Advanced Nutrients, პროდუქტები

Nirvana Advanced Nutrients

Nirvana 500 ml

Nirvana Advanced Nutrients

ეს არის თქვენი საუკეთესო არჩევანი კვირტის ბუნებრივი მეთოდით გაზრდისთვის. ამ პროდუქტის მეშვეობით თქვენი კვირტები უფრო ხარისხიანი და დიდი ზომის ხდება ,თუმცა ეს ყველაფერი არ არის, Nirvana Advanced Nutrients ეხმარება მცენარეებს ყვავილობის ფაზაში, რადგან ამ დროს ისინი გამოიყენებენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს და ესაჭიროებათ კალიუმი, რომლითაც  მას Nirvana უზრუნველყოფს.

გამოიყენეთ Nirvana Advanced Nutrients  და იცოდეთ, რომ ჩვენ გთავაზობთ 100% თანხის დაბრუნების გარანტიას უკმაყოფილების შემთხვევაში, მაგრამ მერწმუნეთ მისი შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

ორგანული და უფრო ხარისხიანი მოსავლისთვის გამოიყენეთ ეს 100%-იანი ორგანული ფორმულა, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი კვირტების ზომა და ხარისხი.

თქვენთვის და თქვენი თანამოაზრეებისთვის, ვინც ეძებდით გზას როგორ მიგეღოთ უფრო ხარისხიანი და დიდი კვირტები, მინდა გაცნობოთ რომ თქვენ ახლა შეგიძლიათ გამოიყენოთ სრულიად ორგანული პროდუქტი Nirvana. როცა ნახავთ რას შეიცავს Nirvana და როგორ მუშაობს ის, მაშინ მიხვდებით რატომ არის ის ნომერ პირველი პროდუქტი ორგანული გროვერებისთვის.

Nirvana-ს გამოყენებისას თქვენი სარგებელი იზრდება, რადგან ის შეიცავს ცილებს, რომლებიც წინასწარ იქნა დამზადებული ფერმენტების გამოყენებით და არა მჟავის, რომელსაც იყენებს მწარმოებლების უმეტესობა.

ფერმენტულად ჰიდროლიზებული შრატის ცილა უზრუნველყოფს კვირტის გაძლიერებას და უნარჩუნებს მას ამინომჟავებს, ცისტეინებსა და ტრიპტოფანებს  ბიოლოგიურად აქტიური “L” სახით. მწარმოებლების უმეტესობა იყენებს მჟავა ჰიდროლიზს, რომელიც ანადგურებს L-ამინომჟავებს. როდესაც იყენებთ Nirvana Advanced Nutrients-ს ფერმენტულად ჰიდროლიზებულ შრატის პროტეინს, თქვენი მცენარეები იღებენ L-ამინომჟავებს, რომლებიც აუმჯობესებენ ყვავილების ზრდას და აძლიერებენ მის პოტენციალს.

Nirvana-ს კიდევ ერთი სარგებელი წარმოიქმნება ამ ორი მცენარისგან: Chilean Soap bark და Yucca. ეს ორი გასაოცარი მცენარე გამოყოფს ნაერთებს, რომლებსაც სურფაქტანტებს უწოდებენ.

სურფაქტანტი არის ნაერთი, რომელიც ამცირებს „ზედაპირულ დაძაბულობას“ ასე ,რომ სურფაქტანტი და ის რასაც შეიცავს  უფრო მარტივად შედის თქვენს მცენარეში, ფესვებისა და ფოთლების მეშვეობით.

Yucca-სა და Chilean soap bark-ის ექსტრაქტი არის ორი სრულიად ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც გადასცემს თქვენს მცენარეს საკვებ ნივთიერებებს. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი ორგანული პროდუქტი თქვენი მცენარეებისათვის.

Nirvana Advanced Nutrients-ს კიდევ ერთი  კვირტის გამაძლიერებელი ინგრედიენტია „bat guano” ,რომელიც შეიცავს აზოტს, trace ელემენტებს, ამინომჟავებს, ნუკლეინის მჟავებს, ცილებს და მინერალებს.

Nirvana Advanced Nutrients
Nirvana Advanced Nutrients

მცენარეები სწრაფად ითვისებენ „bat guano”-ს რაც იწვევს მცენარეების სწრაფ ზრდას.

