pH Perfect Sensi Coco Grow AB
ბოლოს და ბოლოს შეიქმნა pH perfect ის იდეალური 2 ნაწილიანი ბაზის მკვებავი სპეციალურად ქოქოსის ბოჭკოს გარემოსთვის. ეს სწორედ ის პროდუქტია , რომელსაც ბევრი თქვენგანი ამდენ ხანს ელოდით.
pH Perfect Sensi Coco Grow AB არის რევოლუციური ორ ნაწილიანი ბაზის მკვებავი საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი გამოცდილების მქონე გროვერს შეუძლია.
ეს ფორმულა მცენარეს ბუნებრივ ლეონარდიტისგან მიღებულ ჰუმინის მჟავებს და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს აწვდის , რომლებიც მას განვითარებაში და სრული პოტენციალის მაქსიმალურად სწრაფად მიღწევაში ეხმარება.
ph perfect sensi coco grow ab და pH Perfect® Sensi Coco Bloom A+B მაქსიმალურად ზრდის ქოქოსის ბოჭკოს სარგებელს თქვენი მცენარისთვის. თუ თქვენი მცენარის ქოქოსის ბოჭკოში გაზრდა აირჩიეთ, მაშინ ნამდვილად ჭკვიანური არჩევანი გაგიკეთებიათ. ის იდეალურ პირობებს გვაძლევს როგორც წყლის შესანარჩუნებლად, ასევე სოკოსთან წინააღმდეგ საბრძოლველად.
მასში კანაფის გაზრდა ბევრად უფრო მარტივია, სწორედ ამიტომ იყენებენ მას მსხვილი გროვერები. ეს ამავდროულად არის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ვარიანტიც, მაგრამ ამ დადასტურებული უპირატესობების მიუხედავად, საჭიროა იცოდეთ, რომ ქოქოსის ბოჭკოში ზრდის დროს არსებობს გარკვეული ფარული საფრთხეები. ამ შემთხვევაში საკვები ნივთიერებების დისბალანსის რისკი უფრო დიდია, ეს კი თქვენს მარიხუანას მოსავალს განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის.
შესაძლოა თქვენ უკვე წააწყდით რამდენიმე საერთო პრობლემას. მსგავსი პრობლემების წინაშე ხომ გამოცდილი გროვერებიც დგებიან. დასაწყისისთვის, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ კალიუმი და მაგნიუმი ქოქოსის ბოჭკოში ბუნებრივად უკავშირდებიან ერთმანეთს, თუმცა როდესაც ეს ხდება, საკვები ნივთიერებების გამორეცხვა თქვენს მცენარეში ძირითადი ელემენტების შიმშილს იწყებს , არა და ამ დროს მათ ეს ელემენტები ყველაზე მეტად სჭირდებათ. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში ქოქოსის ბოჭკოში არსებულმა მაღალმა კალიუმის დონემ შესაძლოა თქვენი მცენარე მოწამლონ .
კიდევ უფრო უარესიც, ბევრი სასუქი არ ამატებს იმ საკვებ ნივთიერებას, რომელიც თქვენი მცენარისთვის მსგავს პირობებში გაზრდის დროს აუცილებელია (ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ)
და რას გვაძლევს ეს ყველაფერი? იმის ნაცვლად , რომ ქოქოსის ბოჭკოს უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენოთ , თქვენ გიწევთ თავიდან აირიდოთ ის საშიში დისბალანსი , რომელმაც შესაძლოა თქვენი მცენარე დაღუპოს. თქვენი მცენარე იღებს საჭიროზე მეტ კალიუმს, თუმცა ვერ იღებს იმ სხვა ძირითად ნივთიერებებს , რომლებიც მას ძალიან სჭირდება . ეს ყველაფერი მცენარის მოსავლიანობას საგრძნობლად ამცირებს. ყველაზე მძიმე შემთხვევაში, შესაძლოა თქვენი მცენარეები მოკვდნენ კიდეც.
თუმცა აუცილებელი არ არის, რომ მსგავს რისკებს შეეჭიდოთ. თქვენი მცენარის დასაცავად ქოქოსის ბოჭკოს გარემოში , მნიშვნელოვანია რომ დაიცვათ კალიუმისა და მაგნიუმის ოპტიმალური თანაფარდობა.
გარდა ამისა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ერთი ინგრედიენტი, რომელსაც ძალიან ბევრი გროვერი რატომღაც უგულებელყოფს, მაღალი ხარისხის ჩელატური რკინა. ეს არის ქოქოსის ბოჭკოში ზრდის დროს აუცილებელი დაკარგული რგოლი , რომელიც მსგავს გარემოში ბუნებრივად მცენარეს ვერ მიეწოდება.
