pH Perfect Sensi Grow AB
პრემიუმ ორ ნაწილიანი ზრდის ფაზის საბაზისო მკვებავი წყალში ხსნადი ფხვნილი.
თუ თქვენ ხართ დიდი მოცულობის მწარმოებელი , რომელიც მზად არის სრულად ისარგებლოს მასშტაბის ეკონომიკით , მაშინ pH Perfect Sensi Grow AB Professional Series სწორედ თქვენთვის არის შექმნილი . მაქსიმალურად გააძლიერეთ თქვენი მოსავლის ზრდა პირველადი , მეორადი და მიკროელემენტების სტაბილური ნაკადის დახმარებით , რომელიც შეიცავს ეს მარტივად გამოსაყენებელი დანამატი. მძლავრი ჩელატების მრავალი ფორმა ამ ფორმულას მცენარისთვის მარტივად ხელმისაწვდომად აქცევს, ხოლო წყალში ხსნადი მშრალი ფხვნილი შესაძლებლობას მოგცემთ , რომ ის დიდ მოცულობაში გაურიოთ. ეს კი იდეალურია კომერციული და ლიცენზირებული მწარმოებლებისთვის.
კომერციული გროვერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მიეცით მარილებს საშუალება , რომ იმუშაონ თქვენი კანაფისთვის. განასხვავეთ ზრდისა და აყვავების ფაზა , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტობრივად გაწირავთ კანაბინოიდებსა და გააფუჭებთ თქვენი მოსავლიანობის ხარისხს.
ფაქტობრივად კომერციული გროვერები , ხშირად ზოგავენ ფულს საკუთარი მარილების შერევით , სინამდვილეში კი ამ მეთოდის გამო ბევრად უფრო მეტს კარგავენ.
საქმე არც მაშინ მიდის კარგად , როცა საკვებ დანამატებს ახლად წამოწყებული სტარტაპებისგან და AG კომპანიებისგან ყიდულობენ , რომლებიც უხარისხო სასუქს ყიდიან. კანაფის სასუქების ყველა არსებული კომპანიიდან , მხოლოდ ერთმა ჩაატარა კვლევები , რათ აღმოეჩინა დრამატული განსხვავება მაკრო , მეორად და მიკროელემენტებში , რომლებიც საჭიროა კანაფის ზრდისა და აყვავების ფაზებს შორის.
რეალობა შემდეგია : თუ საკვები ნივთიერებების კომპანიას არ ჩაუტარებია კვლევა კანაფის გვარის შესახებ და არ იცის , თუ რა არის საჭირო რეალურად თქვენი მოსავლის სრული პოტენციალის გამოსავლენად , მათ ვერ ექნებათ მაღალი ხარისხის პროდუქტი. ნუ შეხვალთ შეცდომაში , თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ნახევარი ფუნტი ან თუნდაც ფუნტით მეტი კვირტი თითო მცენარეზე , ბევრად მაღალი კანაბინოიდების შემცველობა , მაშინ სტრატეგია უნდა შეცვალოთ.
ნება მომეცით აგიხსნათ, Advanced Nutrients-მა 53 ზე მეტი ჯილდო მიიღო იმისათვის , რომ კანაფის კულტივაციაში რევოლუციური ცვლილებები მოეხდინა , თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა საკვები დანამატების სპეციალურად კანაფისთვის მორგება იყო. არსებობენ სხვა კომპანიებიც , რომლებიც აცხადებენ , რომ მათი პროდუქცია კანაფისთვისაა შექმნილი , თუმცა მათი სანდოობა დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მათ ეტიკეტებზე ერთი თვალის შევლებაც კი ადასტურებს, რომ მათი პროდუქტები არ არის შექმნილი მაღალი კანაბინოიდური კანაფის მოსავლიანობის ზრდისთვის, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არ არის. მთავარი ინოვაცია Hitting the Shift -ია.
