სტრესული გარემოს ეფექტი მარიხუანას მცენარეზე
მარიხუანას მცენარის გაზრდაზე ყველა გარემო ფაქტორი ერთად მოქმედებს. მაგალითად ტენიანობა , ჰაერის ხარისხი, ტემპერატურა და სინათლე. ყველა მათგანზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად კარგად ან ცუდად გაიზრდება თქვენი მცენარე. იდეალური გარემო პირობების მიღწევა ბევრისთვის საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ თუ მოინდომებთ ამის გაკეთება მაინც შესაძლებელია. მაშინაც კი , თუ გარემო ფაქტორები იდეალურ მდგომარეობაშია, შესაძლოა არსებობდეს რამდენიმე რამ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი მცენარის ზრდა განვითარებაზე.
ასეთი ფაქტორი შესაძლოა იყოს საკვები ნივთიერებები , pH ბალანსი და ზრდის სეზონის ხანგრძლივობა. გარემოსთან ადამიანის ურთიერთობაში ბალანსის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბოლოო პროდუქტს ვიღებთ. მცენარეები, რომლებიც იდეალურ პირობებში იზრდებიან, ბევრად უფრო მეტ და უკეთესი ხარისხის ნაყოფს გამოიმუშავებენ.
ბნელი ციკლი შეწყდა – ყვავილი არ ჩანს
ერთ-ერთი მთავარი გარემო სტრესი მცენარისთვის არის სინათლის ინტენსივობის ცვლილება. ღია ცის ქვეშ მზარდი მცენარეები მზის შუქით საზრდოობენ, მაგრამ როდესაც მცენარე ოთახში მოგყავთ, მას მუდმივი სინათლე – გროუ განათება ესაჭიროებათ. გარე მცენარეებსაც აქვთ ბუნებრივი , შიდა საათი, რომელიც მცენარეებს აცნობებს თუ როდის არის ყვავილობის დრო. თუმცა როდესაც მცენარეს ოთახში ზრდით, არ შეიძლება დაეყრდნოთ მცენარის შიდა საათს, რადგან თავად ცვლით სინათლის იმ რაოდენობას, რომელსაც მცენარე იღებს.,
მარიხუანას მცენარეს გარკვეული რაოდენობის უწყვეტი სიბნელე ესაჭიროება ყვავილობის დასაწყებად, თუმცა ყველა ჯიშს თავისი კონკრეტული დრო აქვს. დარწმუნდით, რომ მცენარეები სრულ სიბნელეში არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ გსურთ, რომ მცენარეები ვეგეტატიური მდგომარეობიდან გამოვიდნენ.
ცხელი ან ნოტიო ოთახი კანაფისთვის
მარიხუანას ბევრ სხვადასხვა პირობებში გადარჩენა ძალუძს, მაგრამ თუ მცენარისთვის განკუთვნილი ოთახი ძალიან ცხელია ან ძალიან ნოტიოა, მაშინ შეიძლება მცენარეს სტრესი დაეწყოს. მცენარეები ვერ აყვავდებიან თუ მათ შესაბამისი ტემპერატურა და ტენიანობის დონე არ აქვთ. ტენიანობის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გამაფხვიერებელი. ეს საშუალება ეფექტურად ანაცვლებს ჰარში არსებულ ტენიანობას მშრალი ჰაერით.
მცირე სიცხეს მარიხუანას მრავალი სახეობა უძლებს , მაგრამ არის მომენტი, როდესაც სიცხე მცენარისთვის უკვე აუტანელი ხდება. 26 გრადუსი ცელსიუსი ბევრი სახეობისთვის უკვე ძალიან მაღალ ტემპერატურად ითვლება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის კონდიციონერი, იმისათვის, რომ ოთახში ტემპერატურა შეამციროთ ან იზრუნოთ იმაზე , რომ წყალი საკმარისად ცივი იყოს იმისათვის, რომ ფესვები გააგრილოს.
