Grow Box – ის მეშვეობით შეგიძლიათ: სახლში, სარდაფში ან სხვა ნებისმიერ ადგილას გაზარდოთ ყველა მცენარე, რომელიც გსურთ.
ტენტის უპირატესობაა:
- კომპაქტურობა – ის იკეცება და შეგიძლიათ შეინახოთ მცირე ზომის სათავსოში.
- შერჩეული კულტურისათვის მისაღები კლიმატი და დღე ღამის რეჟიმი.
- დღე ღამის კონტროლი, რომლის მეშვეობითაც ზრდის პროცესს 2-3 ჯერ დააჩქარებთ.
აუცილებლად დაგჭირდებათ სუფთა ჰაერი, ვენტილაცია და გამწოვი. ამ შემთხვევაში მცენარე გაიზრდება მსუბუქ ნიავსა და თბილ კლიმატში. ტენტში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გარემო, რომელიც იდეალურად ერგება მცენარეს. ვენტილაცია მცენარეს საშუალებას აძლევს მიიღოს CO2 ზრდისთვის. ასევე არეგულირებს ტემპერატურას გროუ ბოქსში.
კარგი კლიმატი ნიშნავს კარგ მცენარეს, კარგი მცენარე ნიშნავს კარგ მოსავალს.
იდეალური ტემპერატურა დაეხმარება თქვენს მცენარეს ზრდაში. იდეალური ტემპერატურა არის 23°c-დან 29°c-მდე. არასოდეს არ უნდა დაეცეს ტემპერატურა 17°c-ზე ქვემოთ და არასოდეს არ უნდა აღემატებოდეს 30°c-ს.
სითბოს ძირითადი წყარო იქნება ნათურები. ვენტილატორისა და გამწოვი სისტემის საშუალებით კი თქვენ შეძლებთ სტაბილურად აკონტროლოთ ტემპერატურა. გამწოვი იწოვს ცხელ ჰაერს და ტუმბავს გრილ, სუფთა ჰაერს, ხოლო ვენტილატორი დაარეგულირებს ჰაერის ნაკადს. ცხელი ჰაერი გრილ ჰაერზე მსუბუქია, შესაბამისად ტენტის ზედა ნაწილში მოექცევა, ამიტომ გამწოვი აუცილებელია დავაყენოთ ჭერთან ახლოს.
გაითვალისწინეთ, რომ სწორად შეარჩიოთ გამწოვი ვენტილატორი, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
გროუ ბოქსებზე მეტი ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.