“მიწა N1” სასუქებით გაჯერებული
ჩვენი გუნდი „Black Heaven” ზრუნავს მებაღეებსა და მცენარეებზე.
მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ხარისხის, საკვები ნივთიერებებით გაჯერებულ, გაცრილ, დამუშავებულ „მიწა № 1“-ს, რომელიც არ საჭიროებს დამატებით სასუქს!
თვისებები
მჟავიანობა (ph) მერყეობს საშუალოდ 5.5-დან 7-მდე.
აზოტი (N): ეხმარება მცენარეს ფოთლოვანი მასის წარმოქმნაში.
ფოსფორი (P): არეგულირებს მცენარეში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას. მისი დახმარებით მცენარე მეტად უძლებს გვალვასა და ყინვას.
კალიუმი (K): ზრდის მცენარის იმუნიტეტს, ხელს უწყობს ძლიერი ფესვთა სისტემის სწრაფჩამოყალიბებას.
კალციუმი (Ca): ხელს უშლის დაავადებების გავრცელებას, კარგია ფესვთა სისტემის განვითარებისთვის, ასევე ხელს უწყობს მცენარის აქტიურ ზრდას.
მაგნიუმი (Mg): მცენარეს ეხმარება სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში.
პერლიტი: დიდი ხნით ინარჩუნებს ნესტს, ეხმარება მცენარეს აერაციაში (განიავება, ვენტილაცია) და ხელს უშლის ნიადაგში ობის წარმოქმნას, იცავს მცენარეს ლპობისგან.
ბიოჰუმუსი: იცავს ნიადაგს გამოშრობისგან, ამარაგებს მცენარეს საჭირო საკვები ნივთიერებებით და ეხმარება მას ძლიერი ღეროების ჩამოყალიბებაში.
ტორფი : წყალს ადვილად იწოვს და ინარჩუნებს ნესტს, ასევე მცენარეს ეხმარება აერაციაში.
ქოქოსი ( სუბსტრაქტი, ტორფი, ძაფები, ბოჭკო ): წყალს შთანთქავს მარტივად, ფესვის განვითარებას უწყობს ხელს, აფხვიერებს მიწას.
ტყის მიწა (ნეშომპალა) : ნატურალური, ბუნებრივი, ბიოლოგიურად გამდიდრებული სასარგებლო საკვები ნივთიერებებითა და მინერალებით