სახელმძღვანელოები

მარიხუანას სახეობები

marixuanas-saxeobebi

მარიხუანა ერთადერთი ერთ წლიანი მცენარეა, რომელსაც ორი განსხვავებული სქესი აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მცენარეები შეიძლება იყოს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი ჯიშის. პრაქტიკაში მისი ჰერმოფროდიტი სახეობებიც კი გვხვდება, რომლებსაც აქვთ როგორც მამრობითი ასევე მდედრობითი მცენარის რეპროდუქციული ორგანოები.

მარიხუანას ძირითადი სახეობები:

  • ინდიკა: შედარებით მოკლე და ფართო, უფრო მეტად მწვანე და მრგვალი ფოთლების მქონე მცენარე, რომელიც იზრდება უფრო მსხვილი და მძიმე
  • სატივა: შეიძლება სიმაღლეში გაიზარდოს, მაგრამ ბევრად უფრო თხელია და წვეტიანი ფოთლები აქვს. მათი ეფექტი ენერგიულ, ცერებრალურ კაიფს მოგანიჭებთ
  • რუდერალისი: ეს ზემოთ ჩამოთვლილ ჯიშებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი სახეობაა. იგი გახლავთ მცირე ზომის მცენარე, რომელიც გამოიყენება ტანსაცმლის, თოკის და მსგავსი საგნების დასამზადებლად.
cannabis-types

მარიხუანას სახეობები

სხვადასხვა ტიპის მარიხუანას სხვადასხვა თვისებები და თავისებურებები გააჩნია. მცენარის სიძლიერის მთავარ მაჩვენებლად მიიჩნევენ THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) შემცველობას. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც უზრუნველყოფს დამამშვიდებელ და სამკურნალო ეფექტებს. გროვერების უმეტესობა, როგორც წესი იყენებს ინდიკას, სატივას ან მათ ჰიბრიდულ ჯიშებს. რუდერალისი თითქმის არავის მოჰყავს, რადგან მათ აქვთ ძალიან დაბალი THC შემცველობა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მდედრობითი სქესის კანაფი უფრო ძვირფასია მასში არსებული მაღალი THC შემცველობის გამო.

kanafis-saxeobebi

მარიხუანას სახეობები

ზოგადად THC იმ მდედრობითი სქესის მცენარეებში იზრდება, რომლებიც დაუმტვერავი რჩება. ის ქმნის ბევრად უფრო მეტ ყვავილს, მეტ კვირტს და მეტ THC- ფისს, რაც საბოლოოდ კვამლს ბევრად უფრო ძლიერს ხდის. ასევე მარიხუანას მცენარეში არსებობს უამრავი სხვა ბუნებრივი ქიმიკატი, რომელიც გავლენას ახდენს მის საბოლოო ხარისხზე. ამ ქიმიკატებს კანაბინოიდები ჰქვია და ისინი გავლენას ახდენენ თქვენს კოგნიტურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. იდეალურ პირობებში მცენარის გაზრდა ხელს უწყობს მასში THC მაღალი დონის წარმოქმნას. ძალიან პოპულარულია ინდიკასა და სატივას ჰიბრიდი სახეობები, იხილეთ მათი ჩამონათვალი :

 

Leave a Reply