როდის და როგორ უნდა გასხლათ მარიხუანა
გასხვლას მცენარისთვის მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ფერმერები თავიანთ პომიდვრებსაც კი სხალვენ იმისათვის, რომ მეტი მოსავალი მიიღონ. მარიხუანას შემთხვევაშიც ანალოგიური ხდება. გამოცდილი გროვერები ყოველთვის სხლავენ თავიანთ მცენარეს, რათა მაქსიმალურად დიდი მოსავალი მიიღონ, მაგრამ გასხვლასაც სჭირდება სიფრთხილე.
ხშირმა გასხვლამ შესაძლოა თქვენი მცენარე დააზიანოს, ამიტომ მნიშვნელოვანია გასხვლა მოხდეს ზომიერად. მეტი სარგებლის მისაღებად შეგიძლიათ მას ფოთლები და თუნდაც კვირტებიც კი დააჭრათ. ზედა კვირტის გასხვლა შექმნის უფრო მეტ , პატარა ტოტებს, რომელიც შემდეგ ბევრად უფრო მეტ პატარა კვირტს გამოიღებს. ფოთლების გასხვლა საშუალებას აძლევს მცენარეს, რომ მთელი თავისი ენერგია სხვა ადგილების ზრდას მოახმაროს , მაგალითად კვირტებს. საჭიროების შემთხვევაში მცენარის გასხვლა კოსმეტიკური მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი.
ჰაეროვანი და ფხვიერი მარიხუანას კვირტები
ფხვიერი ჰაეროვანი კვირტები დაბალი ხარისხის მაჩვენებელია , როგორც ტექსტურაში , ასევე მოწევის დროსაც. პრობლემა თავს იჩენს მაშინ , როდესაც მცენარეს აკლდება სინათლე , საკვები ნივთიერებები ან გრილი ჰაერი. უმეტეს შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა არის ხოლმე დამნაშავე. თუ მცენარეს ოთახში ზრდით, შეგიძლიათ გამოიყენოთ კონდიციონერი ან სითბოს გადაცემის შესამცირებლად მცენარეები სინათლის წყაროდან მაქსიმალურად შორს უნდა გადაიტანოთ. თუ მცენარეს გარეთ ზრდით, ამ პრობლემისგან თავის ასარიდებლად შეგიძლიათ მიკრო მასხურებელი სისტემა გამოიყენოთ.
ეს პრობლემა შესაძლოა შუა ან გვიან ყვავილობის პერიოდში კალიუმის ნაკლებობის ბრალიც იყოს. შეცვალეთ სასუქი ან საკვები ხსნარი კალიუმის უფრო მაღალი კონცენტრატით.
მარიხუანას ღერო არ ფესვიანდება
როდესაც მარიხუანას გადარგვას ცდილობთ , მთელი მთავარი მიზანი ღეროების გაფესვიანება უნდა იყოს. სჯობს ამ პრობლემას საკუთარი ხელით გაუმკლავდეთ , მაგრამ მექანიკური საშუალებებიც არსებობს. ხანდახან მოჭრილი ტოტი ჩარგულ მიწაში ფესვს არ იდგამს. ამ პრობლემის დროს ცოტაოდენი გამაფესვიანებელი გელის გამოყენება მცენარეს მიზნის მისაღწევად იდეალურ პირობებს შეუქმნის.
ალბათ გაინტერესებთ ისიც , შესაძლებელია თუ არა ღეროს მოჭრა მაშინ , როდესაც მარიხუანას მცენარე მომწიფებულია ან ყვავილობს. რა თქმა უნდა, დიახ. მცენარისგან ღეროს აღება პრაქტიკულად ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. გადარგვის დროს ყველა გარემო პირობა უნდა გაითვალისწინოთ. ტენიანობა , ტემპერატურა და სინათლის ბალანსი ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მარიხუანას მცენარეების დაჭიმვა
თუ მარიხუანას მცენარე დაჭიმულია, როგორც წესი, ეს გარემო ფაქტორების ბრალი უნდა იყოს. ასეთ მცენარეებს არ აქვთ მტკიცე ღეროები და ვერ იბამენ რამდენიმე კვირტს და ფოთოლს. ასე, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა მცენარე ძალიან დაჭიმული არ იყოს. ამ პრობლემის მარტივი გამოსავალი ღეროს წინ და უკან მოხრაა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი შეხედვით მცენარეს დიდ სტრესს აყენებდეს , სინამდვილეში მცენარეს აიძულებს , რომ არასწორად განვითარებული ნაწილები დაშალოს და შემდგომ ხელახლა, ოღონდ უკვე სწორად, ჩამოაყალიბოს ტოტის სიმტკიცე.