ეს სწორედ ისაა , რაც მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორმა მაჰმუდ ელსოჰლიმ აღმოაჩინა. მისისიპის უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია შეერთებულ შტატებში , რომელსაც კანაფის კვლევის ლიცენზია აქვს. აგრონომთა ჯგუფმა შეიმუშავა კანაფის სასუქი და საუკეთესო რეპუტაციით ცნობილ გროვერებს შორის მისი გამოცდა დაიწყო. რა თქმა უნდა, ისინი დაუკავშირდეთ Advanced Nutrients , რათა სასუქი გამოეცადათ , კვლევა ჩაატარა დოქტორმა მაჰმუდ ელსოჰლიმ , მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა კანაფის მკვლევარმა
ასეთია კვლევის შედეგები:
a) მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორი ელსოლის კვლევის შედეგები
b) ორი განსხვავებული სასუქის ეფექტი კანაფზე
c) გაზრდილი ბიობასა და THC , CBD შემცველობა მოწინავე საკვები დანამატების გამოყენების ფონზე.
მოწინავე საკვები ნივთიერებების გამოყენებამ გაზარდა ბიომასა 21% ით , THC 42.05% ით და CBD 55.8% ით. სწორედ ასეთია Hitting the shift-ის ძალა .
ეს კვლევა კი 2003 წელს ჩატარდა , სწორედ მაშინ , როდესაც Advanced Nutrients იყო მესამე თაობის სასუქების გამოშვებაზე. ამჟამად კი ჩვენ უკვე მერვე თაობის სასუქებს ვუშვებთ.
ყველაზე სერიოზულ გროვერებს ესმით , რომ კანაფის კვება და იმ საკვები ნივთიერებების მიწოდება , რომლებიც მათ ზრდისა და ყვავილობის დროს სჭირდებათ მაქსიმალურად უწყობს ხელს მის განვითარებას , მოსავლიანობასა და კანაბონიოდების სიჭარბეს.
კანაფს განსხვავებული მოთხოვნები აქვს ზრდის და ყვავილობის ფაზებში, თუმცა ბევრ სასუქის მწარმოებელ კომპანიას ეს ან არ ესმის , ან უბრალოდ არ სურს , რომ საჭირო კაპიტანი დახარჯოს მის შესაქმნელად , სინამდვილეში ისინი ჩვეულებრივ , ძველებურ სასუქს ყიდიან , რომელიც პომიდორს ან ყაბაყს უფრო შეეფერება , ვიდრე კანაფს.
ისინი აცხადებენ , რომ მათი საკვები ნივთიერებები შექმნილია კანაფის უნიკალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად , თუმცა მათ არ იციან , რომ კანაფის მოთხოვნილებები საგრძნობლად განსხვავდება ზრდისა და ყვავილობის ფაზებში. მონაცემები აჩვენებს , რომ ზრდის ფაზაში კანაფი იყენებს მეტ კალციუმს , რკინას , მაგნიუმს და ბორს , თუმცა ნაკლებ აზოტს , კალიუმს , თუთიასა და ფოსფორს.
ყვავილობის ფაზაში კი კანაფი შთანთქავს მეტ აზოტს , კალიუმსა და თუთიას, თუმცა ნაკლებ კალციუმს , რკინას , მაგნიუმსა და ბორს. უბრალოდ შეხედეთ მონაცემებს სურათ D ზე . ეს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევებია.
სწორედ ეს არის Hitting the Shift . ის ყველა ფაზაზე საჭირო მოთხოვნილებებს ასრულებს , რათა საბოლოო ჯამში კანაფმა მიაღწიოს თავისი გენეტიკური პოტენციალის აბსოლუტურ პიკს. მაგალითად ავიღოთ THC .
თუ თქვენი მოსავლის გენეტიკური პოტენციალი არის 37% , ამ პოტენციალის მისაღწევად ერთადერთი გზა არის Hit the Shift . წინააღმდეგ შემთხვევაში , ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება მცენარისთვის. ის თქვენს მცენარეს დაეხმარება , რომ თავისი გენეტიკური პოტენციალი ყველა კანაბინოიდისა და ტერპენისთვის მაქსიმალურად გამოავლინოს. ხომ კარგი იქნება , დამატებით ნახევარი ფუნტი , ან თუნდაც ერთი ფუნტით მეტი კვირტი რომ მიიღოთ თითო მცენარეზე, თანაც მნიშვნელოვნად მაღალი THC/CBD შემცველობით. ამისათვის მხოლოდ ერთ მარტივი კორექციაა საჭირო.
