Showing 1–16 of 24 results

კანაფის თესლები

მარიხუანა მრავალმხრივი და ფართოდ კულტივირებული მცენარეა, რომელიც თავისი მრავალფეროვანი ჯიშებით გამოირჩევა. ამ მოგზაურობის საწყისი წერტილი კი კანაფის თესლია, რომელიც გენეტიკურ გეგმას წარმოადგენს და მცენარის მახასიათებლებს განსაზღვრავს. ამ მცენარეს ორი განსხვავეული სქესი აქვს – მამრობითი და მდედრობითი. პრაქტიკაში გვხვდება მისი ჰერმოფროდიტი სახეობებიც, რომლებსაც როგორც მამრობითი ასევე მდედრობითი მცენარის რეპროდუქციული ორგანოები აქვს.

მცენარე მარიხუანას ძირითადი სახეობები:

  • ინდიკა: შედარებით მოკლე მცენარე, რომელსაც უფრო მეტად მწვანე და მრგვალი ფოთლები აქვს და უფრო მსხვილი და მძიმე იზრდება. იძლევა დამამშვიდებელ ეფექტს. ძირითადად, გამოიყენება ხანგრძლივი დღის შემდეგ, გათავისუფლებთ სტრესისა და უძილობისგან.
  • სატივა: კანაფის აქტიური შტამი, რომელიც ცნობილია მაღალი, თხელი და ვიწრო ფოთლებით. მისი ეფექტი ენერგიული და ცერებრალურია.
  • რუდერალისი: კანაფის ძლიერი ქვესახეობა, რომელიც მისი გამძლეობითა და უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ხარობს რთულ კლიმატში და ცნობილია ავტომოყვავილობის შესაძლებლობებით.

სხვადასხვა ტიპის მარიხუანას სხვადასხვა თავისებურებები გააჩნია. მცენარის სიძლიერეს THC შემცველობა ასახავს. ეს სწორედ ის ნივთიერებაა, რომელიც დამამშვიდებელ ეფექტებს უზრუნველყოფს. მცენარის საბოლოო ხარისხზე გავლენას ახდენს უამრავი სხვადასხვა ბუნებრივი ქიმიკატი. ამ ქიმიკატებს კანაბინოიდები ჰქვია და მათი გავლენა შესამჩევია როგორც თქვენს კოგნიტურ, ასევე ფიზიკურ ფუნქციებზე. იდეალურ პირობებში მცენარის გაზრდა ხელს უწყოს მასში THC მაღალი დონის წარმოქმნას. ამ ყველაფრის საწყისი კი სწორედ კანაფის თესლებია.

კანაფის თესლი

თესლის არჩევის დროს მნიშვნელოვანია პრეფერენციების გათვალისწინება, რადგან სწორედ ამა თუ იმ ჯიშის გენეტიკაზეა დამოკიდებული რა სასურველ მახასიათებლებს გამოავლენს ისინი გაზრდის შემდგომ. იქნება ეს საერთო მოსავლიანობა, ნაყოფიერების დრო, არომატი, ფსიქოაქტიური თვისებები თუ სხვა. ჩვენს გროუ შოფში აღმოაჩენთ როგორც ავტომოყვავილე, ასევე ფოტოპერიოდულ და CBD თესლებს.

კანაფის მოყვანა

კანაფს აყვავებისთვის სპეციფიკური პირობები სჭირდება. ზრდის გარემოდან ტემპერატურამდე, სინათლემდე, წყალსა და ტენიანობამდე, სწორი გარემოს უზრუნველყოფა გადამწყვეტია. პროცესი, რომლის დროსაც თესლი ამოიზრდება და ფესვი ჩნდება, ჩვეულებრივ, 12 საათიდან რვა დღემდე გრძელდება. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სითბო, სიბნელე და ტენიანობა, იწვევს მეტაბოლურ პროცესებს, რომლებიც მიდიან ნერგების სტადიამდე. გამწვანების გასაძლიერებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას სკარიფიკაციისა და სტრატიფიკაციის მეთოდები.

შეინარჩუნეთ დღის ტემპერატურის ოპტიმალური დიაპაზონი 24-დან 30 °C-მდე. 31 °C-ზე მაღალმა და 15,5 °C-ზე დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა გავლენა იქონიოს THC-ის პოტენციაზე და მცენარის ზრდაზე. თქვენი კანაფის მცენარისთვის უზრუნველყავით მზის შუქი ან ხელოვნური განათება. შეინარჩუნეთ ტენიანობის ოპტიმალური დონე ზრდისთვის – 40-60% RH.

ნიადაგი, როგორც წესი, საჭიროა კანაფის კულტივირებისთვის, თუმცა ჰიდროფონიკა და აეროფონიკა ალტერნატიული მეთოდებია. ჰიდროფონიკა კულტივირების ინოვაციური მეთოდია. მცენარეები ნიადაგის გარეშე იზრდება, თუმცა აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს ნუტრიენტები მდიდარი წყლის ხსნარით იღებს. ეს მიდგომა საშუალებას გაძლებს ზუსტი კონტროლი გქონდეთ საკვები ნივთიერებების დონეზე, რაც ხელს შეუწყობს მცენარის უფრო სწრაფ ზრდას და მაღალ მოსავლიანობას. ჰიდროფონიკაში თქვენი კანაფის მცენარეების ხარობენ ოპტიმიზირებულ გარემოში, რაც ზრდის რესურსების ეფექტურობას და ამცირებს ნიადაგის მიერ გამოწვეული დაავადებების რისკებს.

ჩვენს გროუ შოფში კანაფის თესლების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ: ავტომოყვავილე, ფოტოპერიოდული და CBD თესლები. თავად აარჩიე და გაზარდე ჯიშები, რომლებიც შენს პრეფერენციებს ერგება და სწორ პირობებში, სათანადო მოვლის შემთხვევაში, უხვი მოსავლით დაგაჯილდოვებს.