სახელმძღვანელოები

კანაფის საკვები ნივთიერებების ნაკლებობა

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba
  1. PH
  2. ბორი
  3. კალციუმი
  4. სპილენძი
  5. რკინა
  6. მაგნიუმი
  7. მანგანუმი
  8. მოლიბდენი
  9. აზოტი
  10. ფოსფორი
  11. კალიუმი
  12. სილიციუმი
  13. გოგირდი
  14. თუთია

მარიხუანას საკვები ნივთიერებების პრობლემები

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba

მარიხუანას საკვები ნივთიერებების პრობლემები

მარიხუანას მოყვანის დროს საკვები ნივთიერებების პრობლემა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს.
არსებობს სამი ძირითადი ნივთიერება, რომლებთანაც განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ. აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. რა თქმა უნდა სხვა მიკროელემენტებიც დაგვჭირდება, როგორებიცაა მაგნიუმი, თუთია ან კალციუმი, რამეთუ ეს ნივთიერებებიც ძალიან დიდ როლს თამაშობენ მცენარეში საკვები ნივთიერებების ამა თუ იმ პრობლემებში. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელთანაც მარიხუანას გროვერებს უწევთ ბრძოლა არის წყალსა და ნიადაგში ზუსტი pH დონის შენარჩუნება.

pH ბალანსი პასუხისმგებელია იმაზე თუ რამდენ საკვებ ნივთიერებას მიიღებს თქვენი მცენარე. pH დონის ცვალება ძირითადად მჟავასა და ტუტეს ცვალებადობას იწვევს. თქვენთვის სასურველია, რომ pH დონე იყოს 6.0 დან 7.0 მდე შუალედში. ყოველი საკვები ნივთიერება, რომელსაც თქვენს ნიადაგს დაამატებთ, ან გამოაკლებს გავლენას იქონიებს pH-ის ბალანსზე . ამ ყველაფრის გაცნობა დაგეხმარებათ, რომ თქვენს მარიხუანას სიჯანსაღე მაქსიმალურად დიდხანს შეუნარჩუნოთ.

pH დონე

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-ph

pH დონე მარიხუანას მცენარეებისთვის

pH შკალით იზომება ის, თუ რამდენად მჟავე ან ტუტეა ესა თუ ის ნივთიერება. ის იზომება 1.0 დან 14.0 შკალაში, სადაც 7.0 ნეიტრალურ მდგომარეობას წარმოადგენს. რაც უფრო დაბალ მაჩვენებელზეა შკალა, მით უფრო მაღალია მჟავიანობა. რაც უფრო მაღალია შკალა, მით უფრო მაღალია ტუტე. მარიხუანას მორწყვის თვალსაზრისით, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ წყალიც და ნიადაგიც ერთსა და იმავე დონეს ინარჩუნებს. მიწისთვის pH იდეალური დონე 6.0 დან 6.5-მდეა. 7
მარიხუანას მოყვანისას ბორის დეფიციტი იშვიათად იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ ამ პრობლემას მაინც შეუძლია მის ნაყოფიერებაზე გავლენა მოახდინოს. ბორის დეფიციტის პირველი ნიშანი მზარდი წვერების ყავისფერი და ნაცრისფერი შეფერილობაა. ბორის დეფიციტმა მხოლოდ მცენარის ზრდის ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი. მზარდი წვერები დროთა განმავლობაში კვდომას იწყებენ და მკვდარი ლაქები ფოთლებსაც უჩნდებათ, თუმცა ფოთლებზე ლაქები ყოველთვის მცირე ზომისაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პრობლემის მოგვარება აუცილებელია, რადგან ბორი მცენარის პროპორციებისთვისა და თესლის ფორმირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემის გამოსწორება გარკვეული მორწყვის რეჟიმის ცვლილებებია.

ბორის მჟავას გამოყენება ყველაზე მარტივი ნაბიჯია, მაგრამ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპოსტი, კომპოსტის ჩაი ან მორაქსი. ჰიდროპონიკურ სისტემებში მარიხუანა 5.5 pH მაჩვენებლით იზრდება, თუმცა 6.0 დან 6.5 მდე მაჩვენებლის დროს მცენარე საკვებ ნივთიერებებს ყველაზე კარგად იღებს.

pH დონის შემოწმება სირთულეს არ წარმოადგენს. მისი საჭირო დონეზე შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რათ თავიდან იქნას აცილებული ნივთიერებების დეფიციტის რისკი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ნარევები, რომლებიც შექმნილია იდეალური pH დონის შესანარჩუნებლად. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც pH დონეს მაღლა ან დაბლა სწევს და თქვენი სურვილის მიხედვით დაარეგულიროთ დიაპაზონში.

