ფილტრი

თქვენი შერჩევის შესატყვისი პროდუქტი ვერ მოიძებნა.

begonia

begonia, თუ გინდათ, რომ სახლის პირობებში, ბეგონიამ თავი კარგად იგრძნობს, ის დასავლეთის და აღმოსავლეთის ფანჯრის რაფებზე უნდა მოათავსოთ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაისიდან ოქტომბრამდე მას არ უნდა მოხვდეს მზის პირდაპირი სხივები, წლის დანარჩენ დროს – მზეზე უნდა იდგეს.

როგორი მიწა მოსწონს ბეგონიას?

მიწა გაცრილი და ფხვიერი.

ორგანული სასუქი, მაგალითად გადამწვარი ნაკელი.

ტორფი.

ცოტა მდინარის ქვიშა, კარგი დრენაჟისთვის, ან კერამზიტი.

რაც შეეხება ქოთანს – მისი დიამეტრი 14 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

როგორი განათება მოსწონს ბეგონიას? ზაფხულის ცხელ დღეებში, ის ჩრდილში უნდა იყოს, რომ მცენარე არ დაიწვას.

ტემპერატურა- ბეგონიას ძალიან მაღალი ტემპერატურა არ მოსწონს. ზაფხულში ოთახის ტემპერატურა +21-23° С არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ზამთარში – +15-18° С უნდა იყოს.

ტენიანობა. მას მაღალი ტენიანობის ატმოსფერო ესაჭიროება. მაგრამ, მცენარეზე წყლის მისხურება რეკომენდირებული არ არის.

მორწყვა. ბეგონიას ძალიან უყვარს ნოტიო ნიადაგი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ცხელა. ყურადღება მიაქციეთ ნიადაგს – როგორც კი ის 1-1, 5 სმ-ზე გაშრება – მორწყეთ, (დამდგარი წყლით). ზაფხულში კვირაში 2-ჯერ მაინც დასჭირდება წყლის დასხმა. ზამთარში მორწყვა შეამცირეთ – კვირაში ერთხელ საკმარისი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მცენარე ბაღში დგას, ზამთარში მორწყვა საერთოდ არ უნდა.

გადარგვა. თუ ბეგონიას გადარგვა გინდათ, ეს გაზაფხულის დასაწყისში უნდა გააკეთოთ და იმ შემთხვევაში, თუ მცენარის ფესვები მთელს ქოთანს დიკავებს.

დაავადებები. თუ მცენარეს ცენტრალურ ნაწილში ან ქვედა ფოთლებზე ფქვილისებურ ნამს და ლპობის ნიშანს შეამჩნევთ, ე.ი. მეტისმეტად ბევრ წყალს ასხავთ. მოაცილეთ დაზიანებული ფოთლები და მორწყვა შეამცირეთ, რადგან სოკოვანი მავნებლები ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ხოლო გადაჭრის ადგილები ანტისეპტიკური საშუალებებით დაამუშავეთ, მაგ., შეიძლება ამისთვის “ბრილიანტის მწვანე” გამოიყენოთ.

თუ ბეგონიას ფოთლები რომელიმე მხარისკე აქტიურად იწევს და თან ყვითლდება – ის სინათლის ან სასუქის ნაკლებობას განიცდის.

მცენარეზე ნაცრისფერი ობის გაჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ოთახი ცუდად ნიავდება და მეტისმეტად მაღალია ტენიანობა არის.

თუ ფოთოლს კიდეები მოახმა, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე ტენის ნაკლებობას განიცდის ან მოჭარბებული სინათლის გავლენის ქვეშ იმყოფება.

ბეგონიას დახვეული ფოთლები, ტენის ნაკლებობაზე და მისთვის, ჰაერის მეტისმეტად მაღალ ტემპერატურაზე მიუთითებს.

ბეგონია.