Advanced Nutrients სასუქების განხილვა, პროდუქტები

pH Perfect Connoisseur Grow AB – განხილვა

Connoisseur-Grow-B

pH Perfect Connoisseur Grow AB

მხოლოდ ექსპერტებისთვის: ულტრა პრემიუმ 2 ნაწილიანი აყვავების ფაზის საბაზისო მკვებავი , უნიკალური ფორმულით, გამოცდილი გროვერებისთვის.

თუ უკვე მაღალი დონის გროვერი ხართ , რომელსაც მეგობრები და სხვა გროვერები პატივს სცემენ , და გინდათ , რომ თქვენი გროვერობის დონე გაიუმჯობესოთ , გინდათ მცენარეს დაეხმაროთ თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამომჟღავნებაში , მაშინ Advanced Nutrients ის ფლაგმანი ფორმულირება pH Perfect Connoisseur Grow AB სწორედ თქვენთვისაა.

Connoisseur Grow B

        Connoisseur Grow B

ჩვენ არ დაგვიზოგავს სახსრები და ენერგია მძლავრი ინგრედიენტების მოძიებასა და მოპოვებაში, რომლებიც დაგეხმარებოდნენ თქვენი მცენარის პროდუქტიული ზრდის ფაზაში. ეს მსოფლიო დონის ფორმულა თქვენს ყველა საჭიროებას სრულიად დააკმაყოფილებს. და არა მხოლოდ ეს , თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ გადააგდოთ თქვენი pH -მეტრი , რადგან pH Perfect ტექნოლოგია ავტომატურად ინარჩუნებს pH დონეს იდეალურად ნიშნულზე. 

დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს უკეთესი საბაზისო საკვები დანამატი ელიტარული გროვერებისთვის , რომლებსაც სურთ, რომ თავისი მცენარეებისგან მაქსიმალური შედეგი მიიღონ. თქვენ ამ საკვები ნივთიერების გამოყენებით სრულიად კმაყოფილი დარჩებით.

წარმოგიდგენთ ნომერი პირველ საბაზისო საკვებ ნივთიერებას, რომელიც შექმნილია ექსკლუზიურად მაღალი დონის კანაფის გაზრდისათვის, თქვენი მოსავლიანობით კმაყოფილი ხართ , მაგრამ უფრო მეტი გსურთ? მზად ხართ გააუმჯობესოთ თქვენი მოსავლიანობა და თქვენი გროვერობის დონე შემდეგ საფეხურზე გადაიყვანოთ? მაშინ სწორ ადგილას მოხვედრილხართ.

ჩვენ შევქმენით pH Perfect Connoisseur Grow B და pH Perfect© Connoisseur Bloom A+B იმ გროვერებისთვის , რომლებიც მზად არიან მიაღწიონ ულტრა პრემიუმ დონეს , და გამოავლინონ მცენარის შესაძლებლობების მაქსიმუმი.

თუმცა გაფრთხილებთ. ეს საბაზისო საკვები დანამატები ყველასთვის არ არის განკუთვნილი , რადგან pH Perfect Connoisseur Grow AB და pH Perfect Connoisseur Bloom A+B ისეთი მოწინავე  ბაზის საკვები დანამატებია , რომლით სარგებლობასაც გამოცდილი გროვერი სჭირდება.

ის არ არის შექმნილი იმ გროვერებისთვის, რომლებმაც ერთი წლის წინ დაიწყეს ამ საქმიანობაში მოღვაწეობა, ეს არ არის შექმნილი იმ გროვერებისთვისთვის, რომლებმაც არ იციან, თუ რას აკეთებენ.  ეს არის მათთვის , ვინც მზად არის მთელი ყურადღება დაუთმოს მცენარეს იმისათვის, რომ მან განსაკუთრებული ხარისხისა და რაოდენობის მოსავალი მიიღოს.

ეს არის მათთვის, ვინც საუკეთესო გენეტიკის კანაფის თესლს არჩევს და ყველა საჭირო ინგრედიენტს სიფრთხილითა და მითითებების მიხედვით იყენებს.  pH Perfect Connoisseur Grow AB და pH Perfect Connoisseur Bloom A+B გამოყენებისას თქვენ იღებთ ყველაზე დახვეწილ საკვებ დანამატებს ოპტიმიზირებული გენეტიკის მაქსიმალური სრულყოფისათვის.

პირველ რიგში თქვენ სარგებლობთ მომდევნო თაობის ჩელაციის ტექნოლოგიით თქვენი მცენარისთვის ყველაზე მზარდი პირობების შესაქმნელად. ისინი უზრუნველყოფენ თქვენი მცენარის მიკრო და მაკრო საკვები ნივთიერებების სწრაფად მიღებას. უფრო მეტიც , სტაბილური ჩელატები იცავენ თქვენც მცენარეს რეაქტიული ფოსფატებისა და სულფატებისგან . 

