აჩვენებს %d შედეგს

ფილტრი
ჩვენება 9 24 36

მცენარეების ნერგები

მცენარეების ნერგები, კოლეუსი – ოთახის ჭინჭარი. თუ უკვე შეიძინეთ, გაითვალისწინეთ, რომ მას სჭირდება ნორმალური ტემპერატურა. 18-20 გრადუსი, ხოლო ზამთარში მისთვის მინიმუმია 11-12 გრადუსი. მცენარე მოარიდეთ ამაზე უფრო დაბალ ტემპერატურას, რადგან, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს.

კოლეუსი არის ფოტოფილური მცენარე, თუმცა, მზის პირდაპირი სხივები არ არის სასურველი, რადგან ფოთლები ფერმკრთალდება. ამიტომ, მცენარეების პირად ნაკვეთზე დარგვისას უმჯობესია აირჩიოთ ოდნავ დაჩრდილული ადგილები.

ჩვეულებრივ გაუძლებს ტემპერატურას ზაფხულში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაგავიწყდებათ მისი მორწყვა.

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა უარყოფითად მოქმედებს მცენარეებზე. თუ ზაფხულის თვეებში ტემპერატურა +15 C- ზე დაბლა ეცემა, მცენარე ზრდას ანელებს. კოლეუსი, რომელიც გაიზარდა სახლში, მშვენივრად გრძნობს ოთახის ტემპერატურას. შეუძლია გაუძლოს ტემპერატურის ვარდნას +10 გრადუსამდე.
თუმცა, თქვენ უნდა შეეცადოთ დაიცვათ ისინი ტემპერატურის უეცარი ცვლილებებისგან.

ყვავილების ნერგები, ფიტონიას მკვეთრი სინათლე სჭირდება, მაგრამ პირდაპირი მზის სხივი უნდა მოვარიდოთ, რადგან ფოთლებს უწვავს. თუ სინათლის ნაკლებობა აქვს, ფოთლები გაუფერულდება.
ზამთარში კარგი იქნება თუ განათების ქვეშ გექნებათ.

წყალი უყვარს ზომიერი. არ მოსწონს მიწის ბოლომდე გამოშრობა. ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშრეს, მაგრამ არც ზედმეტი მოგივიდეთ. ზამთარში მორწყვა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, მაშინ უნდა მოირწყას როცა მიწის ნახევარი შეშრება. უყვარს წყლის შესხურება. პერიოდულად მცენარეს ფოთლებზე წყალი უნდა შეასხუროთ, თორემ შეიძლება დაავადდეს მავნებლებით.

ზამთარში სასურველი ტემპერატურაა 20 გრადუსი, უნდა ვეცადოთ, რომ ამაზე დაბლა არ ჩამოვიდეს ტემპერატურა.
ზაფხულში კი 22-27 გრადუსი. არ შეიძლება მცენარისთვის ორპირი ქარი და გარეთ გატანა, ასეთ შემთხვევაში ფოთლებს იცვენს.

თუ გინდათ, რომ სახლის პირობებში, ბეგონიამ თავი კარგად იგრძნობს, ის დასავლეთის და აღმოსავლეთის ფანჯრის რაფებზე უნდა მოათავსოთ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაისიდან ოქტომბრამდე მას არ უნდა მოხვდეს მზის პირდაპირი სხივები, წლის დანარჩენ დროს – მზეზე უნდა იდგეს.

როგორი მიწა მოსწონს ბეგონიას?

მიწა გაცრილი და ფხვიერი.

ორგანული სასუქი, მაგალითად გადამწვარი ნაკელი.

ტორფი.

ცოტა მდინარის ქვიშა, კარგი დრენაჟისთვის, ან კერამზიტი.

რაც შეეხება ქოთანს – მისი დიამეტრი 14 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

როგორი განათება მოსწონს ბეგონიას? ზაფხულის ცხელ დღეებში, ის ჩრდილში უნდა იყოს, რომ მცენარე არ დაიწვას.

ტემპერატურა- ბეგონიას ძალიან მაღალი ტემპერატურა არ მოსწონს. ზაფხულში ოთახის ტემპერატურა +21-23° С არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ზამთარში – +15-18° С უნდა იყოს.

ტენიანობა. მას მაღალი ტენიანობის ატმოსფერო ესაჭიროება. მაგრამ, მცენარეზე წყლის მისხურება რეკომენდირებული არ არის.

იდეალური მცენარეების ნერგები, თქვენი ბაღისთვის და სახლისთვის.