ამ პრობლემის ერთ-ერთი მოგვარების გზა ლურჯი სინათლის ჭარბი გამოყენებაა. ტემპერატურა შეინარჩუნეთ 26 გრადუს ცელსიუსამდე და იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს მცენარეებს საჭირო სინათლე არ მოაკლდეთ. თუ ოთახში დაბალი სინათლე იქნება, მცენარის ტოტები გაიჭიმებიან იმისათვის, რომ სინათლის წყარომდე მიაღწიონ.
მაღალი და დაბალი ტემპერატურა
მაღალმა და დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს მცენარეზე. იდეალური ტემპერატურა დაახლოებით 26C გრადუსია, თუმცა ეს ფიქსირებული რიცხვი არ არის. საჭიროების შემთხვევაში , ღამით შეგიძლიათ ტემპერატურა დაახლოებით 8 გრადუსით შეამციროთ, თუმცა თუ ტემპერატურა ძალიან დაბალი იქნება , მცენარე ნელი ტემპით გაიზრდება და მოსავლის მიღების დროს სრული ციკლი დასრულებული არ ექნება. თქვენ შეიძლება პრობლემა ვერ შენიშნოთ, თუმცა თქვენი მოსავალი იმაზე ბევრად უფრო ნაკლები იქნება , ვიდრე სწორ გარემო პირობებში შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ თუ ოთახში ძალიან ცივა , ტემპერატურის გამოსწორებაზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ.
მაღალმა ტემპერატურამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰაეროვანი , წაგრძელებული ყუნწები , ღეროების სხვადასხვა პრობლემები და საერთო ჭკნობაც კი. აუცილებელია ვენტილაციის საკითხის მოგვარება. თქვენ ასევე შეიძლება დაგჭირდეთ კონდიციონერის ან წყლის გაგრილების დამონტაჟება. დამატებითი რჩევებისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გროუ შოფს
სტრესისგან გამოწვეული მცენარეების ჰერმაფროდიტიზმი
ჰერმაფროტიზმი კანაფის გროვერებისთვის არც ისე კარგი რამაა. მარიხუანას მრავალი სახეობა თვითდამტვერვადია , სტრესმა კი შეიძლება მარიხუანას მცენარეებში ჰერმაფროდიტიზმი გამოიწვიოს, თუმცა არსებობს ისეთი გენეტიკური შტამები , რომლებიც ჰერმაფროდიტებად არიან შექმნილები. მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ ისეთი გარემო ცვლილებები , რომლემბაც თქვენი მცენარე შესაძლოა ჰერმაფროდიტად აქციოს. მაგალითად, როდესაც მცენარეები გარე პირობებში კარგად გაიზარდნენ, შემდეგ კი მას თქვენ ოთახში შემოიტანთ, ისინი ძალიან დიდ სტრესს განიცდიან. ამ სტრესმა შესაძლოა მარიხუანას მცენარეში ჰერმაფროდიტიზმი გამოიწვიოს. ამ პრობლემასთან განმკლავების ერთადერთი გზა მამრობითი ყვავილის ამოძირკვაა , რათა მცენარემ საკუთარი თავის ან მის გარეშემო არსებული მცენარეების დამტვერვა ვერ მოახერხოს. ჰერმაფროდიტური თესლიც არაფერში გჭირდებათ, რადგან ყოველი შემდეგი თაობა ჰერმაფროდიტურ მცენარედ აღმოცენდება.