ბორი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-bori

საკვები ნივთიერების დეფიციტი – ბორი

მარიხუანას მოყვანისას ბორის დეფიციტი იშვიათად იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ ამ პრობლემას მაინც შეუძლია მის ნაყოფიერებაზე გავლენა მოახდინოს. ბორის დეფიციტის პირველი ნიშანი მზარდი წვერების ყავისფერი და ნაცრისფერი შეფერილობაა. ბორის დეფიციტმა მხოლოდ მცენარის ზრდის ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი. მზარდი წვერები დროთა განმავლობაში კვდომას იწყებენ და მკვდარი ლაქები ფოთლებსაც უჩნდებათ, თუმცა ფოთლებზე ლაქები ყოველთვის მცირე ზომისაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პრობლემის მოგვარება აუცილებელია, რადგან ბორი მცენარის პროპორციებისთვისა და თესლის ფორმირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემის გამოსწორება გარკვეული მორწყვის რეჟიმის ცვლილებებია. ბორის მჟავას გამოყენება ყველაზე მარტივი ნაბიჯია,
მაგრამ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპოსტი, კომპოსტის ჩაი ან მორაქსი. საკვები

კალციუმი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-kalciumi

საკვები ნივთიერებების დეფიციტი – კალციუმი

კალციუმის დეფიციტი მარიხუანას გარეთ მოყვანის შემთხვევაში საკმაოდ დიდი იშვიათობაა, თუმცა ამ პრობლემამ შესაძლებელია პიდროპონიკურ გარემოში საკმაოდ ხშირად იჩინოს თავი. ზოგიერთი წყალი კალციუმის დიდ ოდენობას ჩამორეცხავს მიწიდან, ეს კი სისტემაში მის დეფიციტს იწვევს.

თუ მხოლოდ წყალსა და საკვები ნივთიერების ხსნარს იყენებთ შესაძლოა თქვენმა მარიხუანამ საკმარისი კალციუმი ვერ მიიღოს. კალციუმის დეფიციტი როგორც წესი, ვლინდება დიდი ნეკროზული ლაქებით ფოთლებზე და მას მუქ მწვანე შეფერილობას აძლევს. ყველაზე მეტად ზრდასრული მცენარე ზიანდება. სუსტდება ტოტები, თანაც ისე რომ მარტივად მტვრევადი ხდება ის. კალციუმის დეფიციტი ასევე მოქმედებს მცენარის ფესვთა სისტემაზე.

კალციუმის დეფიციტის გამოსწორება შესაძლებელია კალციუმით მდიდარი სუბსტანციების გამოყენებით. მცენარის სისტემაში მისი შეყვანა მას შესაძლებლობას მისცემს, რომ ფესვები გაიძლიეროს და ღეროები გაიმაგროს.

სპილენძი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-spilendzi

საკვები ნივთიერებების დეფიცი – სპილენძი

მიუხედავად იმისა, რომ სპილენძის დეფიციტი იშვიათია, ამ პრობლემას არსებითად შეუძლია დააზიანოს ახალგაზრდა მცენარე. მისი ნაკლებობა მცენარის ფოთლებში ნეკროზს იწვევს. მისი ნიშნები მცენარის ფოთლებზე მოლურჯო ფერის გაჩენაა. ეს გავლენას ახდენს მცენარის ზრდაზე. რკინის დეფიციტი მარიხუანას მცენარეებისთვის საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ის გავლენას ახდენს მცენარის ზრდაზე და მათი ფოთლების ჩამოყალიბებაზე. უმეტესწილად ზიანდება ზედა ფოთლები, ეს მარტივი შესამჩნევია, რადგან ფოთლები ყვითლდება, ძარღვები კი მწვანე შეფერილობის რჩება.