სინამდვილეში ეს კორექცირების მთელი სერიაა , მაგრამ სწორ საკვებ ნივთიერებებს შეუძლიათ ყველაფერი თქვენ ნაცვლად შეასრულონ. თქვენი როლი მარტივია. კანაფის ჭეშმარიტი გენეტიკური პოტენციალის მისაღწევად და თქვენი მოსავლის ღირებულების მაქსიმალიზაციისათვის უბრალოდ უნდა შეამოწმოთ მშრალი სასუქის ეტიკეტი და დაადასტუროთ , რომ საკვები ნივთიერებების კოეფიციენტები ზუსტად იმ შემადგენლობითა და შემცველობითაა , როგორც ეს მცენარეს სჭირდება.
თუ ხარისხიანი გენეტიკის მცენარეს ზრდით და ამ პირობასაც ასრულებთ , მაშინ თქვენი მოსავლიანობა საშუალოდ 2-4 ფუნტით გაიზრდება და THC დონე 30%-ით მოიმატებს. აი როგორ უნდა შევადაროთ მშრალი სასუქის ეტიკეტები , მოდით შევხედოთ ორ წყალში ხსნადი ფხვნილის ეტიკეტს.
Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom Professional Series და Athena’s Core Three Part Nutrient Mix – Grow, Core & Bloom.
Advanced Nutrients, Athena ს წინააღმდეგ.
პირველ რიგში გაითვალისწინეთ , რომ Athena იყენებს სამ ნაწილიან სისტემას , რომელიც შედგება Grow , Core და Bloom პროდუქტებისგან , თუმცა მათი ყველა მიკროელემენტი ერთ პროდუქტში , Core-შია თავმოყრილი. მეორეს მხრივ კი Advanced Nutrients’ Sensi Grow and Bloom Professional Series არის ოთხ ნაწილიანი სისტემა , ნაწილი A და ნაწილი B როგორც ზრდის , ასევე ყვავილობის ეტაპისთვის.
ეს განსხვავება გადამწყვეტია , რადგან ნაწილი A და ნაწილი B საშუალებას აძლევს Advanced Nutrients სისტემას , რომ გამოიყენოს Hitting the Shift ტექნოლოგია. როდესაც სასუქის მწარმოებელი კომპანია თავის ყველა მიკროელემენტს ერთ პროდუქტში ათავსებს (როგორც Athena’s Core) მას აღარ ეძლევა Hitting the Shift ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა და კანაფის გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. არა და ეს ფაქტობრივად სავალდებულო პროცესია , თუ გსურთ , რომ თქვენი მცენარისგან მაქსიმუმი მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ჯამში დაზარალდებით შემოსავლების , პოტენციალის და რეპუტაციის მხრივადაც.
მოდით ახლა სპილენძის საკითხი განვიხილოთ , E და F სურათებში ხედავთ , რომ Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom Professional Series შეიცავს 0,002% სპილენძს და Athena’s Core Three Part Nutrient Mix კი 0,01% სპილენძს. ეს კი იმას ნიშნავს , რომ Athena-ს პროდუქტის მწარმოებელი საშინელ სპილენძის ხაფანგში გკეტავთ. აი რა უნდა იცოდეთ სპილენძის ხაფანგის შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ სპილენძი მთავარ როლს თამაშობს ფოტოსინთეზში , თუმცა ფოტოსინთეზის მისაღწევად კანაფს ძალიან ცოტა სპილენძი სჭირდება. თუ თქვენს მცენარეს იმაზე მეტს მიაწვდით ვიდრე საჭიროა , სპილენძი შეიძლება სწრაფად გახდეს ტოქსიკური და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენის მოსავალს. საკმაოდ ბევრმა გროვერმა გამოიარა ეს მწარე გაკვეთილი .