Guano-სთან ერთად, ნირვანას გააჩნია საფუარის კომპონენტი, რომელიც შეიცავს 22 აუცილებელ ამინომჟავას, რომლებიც ქმნიან მცენარეულ ცილებს და ასევე ის სავსეა B ვიტამინებით. B ვიტამინები განსაკუთრებით სასარგებლოა კლონირებისთვის, ნერგებისთვის, გადანერგვისთვის, დედა მცენარეებისა და მოსავლისათვის.

Nirvana უზრუნველყოფს მდიდარ, ორგანულ საკვებ ნივთიერებებს თქვენი მცენარეებისათვის. Nirvana შეიცავს გასაოცარ ნივთიერებას „აზომიტს“.როდესაც თქვენ წაიკითხავთ იმ ნივთიერებების ჩამონათვალს, რომლებსაც შეიცავს აზომიტი, მაშინ მიხვდებით თუ რატომ არის ის ესეთი სასარგებლო თქვენი მცენარეებისათვის. ეს ნივთიერებებია კალციუმის ოქსიდი, ნახშირბადი, რკინა, წყალბადი, სილიციუმი, ოქრო, მაგნიუმი, აზოტი, გოგირდი, მაგნიუმის ოქსიდი, ანტიმონი, ქრომი, კობალტი, ბორი, მოლიბდენი, სპილენძი, ფოსფორის პენტოქსიდი, მანგანუმი, ინდიუმი, ვერცხლი, თუთია და ასე შემდეგ. ფაქტობრივად დედამიწაზე არსებულ ყველა ელემენტს შეიცავს აზომიტი. შეამჩნევით,რომ აზომიტის მრავალი ინგრედიენტი აუცილებელი დანამატია თქვენი მცენარეებისათვის.

Nirvana-ს კიდევ ერთი სასარგებლო ელემენტი არის ჰუმინის მჟავა. ის წარმოიქმნება ლეონარდიტიდან, რომელიც ორგანულ ნივთიერებებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია დედამიწაზე. ჰუმინის მჟავა ეხმარება  თქვენს მცენარეებს საკვები ნივთიერებების მიღებასა და გამოყენებაში. მისი მსგავსი პროდუქტია ფულვიკის მჟავა, რომელიც ასევე ლეონარდიტიდან მიიღება. ის მცენარეს ჰუმინის მჟავის მსგავსად ეხმარება საკვები ნივთიერებების გადატანასა და სწრაფად მიღებაში.

და ეს ყველაფერი მოთავსებულია ერთ ფორმულაში, რომელიც  ხელი უწყობს  მცენარის ზრდასა და განვითარებას. თქვენი კომფორტისთვის Advanced Nutrients-ს მა ეს ყველა ელემენტი და კომპონენტი გააერთიანა ერთ ფორმულაში, რომელსაც ეწოდება Nirvana. არა მხოლოდ ეს, Nirvana  არის სამჯერ გაფილტრული და შერეული იმისათვის, რომ თქვენ მარტივად შეძლოთ მისი გამოყენება.

გაითვალისწინეთ, რომ Nirvana ხშირად არის განთავსებული ჰიდროპონიკის მაღაზიების თაროებზე თავის მსგავს  პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა Pure blend pro  და Liquid Karma, მაგრამ Nirvana შეიცავს უფრო მეტ ინგრედიენტებს ვიდრე სხვა ორგანული პროდუქტები. ასევე Nirvana არის ერთადერთი 100% ორგანული პროდუქტი, რომელიც კონცენტრირებულია მარტივად გამოყენებისათვის.

ბუნებრივი ზრდისა და მოსავლიანობის ზრდის პროდუქტებში Nirvana არის ერთადერთი ,რომელიც სავსეა მდიდარი დანამატებითა და ვიტამინებით ,რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მცენარის გამოკვებას.

 I კვირაII კვირაIII კვირაIV კვირაV კვირაVI კვირაVII კვირა
Nirvana  2 მლ/ლ2 მლ/ლ2 მლ/ლ2 მლ/ლ


1 ჩაის კოვზი = 5mL  |  1 სუფრის კოვზი = 15 mL  |  1 უნცია = 30mL  |  1 ჭიქა = 240 mL


შენიშვნა: Advanced Nutrients-ში ჩვენ არ ვიყენებთ პაკლობუტრაზოლს , დამინოზიდს ან მცენარეთა ზრდის სხვა აკრძალულ რეგულატორებს ჩვენს პროდუქტში.

Nirvana Advanced Nutrients

ნირვანა

Related Posts

კომენტარის დატოვება