რკინა ქლოროფილის წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს . რკინის დეფიციტი ძალიან ჰგავს მაგნიუმის დეფიციტსაც გარდა იმისა, რომ რკინა გავლენას ახდენს მხოლოდ ნორჩ ყვავილებზე. ამიტომ პრობლემები მხოლოდ მცენარის ზედა ნაწილში იჩენს ხოლმე თავს. რკინის დეფიციტი როგორც წესი, გვხვდება pH ბალანსის დარღვევის დროს, ამიტომ დეფიციტის განკურნებისას საჭიროა pH დონის რეგულირება. რადგან სპილენძი მცენარის მომწიფებასა და გამრავლებაში დიდ როლს თამაშობს, მნიშვნელოვანია მცენარისთვის მისი საჭირო დონით უზრუნველყოფა.

სპილენძის ფუგნიციდები ხელს უწყობენ ნიადაგში სპილენძის დონის შეცვლას, თუმცა სპილენძის დონის რეგულირების სხვა რამდენიმე საშუალებაც არსებობს, რომლებსაც სტატიის სრულად წაკითხვის შემთხვევაში გაეცნობით.

რკინა

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-rkina

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა – რკინა

რკინის დეფიციტი მარიხუანას მცენარეებისთვის საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ის გავლენას ახდენს მცენარის ზრდაზე და მათი ფოთლების ჩამოყალიბებაზე. უმეტესწილად ზიანდება ზედა ფოთლები, ეს მარტივი შესამჩნევია, რადგან ფოთლები ყვითლდება, ძარღვები კი მწვანე შეფერილობის რჩება. რკინა ქლოროფილის წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს . რკინის დეფიციტი ძალიან ჰგავს მაგნიუმის დეფიციტსაც გარდა იმისა, რომ რკინა გავლენას ახდენს მხოლოდ ნორჩ ყვავილებზე.

ამიტომ პრობლემები მხოლოდ მცენარის ზედა ნაწილში იჩენს ხოლმე თავს. რკინის დეფიციტი როგორც წესი, გვხვდება pH ბალანსის დარღვევის დროს, ამიტომ დეფიციტის განკურნებისას საჭიროა pH დონის რეგულირება.

მაგნიუმი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-magniumi

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა – მაგნიუმი

მაგნიუმის დეფიციტი იშვიათია კანაფის გარეთ გაზრდის დროს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მის ქოთანში გაზრდის დროს. ის პირველ რიგში გავლენას ახდენს მცენარის ქვედა ფოთლებზე, ისინი ყვითლდებიან და კარგავენ ძალას, საბოლოოდ კი კვდებიან. დეფიციტის განვითარებამ შესაძლოა მცენარის შუა ნაწილამდეც კი ააღწიოს.

ეს ელემენტი მცენარეში ქლოროფილის წარმოქმნის მთავარი ფაქტორია, ასე რომ უმნიშვნელოვანესია თქვენი მცენარის მაგნიუმით შევსება, თუკი იგი მსგავს სიმპტომებს გამოავლენს. ეპსომი მარილები არის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა მაგნიუმის დეფიციტის დასაძლევად. ასევე მნიშვნელოვანია განასხვავოთ მაგნიუმის დეფიციტი რკინის დეფიციტისგან, რათა არ მოხდეს მაგნიუმის ზედმეტად მიწოდება და მისი სიჭარბე.

მანგანუმი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-manganumi

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა – მანგანუმი

მხოლოდ მანგანუმის დეფიციტი მარიხუანას მცენარეში საკმაოდ იშვიათად იჩენს თავს, თუმცა ის ხშირად გვხვდება მაშინ, როდესაც მცენარეს აქვს რკინის ან თუთიის ნაკლებობა. ამიტომ ამ პრობლემებთან გამკლავების დროს მანგანუმიც უნდა გავითვალისწინოთ . მისი გამოვლენის პირველი ნიშნები ახალი ფოთლების სიყვითლე და რამდენიმე ნეკროზული ლაქაა. მცენარის სიძლიერე შეიძლება მნიშვნელოვანად შესუსტდეს . მეორეს მხრივ ძალიან ბევრმა მანგანუმმა შეიძლება რკინის დეფიციტი გამოიწვიოს.
მანგანუმი ქლოროფილის წარმოებისთვის და ნიტრატების შესაქმნელად მნიშვნელოვანი ელემენტია. ამრიგად მცენარის ამ ელემენტით უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ, როგორც წყალში გარეული სასუქის ხსნარით, ასევე კომპოსტის დახმარებით.