საკვების შეწოვისთვის დამატებით დამცავ ფენას უქმნიან მცენარეს და უფრო მეტიც. იმის გამო, რომ pH Perfect Connoisseur Grow AB და pH Perfect Connoisseur Bloom A+B თქვენს მცენარეს საკვებ ნივთიერებებს მრავალი ფორმით აწვდის, თქვენს მცენარეს არ მოაკლდება არცერთი ინგრედიენტი , რომლის უკმარისობამაც შეიძლება დაარღვიოს ან შეანელოს მისი აყვავების ფაზა.  არცერთ საბაზისო საკვებ დანამატს არ აქვს იმხელა პოტენციალი, რამდენიც ჩვენს პრემიუმ პროდუქტს.

სწორედ ამიტომ ვერცერთი მათგანი ვერ შეუწყობს თქვენს კანაფს აყვავებაში ხელს ისე, როგორც advanced nutrients ის ეს ფლაგმანური ხაზი.  თქვენ არამხოლოდ აძლიერებთ თქვენც მცენარეებს, არამედ სარგებლობთ Advanced Nutrient ის ყველაზე ექსკლუზიური ტექნოლოგიით. საიდუმლო ფორმულით, რომლის გარკვევასა და შემუშავებაში კონკურენტმა კომპანიებმა ათასობით საათი უშედეგოდ დახარჯეს, რადგან ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, ვინც ამ საიდუმლო ოქროს გასაღებს ფლობს.

დაუბალანსებელი PH დონე 

როდესაც pH Perfect Connoisseur Grow AB და pH Perfect Connoisseur Bloom A+B-ს იყენებთ , თქვენ აღმოფხვრით გროვერების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაბრკოლებას და მცენარეს ენერგიას შემატებთ.  მიუხედავად მჟავიანობისა , pH Perfect ტექნოლოგია ავტომატურად ასტაბილურებს მცენარის PH დონეს საჭირო წერტილებში , რაც ბევრი სირთულისგან გიხსნით.

უფრო მეტიც , ჩვენ შევიმუშავეთ ტექნოლოგია , რომელიც ინარჩუნებს თქვენი საკვები ნივთიერების დონეს 8.5 pH-მდე. ეს არის მთავარი მიზეზი , რის გამოც ჩვენი ძირითადი საკვები ნივთიერებებით გაზრდილი კანაფები სხვადასხვა ჯილდოებს იგებენ. pH Percect ტექნოლოგია  ზრუნავს იმაზეც , რომ თქვენი მოსავალი საუკეთესო მდგომარეობაში იყოს და გაჯერებული იყოს სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით.

ფაქტია, რომ თქვენს მცენარეში ძლიერი მჟავებისა და ტუტეების შეყვანამ შესაძლოა უეცრად ჩამოუგდოს pH დონე. თუმცა ჩვენს შემთხვევაში pH უცვლელი რჩება. წარმოიდგინეთ მაღაზიაში სირბილი რომ არ მოგიწევთ pH მოსამატებელი და დამაკლებელი საშუალებების შესაძენად. უფრო მეტიც, თქვენ pH მონიტორინგიც კი აღარ მოგიწევთ.

მიუხედავად შეყვანილი წყლის მჟავიანობისა და ტუტეობისა, pH წერტილი 5.5 სა და 6.3-ს შორის იმოძრავებს. მშვენივრად ჟღერს , არა? მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ჩვენმა ექსპერტთა ჯგუფმა loaded pH Perfect Connoisseur Grow AB -სა და pH Perfect Connoisseur Bloom A+B-ში ჩატვირთა მრავალჯერადი ბონუსები, რომლებიც უხვი მოსავლის მიღებაში და მცენარისთვის პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდისთვისაა საჭირო. 

მათი გამოყენებით , თქვენს მცენარეს მატებთ ჰუმინის მჟავის სასუქს , რაც უკეთეს ჩელაციას უწყობს ხელს და საკვები ნივთიერებების შეწოვაში ეხმარება. ეს ყველაფერი კი მარტივად შეწოვადი ფორმით მიეწოდებათ თქვენც მცენარეებს.

ფაქტია, რომ როდესაც გადახვალთ pH Perfect Connoisseur Grow A+B-სა და pH Perfect Connoisseur Bloom A+B-ზე  თქვენი ყვავილობის ფაზა იქნება განსაკუთრებით ძლიერ.  ათასობით ტოპ გროვერი მიიჩნევს , რომ ჯილდოს მფლობელი კანაფის მოსაყვანად , ეს აუცილებელი დანამატია.

ასე, რომ ნუღარ დაუცდით ახალი ტექნოლოგიის გამოგონებას, შეიძინეთ დღესვე pH Perfect Connoisseur Grow A+B და pH Perfect Connoisseur Bloom A+B უახლოეს ავტორიზებულ მაღაზიაში.  ჩვენ დარწმუნებულები ვართ Connoisseur-ს შესაძლებლობებში და ვიცით , რომ თუ გამოცდით , ამაში თქვენც დარწმუნდებით . ეს ხომ ჩვენი ულტრა პრემიუმ პროდუქტია.

ზრდის ფაზა კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7
 
pH Perfect® Connoisseur® Grow Part A 1 მლ/ლ 2 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ      
pH Perfect® Connoisseur® Grow Part B 1 მლ/ლ 2 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ      
ყვავილობის ფაზაზ კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7
 
pH Perfect® Connoisseur® Bloom Part A 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ  
pH Perfect® Connoisseur® Bloom Part B 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ  
 

კომენტარის დატოვება