სექუიფილი 1 კგ
სექვიფილი 1 კგ რკინის წყალხსნადი ფხვნილი
შემადგენლობა: რკინის ხელატი/Fe/-7%
სექუიფილში რკინა ისე არის დამუშავებული, რომ მცენარე მას იდეალურად ითვისებს ფოთლებიდან. იგი გამოიყენება იმ დროს როცა შეინიშნება მცენარეში რკინის მწვავე დეფიციტით გამოწვეული ქლოროზი. შესხურების შემდეგ მნიშვნელოვნად ამწვანებს მცენარის ფოთლებს, ხელს უწყობს ინტენსიურ ყვავილობას. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე, კლიმატით გამოწვეული სტრესული მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მოქმედებს ფესვის სიდამპლეზე და განსაკუთრებით ფესვის ნემატოდებზე.
ხარჯვის ნორმა:
ვაზი, კივი. ქლოროზის ადრეულ სტადიაში 1–1.8კგ/ჰა. 100ლიტრ წყალში 0.2–0.25კგ.
ხეხილი/ყველა/. ვეგეტაციის პერიოდში ქლოროზის გამოვლინებისას. 1.3–1.8კგ/ჰა. 100 ლიტრ წყალზე 0.13–0.18კგ.
ციტრუსი. ვეგეტაციის დასაწყისში 1.8–2კგ/ჰა. 100 ლიტრ წყალზე 0.8–0.2კგ.
ბოსტნეულ– ბაღჩეული კულტურები. ვეგეტაციის დასაწყისში, ქლოროზის გამოვლინებისას. 1–1.5კგ/ჰა. 100 ლიტრ წყალზე 0.2–0.3კგ.
პრეპარატი გამოიყენება ფოთლებზე შესხურებით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.