GLOOKIES AUTO
GLOOKIES AUTO 3X სამი განსაკუთრებული ჯიშის შეჯვარებით შეიქმნა: Gorilla Glue, Girl Scout Cookies, და Ruderalis. ეს გენეტიკური ხაზი უზრუნველყოფს Gorilla Glue-ს მდიდარ ეფექტებს საკულტო არომატით და Girl Scout Cookies-ს დაბალანსებულ “სიმაღლეს”, რაც კიდე უფრო მეტად ძლიერდება რუდერალისის ავტოყვავილოვანი შესაძლებლობებით. ამ შტამში ინდიკას დომინირებას რელაქსაციის და სიმშვიდის განცდა მოაქვს, რაც ბალანსდება სატივას ენერგიული ეფექტებით. სატივას შემოაქვს შემოქმედებითი “ამაღლების” ეფექტი და გონებრივი სიცხადე, რაც ამ შტამს მრავალმხრივ ხდის.
THC შემცველობა და პოტენციალი: Glookies Auto გამოირჩევა მაღალი THC დონით, რომელიც 22-დან 25%-მდე მერყეობს. ეს სიძლიერე კარგად შეეფერებათ ისეთ გამოცდილ მომხარებლებს, ვისაც სურს ღრმად დამამშვიდებელი ეფექტების მიღება, რომელსაც თან ახლავს ხანგრძლივი გონებრივი “ამაღლება”. შტამი უზრუნველყოფს ძირითადად სხეულზე ორიენტირეულ გამოცდილებას მსუბუქი ცერებრალური ნაპერწკალით.
ტერპენები და მათი სარგებელი
GLOOKIES AUTO 3X-ის ტერპენის პროფილში შედის Alpha Humulene, Alpha-Pinene, Beta-Caryophyllene, Beta-Myrcene, Limonene, Linalool და Terpinolene-ის რთული კომბინაცია. თითოეული ტერპენი ამ შტამს თავის უნიკალურ გავლენას ამატებს როგორც აროამტზე და გემოზე ასევე ეფექტებზე, რაც საერთო გამოცდილებას აძლიერებს:
- Alpha Humulene: ცნობილია თავისი მიწიერი, პიკანტური არომატით. Alpha Humulene ასევე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო და მადის დამთრგუნველი.
- Alpha-Pinene: ის შტამს ახალი, ფიჭვის მსგავს ნოტებს ამატებს. ამცირებს სტრესს და აბალანსებს იდნიკას ეფექტებს.
- Beta-Caryophyllene: ხშირად გვხვდება წიწაკის სანელებლებში. ბეტა-კარიოფილენს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის კანაბინოიდულ რეცეპტორებს უკავშირდება რაც ტკივილის შემსუბუქებას უწყობს ხელს.
- Beta-Myrcene: ხელს უწყობს რელაქსაციას, ხშირ შემთხვევაში სედატიურ ეფექტებს. ეს ტერპენი Glookies Auto-ში სხეულის ღრმა “მაღალს” უზრუნველყოფს.
- Limonene: ლიმონენი შტამს ციტრუსოვან ელფერს მატებს, ამაღლებს განწყობას და შფოთვის საწინააღმდეგო ეფექტებით ხსნის სტრესს.
- Linalool: ცნობილია ყვავილოვანი არომატით. Linalool ხელს უწყობს დამამშვიდებელ ეფექტს, გეხმარებათ სტრესისგან და შფოთვისგან გათავისუფლებაში.
- Terpinolene: უნიკალური ტერპენია, რომელიც შტამს ხილს და მცენარებს ნოტებს მატებს. ის ხელს უწყობს შტამის ახალ და ცოცხალ არომატულ პროფილს.
ეს ტერპენები არა მხოლოდ დაუვიწყარ გემოს და სუნს უზრუნელყოფენ, არამედ დამატებით გეხმარებიან კუნთების სპაზმის მოხსნაში, სტრესის შემსუბუქებაში და ფოკუსირებაში.
ეფექტები და არომატი
Glookies Auto მრავალშრიან გამოცდილებას გთავაზობთ. მისი ეფექტები ძირითადად მის ინდიკა მხარეს ეყრდნობა, რაც პირველიე ამოსუნთქვის შემდეგ ღრმად ადუნებს სხეულს. თუმცა, სატივას გავლენის წყალობით მას თან ახლას ეიფორია და გონებრივი ამაღლება, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითობას და ფოკუსირებას. ამ ეფექტების წყალობით შტამის გამოყენება შესაძლებელია როგორც დღისით, ასევე ღამე.