მარიხუანას თესლი არ აღმოცენდა
ალბათ ყველაზე ნაკლებად გვინდა , რომ დათესილი მარიხუანა არ აღმოცენდეს. ხანდახან პრობლემა არასათანადო ნიადაგი ან წყლისა და სინათლის ნაკლებობაა. წესით კი მხოლოდ წყალია საჭირო თესლის აღმოსაცენებლად , მაგრამ აუცილებელია სხვა გარემო ფაქტორებიც ნორმის ფარგლებში იყოს, მაგალითად ტენიანობა, ტემპერატურა და თავად თესლის ასაკიც კი.
აღმოცენების დასაჩქარებლად შეგიძლიათ თესლი წყალბადის ზეჟანგისა და წყლის ნარევით დაასველოთ. თესლის გაღვივებას შეიძლება 2 დან 10 დღემდე დასჭირდეს. ღია ცის ქვეშ თესლი იმავე პერიოდში ირგვება , რა დროსაც სიმინდს რგავენ თქვენს ტერიტორიაზე.
მცენარე გადატყდა
თუ მარიხუანას მცენარე ძლიერი შტორმის ან ქარის დროს გადატყდა , ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელს მოსავალს დაკარგავთ. მარიხუანას მცენარე თავის პოზიციაზე უნდა დააბრუნოთ და იზრუნოთ იმაზე, რომ მომდევნო ქარი მას ვერაფერს დააკლებს. ბზარების და ნატეხების გამოსასწორებლად შეგიძლიათ სკოჩი და თოკი გამოიყენოთ.
ხანდახან მიწიდან ფესვებიც ამოვარდნილია. აუცილებელია ისინი მიწით დავფაროთ. ფესვები მიწის ზემოთ დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა გავაჩეროთ, თორემ მცენარე შეიძლება ისე დაზიანდეს, რომ მისი ვერტიკალურ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე შეუძლებელი გახდეს.
ქლორი, გოგირდი და ნატრიუმი წყალში – ხისტი და რბილი წყალი
წყალი თქვენი მცენარის ასაყვავებლად მთავარი ინგრედიენტია, თუმცა ის შეიძლება არასასურველ მინერალებსაც შეიცავდეს. ონკანის წყალი იშვიათად არის ხოლმე სუფთა H2O . ის შეიძლება შეიცავდეს ქლორს, გოგირდს , ნატრიუმს და სხვა მინერალებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი მცენარის ზრდის პროცესზე. ხისტი წყლით მორწყვისას მზად უნდა იყოთ, რომ თქვენი მცენარეები სხვადასხვა მინერალებს მიიღებენ.
არსებობს რამდენიმე ფილტრი , რომლებიც წყალს მყარი ნივთიერებებისგან გაათავისუფლებენ. წყლის დამარბილებლის გამოყენება აუცილებლობას არ წარმოადგენს , რადგან დარბილების შემდგომ მასში დიდი ოდენობით სოდა აღმოჩნდება. გოგირდი მაღალი მჟავიანობის შემცველი ელემენტია , ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მცენარის საკვები ნივთიერების შთანთქმის პროცესზე, ხოლო ქლორი თითქმის არ ახდენს გავლენა მცენარის ზრდის პროცესზე.
ცივი, წვიმიანი და ნოტიო ამინდი
თუ მარიხუანა გარეთ მოგყავთ , არაპროგნოზირებად ამინდთან ყოველთვის მოგიწევთ გამკლავება. ზედმეტად ცივ ამინდს თქვენი მოსავლის მთლიანად განადგურება შეუძლია , როდესაც ტემპერატურა 7C გრადუსზე დაბლა ეცემა , მცენარეები ზრდის პროცესს წყვეტენ. თუ ცივი ამინდი იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ელოდით , შეიძლება მარიხუანას ხელოვნურად გათბობა ან შენობაში გადატანა მოგიხდეთ.
ნოტიო და წვიმიანი ამინდიც მსგავს პრობლემებს წარმოქმნის. ორივე მათგანი მცენარეს ობისკენ მიდრეკილს ხდის და თქვენ უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ წვიმის ან ნოტიო ამინდის გასვლის შემდგომ ნიადაგი მაქსიმალურად გაშრა. წვიმას ხანდახან შტორმიც მოყვება, შტორმმა კი უკვე შეიძლება ფიზიკურად იმოქმედოს მცენარეზე. უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ მიღებული გაქვთ გარკვეული სიფრთხილის ზომები იმ შემთხვევისთვის , თუ ძალიან აცივდება ან ამინდი წვიმიანი და ნოტიო იქნება.
