Advanced Nutrients, პროდუქტები

Piranha

Piranha

თქვენ უკვე შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი მცენარის ფესვების ზომა და მათი სიმძლავრე.

ფესვები თქვენი მცენარის სიძლიერის საფუძველია , სწორედ მისი საშუალებით ხდება წყლისა და საკვები ნივთიერებების მიღება , რათა მცენარემ მოახერხოს გაზრდა და ყველასთვის სასურველი კვირტების გამოღება.

Piranha
Piranha

გამოიყენეთ Piranha® სასარგებლო სოკოების ფესვების ზონაში მოსათავსებლად, მათი დახმარებით ფესვებში გაიზრდება ტენიანობა, რაც საკვები ნივთიერებების შეწოვის უნარს ერთი-ორად გააძლიერებს. მისი დახმარებით იღებთ თქვენი მცენარის ზრდის გარანტიას და უკვე შემდგომ , ყვავილობის პერიოდში უხვი მოსავლიანობის შესაძლებლობას.

Piranha® – ფესვთა ზონის მკვებავია , რომლის კომპონენტებიც მცენარეს მდიდარი მოსავლიანობის გარანტიას უქადიან. დაფიქრდით , როგორი იქნებოდა დედამიწის მოსავლიანობა , თუ მის ნიადაგში არსებული მილიონობით სასარგებლო სოკო არსებობას შეწყვეტდა. ბუნება უნაყოფო , მკვდარ უდაბნოდ გადაიქცეოდა.

ეჭვგარეშეა ჩვენ ვერ მივიღებდით ისეთ სამყაროს , როგორში ცხოვრებად გვსურს. და თუ ასეა , რატომ ვაიძულებთ ჩვენს მცენარეებს , რომ იგივე დამთრგუნველი და მძიმე პირობები განვიცადოთ , რომელიც თავადაც არ გვსურს?

ჰიდროპონური ფესვების ზონა სტერილურია და ყოველგვარი ჩარევის გარეშე , მათ მცირედით თუ შეუძლიათ ხელი შეუწყონ მცენარის აყვავებას და მის უხვ მოსავლიანობას. სოკო ამისთვის საჭირო აუცილებელი მეომარია , რომელიც აძლიერებს და ამტკიცებს ფესვთა ზონას ასევე ზრდის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების შეწოვის უნარს.

ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა თქვენს მცენარეში საჭირო ეთერზეთების გასაღვივებლად. რაც უფრო კარგად ზრუნავთ თქვენს რიზოსფეროზე , მით უფრო დიდია მოსავლიანობის ალბათობაც.  ნაკლებად ცნობილი ფაქტია ისიც , რომ სასარგებლო მიკრობების გარეშე , დედამიწაზე მცენარეები საერთოდ არ გაიზრდებეოდნენ.

მარტივად რომ ვთქვათ , თქვენს მცენარეს გაზრდისა და განვითარების საუკეთესო შანსები იქნება , თუ მდიდარი ბიომასის ნაერთებით გავზრდით ნიადაგს . თავად ბუნებაც ხომ სწორედ ასე იქცევა.  ეს გასაგებს ხდის იმ ფაქტს , თუ რატომ ამატებენ გამოცდილი გროვერები მცენარის ფესვის ზონაში სოკოებს.

advanced nutrients piranha 500 ml e1648200304817
Piranha

რა თქმა უნდა , ისინი ფარულად , უხილავად და ხშირ შემთხვევაში შეუმჩნევლად იზრდებიან, მაგრამ ნუ მოტყუვდებით , მცენარის ფესვების ზონა მიღებული მოსავლის პირდაპირპროპორციულია.

აი რაშია საქმე , სოკოები სიმბიოზურ ურთიერთქმედებაში შედიან ფესვთა ზონასთან, როდესაც ბუნების მთავარ დამხმარეს თქვენი მცენარის ნიადაგში დაამატებთ , ისინი შეძლებენ გარდაქმნან საკვები ნივთიერებები მცენარისათვის ხელმისაწვდომ ფორმებად , რომლებსაც შემდგომ თქვენი ფესვები მარტივად აითვისებენ.

ორგანული კვების დროს თქვენი რიზოსფერო რჩება სუფთა და მავნე ნარჩენებისგან დაცული. თქვენი მცენარის ფესვები უფრო ძლიერი და ჯანსაღი ხდება , რაც თავისთავად ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ათვისებას. მცენარეები ტოლერანტულები ხდებიან წყლის , მზარდი გარემოსა და მისი ცვლილებების მიმართ. ეს უბრალოდ რამდენიმე სარგებელია იმ გრძელი სიიდან , რომლის მოტანაც სოკოებს თქვენს ნიადაგში შეუძლიათ.