როგორც კი ჩვენმა მეცნიერების დოქტორებმა ეს აღმოჩენა გააკეთეს , მაშინვე დავიწყეთ ამ კრიტიკული მნიშვნელობის საკვები ნივთიერების ჩვენს პროდუქტებში დამატება.
უკვე აშკარაა, რომ ქოქოსის ბოჭკოში მცენარის დროს საჭიროა სპეციფიკური ბაზის საკვები ნივთიერებები, რომლებიც უნდა იყოს მაღალი ხარისხის. მის შემადგენლობაში უნდა იყოს კალციუმი, მაგნიუმი, რკინა ჩელატურ ფორმებში და ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული თანაფარდობა, რადგან ქოქოსის ბოჭკოს გარემოში საკვები ნივთიერებების მიმოცვლა სხვანაირად მიმდინარეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მეტი შრომისა და ფულის გაღება , შედეგად კი უფრო მცირე მოსავალი მიიღოთ.
უნდა გახსოვდეთ, რომ გარდა კალიუმის და მაგნიუმის ზუსტი თანაფარდობისა, საჭიროა თავიდან აირიდოთ კალიუმით გადატვირთვა , წინააღმდეგ შემთხვევაში მისმა ტოქსიკურობამ შესაძლოა თქვენი მარიხუანას მოსავალი მთლიანად გაანადგუროს , ან უკეთეს შემთხვევაში შეამციროს კვირტების გამომუშავება.
თქვენ სწორად უნდა დააბალანსოთ ოთხივე საკვები ნივთიერება, ჩადოთ ინვესტიცია კალ-მაგ დანამატში , რომელიც სპეციალურად ქოქოსის ბოჭკოს გარემოსთვის არ არის შექმნილი, დაეყრდნოთ გენეტიკურ სასუქებს , რომლებიც არ შეიცავენ რკინას და ხშირ შემთხვევებში თქვენს მცენარეში შიმშილს იწვევენ, ან უბრალოდ შეგიძლიათ მაქსიმალურად მისცეთ ქოქოსის ბოჭკოს გარემოს თქვენი მცენარისთვის სასარგებლო ნივთიერებების მინიჭების შესაძლებლობა.
Advanced Nutrients pH Perfect Sensi Coco Grow AB და pH Perfect Sensi Coco Bloom AB დახმარებით , თქვენი მცენარე მიიღებს კალიუმის , მაგნიუმისა და რკინის ზუსტ თანაფარდობას, თავიდან აიცილებს საკვები ნივთიერებების დაბლოკვას, ისარგებლებს კალიუმის იდეალური რაოდენობით, ყოველგვარი ტოქსიკურობის გარეშე და მთელი ამ ციკლის განმავლობაში მას pH დონე ექნება ყველაზე სასურველ ადგილას, რასაც ჩვენი pH Perfect ტექნოლოგია უზრუნველყოფს.
მარტივად რომ ვთქვათ შექმნეს ქოქოსის ბოჭკოში ზრდისთვის საჭირო იდეალური ფორმულა. ასე, რომ მარიხუანას მცენარეს შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ მთავარ მიზანზე, ზრდაზე და უხვ, ხარისხიან მოსავლის გამოღებაზე კონცენტრირდეს.
როდესაც ამ ორ ნაწილიან საბაზისო მკვებავ სისტემას იყენებთ , თქვენ სარგებლობთ იმ ყველა უპირატესობით, რომელსაც ქოქოსის ბოჭკოს გარემო მცენარეს ანიჭებს. აძლევთ მას საშუალებას, რომ განავითაროს ფესვების სტრუქტურა, შეაკაოს ტენიანობა, უფრო გამძლე იყოს აბიოტიკური სტრესის მიმართ და რაც მთავარია, თქვენ არასდროს მოგიწევთ ფიქრი საკვები ნივთიერებების ჩაკეტვასა და თქვენი მოსავლის განადგურებაზე.
ასე რომ რაღას უცდით, შეიძინეთ pH Perfect Sensi Coco Grow AB და pH Perfect Sensi Coco Bloom დღესვე ჩვენს გროუშოფში
ზრდის ფაზა | კვირა 1 | კვირა 2 | კვირა 3 | კვირა 4 | კვირა 5 | კვირა 6 | კვირა 7 |
pH Perfect® Sensi coco Grow™ Part A | 1 მლ/ლ | 2 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | |||
pH Perfect® Sensi CoCo Grow™ Part B | 1 მლ/ლ | 2 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ |
ყვავილობის ფაზა | კვირა 1 | კვირა 2 | კვირა 3 | კვირა 4 | კვირა 5 | კვირა 6 | კვირა 7 |
pH Perfect® Sensi CoCo Bloom™ Part A | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | |
pH Perfect® Sensi CoCo Bloom™ Part B | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ |