ბორომიქსი 1 კგ
ბორომიქსი 1 კგ ბორით და მაგნიუმით გამდიდრებული მიკროსასუქი იტალიიდან
შემადგენლობა: B-10%, Mn-0.5%, Zn-1.5%, Mgo-4%.
ბორომიქსი გამოიყენება, როდესაც მცენარე განიცდის ბორის, მაგნიუმის, მანგანუმის და თუთიის დეფიციტს. ბორი ყვავილობის წინ მცენარეს, ხელს უწყობს განაყოფიერება–დამტვერვას და არ ხდება ფუჭყვავილიანობა. თუთია არეგულირებს მცენარეში ნივთიერებათა ცვლას. მანგანუმი ხელს უწყობს ფოტოსინთეზის ინტენსიობას და ქლოროფილის მარცვლების წარმოქმნას. ყოველივე ეს აუმჯობესებს მცენარის ზრდა განვითარებას, გამძლეობას იჩენს დაავდებების მიმართ, რაც გამოიხატება მოსავლის ზრდასა და მის ხარისხზე.
პრეპარატის ხარჯვა:
ვაზი, ხეხილი, ციტრუსები. ყვავილობის ხელის შეწყობის მიზნით ტარდება პირველი შესხურება ყვავილობის წინ 2–ჯერ და შაქრიანობის დაგროვების მიზნით 1–2 შესხურება, ნაყოფის დამსხვილების ფაზაში. 1–1.5 კ/ჰ. 100ლიტრ წყალზე 0.1–0.15კგ.
ბოსტნეულ–ბაღჩეული. 2–3 შესხურება ვეგეტაციის დაწყებიდან 10–15 დღის ინტერვალით.1–1.5კგ/ჰა. 0.1–0.15კგ 100ლიტრ წყალზე.
ყვავილები. მ/შ ვარდი, ქრიზანთემა და სხვა. ვეგეტაციის საწყისი ფაზიდან 2–3 შესხურება, 10–15 დღის ინტერვალით. 1 კგ/ჰა. 100 ლიტრ წყალზე 0.1კგ.