მაგალითად ერთ-ერთ ცნობილი კანაფის კომპანიას საკმაოდ დიდი წაგება ჰქონდა სპილენძის არასწორი მიწოდების გამო. გამოცდილი გროვერებიც კი ვერ ხვდებოდნენ თუ რაში იყო საქმე. ისინი დარწმუნებულები იყვნენ , რომ ყველაფერი სწორად გააკეთეს , თუმცა რაც არ უნდა ეცადათ , მოყვანილი კანაფის ხარისხი მაინც საშინელი იყო. ტესტირებებმა აჩვენა , რომ მცენარეები განიცდიდნენ სპილენძის ტოქსიკურობას. ამის შემდგომ კომპანიის გროვერები გადმოვიდნენ ჩვენს მშრალ სასუქზე.
რის შემდეგაც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლებში თავიანთი პროდუქტის ხარისხიანობის გამო. საქმე ისაა , რომ ცოტაოდენი სპილენძი აუცილებელია თქვენი მცენარეებისთვის , თუმცა მისი ოდნავ გადამეტებული რაოდენობაც კი , შესაძლოა ტოქსიკური გახდეს და უარყოფითად იმოქმედოს მოსავლის ხარისხზე , კანაბინოიდების რაოდენობასა და მის ჯამურ მოსავლიანობაზე.
არ დაუშვათ , რომ სპილენძის ტოქსიკურობამ უხვი მოსავლის მიღების შანსები გაანადგუროს. ახლა კი შევადაროთ Advanced Nutrients-ის Sensi Grow and Bloom-სა და Athena’s Core Three Part Nutrient Mix-ში არსებული სპილენძის რაოდენობა.
როგორც E ნახაზში ხედავთ , Advanced Nutrients’ Sensi Grow და Bloom შეიცავს 0.002% სპილენძს , რაც არის სპილენძის ოპტიმალური რაოდენობა თქვენი მოსავლის აყვავებისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის. Athena-ს პროდუქტი კი თავის მხრივ შეიცავს 0.01% სპილენძს , თუ მას ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენებთ , თქვენი მცენარეები საჭიროზე 400% ით მეტ სპილენძს მიიღებენ , ეს კი ნამდვილად საშინელებაა.
სპილენძის ასეთი რაოდენობა შესაძლოა სწრაფად გახდეს ტოქსიკური და დააზიანოს თქვენი მოსავალი, თუმცა თუ სპილენძის ტოქსიკურობის თავიდან აცილებას Athena’s core ს დოზის შემცირებით გადაწყვეტთ , ეს თავის მხრივ თქვენს მცენარეებს იმ მნიშვნელოვან მიკროელემენტებსაც მოაკლებს , რომლებიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ. ასე, რომ თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული რჩებით , სწორედ ესაა სპილენძის ხაფანგი.
ეს მხოლოდ ერთი მიზეზია იმ მრავალი მიზეზიდან , რის გამოც გირჩევთ, რომ იაფფასიანი სასუქები თავიდან აირიდოთ. რამდენიმე დოლარის დაზოგვად , უბრალოდ არ ღირს სპილენძის ხაფანგში თავის გაყოფა. არც hit the shift შესაძლებლობის გაშვება შეიძლება ხელიდან.
მოდით ახლა შევხედოთ რკინას. რკინა აუცილებელია ფოტოსინთეზისთვის და კანაფი უფრო მეტ რკინას იყენებს , ვიდრე სასოფლო-სამეურნეო მცენარეების უმეტესობა. ზრდის ფაზაში რკინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზოტის ათვისებაში .
შემდეგ აყვავების ფაზაში კანაფი მას გაცილებით ნაკლებად მოითხოვს , სწორედ ამიტომ , როგორც სურათზე ხედავთ Advanced Nutrients sensi grow and bloom შეიცავს ნაკლებ კრინას Bloom პროდუქტში , ვიდრე Grow-ში. თუმცა Athena’s Three Part Nutrient Mix ორივე ფაზისთვის ერთსა და იმავე რაოდენობის რკინას შეიცავს , ეს პრობლემას წარმოადგენს , რადგან რკინის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება ხელი შეუშალოს რამდენიმე ძირითადი საკვები ნივთიერებების შეწოვას , განსაკუთრებით კი კალიუმის , რომელიც თქვენს მოსავალს ყვავილობის ფაზაში ყველაზე მეტად სჭირდება იმისათვის , რომ მაღალი შემცველობის კანაბინოიდური კვირტები შექმნას.
