Cachalote Seeds
GEASEEDS-Cachalote არის სატივა-დომინანტი ჰიბრიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გენეტიკაზე ძლიერი გავლენა აქვს სატივას. ეს შტამი Widow და Haze-ს შეჯვარებით შეიქმნა. Widow-სგან Cachalote იღებს მტკიცე სტრუქტურას და ძლიერ ეფექტებს, ხოლო Haze მას კლასიკურ, ცერებრალურ მაღალს და პიკანტურ, საკმეევლის მსგავს არომატს ამატებს. ამ კომბინაციიდან Cachalote მემკვიდრეობით დიდ, პროდუქტიულ სტრუქტურას და უნიკალურ არომატს იღებს. თუ ეძებთ ენერგიულ და ამაღელვებელ გამოცდილებას, მაშინ ეს შტამი თქვენთვისაა.
ეფექტები, გემო და არომატი
ეფექტები: Cachalote მყისიერად განიჭებთ ძლიერ და ეიფორიულ განცდას, რომელიც იწყება ენერგიისა და პოზიტივის აფეთქებით. ამ თავდაპირველმა ტალღამ შეიძლება უფრო მეტად მხიარული გაგხადოთ და გააძლიეროს წარმოსახვითი უნარი. ეს კი ეხმარება მოტივაციის ამაღლებას და განწყობის გაუმჯობესებას. ინნტენსივობის მატებასთან ერთად ეფექტები გარდაიქმნება ღრმა, სხეულის სიმშვიდეში. ეფექტი შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც დაიწყება ინტენსივობით და ნელ-ნელა მცირდება. დასაწყისში იგრძნობთ ეიფორიას და გაძლიერებულ გონებრივ აქტივობას, რასაც “მაღალის” პროგრესირებისას მოჰყვება დამამშვიდებელი შეგრძნებები. ეს შტამი იდეალურია მათთვის, ვისაც ესაჭიროება გონებრივი ჩართულობისა და ფიზიკური დასვენების კომბინაცია, რომელიც ხანგრძლივად გასტანს.
გემო და არომატი: არომატი სქელი და საკმეველის მსგავსია, ძირითადად სანელებლებისა და ციტრუსის ნოტებით. როდესაც პირველად შეიგრძნობთ Cachalote-ს სუნს, შეამჩნევთ ახალ, ყვავილოვან მინიშნებას Widow-სგან, რომელიც შერწყმულია Haze-ის პიკანტურ, მიწიერ ტონებთან. როდესაც იწვის, Cachalote წარმოქმნის სქელ თეთრ კვამლს. გემო არის როგორც ცხარე, ასევე ცოტა ტკბილი, ციტრუსის გაძლიერებული მინიშნებით.
Cachalote GEASEEDS – გაზრდა
GEASEEDS-Cachalote არის ადვილად მოსავლელი შტამი. მცენარე ძლიერი და მოქნილია, რადგან მისი ჰიბრიდული ბუნებით ორივე მშობელი შტამისგან იღებს საუკეთესო თვისებებს. მიუხედავად იმისა, რომ კაჩალოტის მოვლა მარტივია, მისი შედეგები უმჯობესდება სათანადო მოვლის პირობებში. ამით თქვენ შეძლებთ გაზარდოთ ჯანმრთელი მცენარე და ამავდროულად გაზარდოთ მოსავლიანობა.