მოლიბდენი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-molibdeni

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა – მოლიბდენი

მოლიბდენის დეფიციტი ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს, მაგრამ მათ მარიხუანას მცენარეში საკმაოდ უცნაური ეფექტის გამოვლენა შეუძლიათ. თუ მცენარეს მოლიბდენი აკლია, შეამჩნევთ რომ შუა ფოთლები გაყვითლდება. ნებისმიერი სხვა ახალი ფოთოლი კი დაიწყებს გამრუდებასა და საბოლოოდ შეწყვეტს გაზრდას. ყლორტები დაიწყებს გრეხას და ზოგიერთმა ფოთოლმა შეიძლება წითელი შეფერილობა მიიღონ. მილიბდენის ამოცანაა ამიაკის წარმოებაში მცენარის დახმარებაა, რომელიც მცენარის სხვა ფუნქციებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიზეზი, რის გამოც მოლიბდენის დეფიციტი იშვიათობას წარმოადგენს, არის ის, რომ მცენარეებს ეს ელემენტი ძალიან ცოტა ოდენობით სჭირდებათ, ასე რომ ამ სახის დეფიციტის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოთლების სპრეი ან უბრალოდ დაამატოთ მოლიბდენის შემცველი ხსნარი მცენარის ჰიდროპონიკურ სისტემაში.

აზოტი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-azoti

საკვები ნივთიერებების დეფიციტი – აზოტი

იმის გამო, რომ აზოტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვები ნივთიერებაა მარიხუანასთვის, ხშირია მისი დეფიციტიც. აზოტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარის ბევრ სხვადასხვა ფუნქციაში, მათ შორის ამინომჟავების წარმოებასა და ფოტოსინთეზის პროცესში. მარიხუანას მცენარეში აზოტის ნებისმიერი დეფიციტი პირველ რიგში ფოთლების გაყვითლებით ვლინდება. ისინი იწყებენ ხვევას და კვდომას.

თუ დეფიციტი სწრაფად არ გამოსწორდა, პრობლემა ქვედა ფოთლებიდან მცენარის ზედა ნაწილებშიც მიიწევს. აზოტის დეფიციტის გამოსწორება სწორი სასუქების გამოყენებით შეგიძლიათ. უნდა დაბალანსდეს NPK თანაფარდობა. ცხადია თქვენ გინდათ, რომ აზოტის რიცხვი უფრო მაღალი იყოს ვეგეტატიური ზრდის დროს. სწრაფი მკურნალობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბეტ გუანო

ფოსფორი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-fosfori

საკვები ნივთიერებების დეფიციტი – ფოსფორი

მარიხუანას მოყვანის დროს ფოსფორის ნაკლებობა იშვიათად იჩენს თავს, თუმცა თუ ასე მოხდა მცენარე ისეთ სიმპტომებს ავლენს, როგორებიცაა ფოთლების ფერის გამუქება და ზრდის შენელება. დროთა განმავლობაში ფოთლები ხვევას იწყებენ, იძენენ ყავისფერ ფერს და უჩნდებათ ლურჯი და წითელი ფერის ლაქები.

ფოსფორი ყველაზე მნიშვნელოვანი ყვავილობის პერიოდშია, მაგრამ ის ასევე ხელს უწყობს ფესვების სისტემასა და ღეროების გაძლიერებას. თუ ყვავილობის პერიოდში ფოსფორის ნაკლებობამ თავი იჩინა, მცენარემ შესაძლოა თავისი მაქსიმალური პოტენციალი ვეღარ გამოავლინოს.

ფოსფორის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, თქვენ უნდა იპოვოთ ისეთი სასუქი, რომელსაც აქვს საჭირო NPG თანაფარდობა.

კალიუმი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-kaliumi

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა – კალიუმი

მარიხუანაში კალიუმის დეფიციტი საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ბუნებრივი სასუქების გამოყენებისას, როგორიცაა მაგალითად გუანო, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ კალიუმს მცენარე ყველაზე ნაკლებად მიიღებს (აზოტისა და ფოსფორისგან განსხვავებით). კალიუმის დეფიციტის დროს შესაძლოა მცენარე ენერგიულად გამოიყურებოდეს და საკმაოდ მაღალიც იყოს, მაგრამ ქვედა ფოთლებმა დაიწყონ კვდომა. ასევე შესაძლოა ფოთლებმა ყავისფერი შეფერილობა მიიღონ და ზოგიერთ ადგილას განუვითარდეთ ნეკროზული ლაქებიც.

