Advanced Nutrients, პროდუქტები

Overdrive Advanced Nutrients

OverDrive

Overdrive Advanced Nutrients

მიეცით თქვენს მცენარეებს საშუალება , რომ დასასრულის ფაზაში თავიანთ შესაძლებლობებს გადააჭარბონ.

ყვავილობის ფაზის ბოლო კვირების განმავლობაში , თქვენს მცენარეებს სჭირდებათ Overdrive-ის ინგრედიენტები , რათა შეინარჩუნონ ყვავილის მომწიფება , განაგრძონ მათი ზრდა და უზრუნველყონ მცენარის სრული სიძლიერე.

ბევრი გროვერი ყურადღებას არ აქცევს ყვავილობის ფაზის ბოლო კვირებს , მაგრამ ეს სწორედ ის პერიოდია , რომელიც თქვენი მოსავლიანობის ხარისხს განსაზღვრავს.

Overdrive Advanced Nutrients
Overdrive Advanced Nutrients

აღმოაჩინეთ ახალი ხრიკი , რომელსაც ყველაზე წარმატებული გროვერები იყენებენ ყვავილის წარმოების გასაზრდელად გამორეცხვამდე 2 კვირით ადრე.  დიახ , ეს სიმართლეა . სწორი კვების სტრატეგიით შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი მცენარის ყვავილობა , თუნდაც აყვავების ბოლო ფაზაში.

ფაქტია , რომ მსოფლიოს 107 ქვეყანაში , გროვერები მოსავლის აღებამდე საერთო მოსავლიანობის გასაზრდელად სწორედ ამ ხრიკს იყენებენ. ბევრი მიღებული ჯილდო უზარმაზარი და ძლიერი კვირტებისთვის სწორედ ამ ხრიკის დამსახურებით არის მოპოვებული, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო.

ათწლეულების განმავლობაში , გროვერები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის , რომ მათ სურნელოვანი , წებოვანი  და დიდი კვირტები გაეზარდათ , თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებულს მაინც ვეღარაფერს აკეთებდნენ. 

მათ იყიდეს სწორი განათება , ცდილობდნენ ეგზოტიკური გენეტიკის თესლი შეეძინათ , გამოეყენებინათ ხარისხიანი მიწა , ატარებდნენ საათებს ფორუმებზე სხვა გროვერებისგან რჩევების მოსასმენად , მაგრამ შედეგი მაინც იგივე იყო. მათი კანაფი სიცოცხლის ფაზას ასრულებდა.  ეს მართალია , თქვენ კანაფს ვადის გასვლის თარიღი აქვს , რომელსაც წინასწარ ვერ დაადგენთ.

ყვავილობის ფაზის დაწყებიდან , თქვენ პრაქტიკულად დღეებს ითვლით , სანამ ყვავილობა შენელდება და მიუხედავად იმისა , რომ შესაძლოა საშუალო მოსავლიანობა მიიღოთ , არ არსებობს იმაზე დიდი იმედგაცრუება , ვიდრე იმის ყურება , თუ როგორ მცირდება თქვენი კვირტები ზომაში. ამიტომ თქვენ მოსავლის აღებას მანამ იწყებთ , სანამ მცენარის აყვავების სრული ციკლი დასრულდება , თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს , რადგან სამეცნიერო აღმოჩენებმა ყველაფერი შეცვალა.

როგორც კანაფის ექსპეტებმა , ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ უნდა მოიყვანოთ მეტი მოსავალი ყვავილობის ფაზის ბოლო კვირებში. ჩვენი გუნდის მეცნიერების დოქტორები მთელი გულისყურით სწავლობდნენ ამ საკითხს.  მათ ჩაატარეს უთვალავი კვლევა , შეისწავლეს ასობით ქსოვილის ნიმუში ყვავილობის ბოლო კვირების განმავლობაში და გამოსავალს ისე მიაგნეს.

ეს ყველაფერი ერთ ღამეში არ მომხდარა , მათ წლები დასჭირდათ იმისათვის , რომ ყველაფერი სწორად გაეკეთებინათ , თუმცა საბოლოო ჯამში , ჩვენ ეს შევძელით , შედეგი კი შოკისმომგვრელი გახლავთ. ჩვენ აღმოვაჩინეთ , რომ მცენარეების სწორი საკვები ნივთიერებებით გამოკვება იწვევს მისი ყვავილობის ფაზის მეორე ციკლს.

სწორედ ეს არის ის ფაქტი , რომლის გაცნობიერებაც ძალიან მნიშვნელოვანია.
OverDrive
Overdrive Advanced Nutrients

ასე, რომ ყურადღებით წაიკითხეთ. თქვენი მცენარეების ყვავილობა მათი რეპროდუქციული ეტაპის ნაწილია , მაშინაც კი თუ თქვენ მდედრობით კულტურებს თესავთ.