ხშირი მორწყვა და მორწყვის ნაკლებობა
მცენარის მორწყვა მთელი მეცნიერებაა, რომელსაც დროთა განმავლობაში ისწავლით. მათი დიდი ხნის გარეშე წყლის დატოვება არ შეიძლება, მაგრამ არც ის გვინდა, რომ მცენარეს ძალიან ბევრი წყალი მივაწოდოთ. თუ მცენარეს წყალს მოვაკლებთ , ის ენერგიას დაკარგავს და დროთა განმავლობაში დასუსტდება. მოსარწყავად ნუ დაელოდებით იმას , თუ როდის ჩამოყრის თქვენი მცენარე ფოთლებს. შეამოწმეთ ნიადაგის ტენიანობა მაშინაც კი, თუ თქვენი მცენარეები კარგად გამოიყურებიან. თუ ნიადაგი მშრალია , მცენარე უნდა მორწყოთ
მეორეს მხრივ, არც მცენარის დახრჩობაა კარგი საქციელი. ძალიან ბევრ წყალს შეუძლია მცენარე ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ ფესვებმა ჟანგბადი ვეღარ მიიღონ. დარწმუნდით, რომ წყალი ნიადაგიდან გადინებადია. წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი ფესვების ირგვლივ დაგროვდება და მცენარეს დაახრჩობს.
მარიხუანას ნიადაგის პრობლემები
თუ მარიხუანა ღია ცის ქვეშ მოგყავთ, ნებისმიერი ტიპის ნიადაგი შეიძლება შეგხვდეთ. უნდა იცოდეთ, რომ ყველა მიწა ერთმანეთს არ ჰგავს. არსებობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგი : თიხისებრი ნიადაგი , ქვიშიანი ნიადაგი და გამომხმარი ნიადაგი , ისინი მარიხუანას მოსაყვანად არ გამოგადგებათ. მაგალითად თიხის ნიადაგი წყალს კარგად ვერ ატარებს, ამიტომ დიდი შანსია თქვენი მარიხუანა მორწყვის დროს დაიხრჩოს
ამის საპირისპირო მდგომარეობაა ქვიშიან ნიადაგში. იქ წყალი ძალიან მარტივად გაივლის , მცენარე კი პრაქტიკულად ვერ მიიღებს საკვებ ნივთიერებებს. გამომშრალ ნიადაგთან მუშაობა ძალიან რთულია, თუმცა თუ დამატენიანებელ საშუალებებს იყენებთ , შეუძლებელი მაინც არ არის. თუ მოვინდომებთ მარიხუანას მოყვანას ისეთ რთულ პირობებშიც კი შევძლებთ, როგორიც თიხისა და ქვიშიან ნიადაგშია. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ სრული სტატია იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
მადლობას გიხდით წაკითხვისთვის. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ისწავლეთ რაც ჯანსაღი მცენარის მოყვანისათვის გჭირდებოდათ. თუმცა თუკი ის პასუხი , რომელსაც ეძებდით ელექტრონულ წიგნში და ვებ-გვერდზე ვერ ამოიკითხეთ , გთხოვთ გამოიყენოთ ჩვენი ფორუმი ilovegrowingmarijuana.com. ფორუმზე შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი მცენარის სურათები, რათა დიაგნოზის დასმა უფრო მარტივად შევძლოთ. ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ, მოიწონოთ და დატვიტოთ სტატიები საიტიდან. ეს თქვენს მეგობრებს დაეხმარებათ იყვნენ ინფორმირებულები.
ეს ჩვენს საზოგადოებას ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.
შეიძინე პრემიუმ ხარისხის მარიხუანას თესლები ჩვენს გროუ შოფში
წყარო: რობერტ ბერგმანი