Advanced Nutrients, პროდუქტები

Big Bud Coco

Big Bud Coco 500 ml

Big Bud Coco

მსოფლიოში საუკეთესო  Bloom Booster-ის ,ახლა უკვე ქოქოსის ბოჭკოსთან ოპტიმიზირებული ვარიანტი

Big Bud Coco შექმნილია სპეციალურად ქოქოსის ბოჭკოსთან ურთიერთქმედებისთვის. ის მცენარის აწვდის დამატებით რკინას , კალციუმს , მაგნიუმს  და ამცირებს იმ პოტენციურ პრობლემებს , რომლებიც როგორც წესი ამ უნიკალური ზრდის გარემოში გვხვდება.

თქვენ მიიღებთ თქვენთვის სასურველ ოპტიმიზირებულ მოსავალს დანამატში შესული მიკროელემენტების დახმარებით , ასე რომ დაიწყეთ Big Bud CoCo ს მოხმარება დღესვე , ის აუცილებლად დაგეხმარებათ უგემრიელესი კვირტების გაზრდაში , თქვენს ქოქოსის ბოჭკოს ქოთანში.

Big Bud Coco
Big Bud Coco

იგი შეიცავს იმ კომპონენტებს , რომლებიც ქოქოსის ბოჭკოს აკლია. დიდი ალბათობით თქვენ იმ გროვერების 91.7% ს მიეკუთვნებით , რომლებიც ყვავილობის გამაძლიერებს იყენებს , რათა ყვავილობის ყველა ციკლმა წარმატებით ჩაიაროს.

ასე, რომ ბუნებრივია გსურთ დარწმუნდეთ თქვენი გამაძლიერებლების ხარისხსა და პოტენციალში. თუმცა თუ იმ გროვერების რიცხვსაც მიეკუთვნებით , რომლებიც ქოქოსის ბოჭკოს იყენებენ მცენარის გასაზრდელად , მაშინ ეს დანამატი აუცილებლად მოგეწონებათ.

როგორც ბოდიბილდერს სჭირდება დამატებითი ცილა ვარჯიშის შემდგომ , რომ კუნთის ზომები გაზარდოს , ასევე სჭირდება თქვენს მცენარეს ცილების დანამატი. Big Bud Coco კვებავს მას ბიო პროტეინებით, რათა გაიზარდონ ზომაში , მოიმატონ მასა და მაქსიმალურად გამოიყენონო ქოქოსის ბოჭკოს პოტენციალი. 

რა თქმა უნდა თქვენი მცენარე მიიღებს ფოსფორისა და კალიუმის ოპტიმალურ რაოდენობას იმისათვის , რომ ძლიერი ყვავილობის ფაზა ჰქონდეს , თუმცა გარდა ამისა , თქვენი მცენარეები მიიღებენ მეორადი მეტაბოლიტების მდიდარ სპექტრს , ასე ,რომ ნაცვლად საკუთარი ამინომჟავების გამომუშავებაზე დახარჯული ენერგიისა , თქვენს მცენარეს შესაძლებლობა მიეცემა , რომ ძალა და ენერგია ზრდასა , განვითარებას და კვირტების სიჭარბეს მოახმაროს .

საბოლოოდ კი თქვენს მცენარეს არ შეექმნება არანაირი პრობლემა ქოქოსის ბოჭკოში გაზრდის გამო , რადგან Big Bud CoCo შეიცავს იმ ინგრედიენტებს , რომელიც ქოქოსის ბოჭკოს აკლია, სპეციალურად გამდიდრებულ ქელირებულ რკინას .

მოდით ახლა ამ გარღვევაზე მეცნიერული თვალსაზრისით ვისაუბროთ.  რატომ გჭირდებათ ეს სპეციალური გამაძლიერებელი?

Big Bud Coco-ს ყველა ის ცნობილი და ორიგინალური უპირატესობა გააჩნია , რაც Big bud ის ყველა პროდუქტს.  გარდა ამისა , ის სპეციალურად ქოქოსის ბოჭკოსთვის არის შექმნილი.  სწორედ ამ ყველაფრის მიღმა დგას მეცნიერება. ცნობილი ფაქტია , რომ ქოქოსი ბუნებრივად იზიდავს და იკავშირებს კალციუმსა და მაგნიუმს .

ეს ნიშნავს , რომ თქვენს მცენარეს უფრო მეტი კალციუმისა და მაგნიუმის მიღება შეუძლია ამ გარემოში , განსხვავებით იმ გარემოებისგან , სადაც თქვენი ძვირფასი მცენარეები ამ მინერალების შიმშილს განიცდიან. უფრო მეტიც , ქოქოსი შეიცავს ბუნებრივად წარმოქმნილ კალიუმს .

თუ ამ არსებულ კალიუმის რაოდენობას არ გავითვალისწინებთ , შესაძლოა თქვენი მცენარის კალიუმით მოწამლის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეთ. სწორედ ამიტომ , გროვერები იძულებულები გახდნენ კალიუმის დონე ეგრეთ წოდებული ქოქოსის თხილის მეშვეობითა და კალციუმ მაგნიუმის დანამატით აენაზღაურებინათ.

თუმცა ამ მეთოდების გამოყენების მიუხედავად , გროვერები მაინც აწყდებოდნენ უცნაურ საკვების დეფიციტის პრობლემას. მეცნიერული გარღვევა სწორედ ამ თავსატეხის ამოხსნა და დაკარგული რგოლის პოვნა იყო , რაც Advanced Nutrients-ის მკვლევართა ჯგუფმა წარმატებით მოახერხა. აღმოჩნდა , რომ ნივთიერება , რომელიც ქოქოსის ბოჭკოს აკლდა , იყო რკინა. 

 დიახ , თქვენს ძვირფას მცენარეებს არამხოლოდ კალციუმი და მაგნიუმი ესაჭიროებათ ქოქოსის ბოჭკოში ზრდისას , არამედ რკინაც.  ბოლო პერიოდამდე , ეს არავის აღმოუჩენია. სწორედ ამიტომ იყო , რომ მიუხედავად ქოქოსის ბოჭკოში არსებული საკვები დანამატებისა , მოსავალი მაინც არ მოდიოდა სასურველი რაოდენობით.

ეს ყველაფერი რკინის არ არსებობის ბრალი იყო.  სწორედ ამის გარკვევა გახდა Advanced Coco ს მკვებავი ხაზის საფუძველი, თუმცა ეს რათქმაუნდა ყველაფერი არ არის.

გაფრთხილება:

თუ თქვენი ქოქოსის ბოჭკოს გარემო არ მიიღებს ამ დანამატს , ის შეიძლება შიმშილით მოკვდეს. როგორც უკვე განვიხილეთ , რადგან ქოქოსის ბოჭკო იკავშირებს კალციუმსა და მაგნიუმს , იმას არ ნიშნავს , რომ მას სხვა საკვები ნივთიერებები აღარ სჭირდება.

ბევრი გროვერი ცდილობდა დაემატებინა კალციუმი და მაგნიუმი ცალკეული დანამატის სახით , მაგრამ ძალიან რთულია პროპორციების სწორად განსაზღვრა. ფაქტია , რომ მაგნიუმის და კალციუმის მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს შეუძლია თქვენი მცენარის იდეალურად დაკმაყოფილება , ისინი კი Big Cud CoCo ში გვხვდება.

ამ მნიშვნელოვანი მინერალების არასრულყოფილმა ფორმებმა შესაძლოა თქვენი მცენარეები სათანადოდ ვერ გამოკვებონ და თქვენი მცენარე ზომაში ვერ გაიზარდოს.

Advanced Nutrients ქოქოსის ბოჭკოს გამოყენება  Big Bud Coco თან ერთად ორმაგ წარმატების გარანტიას იძლევა. როდესაც მცენარეს ზრდით ქოქოსის ბოჭკოში , ჩნდება ნივთიერებების გაფუჭების რისკიც. სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვები დანამატები მცენარის ნაცვლად ქოქოსის ბოჭკოში შეიწოვება , მცენარე კი მათ ნაკლებობას განიცდის.

