ნიმის ზეთი
Neem Oil Extract ნიმის ზეთი არის დაავადებებთან საბრძოლველი საშუალება. კურნავს და ებრძვის: ბუგრი, თეთრიფები (white flies). ასევე ებრძვის სხვა მწერებსა და მავნებლებს, ებრძვის სოკოვან დაავადებებს, შავ ადგილებს ფოთლებზე, ჭრაქსა და ჟანგს, ებრძვის ტკიპებს.
500 მლ იხსნება 200 ლიტრ წყალში.
ნიმის ზეთი – ზოგადი ინფორმაცია:
- გამოიყენება მწერების, ტკიპებისა და ნემატოდების წინააღმდეგ
- გამოიყენება მავნებლის კვერცხის, მატლისა და ზრდასრული ფაზების წინააღმდეგ
- შეიძლება გამოყენებული იქნას მოზამთრე კვერცხების ფაზაში
- სამუშაო ნაზავით ფოთლების ზედა და ქვედა მხარეები კარგად უნდა დამუშავდეს
- როგორც სხვა ზეთოვანი პრეპარატების შემთხვევაში, გამოიყენეთ დილით ადრე ან საღამოს, რათა თავიდან აიცილოთ ფოთლის დამწვრობა
- გამოიყენება ფოთლების გამწმენდ საშუალებად დეკორატიულ მცენარეებში
მოქმედება:
- მწერი წყვეტს საკვების მიღებას
- რეპელენტი
- აჩერების მწერების ზრდის პროცესს
- სტერილანტი
ინსექტიციდური მოქმედება:
- კოქციდები ( ცრუფარიანები, ფარიანები )
- ბუგრები
- თრიფსები
- ქერცლფრთიანები (ნაყოფჭამიები, მზომელები, სფინქსები, ჩრჩილები, ალურები, ხვატრები და სხვა)
- ტკიპები
- ბაღლინჯოები
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.