Athena-ს პროდუქტი არა მხოლოდ ვერ ახერხებს რკინის სწორად შეცვლას სხვადასხვა ფაზებში , არამედ ისინი იყენებენ ორ ჩელატს EDTA და DTPA-ს რომლებიც რკინის ჩელაციას ნორმალურად ვერ ახდენენ და თქვენი მცენარე მას თითქმის ვერ იღებს.
როდესაც თქვენი კანაფი რკინას სათანადოდ ვერ შთანთქავს , მას ერღვევა მეტაბოლიზმი , რაც იწვევს pH პრობლემებს და მცენარე თავისი პოტენციალის მაქსიმუმს ვეღარ აღწევს.
Advanced Nutrients’ Sensi Grow and Bloom, მეორეს მხრივ შეიცავს ჩელატირებული რკინის სამ ფორმას EDTA , EDDHA-ს და DTPA -ს . ეს უზრუნველყოფს pH-ის უფრო დიდ დიაპაზონს და ბევრად უფრო მაღალ შეწოვას. ჩელაციის პროცესი აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი მოსავლისათვის , მაგრამ ის მოითხოვს pH-ის ზუსტ ბალანსს თქვენს ხსნარში. კანაფი არის მჟავას მოყვარული მცენარე, რომელიც საუკეთესოდ მოქმედებს 5.5 დან 6.3pH დონეზე.
მჟავე რიზოსფერო ქმნის უფრო დიდ , უფრო პროდუქტიულ ფესვებს , გაზრდილი საკვები ნივთიერებებითა და კანაფის ზრდისათვის იდეალური პირობებით. 217 სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ უფრო დიდი ფესვები უფრო დიდ მოსავალს იძლევა. ამიტომ აუცილებელია, რომ უზრუნველყოთ მჟავე რიზოსფერო თქვენი მცენარეებისათვის .
თქვენი ფესვების ზონა pH დონეს ქვემოთ წევს , რათა გააჩეროს იგი ყველაზე სასურველ ადგილას. მჟავე ფესვის ზონის შესანარჩუნებლად ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს კათიონები (დადებითად დამუხტული იონები) კათიონები თქვენი კანაფიდან მჟავე ნივთიერებებს გამოყოფენ, რაც თქვენს რიზოსფეროს უფრო მეტად აძლიერებს. ასე, რომ კათიონები მზარდ გარემოში ამცირებენ pH-ს და გეხმარებიან შეინარჩუნოთ თქვენი pH იმ საჭირო ადგილას , რომელიც კანაფს ყველაზე მეტად სჭირდება , რათა თავისი გენეტიკური პოტენციალი მაქსიმალურად გამოამჟღავნოს.
პროდუქტების უმეტესობა , რომლებიც რეკლამირებულია როგორც კანაფის სასუქი , არა მხოლოდ არ შეიცავს კათიონებს , არამედ გადატვირთულია ანიონებით (უარყოფითად დამუხტული იონები) რაც თქვენს ფესვებში ტუტე ნივთიერებების გამოყოფას იწვევს და აიძულებს თქვენს pH-ს, რომ გასცდეს იდეალურ ზონას.
ანიონებით მდიდარი პროდუქტები კათიონებისგან განსხვავებით, უბრალოდ არ არის განკუთვნილი კანაფისთვის. თუ თქვენი მიზანი უხვი მოსავლიანობაა , მაშინ კათიონები სწორედ ის არის , რაც ასე ძალიან გჭირდებათ. როგორც E და H ცხრილებში ხედავთ Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom მდიდარია კათიონებით, როგორიცაა შარდოვანა , კანაფს კი მზარდი გარემოსთვის ეს ნივთიერება ძალიან ესაჭიროება. Athena-ს პროდუქტი , ისევე როგორც კანაფის სასუქებად რეკლამირებულთა უმეტესობა , არ არის კათიონებით მდიდარი და არც შარდოვანას შეიცავს.