 ეს ყველაზე უცნაური ცხოვრებისეული პარადოქსია , სწორედ იმ თვისების გამო , რითი დახმარებითაც ქოქოსის ბოჭკო ასეთი ეფექტურია წყლის მიმართ , ამავდროულად მცენარეს შიმშილის რისკს უქმნის.

თუმცა Advanced Nutrients-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს , ამ პრობლემის გადაჭრის გზებიც. თუ იყენებთ რკინის დანამატს , თქვენი მცენარეები მთლიანად დაცულები ხდებიან.  Big Bud Coco კი მდიდარია რკინის  ისეთი ფორმებით , როგორიცაა DPTA და EDDHA.

ეს ყველაფერი არ არის , ჩვენმა გუნდმა გააკეთა შესწორებები კალიუმისა და ფოსფორის თანაფარდობაშიც , რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს აძლევს თქვენ მცენარეს.

თუ ეს ორი მინერალი , ფოსფორი და კალიუმი სწორი თანაფარდობით იქნება მიწოდებული მცენარისათვის და ამავდროულად არც რკინის დეფიციტს განიცდის იქ , მისი ზრდა უბრალოდ გარანტირებულია.

თუმცა კალიუმი და ფოსფორი ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია (განსაკუთრებით მაშინ თუ ქოქოსის ბოჭკოს იყენებთ)

ყვავილობის ფაზაში , მცენარის ზრდისთვის აუცილებელია კალიუმისა და ფოსფორის სწორი პროპორციებით მიცემა . ეს კი განსაკუთრებით რთული ხდება , თუ მას ქოქოსის ბოჭკოში ზრდით. როგორც უკვე ვთქვით , ქოქოსის გარემო ბუნებრივად იზიდავს და იკავშირებს კალციუმსა და მაგნიუმს , ეს ნიშნავს , რომ თქვენ მზარდ გარემოსთან შედარებით მაგნიუმისა და კალციუმის უფრო მაღალი წილი გექნებათ , თუმცა შესაძლოა ის თქვენი მცენარისკენ არ გაიგზავნოს და ამან მისი შიმშილი გამოიწვიოს.

Big Bud Coco 500 ml
Big Bud Coco 500 ml

სწორედ ამიტომ , ქოქოსის ბოჭკოსთვის შექმნილი გამაძლიერებელი შეიცავს ზუსტად იმ დოზით კალიუმს , რომელიც საჭიროა მსგავს გარემოში მცენარის იდეალურად მოსაყვანად. 

 აღმოჩნდა , რომ კვირტი ყველაზე კარგად მაშინ იზრდება , როდესაც მცენარეს ამინო მჟავების სრული სპექტრი სწორ ფორმებში მიეწოდება. ეს მცენარის „მშენებლობისთვის“ ცილების , ტერპენოიდების და ალკალოიდების აგურებსა და ბლოკებს წარმოადგენს

ეს ნიშნავს , რომ მცენარეს 20 L ფორმის ამინომჟავები უნდა მიაწოდოთ . თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია L-ტრიპტოფანის, L-ცისტეინის, L-გლუტამატის და L-გლიცინის სწორი დოზირება.

რატომ არის ამ ოთხი L ფორმის ამინო მჟავები ასეთი მნიშვნელოვანი? თქვენი მცენარეები იყენებენ L-ტრიპტოფანს, რათა შექმნან მნიშვნელოვანი ყვავილოვანი ზრდის ჰორმონი, რომელსაც ეწოდება ინდოლის ძმარმჟავა (IAA). IAA-ს სინთეზის გაძლიერება თქვენს ყვავილს გაზრდის უფრო დიდ პოტენციალს აძლევს.  L-ცისტეინი უზრუნველყოფს გოგირდს და L-გლიცინთან ერთად არის მთავარი ელემენტი მცენარეთა შიდა დამცავი ნაერთის გლუტათიონის ფორმირებაში.

