ბიოჰუმუსი N1
ბიოჰუმუსი N1 არის ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელი.
ორგანული ნივთიერებები ჭიაყელას კუჭში განიცდიან უფრო ძლიერ დაშლას და ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებს, იშლებიან ამინომჟავებად.
ბიოჰუმუსის შესატანი ნორმები
ბიოჰუმუსი N1 ეკონომიურად უნდა იქნას გამოყენებული, აქედან გამომდინარე, მისი შესატანი ნორმები ასეთია:
• ზოგადადა ჩითილების დარგვისას ბუდნაში გრუნტს ემატება 1-2 პეშვი ბიოჰუმუსი;
• პომიდვრის ჩითილების დარგვისას ბუდნაში ემატება 0,5 — 1 ლიტრი ბიოჰუმუსის ნაყენი;
• კარტოფილს ყოველ ბუდნაში ემატება 0,5-1,0 ლიტრი ბიოჰუმუსი;
• კიტრის ქვეშ უნდა გაკეთდეს ბიოჰუმუსის 1-2 სმ-იანი მულჩის ფენა;
• მარწყვის ქვეშ ბიოჰუმუსის 1-2 სმ-იანი მულჩის ფენა;
• ხეხილოვანი მცენარეების ქვეშ დამუშავების გარეშე ყოველწლიურად უნდა გაკეთდეს ბიოჰუმუსის მულჩის 2-3 სმ –იანი ფენა.
სხვადასხვა კულტურების ქვეშ ბიოჰუმუსის შესატანი ნორმები ასეთია:
• ყვავილები 0,5-1,5 კგ/მ2-ზე;
• ბოსტნეული 2 კგ-მდე მ2-ზე ან 150 გრ/გრძივ მეტრზე;
• კენკროვნების ქვეშ 0,5-1,0 კგ ყოველი ბუჩქისათვის;
• ხეხილოვანი კულტურების ქვეშ -2 კგ ყოველი მცენარის ძირში.
• ბიოჰუმუსის წყლის ნაყენი
• ბიოჰუმუსის წყლის ნაყენს იყენებენ თესლების დასალბობად, ჩითილების, ოთახის მცენარეების და ბოსტნეული კულტურების მოსარწყავად.
• 1 ჭიქა მშრალ ბიოჰუმუსს ურევენ 1 ვედრო წყალში, აყოვნებენ 1 დღე-ღამის განმავლობაში. წყალი იღებს ჩალისფერს. დარჩენილი ნალექი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოთახის ყვავილების გამოსაკვებად. მიღებული ნაყენით ალბობენ კომბოსტოს, კიტრის, პომიდვრის თესლს 12 საათის განმავლობაში.
• მცენარეთა მოსარწყავად ნაყენს აზავებენ კიდევ ორ ნაწილი წყლით. ეფექტურია მცენარეთა შესხურება ბიოჰუმუსის ნაყენით, რომელსაც აწარმოებენ ნაყოფების დამსხვილების და მომავალი წლის საყვავილე კვირტების ჩასახვის ფაზაში (აგვისტოს დასაწყისში).
• ხეხილოვან და კურკოვან კულტურებზე ბიოჰუმუსის ნაყენის შესხურებით, ნიადაგის ბიოჰუმუსით ვარჯის ქვეშ 1-2 სმ ფენით დამულჩვასთან ერთად, ნაყოფმსხმოიარობა ხდება რეგულარული. ყვავილოვანი კულტურების სამჯერადი შესხურება კვირა გამოშვებით აჩქარებს ყვავილობას 1-1,5 კვირით