შიდა სივრცე
GEASEEDS-Cachalote-ის შენობაში გაზრდა შესაძლოა გარკვეულწილად გამოწვევა იყოს, რაც ამ შტამს არის სიმაღლეში მაღალი ზრდის პოტენციალი. ამიტომაც, დარწმუნდით, რო გაქვთ საკმარისი ადგილი. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ლედ ნათურები მცენარისთვის, რათა მას მიაწოდოთ შესაბამისი რაოდენობის განათება. შეინარჩუნეთ ტემპერატურა 20-27°C შორის მთელი დღის განმავლობაში და ოდნავ შეამცირეთ ღამით. ვეგეტაციის პერიოდში შეინარჩუნეთ ტენიანობა 50-60%-მდე, ყვავილობის დაწყებისთანავე კი შეამცირეთ 40%-მდე. თანმიმდევრული კვება სათანადო საკვები ნივთიერებებით და ტექნიკით, როგორიცაა ტოპინგი ან დაბალი სტრესის ვარჯიში (LST), დაგეხმარებათ მცენარის სიმაღლის კონტროლში. შიდა სივრცეში, გროუ ბოქსში, მოსავლიანობა 550-600 გრამია კვადრატულ მეტრზე.
გარე სივრცე
იმისათვის, რომ GEASEEDS-Cachalote წარმატებით გაიზარდოს გარეთ, განათავსეთ მზიან ადგილას ნაყოფიერი ნიადაგში, რომელიც კარგად არის დრენირებული. შეარჩიეთ ადგილი მზის პირდაპირი სხივებით, რადგან ამ შტამისთვის მზის პირდაპირი სხივების დიდი რაოდენობა აუცილებელია. მორწყეთ მცენარე მუდმივად, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რათა თავიდან აიცილოთ ფესვების პრობლემები. Cachalote მაღალი იზრდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მცენარეს ჰქონდეს საკმარისი ადგილი ტოტების გასაშლელად. ის კარგად ყვავის ცხელ ტემპერატურაზე და დიდი მზის შუქით. გარეთ, მოსავალი დაახლოებით 800 გრამია მცენარეზე.
რჩევები მცენარის გაზრდისთვის
- სივრცე და სინათლე: უზრუნველყავით საკმარისი ადგილი ამ მაღალი ჯიშისთვის, განსაკუთრებით შიდა სივრცეში გაშენებისას. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ლედ ნათურები, რათა Cachalote-ს საჭირო განათების სრული სპექტრი მიაწოდოთ. განათავსეთ განათება სწორად, რომ თავიდან აიცილოთ მცენარის დასტრესვა.
- ნუტრიენტები: ძლიერი პროგრესისთვის, Cachalote-ს ზრდის ფაზაში მიაწოდეთ აზოტით მდიდარი საკვები ნივთიერებების ნაზავი. გადადით ფოსფორისა და კალიუმის გაზრდილი დონის მქონე სასუქზე, როგორც კი მცენარე ყვავილობას დაიწყებს, ეს მას დაეხმარება კვირტების ზრდის გაძლიერებაში და საერთო მოსავლიანობის გაზრდაში.
- ვარჯიშის ტექნიკა: მცენარეების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის და მოსავლიანობის გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი სავარჯიშო ტექნიკებ, როგორიცაა გასხვლა ან დაბალი სტრესის ვარჯიში (LST). ეს ტექნიკა ხელს უწყობს მცენარის სიმაღლის მართვას და უზრუნველყოფს, რომ მცენარის ყველა ნაწილმა საკმარისი განათება მიიღოს.
შიდა კულტივირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სტაბილური ტემპერატურა 20-27°C შორის დღისით და ოდნავ შემცირდეს ტემპერატურა ღამით. შეინარჩუნეთ ტენიანობა 50-60%-ზე ვეგეტაციის პერიოდში, მცენარეების ყვავილობის პერიოდზე გადასვლისას კი შეამცირეთ 40%-მდე. ეს ხელს უშლის ობის წარმოქმნას და ინარჩუნებს თქვენი მცენარეების ჯანმრთელობას.
თუ მცენარეს გარეთ ზრით აირჩიეთ ადგილი მზის ბევრი შუქით. ნიადაგი აუცილებელია მდიდარი უნდა იყოს საკვები ნივთიერებებით. შეგიძლიათ დაამატოთ ორგანული კომპოსტიც, რათა დამატებით კვებოთ მცენარე. მცენარეები მორწყეთ თანმიმდევრულად, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ამან შეიძლება ფესვების ლპობა გამოიწვიოს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.