ვერტიმეკი 100 გრ
ვერტიმეკი 100 გრ, მოქმედი ნივთიერება: აბამექტინი 18 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
მწარმოებელი: Syngenta Crop Protection AG
ვერტიმეკი 018 ეკ – წარმოადგენს ტრანსლამინალური მოქმედების ნაწლავურ – კონტაქტურ ინსექტო-აკარიციდს. გამოიყენება ბოსტნეული კულტურების როგორც ღია ისე დახურული გრუნტის პირობებში, ასევე ვაზის, ხეხილის, ციტრუსების დასაცავად ტკიპების, თრიფსების და ფსილებისაგან.
პრეპარატი შესხურებიდან მალევე იჭრება მცენარის ქსოვილებში და გროვდება პარენქიმაში. მავნებლები, რომლებიც იკვებებიან მცენარის უჯრედის პარენქიმით და წვენით, იღუპებიან პრეპარატის მოხვედრით საჭმლის მომნელებელ სისტემაში. სასარგებლო ენტო და აკარიფაგები არ ზიანდებიან, ვინაიდან პრეპარატი მცენარეზე მოხვედრის შემდეგ ადვილად იშლება, ამიტომ სასარგებლო ტკიპების და მწერების რიცხობრიობა მალევე აღსდგება
უპირატესობები:
- მაღალი ეფექტურობა ტკიპების, თრიფსებისა და ფსილების წინააღმდეგ
- ეფექტურია სხვა პრეპარატებისადმი რეზისტენტი ტკიპების წინააღმდეგ
- მინიმალური მოქმედება სასარგებლო ორგანიზმებზე
- ანადგურებს მავნებელს ფოთლის როგორც ზედა, ასევე ქვედა მხარეზე
- ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება (სამი კვირამდე) , რაც საშუალებას გვაძლევს შევამციროთ შესხურების ჯერადობა
- არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა
- შესაძლებელია მოსავლის აღება შესხურებიდან 3 დღის შემდეგ
- არ ტოვებს ლაქებს მცენარეზე
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ვაზი | ტკიპები | 0.75-1.5 | 600-800 | 3 (2) |
ხეხილი | ტკიპები, ფსილები | 0.75-1.0 | 800-1000 | 14 (2) |
ციტრუსი | წითელი ტკიპა, ვერცხლისფერი ტკიპა | 0.75-1.5 | 1000-1500 | 7 (2) |
ბოსტნეული ღია გრუნტში | აბლაბუდიანი ტკიპა | 0.75-1.0 | 300-400 | 3 (3) |
ბოსტნეული დახურული გრუნტი | აბლაბუდიანი ტკიპა, თრიფსები, ფრთათეთრა | 0.8-1.2 | 500-1000 | 3 (2) |
მარწყვი | ტკიპები | 0.8-1.0 | 300-400 | 3 (2) |
დეკორატიული მცენარეები (ღია და დახურული გრუნტი) | ტკიპები, თრიფსები, ფრთათეთრა | 0.5-1.5 | 300-500 | 3 (3) |
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.