ასე, რომ როგორც კი დარწმუნდებიან , რომ მომავალი თაობისთვის თესლები უკვე შექმნეს , ისინი თავიანთ საქმეს შესრულებულად ჩათვლიან , სწორედ ეს იწვევს მათ მოდუნებასა და სიკვდილს. გენეტიკური ფუნქციების გააზრება და ყველაფრის აზრის შესწავლა აღმოჩნდა თქვენი კანაფის გენეტიკური პოტენციალის სრული განბლოკვის გასაღები.

გაიცანით Overdrive, ყვავილობის ფაზის ბოლოს საჭირო დანამატი , რომელიც თქვენს კვირტებს ტურბოდამუხტვას გაუკეთებს და მოსავალს ბევრად გაგიძლიერებთ.

მას შემდეგ , რაც გამოიყენებთ Overdrive Advanced Nutrients-ს , თქვენ მიიღებთ ოპტიმალურ პირობებს ყვავილობის აღსადგენად , თქვენი მცენარეები კი შექმნიან უფრო ტკბილ , წებოვან და დიდ კვირტებს , კანაბინოიდებითა და ტეპენოიდებით გამდიდრებულ მოსავალს , რომლისაც მარტივად შეძლებთ , რომ იამაყოთ.

ამ დანამატის საშუალებით მცენარეს საშუალებას მისცემთ კონცენტრაცია იმ ძვირფასი კვირტების წარმოებაზე მოახდინონ , რომლისთვისაც ამდენი იშრომეთ.  შეუერთდით იმ ათასობით გროვერის ჯგუფს , რომლებიც ყვავილის ბოლო ფაზას Overdrive Advanced Nutrients-ს მეშვეობით აუმჯობესებენ.

რას ამბობენ გროვერები Overdrive-ს შესახებ? ისინი , რომლებიც თქვენსავით იმედოვნებდნენ , რომ დიდ მოსავალს მიიღებდნენ , მათ ირწმუნეს Overdrive Advanced Nutrients-ს ძალა და აი ერთ-ერთი მომხმარებლის , ზაქარის კომენტარი

„ყვავილობის ციკლის დასასრულს მივუახლოვდი , მცენარეები კი უბრალოდ აღარ აწარმოებდნენ ახალ კვირტებს. რამდენიმე სასუქი ვცადე , მაგრამ არცერთმა არ გამოიღო შედეგი. ჰიდროპონიკის მაღაზიაში Overdrive Advanced Nutrients მირჩიეს.

დაახლოებით ერთ კვირაში კვირტების ზომა შესამჩნევად გაიზარდა და საბოლოოდ ისეთი უხვი მოსავალი მივიღე , როგორის იმედიც მქონდა“

დაახლოებით იმავეს ამბობს გრანტი ნიუ მექსიკოდან.

„წარსულში გამორეცხვამდე მხოლოდ ძირითად საკვებ ნივთიერებებს ვიყენებდი , მაგრამ ამ პროცესში საკმაოდ ბევრს ვკარგავდი. როდესაც Overdrive Advanced Nutrients -ს გამოყენება დავიწყე , დავინახე , რომ კვირტები ზომაში გაიზარდნენ. ეს ნამდვილად ყველა გროვერისათვის საჭირო დანამატია.“

სცადეთ თქვენც , შეიძინეთ Overdrive უახლოეს ავტორიზებულ მაღაზიაში , ან შეგიძლიათ თქვენც იგივე გააკეთოთ , რაც ძალიან ბევრმა გროვერმა გააკეთა. ჩაინიშნეთ ამჟამინდელი კვირტების მახასიათებლები , აყვავების ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში , შემდეგ გამოიყენეთ Overdrive და უფრო მარტივად გააცნობიერებთ , თუ რამდენად გაიზრდება კვირტების ზომა.

გამოიყენეთ Overdrive დღესვე და შეუქმენით თქვენს მცენარეს პირობები , რომ შექმნას სქელი , წებოვანი ფისი , გაიუმჯობესოს მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა , შემატოს არომატი , დაუტკბოს გემო და გაჩუქოთ უფრო დიდი მოსავალი. თქვენი მთავარი მიზანიც , ხომ სწორედ ეს არის?

შეიძინეთ Overdrive უახლოეს ავტორიზებულ მაღაზიაში დღესვე.
 I კვირაII კვირაIII კვირაIV კვირაV კვირაVI კვირაVII კვირა
Overdrive  2 მლ/ლ2 მლ/ლ


1 ჩაის კოვზი = 5mL  |  1 სუფრის კოვზი = 15 mL  |  1 უნცია = 30mL  |  1 ჭიქა = 240 mL

შენიშვნა: Advanced Nutrients-ში ჩვენ არ ვიყენებთ პაკლობუტრაზოლს , დამინოზიდს ან მცენარეთა ზრდის სხვა აკრძალულ რეგულატორებს ჩვენს პროდუქტში.

Related Posts

კომენტარის დატოვება