- ეიფორია და გონებრივი სიცხადე: ამ შტამის მომხმარებლები ხშირად საუბრობენ ნაზი, ეიფორიული გონებრივი სიცხადის შესახებ, რომელიც ირველი ჩასუნთქვის შემდეგ ჩნდება, რაც უზრუნველყოფს პოზიტივის ტალღას და ამცირებს სტრესს. ეს ცერებრალური ასპექტი ხდის Glookies Auto-ს შესაფერისს შემოქმედებითი ამოცანების შესასრულებლად, ისევე როგორც სოციალური სიტუაციებისთვის.
- ფიზიკური რელაქსაცია: ინდიკას დომინანტური ეფექტები იწყება ჩხვლეტის შეგრძნებით, რომელიც გადადის სხეულის მთლიან სიმშვიდეში, გათავისუფლებთ დაძაბულობისგან და სტრესისგან ეს ეფექტი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუნთების ტკივილი, ქრონიკული ტკივილი ან ფიზიკური სტრესი აქვს.
მრავალმხრივი თერაპიული უპირატესობები: GLOOKIES AUTO 3X-ს აქვს თერაპიული პოტენციალიც. ის დაგეხმარებათ ტკივილთან, შფოთვასთან და უძილობასთან გასამკლავებლად. მათთვის კი ვისაც სტრესის მაღალი დონე აქვს და ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვა უჭირს, შეიძლება მისი დამამშვიდებელი ეფექტი განსაკუთრებით სასარგებლო იყოს.
არომატის პროფილი: Glookies Auto-ში დიზელის, ცაცხვის და მიწიერი ტონები ერწყმის, რასაც თან ახლავს სიტკბოს ელფერი. პირველი ჩასუნთქვისას მომხმარებლები ხშირად ამჩნევენ დიზელის ძლიერ არომატს, რომელიც სწრაფად ბალანსდება ციტრუსოვანი, ცაცხვის ტონით, რომლის გემოც ენაზე რჩება. კვამლი გლუვია. ყოველი ამოსუნთქვისას იგრძნობთ დამაკმაყოფილებელ გამოცდილებას. ამოსუნთქვისას, შტამის არომატში მძაფრი, დიზელის სურნელი იგრძნობა, რომელსაც თან ცაცხვის არომატები სდევს. ამ რთულ, მაგრამ დაბალანსებულ ნაზავს, რომელიც როგორც ხილის, ასევე დიზელის არომატს და გემოს აერთიანებს კანაფის მოყვარულები ნამდვილად დააფასებენ.
Glookies Auto გაზრდა
GLOOKIES AUTO 3X გამძლე და ადაპტირებადი შტამია. მისი ავტომოყვავილე თვისებებით წყალობით ის ავტომატურად გადადის ვეგეტატიურიდან ყვავილობის სტადიაზე, სინათლის ციკლის ცვლილებების საჭიროების გარეშე. მცენარე საკმაოდ კომპაქტურია. როგორც წესი, მისი სიმაღლე 80-დან 100 სმ-მდე აღწევს, რის გამოც ის იდეალურია როგორც შიდა, ასევე შეზღუდული სივრცეებისთვის.
შიდა სივრცე
- ოპტიმალური განათების დაყენება: საუკეთესო მოსავლიანობის მისაღწევად, რეკომენდირებულია ლედ გროუ განათების დაყენება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყვავილობის ეტაპზე, რათა ფისოვანი წარმოება გაუმჯობესდეს და ტემპერატურისა და ტენიანობის ოპტიმალური დონე შენარჩუნდეს. ScrOG (მწვანე ეკრანი) მეთოდი დაგეხმარებათ იმაშ, რომ სინათლის ზემოქმედება ქვედა კვირტებზე მაქსიმალურად გაზარდოთ და უფრო ერთგვაროვანი ტილო შექმნათ.
- ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი: საუკეთესო შედეგის მისაღებად შეინარჩუნეთ ტენიანობის ტონე 55-60%-ზე ვეგეტატიურ ფაზაში. 40%-მდე შეამცირეთ ტენიანობის დონე ყვავილობისას. ტენიანობის დონის უფრო მეტად დაწევა, 30%-მდე, შესაძლებელია მოსავლის აღების დრომდე. ამით ხელს შეუწყობთ ობის თავიდან აცილებას და გააძლიერებთ მკვრივ კვირტებს.
- მოსავლიანობა: სათანადო მოვლის პირობებში, Glookies Auto-ს შეუძლია შიდა სივრცეში დაახლოებით 500-600 გრამი აწარმოოს კვადრატულ მეტრზე. ამ შტამს სწრაფი ყვავილობის პერიოდი აქვს. ის 8-10 კვირა გრძელდება.
გარე სივრცე
მავნებლების მენეჯმენტი: მიუხედავად იმისა, რომ GLOOKIES AUTO 3X მტკიცე და მდგრადია მავნებლის მიმართ, მაინც გონივრულია მცენარეების რეგულარულად მონიტორინგი ნებისმიერი ინფექციის ნიშნის დასადგენად. მავნებლების შემაკავებელი საშუალებები, როგორიცაა ნიმის ზეთი, დაგეხმარებათ ჯანსაღი მცენარეების შენარჩუნებაში.
მოსავალი: ოპტიმალურ პირობებში, ღია ცის ქვეშ, Glookies Auto-ს შეუძლია თითო მცენარეზე 80-150 გრამი აწარმოოს. კვირტები კომპაქტური და ფისით მდიდარია. ის იდეალური კონცენტრატებისა და ექსტრაქტების დასამზადებლად.
ნიადაგი და საკვები ნივთიერებები
GLOOKIES AUTO 3X ყვავის კარგად ჯანსაღ ნიადაგში პერლიტის, ტორფის ან ქოქოსის ნაზავით, რაც ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას. ზრდის ყოველ ეტაპზე მნიშვნელოვანია მცენარის სწორი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა:
- ნერგების სტადია: ამ ეტაპზე საკვები ნივთიერებების დაბალი დონეა საჭირო, რათა თავიდან აიცილოთ საკვები ნივთიერებების დამწვრობა. იდეალურია კალციუმის და მაგნიუმის ნაზავის გამოყენება.
- ვეგეტატიური ეტაპი: გაზარდეთ აზოტის დონე, რათა ხელი შეუწყოს აყვავებულ ზრდას. ორგანული სასუქების გამოყენებამ შეიძლება უზრუნველყოს საკვები ნივთიერებების სტაბილური გამოყოფა მცენარის გადაჭარბების გარეშე.
- ყვავილობის ეტაპი: აზოტის შემცირებით და ფოსფორისა და კალიუმის გაზრდით, ხელს შეუწყობთ კვირტების წარმოქმნას და ფისის უკეთ გამომუშავებას. გემოს გასაუმჯობესებლად მოსავლის აღებამდე ორი კვირით ადრე ჩამორეცხეთ მცენარე სუფთა წყლით. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი საკვები ნივთიერებების მოცილებაში.
ფისის გამომუშავების და არომატის გაძლიერება
GLOOKIES AUTO 3X დიდი რაოდენობით ფისს აწარმოებს რის გამოც ის იდეალურია ექსტრაქტებისა და კონცენტრატების შესაქმნელად. იმისათვის, რომ მცენარის ცოცხალი ფერი და ფისოვანი გამომუშავება გააუმჯობესოთ მნიშვნელოვანია ღამით ოდნავ უფრო გრილი ტემპერატურა შეინარჩუნოთ ვიდრე დღისით. ეს ტექნიკა ასევე ეხმარება შტამს უნიკალური ტერპენის პროფილის პოტენციალის სრულად გამოვლენაში. ის აძლიერებს როგორ გემოს, ასევე ეფექტებს.
მოსავლის აღება
ტრიქომების მონიტორინგი აუცილებელია მოსავლის აღების სწორი დროის დასადგენად. როდესაც ტრიქომები გამჭვირვალედან რძის ან ქარვისფერ ელფერზე გადადის ეს იმას ნიშნავს, რომ მოსავლის აღების დროა. რძიანი ტრიქომები უზრუნველყოფენ ცერებრალურ “სიმაღლეს”, ხოლო ქარვისფერი ტრიქომები იძლევიან უფრო სხეულზე ორიენტირებულ ეფექტს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.