Cheese by GEASEEDS
GEASEEDS-Cheese FEM ინდიკა დომინანტური ჰიბრიდია, გენეტიკური შემადგენლობით 60% ინდიკა და 40% სატივა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის უფრო მეტად იხრება ინდიკას შტამებისთვის დამახასიათებელი დამამშვიდებელი ეფექტისკენ. შტამის ინდიკა დომინანტურობა გულისხმობს იმას, რომ უნდა ელოდოთ უფრო დამამშვიდებელ, სხეულ ორიენტირებულ “მაღალს”. Cheese-ს ინდიკას დომინირება ნარკოტიკულ ეფექტს ანიჭებს, რაც ამსუბუქებს სტრესს, ტკივილს და უძილობას. ის უზრუნველყოფს ღრმა დასვენებას, რომელიც თავს მშვიდად გაგრძნობინებთ. რაც შეეხება შტამის სატივა გენეტიკას, ის Cheese-ს გონებრივ სტიმულაციას ამატებს, რომელიც გამოცდილების დაბალანსებულად შენარჩუნებაში გეხმარებათ, ისე რომ ძალიან არ გადაგტვირთოთ.
ეფექტი, გემო და არომატი
GEASEEDS-Cheese FEM ეფექტები ნამდვილად გამორჩეულია. სწორედ მისი დამამშვიდებელი ეფექტების გამო გახდა ეს შტამი ასეთი პოპულარული. THC დონე 20%-დან 23%-მდე მერყეობს, რითაც ეს შტამი გთავაზობთ ძლიერ “მაღალ” დონეს, რომელიც შესანიშნავია საღამოს გამოსაყენებლად. “სიმაღლე” იწყება ცერებრალური ზუზუნით, რომელსაც მისი სატივას გენეტიკა უზრუნველყოფს. ეს ცერებრალური ზუზუნი ამაღლებს განწყობას და გონებრი სიცხადეს. “მაღალის” პროგრესირებისას ინდიკას ეფექტები იწყებს დომინირებას და სრულ, ღრმა რელაქსაციაში გადაჰყავხართ. ამიტომაც, Cheese კარგად უმკლადება სტრესს და ტკივილს. მას ხშირად იყენებენ ინსომნიის (უძილობის) დროსაც.
რაც შეეხება გემოს, Cheese სრულად შეესაბამება მის სახელს. გემო განსხვავებული და გამორჩეულია – მდიდარი, ნაღების ყველის არომატი. ასევე იგრძნობთ მიწიერ ტონებს, რომელიც გემოს პროფილს მეტ სიღრმეს მატებს. არომატშიც მთავარი წამყვანი ყველის სურნელია. თუ გიყვართ გემრიელი კანაფის ჯიშები, გაბედული და განსხვავებული არომატებით, მაშინ ეს შტამიც აუცილებლად უნდა სცადოთ.
GEASEEDS – Cheese გაზრდა
Geaseeds-ის Cheese მრავალმხრივი ჯიშია. ის კარგად იზრდება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. შენობაში ზრდის დროს ის სიმაღლეში საკმაოდ დაბალი რჩება, რის გამოც მისი გაზრდა შესაძლებელია პატარა სივრცეებშიც კი. მოვლის თვალსაზრისით, Cheese ძალიან მარტივი გასაშენებელია. შიდა სივრცეში მოსავლიანობა დაახლოებით 500-550 გრამია კვადრატულ მეტრზე. საუკეთესო შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სტაბილური გარემო, ტენიანობის ზომიერი დონე და ტემპერატურა დაახლოებით 20-27°C ფარგლებში. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ლედ განათება მცენარისთვის.
გარეთ, Cheese საშუალო სიმაღლის იზრდება და ოპტიმალურ პირობებში, თითო მცენარეზე 800 გრამამდე აწარმოებს. შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც უამრავი მზის შუქია და ნიადაგი კარგად არის დრენირებული. ეს შტამი საჭიროებს რეგულარულ კვების გრაფიკს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყვავილობის ეტაპზე. ყვავილობის პერიოდი დაახლოებით 60-65 დღეა, ამიტომ მოსავლის მისაღებად დიდი ხანი ლოდინი არ მოგიწევთ. Geaseeds-ის Cheese საკმაოდ გამძლე მცენარეა და მდგრადია მავნებლებისა და დაავადებების მიმართ, რაც ამ მცენარის დიდი პლიუსია.
მოსავლიანობის გასაზრდელად, შეგიძლიათ სავარჯიშო ტექნიკებსაც მიმართოთ. მაგალითად ისეთებს, როგორიცაა ტოპინგი. ეს მცენარეს დაეხმარე გაიზაროდ ბუჩქად და გამოიმუშავოს მეტი კვირტი. რეგულარული გასხვლა კი საშუალებას მისცემს სინათლეს მიაღწიოს მცენარის ყველა ნაწილს. მოსავლის აღების დროის მოახლოვებასთან ერთად, თვალი ადევნეთ ტრიქომებს, რათა მოსავლისთვის საუკეთესო დრო დაადგინოთ. როდესაც ტრიქომები (პაწაწინა კრისტალები) რძიანი თეთრი ფერის გახდება, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი კვირტები მზადაა დასაკრეფად. მოსავლის ამ დროს აღება უზრუნველყოფს იმას, რომ მცენარისგან საუკეთესო გემო, არომატი და ეფექტები მიიღოთ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.