იმის გამო , რომ სახლის პირობებში მცენარის გაზრდა ძირითად შემთხვევებში მცენარისთვის სტრესს წარმოადგენს , ქსოვილის ნიმუშები აჩვენებს, რომ ბევრ მცენარეს აქვს გლუტათიონის დეფიციტი, რაც ანელებს მეტაბოლიზმს და იწვევს მოსავლიანობის შემცირებას.

მცენარის ფორმირებაში სჯობს  L ფორმის ამინომჟავები გამოიყენოთ , რადგან  D ფორმის ამინო მჟავები ბევრად უფრო რთული შესაწოვია მცენარისათვის. მცენარეს ოცივე ამინომჟავა ესაჭიროება გაზრდისა და განვითარებისთვის , მაგრამ ზოგიერთი ამინო მჟავა მცენარისთვის უფრო რთული შესაწოვია , გამაძლიერებლების უმეტესობა მხოლოდ D ამინო მჟავებს შეიცავს , მცენარეებს კი მათი გამოყენება უჭირთ , რადგან ისინი ნაკლებად ხსნადია წყალში. 

გთხოვთ დაიმახსოვროთ , რომ მხოლოდ L ფორმის ამინო მჟავები წარმოადგენენ მცენარისათვის იდეალურ ფორმებს , რადგან ისინი მარტივად შეიწოვებიან და გარანტირებულად გვაძლევენ სასურველ მოსავალს.

 იზრუნეთ თქვენი ყვავილის ზრდასა და მის სუნთქვაზე , მეტაბოლიზმსა და განვითარებაზე.

თქვენ უკვე წაიკითხეთ , რომ კალიუმისა და ფოსფორის სწორი თანაფარდობა და L ფორმის ამინო მჟავები თქვენს მცენარეს გაზრდა-განვითარებაში ეხმარება L ტიპის ამინო მჟავები კი უკეთ აყალიბებს ყვავილს და მას სასარგებლო თვისებებს მატებს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ , რომ ასკორბინის მჟავა , ლომონმჟავა , L ფორმის ოცივე ამინომჟავა , კალიუმი , ფოსფორი და მაგნიუმი სწორი თანაფარდობით გვხვდება ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილ კვირტების გამაძლიერელ Big Bud Coco ში.

აი რას ვიღებთ გარანტირებულად Big Bud Coco-ის მოხმარების დროს

  • მეტ ყვავილს
  • უფრო დიდი ყვავილებს
  • უფრო ძლიერ ყვავილებს
  • მაღალი საბაზრო ფასეულობის ყვავილს

თხევად ფორმულად უფრო სწრაფი შერევისა და შეწოვისთვის.

ეს საუკეთესო დანამატია იმ შემთხვევისთვის , თუ თქვენს მცენარეს ქოქოსის ბოჭკოში ზრდით. მისი ეფექტით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

Advanced Nutrients 100% იან გარანტიას გაძლევთ , რომ პროდუქტების სწორად მოხმარების შემთხვევაში სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.  ასე რომ რაღას უცდით? შეიძინეთ Big Bud Coco უახლოეს მაღაზიაში!.

 I კვირაII კვირაIII კვირაIV კვირაV კვირაVI კვირაVII კვირა
Big Bud Coco  2მლ/ლ2 მლ/ლ2 მლ/ლ


1 ჩაის კოვზი = 5mL  |  1 სუფრის კოვზი = 15 mL  |  1 უნცია = 30mL  |  1 ჭიქა = 240 mL

შენიშვნა: Advanced Nutrients-ში ჩვენ არ ვიყენებთ პაკლობუტრაზოლს , დამინოზიდს ან მცენარეთა ზრდის სხვა აკრძალულ რეგულატორებს ჩვენს პროდუქტში.

Related Posts

კომენტარის დატოვება