Advanced Nutrients სასუქების განხილვა, პროდუქტები

pH Perfect Connoisseur Coco Grow Part AB – განხილვა

Connoisseur-Coco-Grow-A-500-mL

pH Perfect Connoisseur Coco Grow Part AB

მხოლოდ ექსპერტებისთვის: ულტრა პრემიუმ 2 ნაწილიანი ზრდის ფაზის საბაზისო მკვებავი , ქოქოსის ბოჭკოში დარგული მცენარისთვის. 

თუ უკვე გამოცდილი გროვერი ხართ , რომელსაც ქოქოსის ბოჭკოში მცენარის გაზრდა აქამდეც გამოუცდია და მიუხედავად წარმატებისა, გსურთ, რომ უფრო მეტს მიაღწიოთ , pH Perfect Connoisseur Coco Grow A სწორედ თქვენთვისაა.

ჩვენ არ დავიშურეთ დრო და ფინანსები , რათა შეგვექმნა სრულყოფილი, ძლიერი ინგრედიენტებით აღსავსე საკვები დანამატი მცენარის ზრდის ფაზისათვის , რომელიც ასევე შეიცავდა ქოქოსის ბოჭკოში მცენარის ზრდის დაკარგულ ჯაჭვს, რკინის ჩელატურ ფორმებს.

pH Perfect Connoisseur Coco Grow Part AB და pH Perfect® Connoisseur® Bloom Part A+B ყველაზე დახვეწილი საბაზისო საკვებია, რომელიც ექსკლუზიურად მაღალი კლასის ქოქოსის ბოჭკოში წარმოებისთვისაა შექმნილი. მისი დახმარებით, თქვენ მუდამ დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი მოსავალი ხარისხიანი და უხვი იქნება. 

თქვენ უკვე ჩადეთ ინვესტიცია მაღალი პროდუქტიულობის დახვეწილ აღჭურვილობაში – გროუ ბოქსი , მაგრამ ერთი რამ მაინც არ გაქვთ. 

თქვენი  მცენარეები არ შთანთქავენ პრემიუმ საკვებს ეს კი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც ძალიან ბევრი გროვერი უგულებელყოფს, რაც სამწუხაროა, რადგან თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ გროუ ბოქსის მოწყობაზე, დახვეწეთ თქვენი მცენარის ზრდის უნარები, მაგრამ რაც არ უნდა დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯოთ მცენარის ზრდაში, თუ ის არ იღებს თქვენ მიერ მიწოდებულ საკვებ ნივთიერებებს , მათ აუცილებლად შეუფერხდებათ პოტენციალი და ვეღარ შექმნიან სათანადოდ დიდ, არომატულ და ძლიერ კვირტებს.

წარმოიდგინეთ ოლიმპიური სპორტსმენი, რომელიც სპეციალისტის მიერ დანიშნულ საკვებს იღებს და დღეში 6 საათის განმავლობაში ვარჯიშობს , როგორ ფიქრობთ  მისი დიეტაც იგივენაირია , როგორიც ჩვეულებრივი სპორტსმენის? რა თქმა უნდა არა. არც თქვენი მცენარეების შემთხვევაში უნდა იყოს ასე. თუ გინდათ , რომ კონკურენცია დაძლიოთ, მაშინ თქვენი მცენარეებიც განსაკუთრებულად უნდა გამოკვებოთ , რადგან რეალობა ისაა , რომ გენეტიკა და გარემო კანაფის მოყვანისთვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი აუცილებელი პირობაა. მათი პოტენციალის გამოსავლენად მთავარი გასაღები სწორედ პრემიუმ კვებაა.

სწორედ ამიტომ, ქოქოსის ბოჭკოში მცენარის მწარმოებლები , რომლებსაც სურთ მისი მოსავლიანობის ზრდა , იყენებენ საბაზისო ნუტრიენტების სპეციალურ პროგრამას, რომელიც ქოქოსის ბოჭკოსთვის არის შექმნილი.

მრავალწლიანი კვლევისა და განვითარების შემდეგ , ჩვენმა ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა საბაზისო კვებითი ხაზი , რომლებსაც სხვა ვერცერთი კომპანია ვერ უწევს კომპანიას. მას ჰქვია pH Perfect Connoisseur Coco Grow Part AB და pH Perfect® Connoisseur® Coco Bloom Part A+B… და ისინი კანაფის წარმოების მეცნიერებაში მწვერვალს წარმოადგენენ.