მოდით ახლა კალციუმზე ვისაუბროთ. კანაფის შემთხვევაშიც ზუსტად ისეა, როგორც ადამიანის. მოზარდობის პერიოდში სხეული უფრო მეტ კალციუმს მოითხოვს , ვიდრე ზრდასრულობის ასაკში. ზრდასრულობისას კალციუმის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა.
კანაფის შემთხვევაშიც სწორედ ასეა , ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა კალციუმის ტოქსიკურობა გამოიწვიოს. ახლა კი როგორც სურათ G ზე ხედავთ, იმისათვის რომ უზრუნველყოთ კალციუმის ზუსტ ნიშნულზე დაჭერა უნდა გამოიყენოთ Advanced Nutrients-ის პროდუქტი , რადგან ის Grow ნარევში ბევრად უფრო მეტ კალიუმს შეიცავს , ვიდრე Bloom-ში. ამ დროს კი Athena-ს სამნაწილიან საკვებ ნაზავში საერთოდ არ ხდება კალციუმის დოზის ცვლილება. სწორედ ასეა ბორის , კალიუმის , თუთიის , ფოსფორის და მაგნიუმის შემთხვევაში.
Athena ვერ ახერხებს ვერცერთი კომპონენტის სათანადოდ ცვლილებას ერთის გარდა. დიახ , Athena-მ სწორად შეძლო აზოტის დოზირების შეცვლა , თუმცა ისევე როგორც მრავალი სხვა კომპანია , რომლებიც ავრცელებენ რეკლამას , რომ მათი ჩვეულებრივი სასუქები სწორედ რომ კანაფისთვისაა შექმნილი , ერთი ინგრედიენტის დოზირების ცვლილება ვერასდროს გამოიღებს კანაფში ისეთ შედეგს , რომელსაც გროვერი მოელის.
დასკვნის სახით კი შეგვიძლია ვთქვათ , რომ Athena-ს სამ ნაწილიანი მკვებავი ნაზავი არ არის კარგი არჩევანი თქვენი მცენარისთვის , უფრო მეტიც , ის უფრო მეტ ზიანს მოუტანს მას , ვიდრე სიკეთეს. ამას სჯობს ისევ Miracle Gro-ს პროდუქტია გამოიყენოთ , რომელიც იმ არცერთ კომპონენტს არ შეიცავს , რომელიც თქვენს კანაფს თავისი პოტენციალის გამოვლენისთვის ესაჭიროება. რეალობა ისაა , რომ Athena’s Three Part Nutrient Mix არ არის ერთადერთი დაუბალანსებელი სამ ნაწილიანი სისტემა ბაზარზე.
სინამდვილეში ყველა სამ ნაწილიანი კვება არასწორია , რადგან ის ვერ ქმნის ზრდისა და ყვავილობის ფაზებს შორის საჭირო გადასვლას , მაგრამ ალბათ იკითხავთ , განა Advanced Nutrients არ ქმნის სამ ნაწილიან თხევად სისტემებსო?
დიახ და მას ჰქვია Jungle Juice Grow, Micro, Bloom. თუმცა მიუხედავად იმისა , რომ ის ბაზარზე საუკეთესო სამ ნაწილიანი კვების სისტემაა , ის მაინც ვერ ახერხებს hit the shift-ს და მისი შედეგები ახლოსაც ვერ მივა ჩვენს ოთხ ნაწილიან Sensi Grow and Bloom Professional Series გამოყენების შემდგომ მიღებულ შედეგებთან.
მიკროელემენტების სწორად მიღება აუცილებელია კანაბინოიდების მაქსიმალური წარმოქმნისა და მოსავლიანობის გაძლიერებისთვის. სინამდვილეში ეს არის თამაშის ყველაზე კრიტიკული ნაწილი. თუ მცენარე მიკროელემენტებს სწორად არ მიიღებს , მოსავლიანობა ვერასდროს მიაღწევს პიკის ნიშნულს. და როდესაც მიკროელემენტები ერთ პროდუქტშია მოთავსებული , როგორსაც Athena’s Core-ს შემთხვევაში ვხედავთ , უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს Hit the ShifT და თქვენმა მცენარეებმა თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ.
