ბორდოს ნარევი 10კგ
ბორდოს ნარევი 10კგ მოქმედი ნივთიერება: სპილენძის სულფატი 20% (სპილენძის მიხედვით 200 გ/კგ) + კალციუმის ჰიდროქსიდი
პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი (სფ)
შეფუთვა: 10; 25 კგ
პოლტიგლია 20 სფ არის იტალიური ბორდოს ნარევი, რომელიც წარმოადგენს კონტაქტურ ფუნგიციდს ვაზის, ხეხილის, ციტრუსის და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ
პოლტიგლია 20 სფ წარმოადგენს თანამედროვე ტიპის ბორდოს ნარევს, რომელიც არის სასოფლო–სამეურნეო კულტურებში შეუცვლელი პრეპარატი ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების ფართე სპექტრის წინააღმდეგ, როგორიცაა: ჭრაქი, ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპორიოზი, მონოლიოზი, ფიტოფტორა, ალტერნარიოზი, ფოთლის ლაქიანობები, ბაქტერიული ნეკროზი და სხვა.
უპირატესობები:
- 100 %-ით ხსნადი
- ახასიათებს ფართე სპექტრის მოქმედება
- მოქმედებს როგორც სოკოვან ასევე ბაქტერიულ დაავადებებზე
- მიმწებებლობის კარგი უნარი, რაც გამორიცხავს სამუშაო ხსნარის ნალექებით ჩამორეცხვას
- კარგი მიმწებებლობის უნარი, ზრდის დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობას სხვა ანალოგებთან მიმართებაში
- შეუცვლელი ფუნგიციდია სოკოვანი დაავადებების მოზამთრე ფაზების წინააღმდეგ
- გარდა ფუნგიციდური აქტივობისა, პოლტიგლია 20 სფ წარმოადგენს მცენარისათვის მიკრო ელემენტის (Cu) წყაროს
- ეხმარება მცენარის ორგანოებს ჩამოყალიბებაში და უკეთ განვითარებაში
- პოლტიგლია 20 სფ გამოიყენება ბიოლოგიურ სოფლის მეურნეობაში
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ვაზი | ჭრაქი, ანთრაქნოზი, წითურა | 6-8 | 600-800 | 14 (2-3) |
თესლოვანი ხეხილი | ქეცი, ნაყოფის სიდამპლე, სეპტორიოზი, მონილიოზი, ტოტების კიბო, ალტერნარია |
10-15 | 800-1000 | 14 (3-4) |
კურკოვანი ხეხილი | ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი ჟანგები, სიდამპლეები, ცერკოსპოროზი | 8-15 | 800-1000 | 15 (3-4) |
კენკროვნები | ანთრაქნოზი, ჟანგა, სეპტორიოზი | 3-5 | 300-400 | 14 (2-3) |
ციტრუსი | მეჭეჭიანობა, მალსეკო, ანთრაქნოზი, ფიტოფტოროზი ბაქტერიული ნეკროზი, ნაყოფების ლპობა |
15-20 | 1000-1500 | 21 (3-4) |
ბოსტნეული | ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ფიტოფტორა, ბაქტერიოზი | 3-4 | 300-400 | 7 (2-3) |
პომიდორი | ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ბაქტერიოზი და ფიტოფტორა | 3-4 | 300-400 | 7 (2-3) |
ბაღჩეული | პერონოსპოროზი სეპტორიოზი ანთრაქნოზი |
3-4 | 300-400 | 7 (2-3) |
კიტრი | ანთრაქონზი, ჭრაქი, ბაქტერიოზი | 3-4 | 300-400 | 7 (2-3) |
კარტოფილი | ფიტოფტორა, ალტერნარია | 3-5 | 300-400 | 14 (2-3) |
ხახხვი, ნიორი | პერონოსპოროზი, ალტერნარიოზი | 2-3 | 250-300 | 14 (2-3) |
ჭარხალი | ცერკოსპოროზი | 5-7 | 300-400 | 14 (2-3) |
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.