ჩვენ ისეთი კომპონენტი აღმოვაჩინეთ, რომლის გასარკვევადაც სხვა კომპანიები ყველაფერზე არიან წამსვლელები , მაგრამ უშედეგოდ , სწორედ ამ საიდუმლო ინგრედიენტის დამსახურებით , თქვენი მცენარე იქნება ძლიერი , ექნება უხვი მოსავალი და შესაძლებლობას მოგცემთ , რომ თასიც კი მოიგოთ.

ჩვენ გაძლევთ საშუალებას გამოცადოთ ის ტექნოლოგია , რომელიც თქვენს მცენარეს საკვები ნივთიერებების მიღებაში დაეხმარება და მას განსაკუთრებულ თვისებებს მიანიჭებს.

ეს დანამატი მიეკუთვნება პრემიუმ ხაზს , ჩვენ ვართ საკვები დანამატების ერთადერთი ბრენდი , რომელიც ავტომატურად ასტაბილურებს pH დონეს მცენარეში. წარმოიდგინეთ რამხელა დროს და ძალისხმევას დაზოგავთ , როცა pH კონტროლი აღარ მოგიწევთ.  ამაზე მხოლოდ ოცნებაც კი სასიამოვნოა , თუმცა ეს ყველაფერი რეალობაა .  თქვენ აღარასდროს მოგიწევთ pH კალმებისა და საზომების გამოყენება. როდესაც იყენებთ pH Perfect Connoisseur Coco Grow Part AB და pH Perfect Connoisseur Bloom A+B , თქვენი მცენარის pH დონე ოპტიმალურ დონეს არასდროს ცდება. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ , რომ ყველა საკვები ნივთიერება მცენარისათვის ხელმისაწვდომი იქნება და აღარასდროს დაგჭირდებათ pH ამწევის და დამწევის შეძენა.

თქვენ შესაძლოა ისედაც ხარისხიან და უხვ მოსავლიან კანაფს ზრდით, თუმცა ჩვენი ულტრა პრემიუმ ქოქოსის ბოჭკოს ბაზის საკვები დანამატი თქვენს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. გახსოვდეთ , ჩვენ საკმაოდ დიდი დრო და ფინანსები ჩავდეთ, რათა საჭირო ინგრედიენტები აღმოგვეჩინა. მისი დახმარებით თქვენი მცენარე მიიღებს მიკროელემენტებისა და ჩელაციის ფართო სპექტრს.

ასე, რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ , რომ თქვენი მცენარეები მარტივად მიიღებენ საჭირო საკვებ ნივთიერებებს და ექნებათ ნაყოფიერი ყვავილობა.  როდესაც ამ ულტრა პრემიუმ ბაზის საკვები ნივთიერებებს იყენებთ, მრავალი ამინომჟავის კომპლექსი ქმნის აზოტის დამატებით წყაროს , რომელიც მუშაობს მიკროელემენტებთან ერთად თქვენი ფესვის ზონის დასამუშავებლად.

ჰუმინის მჟავები ეხმარება ჩელაციას და მცენარეებს შესაძლებლობა ეძლევათ მაქსიმალურად შთანთქონ საკვები ნივთიერებები,  თუმცა ეს ყველაფერი არ არის.  ჩვენი ულტრა პრემიუმ ქოქოსის ბოჭკოს ბაზის საკვები ნივთიერებები ამაზე ბევრად მეტის საშუალებას გაძლევთ.

ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი , რომელიც გადაჭრიდა ქოქოსის ბოჭკოში მცენარის მწარმოებლების მთავარ პრობლემებსაც.  ჩვენ ფორმულაში ცვლილებები შევიტანეთ, რათა ქოქოსის ბოჭკოსთან თავსებადი საკვები დანამატი შეგვექმნა. აი რაშია საქმე:

ცნობილი ფაქტია, რომ კალციუმი და მაგნიუმი ქოქოსის ბოჭკოში ერთმანეთს მარტივად უკავშირდება , მიუხედავად იმისა , რომ ეს ფანტასტიკური გასაზრდელი საშუალება ბევრად უკეთეს გარემოს გვაძლევს. მას ასევე შეუძლია , რომ მნიშვნელოვანი მიკროელემენტები დაბოლკოს. ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა ქოქოსის ბოჭკოს ირჩევ , რათა მცენარე კარგად იყოს გამოკვებილი და საბოლოოდ მცენარე შიმშილობს. ცხადია ეს არის ის, რისი თავიდან აცილებაც ნებისმიერ ფასად გსურთ.

ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით , სწორედ ამიტომ pH Perfect Connoisseur Coco Grow Part AB და pH Perfect Connoisseur Bloom A+B კალიუმით და მაგნიუმით შევქმენით, მაგრამ ჩვენ არ ჩაგვიმატებია მიკროელემენტების ძველი ფორმები ჩვენს ნარევში.  უბრალოდ არ აგვირევია სხვადასხვა მინარევები ერთ ბოთლში  იმის იმედით , რომ ისინი იმოქმედებდნენ.

ეს არის პრემიუმ ხარისხის ფორმულა, რომელიც მეცნიერულად ზუსტი გათვლების მიხედვით შეიქმნა. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ მასში , რათა შეგვექმნა საბაზისო საკვები ნივთიერებების ხაზი, რომელიც შეიცავს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კალციუმისა და მაგნიუმის მრავალფეროვან ჩელატურ ფორმებს.

თქვენ აღარ მოგიწევთ ნერვიულობა საკვები ნივთიერებების გაჟონვაზე. ამის ნაცვლად შეგიძლიათ უბრალოდ დატკბეთ ქოქოსის ბოჭკოს უპირატესობებით. ასევე გახსოვდეთ, რომ ქოქოსი ისედაც შეიცავს კალიუმს, ამიტომ ჩვენ ინგრედიენტების თანაფარდობა შევცვალეთ, რათა თქვენი მცენარეები კალიუმით მოწამვლისგან დაგვეცვა. გარდა ამისა, ჩვენ ერთ ნაბიჯით წინ წავიწიეთ, რათა აღგვედგინა ქოქოსის ბოჭკოს დაკარგული რგოლი. 

საქმე ისაა, რომ ქოქოსის ბოჭკოს ძალიან ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვს, თუმცა ხანდახან მაინც ხდება ისე, რომ მცენარე ნაკლებად მოსავლიანი იზრდება. ეს ნამდვილად გაუცრუებს ნებისმიერ გროვერს იმედს , განსაკუთრებით მაშინ , როცა მაღალი კლასის გროვერი ხარ , რომელმაც მრავალი კვლევა ჩაატარა და ძალიან ბევრი რამ შეიძინა თავისი საშენი ოთახისთვის იდეალური პირობების შესაქმნელად.

მრავალი ტესტის შემდგომ , ჩვენ ქოქოსის ბოჭკოს ნაკლოვანება აღმოვაჩინეთ. როგორც გაირკვა დაკარგული რგოლი რკინაა. სწორია , რკინის დამატება თქვენს ქოქოსის ბოჭკოში ისეთივე მნიშვნელოვანია , როგორიც კალიუმისა და მაგნიუმის.

ჩვენ გამოვიყენეთ რკინის ოპტიმალური კოეფიციენტები , თანაც მრავალ ფორმაში , იმისათვის , რომ თქვენმა მცენარეებმა მათი შთანთქვა მოახერხონ  და აინაზღაურონ ქოქოსის ბოჭკოს დანაკლისი.

როდესაც თქვენს მცენარეებს pH Perfect Connoisseur Coco Grow Part AB ხაზით კვებით , ისინი იღებენ ყველა იმ საჭირო მინერალსა თუ საკვებ ნივთიერებას , რომელიც მათ სრულყოფას ესაჭიროება.

თუ გსურთ გაზარდოთ დიდი კანაფის ძლიერი კვირტები ფეთქებადი მოსავლიანობით, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ pH Perfect Connoisseur Coco Grow Part AB და pH Perfect Connoisseur Bloom A+B.

თქვენ აუცილებლად იამაყებთ თქვენი მცენარის სიძლიერითა და უხვი მოსავლით. არ გამოტოვოთ ჩემპიონი მცენარის გასაზრდელად საჭირო უკანასკნელი ნაბიჯი. შეიძინეთ pH Perfect Connoisseur Coco Grow Part AB და pH Perfect Connoisseur Coco Bloom Part A+B დღესვე ჩვენს გროუშოფში

ზრდის ფაზა კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7
 
pH Perfect® Connoisseur® Coco Grow Part A 1 მლ/ლ 2 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ      
pH Perfect® Connoisseur® Coco Grow Part B 1 მლ/ლ 2 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ      
ყვავილობის ფაზა კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7
 
pH Perfect® Connoisseur® Coco Bloom Part A 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ  
pH Perfect® Connoisseur® Coco Bloom Part B 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ  

კომენტარის დატოვება