სხვადასხვა

ფესვთა სისტემის სწორი განვითარება

ფესვთა სისტემის სწორი განვითარება

ფესვთა სისტემის სწორი განვითარება დამოკიდებულია სამ ძირითად ფაქტორზე.
ესენია :

• ნიადაგი

• ქოთანი

• მორწყვა

ნიადაგის შერჩევა

პირველი და ყველაზე მარტივი არის ნიადაგის შერჩევა, რადგან მებაღეები, რომლებიც კანაფს ვზრდით ვიყენებთ ძალიან ბევრ სასუქს მაქსიმალური შედეგის მისაღებად და თუ არ გვაქვს მიზნად სრულიად ორგანული ზრდა და ვიყენებთ ქიმიურ სასუქებს, როგორც ჩვენი უმრავლესობა, ნიადაგის შემადგენლობა ფაქტიურად აზრს კარგავს, რადგან თითქმის ყველა დანამატს ხელოვნურად ვაძლევთ მცენარეს, ანუ გამოდის რომ ერთადერთი ფაქტორი ნიადაგის შერჩევისას არის მისი სირბილე, რათა ადვილად გადაადგილდეს ფესვი და მარტივად იმოძრაოს შიგნით ჰაერმა.

ქოთანი

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქოთანი, როგორც მისი ფორმა და ზომა, ასევე სწორ დროს მცენარის გადატანა(გადარგვა).

მცენარეს სანამ მთავარ ერთ დიდ ქოთანში გადავიტანთ მანამდე ესაჭიროება 1-2-3 გადარგვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ შეიძლება მისი ჩათესვა პირდაპირ 20-30 ლიტრიან კონტეინერში.

მიზეზი :

ფესვთა სისტემის სწორი განვითარება
ფესვთა სისტემის სწორი განვითარება

მცენარის ფესვი მიჰყვება წყლის მიმართულებას და ეძებს მეტ წყალს, ეს ნებისმიერი მცენარის ფესვის თვისებაა. როდესაც ჩვენ პირდაპირ ვრგავთ პატარა მცენარეს უზარმაზარ ქოთანში, ფესვს არ აქვს საჭიროება იმის რომ დაიტოტოს და განვითარდეს, რადგან მორწყვისას წყალი ყოველთვის ქოთნის ფსკერისკენ მიედინება და მორწყვის შემდეგაც ყველაზე მეტი კონცენტრაციით კონტეინერის ფსკერზე კავდება, ფესვიც მიჰყვება მის მიმართულებას, აღარ ითვისებს გვერდებში არსებულ სივრცეს და მისი მასის დიდი ნაწილიც ქოთნის ძირში გროვდება, რაც იწვევს იმას, რომ ჩვენი 20 ლიტრი ნიადაგიდან ფესვი იყენებს მის მხოლოდ რაღაც ნაწილს (ქოთნის ქვედა სივრცეს).

ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მცენარის ფესვი მისი ფოთლებისგან განსხვავებით სუნთქავს ჟანგბადით, ხოლო როდესაც ძირში მოქცეული ფესვი გამოტენის ქოთანს და ერთმანეთში გადაიხლართება შეზღუდავს წყლის გამდინარეობას (დრენაჟს) და ძირში დაგროვილი წყალი არ მისცემს ფესვებს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას (წყალს შეუძლია ფესვები გაგუდოს), რაც იწვევს ფესვის დაზიანებას, სიყვითლეს და შემდეგ ლპობას.

რატომ უნდა გადავრგოთ მცენარე 2-3 ჯერ და რა დადებითი თვისება აქვს მას?