სწორედ ამიტომ Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom Professional სერია შეიცავს ნაწილს A და B ნაწილს , რათა მოხდეს Hit the Shift და მცენარემ კვირტების დიდი მოსავალი გამოიღოს. ეს საბოლოო მარტივი გზაა თქვენი მცენარის მოსავლიანობის გასაზრდელად. ჩვენ უკვე ყველა სამუშაო გავაკეთეთ თქვენთვის. მათ შორის ათწლეულების განმავლობაში ვატარებდით კვლევებს , ათობით მილიონი დოლარი ჩავდეთ ჩვენს პროდუქტში , თქვენ კი უბრალოდ უნდა დაასხათ ის თქვენს მცენარეებს და მიიღოთ უნიკალური შედეგი.
ბაზარზე სხვა ოთხ ნაწილიანი სისტემებიც არსებობს , თუმცა მხოლოდ Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom Professional Series-ს აქვს hit the shift ფუნქცია. დღეს უამრავი მშრალი სასუქი გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ მხოლოდ Advancec Nutrients არის ოპტიმიზირებული კანაფისთვის და მისი გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენისთვის შექმნილი. მძიმე სიმართლე არის ის , რომ კომპანიების უმეტესობა , რომლებიც თავიანთ პროდუქციას კანაფის სასუქად ასაღებს , სინამდვილეში უბრალო , სასოფლო სამეურნეო სასუქს ყიდის.
მე მესმის ისეთი შეცდომები , როგორსაც Athena-ს მსგავსი დამწყები კომპანიები უშვებენ. ადრეულ წლებში , განსაკუთრებით კი 1980 იან წლების შუიდან 1990 იანი წლების დასაწყისში ჩვენც უთვალავი შეცდომა დავუშვით , ეს შეცდომები სწავლის პროცესში აუცილებლობას წარმოადგენენ.
სწორედ მისი დახმარებით მივხვდით , თუ რა მუშაობს და რა არა. შეცდომები გვეხმარება, რომ გავიზარდოთ და გავუმჯობესდეთ , სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებთ , რომ Athena’s Core Three Part Nutrient Mix-იც ისწავლის თავისი შეცდომებიდან. Hit the Shift ის გარდა არსებობს უამრავი სხვა სარგებელი , რომელიც Advanced Nutrients-ის პროდუქციას მოაქვს. Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom Professional Series არის სტანდარტიზებული და კონცენტრიდებული , რაც სხვა ბრენდებში დიდი იშვიათობაა .
Athena-ს საკვები ნივთიერებების მიქსი რთული გამოსაყენებელია , რადგან ის არ არის სტანდარტიზებული. Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom 9.7% -ით უფრო კონცენტრირებულია , ვიდრე Athena-ს პროდუქტი. ის ასევე სტანდარტიზებულია , ასე რომ თქვენ თანაბარი საკვები ნივთიერებების შერევა გიწევთ ავზში. (ეს კი მარტივი მისაღწევი ნამდვილად არ იყო)
Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom მზადდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საშუალებებით და ჩვენ გვაქვს უბადლო სისუფთავის რეპუტაცია. სხვა კომპანიების უმეტესობა ინგრედიენტებს ჩინეთის იაფფასიანი ბაზრიდან ყიდულობენ, ასე რომ მათი სისუფთავე მარტივად რომ ვთქვათ დაბალია. Advanced Nutrients- მეორეს მხრივ ინგრედიენტებს იღებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან ისრალეში , ჰაიფაში , ისინი მცენარეული სასუქების სფეროში მსოფლიო ლიდერები არიან , ჩვენ კი მათთან უკვე 18 წელია ვთანამშრომლობთ.
Advanced Nutrients გაძლევთ 100% იანი ფულის დაბრუნების გარანტიას უკმაყოფილების შემთხვევაში.
pH Perfect® Sensi Grow™ A+B