ელექსირი კარტოფილისა და ჭარხლისთვის
ელექსირი კარტოფილისა და ჭარხლისთვის ზრდა-განვითარების და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება. ის არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.
მოცულობა: 100 მლ
შედეგიანობა:
- ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
- მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
- მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
- ებრძვის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
- ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
- ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
- ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
- აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
გამოიყენება კარტოფილისა და ჭარხლის ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა:
- კარტოფილის ფიტოფტოროზი – Phytophtora infenstars
- მშრალი სიდამპლე, ფუზარიოზი – Fusarium
- კარტოფილის ბრტყელი, ღრმა და ამობურცული ქეცი – Actinomycetes
- კარტოფილის ფოთლების დახვევის ვირუსი
- კარტოფილის Y-ვირუსი
- კარტოფილის ნაოჭა მოზაიკა
- კარტოფილის შტოს სიჭრელე, კონტრასტული ფიგურული მოზაიკა
- ჭარხლის ნაცარი – Erysifae communis
- ჭარხლის ჟანგა – Uromyces betae
- ჭარხლის ფომოზი ანუ ჭარხლის გულის სიდამპლე – Phoma betae
- ჭარხლის ცერკოსპოროზი – Cercospora beticola
- ჭარხლის ჭრაქი – Peronospora schachti
- ალტერნარიოზი, ჭარხლის შავი ლაქიანობა – Alternaria tenuis
გამოყენება და დოზირება: მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი ფოთლოვანი გამოკვებით (ფოთლებზე დასხურებით).
გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
ყვავილობამდე:
3,5 ლიტრი კონცენტრატი “ელექსირი კარტოფილისთვის და ჭარხლისთვის”განაზავეთ 800 ლიტრ წყალში, გამოიყენება 1 ჰა-ზე.
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე – 99.88%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.05%, ცეოლითი – 0.07%.
პერსონალური უსაფრთხოება:
გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.