მიწა N1-10 ლ ნაჭრის ქოთანში
მიწა N1-10 ლ ნაჭრის ქოთანში იდეალური დრენაჟით. მომხმარებელს ვთავაზობთ საუკეთესო ხარისხის გაცრილ-დამუშავებულ მიწას, საკვები ნივთიერებებით გაჯერებულს, რომელიც არ საჭიროებს დამატებით გამდიდრებას საკვები ელემენტებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩითილების გამოსაყვანად, ასევე სასათბურე მეურნეობებისთვის.
ორგანული ნივთიერება: 30-40%; N: 1.35-1.45%; P2O5: 0.65-0.75%; K2O: 0.65-0.75%; PH: 5,5.
მიწა N1 სასუქებით გაჯერებულის შემადგენლობაში შედის :
ნოყიერი ნიადაგი – ნატურალური, ბუნებრივი, ბიოლოგიურად გამდიდრებული სასარგებლო საკვები ნივთიერებებითა და მინერალებით.
ქოქოსის სუბსტრატი – წყალს შთანთქავს მარტივად, ფესვის განვითარებას უწყობს ხელს, აფხვიერებს მიწას.
აგრო პერლიტი – დიდი ხნით ინარჩუნებს ნესტს, ეხმარება მცენარეს აერაციაში და ხელს უშლის ნიადაგში ობის წარმოქმნას, იცავს მცენარეს ლპობისგან.
ტორფი – წყალს ადვილად იწოვს და ინარჩუნებს ნესტს, ასევე მცენარეს ეხმარება აერაციაში.
ვერმიკულიტი – მას შეუძლია შთანთქოს და შეინარჩუნოს დიდი რაოდენობით წყალი – თავის დროზე, შეიცავს მცენარეებისთვის სასარგებლო ელემენტებს.
ძირში აქვს 3 სმ პემზა დრენაჟისთვის.
საკვები ნივთიერებები:
აზოტი (N) – ეხმარება მცენარეს ფოთლოვანი მასის წარმოქმნაში.
ფოსფორი (P) – არეგულირებს მცენარეში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას. მისი დახმარებით მცენარე მეტად უძლებს გვალვასა და ყინვას.
კალიუმი (K) – ზრდის მცენარის იმუნიტეტს, ხელს უწყობს ძლიერი ფესვთა სისტემის სწრაფჩამოყალიბებას.
მჟავიანობა(PH) – 5,5%.
კალციუმი (Ca) – ხელს უშლის დაავადებების გავრცელებას, კარგია ფესვთა სისტემის განვითარებისთვის, ასევე ხელს უწყობს მცენარის აქტიურ ზრდას.
მაგნიუმი (Mg) – მცენარეს ეხმარება სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.