დეფიციტის დიდხანს გაგრძელების დროს თავს იჩენს ქოლოროზული ლაქებიც. კალიუმის დეფიცის დროს მცენარე შედარებით ნელა იზრდება. ეს ელემენტი მნიშვნელოვანია წყლის შთანთქვისთვის და შემდგომში უკვე კვირტების განვითარებისთვის. მცირედი ნაკლოვანებები შესაძლოა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა იყოს, თუმცა თუ ამან მასიური სახე მიიღო, გამოიყენეთ წყალში ხსნადი სასუქი, რომელიც შეიცავს კალიუმს .

სილიციუმი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-siliciumi

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა – სილიციუმი

მარიხუანაში სილიციუმის დეფიციტი საკმაოდ იშვიათია, ძირითადად იმიტომ, რომ სილიციუმი ბუნებაში საკმაოდ ხშირი ელემენტია. ის უხვადაა საკვებ ხსნარებშიც, სასუქებშიც და მცენარეთა სხვა დამხმარეებში. სილიციუმი დიდ როლს თამაშობს მცენარის ზრდაში, ამიტომ მისი დეფიციტის დროს ღეროები და ტოტები სიმტკიცეს კარგავენ. შეიძლება მწერები უფრო მეტად მიიღოს თქვენმა მარიხუანამ . სილიციუმის დეფიციტი ასევე უარყოფითად მოქმედებს ფოტოსინთესზეც.

არსებობს სილიციუმის რამდენიმე წყარო, რომელიც გამოასწორებს მის დეფიციტს. მათ შორის არის დიატომიური მიწა და თუნდაც თხევადი სილიციუმი, თუმცა ეს ისეთი იშვიათი პრობლემაა, რომ შესაძლოა უმჯობესი იყოს პრობლემის სხვა წყაროების მოძებნა.

გოგირდი

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-gogirdi

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა – გოგირდი

გოგირდის ნაკლებობაც ძალიან იშვიათად გვხვდება, თუმცა ასეთ შემთხვევაში მარიხუანას მცენარე ახალი ფოთლების გაყვითლებას დაიწყებს, დავიწროვდება და უფრო მტვრევადი გახდება. გოგირდის საჭირო დონეზე შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს მცენარის სხვადასხვა პროცესს, მათ შორის ფესვების ზრდას და ქლოროფილის წარმოებას.

გოგირდის დეფიციტის იშვიათობა გამოწვეულია იმით, რომ სასუქებისა და ნიადაგების უმეტესობა გოგირდის ბუნებრივად მისაღებ რაოდენობას ისედაც შეიცავს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მცენარეში ასეთ დეფიციტს იშვიათად შეხვდებით . ამ პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია. ეფსომის მარილები, კალიუმის სულფატი და რამდენიმე სხვა საშუალება გოგირდის დეფიციტთან დაკავშირებულ სიმპტომებთან ბრძოლაში მარტივად დაგეხმარებათ.

თუთია

kanafis-sakvebi-nivtierebebis-nakleboba-tutia

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა – თუთია

თუთიის დეფიციტი მარიხუანაში გარკვეულწილად ხშირად გვხვდება. ეს პრობლემა მცენარის სტრუქტურაში შესამჩნევ დეფიციტს იჩენს. ახლად წამოზრდილი ფოთლები იგრიხება, ძველი ფოთლების ძარღვები კი ყვითლდება. ზოგიერთ შემთხვევაში მცენარე ოდნავ ფერმკრთალდება, ყვავილობის დროს კვირტები კარგავენ ფორმას. თუთიის დეფიციტი ზოგადად დაკავშირებულია მანგანუმისა და რკინის დეფიციტთან.

თუთია მცენარისთვის ძალიან სასარგებლოა. მას წვლილი შეაქვს როგორც მცენარის განვითარებაში, ასევე ფერმენტების წარმოებაში. თუთიის მწვავე ნაკლებობამ შეიძლება მცენარის დაზიანება გამოიწვიოს. თუთიის დეფიციტის გამოსასწორებლად თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მანგანუმიც და რკინაც. იმის გამო, რომ ეს სამი ელემენტი ხშირად ერთმანეთთან არის დაკავშირებული, პრობლემასთან ბრძოლის საუკეთესო გზა სამივე ელემენტის მიქსის მიღებაა.

kanafis-stresi-mcenare-waiqca

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა

წყარო: რობერტ ბერგმანი

Related Posts

კომენტარის დატოვება