თქვენ შეიძლება მოულოდნელად დაკარგოთ უხვი მოსავლის მიღების შანსები , მხოლოდ იმიტომ ,, რომ თქვენს მცენარეში ფესვების ზონას ყურადღება არ მიაქციეთ.

ჩვენი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი გროვერებიც კი აფასებენ სოკოების ძალას მაშინვე , როგორც კი ხედავენ მათი დახმარებით მიღებულ კაშკაშა ფოთლებს , რომლებიც პირველივე კვებიდან რამდენიმე საათის შემდგომ უფრო ჯანსაღები ხდებიან.

თუმცა საჭიროა გაითვალისწინოთ , რომ მხოლოდ სოკოები მცენარის უხვ მოსავლიანობას ვერ განაპირობებენ , ისინი ხელს შეუწყობენ მცენარეებს უკეთ მიიღონ ის საკვები დანამატები , რომლებსაც მათ თქვენ მიაწვდით . მსოფლიოს საუკეთესო გროვერები სოკოს დანამატს ემხრობიან და აფასებენ. უძლიერესი მიკრობიოლოგების მიერ ჩატარებული მრავაწლიანი კვლევები ამტკიცებენ , რომ Piranha® არის იდეალური გამოსავალი , რომელიც ფესვების ზონას დააბალანსებს და გააძლიერებს.

ჩვენ არ დავიშურეთ ხარჯები და დრო ამ დანამატის შექმნისას , რათა მიგვეღო განსაკუთრებულად ეფექტური მოსავლის გამაძლიერებელი შედეგები.

როდესაც თქვენს მცენარეებს Piranha®-ს მიაწვდით , მაქსიმალურად გაიზრდება ფესვების განვითარების პოტენციალი , რაც შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ ოპტიმალური მოსავალი. ისინი შექმნიან სუფთა , კარგად დაბალანსებულ რიზოსფეროს , რომელიც გააუმჯობესებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების შეწოვას , მცენარეში არსებული ეთერზეთების ბიომასის გაზრდას .

თქვენი მცენარე ფესვის ზონის განვითარების პროცესს დროში გაასწრებს , მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მიკრობების სამყარო ერთდროულად რთულიცაა და შთამაგონებელიც. ჩვენმა მეცნიერებმა წლები გაატარეს იმის შესწავლაში , თუ როგორ მუშაობდნენ ბაქტერიები და სოკოები უფრო დიდი მოსავლიანობის შესაქმნელად , რის გამოც ჩვენ ასევე დავამზადეთ Piranha® Bacillus mucilaginous…

ბაქტერიების უნიკალური შტამი , რომელიც ხსნის ფოსფორს და კალიუმს თქვენს ფესვთა ზონაში. სხვა სიტყვებით  რომ ვთქვათ , თქვენი მცენარეები ამ ორი მაკროელემენტიდან მიღებული სარგებლით საბოლოო ჯამში უფრო დიდი მოსავლიანობით გაჯილდოვებენ.

თქვენ შეგიძლიათ Piranha-ს გამოყენება სხვა ფესვების მაზის გამაფართოებლებთან ერთად ,Voodoo Juice სთან ან Tarantula სთან ერთად. (ჩვენი გროვერების უმეტესობა სწორედ ასე იქცევა) .

ამის გაკეთებით თქვენ მცენარეს ისეთ პირობებს შეუქმნით , როგორიც დედამიწის ყველაზე ნოყიერ მიწაზე ამოსულ მცენარეებს გააჩნიათ.

დიდი და ეფექტური ფესვთა ზონა აუცილებელია კანაფის ზრდა-განვითარებისთვის.

მიეცით თქვენს საყვარელ მცენარეს შესაძლებლობა , გამოავლინოს თავისი პოტენციალის მაქსიმუმი. შეიძნეთ Piranha უახლოეს ავტორიზებულ მაღაზიებში


კვირა 1
კვირა 2კვირა 3კვირა 4კვირა 5კვირა 6კვირა 7
Piranha (ზრდის ფაზა)2 მლ/ლ2 მლ/ლ     
Piranha (აყვავების ფაზა)2 მლ/ლ2 მლ/ლ     

Related Posts

კომენტარის დატოვება