიანობა (RH) დაბალ დონეზე ყვავილობის ბოლო კვირების განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოთ ობის ფორმირება და უზრუნველყოთ მეტად მკვრივი კვირტები. RH დონე 40-50% უნდა იყოს ადრეული ყვავილობის დროს, ბოლო კვირებში კი 30-40%. ამ ჯიშისთვის საუკეთესო ვარიანტია მსუბუქი კვება. მნიშვნელოვანია, რომ ყვავილობის ფაზაში EC-ის (ელექტრული გამტარობა) დონე 1.8-2 ფარგლებში შინარჩუნოთ. ეს დონე მისცემს მცენარეს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს მისი გადაჭარბების გარეშე, რაც ხელს შეუწყობს კვირტების ჯანსაღ განვითარებას. ორგანული ზრდის მეთოდების გამოყენებით კი შეძლებთ გააძლიეროთ შტამის რთული ტერპენის პროფილი. ორგანული მეთოდები ხშირად იძლევა უფრო ნიუანსურ და არომატულ კვირტებს ტერპენის მაღალი შემცველობით. ამ მცენარის ერთ-ერთი უპირატესობაა მისი გამძლეობა სითბური სტრესის მიმართ. ის სტაბილური რჩება თბილ ოთახებშიც კი, თუმცა ზრდის ოპტიმიზაციისთვის უმჯობესია სწორი ტემპერატურის შენარჩუნება.
გარე სივრცე: მოსავლიანობის გაზრდისა და მცენარის სიმაღლის მართვის მიზნით გარე სივრცეში რეკომენდირებულია ტოპინგის ტექნიკა. ტოპინგის შესრულება შეგიძლიათ უფრო გრძელი ვეგეტატიური პერიოდის განმავლობაში, რაც მცენარეს დაეხმარება განავითაროს ბუჩქოვანი სტრუქტურა. მცენარე კარგად უძლებს როგორც სიცივის, ასევე სიცხის შეტევებს. გაითვალისწინეთ, რომ Pineapple Poison მშრალ პირობებში კარგი გამძლეობის გამო ზედმეტ მორწყვას არ მოითხოვს. თუმცა, მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ სათანადო დრენაჟი ქოთნებში ან კონტეინერებში ზრდისას, რათა თავიდან აიცილოთ ფესვების ლპობა. ყვავილობის ფაზაში მიაწოდეთ მცენარეს ფოსფორი და კალიუმი, რათა ხელი შეუწყოთ მცენარის კვირტებს და უზრუნველყოთ დიდი მოსავალი. საკვანძოა მოთმინება, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ დროს კვირტები სქელდება და ყინვაგამძლე ხდება, რაც უზრუნველყოფს ძლიერ მაღალს და რთულ ტერპენის პროფილს. მოსავლიანობის დროის დასადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროსკოპი, რათა შეამოწმოთ ტრიქომები “მოღრუბლულობაზე”, რაც THC დონის პიკზე მიუთითებს. ან შეგიძლიათ რამდენიმე ქარვისფერი ტრიქომის გამოჩენას დაელოდოთ, თუ უფრო დამამშვიდებელ ეფექტს ანიჭებთ უპირატესობას.
რაც შეეხება მოსავლიანობას, Pineapple Poison-ს შიდა სივრცეში შეუძლია აწარმოოს 350-450 გრამი კვადრატულ მეტრზე, რაც სატივა-დომინანტური შტამისთვის საკმაოდ სოლიდური რიცხვია. გარე სივრცეში, მოსავლიანობა გაცილებით მაღალია. ამ ჯიშს თითო მცენარეზე 500 გრამის წარმოების პოტენციალი აქვს. ოპტიმალურ პირობებში, ზოგიერთი მწარმოებელი გარე სივრცეში 1 კგ-მდეც აწარმოებს მცენარეზე. გარე სივრცეში, Pineapple Poison-მა ოპტიმალური მოვლის პირობებში შესაძლოა 3 მეტრ სიმაღლესაც მიაღწიოს. მისი ენერგიული ზრდის თვისება და ძლიერი ტოტები მას შესაფერისს ხდის SOG (Sea of Green) დაყენებისთვისაც. მცენარეს შეუძლია გადარჩეს როგორც მაღალი, ასევე დაბალი ტენიანობის მქონე ადგილებში.
Pineapple Poison ელასტიური, არომატული და ძლიერი შტამია. ის სატივას ენერგიულ და ინდიკას დამამშვიდებელ ეფექტებს აერთიანებს. მისი გამძლეობა და მრავალფეროვან კლიმატთან ადაპტაციის უნარი მას ფანტასტიკურ ვარიანტად აქცევს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მწარმოებლებისთვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.