ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის
ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის არის ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალება. ის არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.
მოცულობა: 100 მლ
შედეგიანობა:
- ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
- მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
- მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
- ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
- ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
- ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
- ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
- • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:
- ფესვის სიდამპლე
- ფიტოფტოროზი
- ფუზარიოზი
- ნაცრისფერი და შავი სიდამპლე
- ალტერნარიოზი
- ჭრაქი
- შავი სილაქავე
- ბაქტერიული კიბო
- ლორწოვანი ბაქტერიოზი
გამოყენება და დოზირება:
14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
ყვავილობამდე: 8 ლიტრი კონცენტრატი ზავდება 800 ლიტრ წყალში – 1 ჰაზე
ყვავილობიდან: 4 ლიტრი კონცენტრატი ზავდება 800 ლიტრ წყალში -1 ჰაზე
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე – 99.9%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.05%, ცეოლითი – 0.05%.
პერსონალური უსაფრთხოება:
გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.