(აქ შემიძლია უბრალოდ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, რომელიც ნორმად არაა მიჩნეული, უბრალოდ ამართლებს)

კანაფის ფესვი

1. საჩითილე ჭიქა უნდა ვიღოთ 0.5-1 ლიტრი ზომის.
აუცილებელი ფაქტორია რომ იყოს გაუმჭვირვალე (სინათლე აზიანებს ფესვს)
პატარა კანაფს ამ კონტეინერის სრულიად გასავსებად დასჭირდება საშუალოდ 10 დღე. (თუ ნიადაგი სწორად გვაქვს შერჩეული)

2. ქოთანი უნდა იყოს 5-6ლ მოცულობის, მის გასავსებადაც საშუალოდ 10-15 დღე დასჭირდება ფესვს.

3. საბოლოო ქოთანი უნდა იყოს 20ლ მინიმუმ და ზემოთ , აქ უკვე გააჩნია რა ხანგრძილობაზე გვაქვს ვეგეტაცია გათვლილი და რა ზომის მცენარეა ჩვენი გეგმა, მე 25ლ-ზე ნაკლებ ქოთანს არასდროს ვიყენებ მაგალითად.

ფესვთა სისტემის სწორი განვითარება

გამოუცდელებმა გაითვალისწინეთ, რომ ქოთანი იყოს კონუსური ფორმის , ზემოთ განიერი და ნელნელა უვიწროვდებოდეს გვერდები (არ ვგულისხმობ ქვევრის ფორმას, სტანდარტული ფორმის ქოთანი), რადგან გაგიადვილდეთ მისი ამოღება და გადატანა.

ხელის გარედან რამოდენიმე მსუბუქი მოჭერის შემდეგ, თითებშორის მოვიქცევთ მცენარის ღეროს ძირს და ამოვაბრუნებთ, ჩითილიც მარტივად და უსაფრთხოდ გამოვა ქოთნიდან.
არ გადარგოთ მცენარე ახლად მორწყულზე, ნიადაგი ჩამოგეშლებათ.

მორწყვა

მორწყვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფესვის სწორად განვითარებისთვის.

1) დავიჭიროთ სწორი მჟავიანობა კანაფისთვის, რადგან არ დაგვიწვას ზედმეტად ტუტემ ან ზედმეტად მჟავემ ფესვი. (მჟავიანობა ცალკე პოსტს იმსახურებს და ბევრ ინფორმაციასაც შეხვდებით ინტერნეტში, დაგუგლეთ)

2) მორწყეთ ზომიერად, აცალეთ ყოველთვის კარგად გაშრეს ნიადაგი მორწყვიდან მორწყვამდე, რადგან ფესვი, როგორც ვთქვით, ყოველთვის ეძებს წყალს.
როდესაც მცენარე მუდმივად სისველეშია, იგი აღარ აქტიურობს და ნაკლებად ითვისებს ნიადაგს, სიმშრალეში კი იგი იზრდება ახალი წყლის კერების საპოვნელად ყველა მიმართულებით.

3) მორწყეთ აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყლით (20-25 გრადუსი) და არავითარ შემთხვევაში ცივით, რადგან ცივი წყალი მყისიერად სტრესავს ფესვებს და უქმნის როგორც მინერალების ათვისების, ასევე სუნთქვის პრობლემებს.

ამასთანავე ნელ-თბილი წყალი  მეტად იჭერს მაღალი ჟანგბადის კონცენტრაციას.

ასევე არის მითი, ქლორისგან გასაწმენდად ზოგი 1 კვირის ნადგამ წყალს იყენებს მოსარწყავად (სიზარმაცის გამო). ასეთი წყალი გამოცარიელებულია ჟანგბადისგან და ხელს არ უწყობს ფესვის ჯანსაღ სუნთქვას.

კიდევ არის რიგი ფაქტორები , რომლებზეც შემდგომ სტატიებში ვისაუბრებთ.

ავტორი: Igor GolicinskiLEGION OF GROWERS

მთავარღერძიანი ფესვი, როგორი ფესვი აქვს მცენარეს, ფუნჯა ფესვის მქონე მცენარეები, ფუნჯა ფესვი აქვს, ფესვის მქონე მცენარეები, ჭარხლის ფესვი, საიდან იზრდება გვერდითი ფესვი

Related Posts

კომენტარის დატოვება