Pink Love Poison Auto – InSeedious
Pink Love Poison Auto აერთიანებს Durban Poison-ისა და Jack Herer-ის საკულტო გენეტიკას. ეს შტამი InSeedious-მა როგორც რეკრეაციული, ასევე კანაფის სამედიცინო მომხმარებლებისთვის შეიმუშავა. ის აერთიანებს “ამაღლების” ეფექტებს, ზომიერ პოტენციალს და დიდ მოსავლიანობას. გენეტიკურად, ეს ჰიბრიდი 70% სატივა და 30% ინდიკაა. Durban Poison მას ენერგიულ და ცერებრალურ სიძლიერეს ანიჭებს, ხოლო Jack Herer ცნობილია თავისი დაბალანსებული და მკაფიო ეფექტებით, რომელიც გამამხნევებელი და გონებრივად მასტიმულირებელია.
THC დონე
THC დონით, რომელიც 20%-დან 23%-მდე მერყეობს, Pink Love Poison Auto გთავაზობთ ზომიერ, მაგრამ დამაკმაყოფილებელ ეფექტებს. “მაღალი” დონე არ არის აბსოლუტური, რაც საშალებას გაძლევთ ის როგორც დღისით, ასევე სხვა დროს, სოციალური აქტივობების დროს გამოიყენოთ.
ეფექტები, გემო და არომატი
ეფექტები: Pink Love Poison Auto იძლევა მასტიმულირებელ და ამაღელვებელ სიძლიერეს, რაც მისი სატივას დომინანტური გენეტიკიდან გამომდინარეობს. ეფექტი იწყება ეიფორიით და გონებრივი სიცხადის მდგომარეობით, რაც უზრუნველყოფს განწყობის ამაღლებას. ეფექტი შესაძლოა იყოს გამამხნევებელი და მოტივაციურიც. ამ შტამის მომხმარებლები ხშირად აფიქსირებენ მისი მოხმარების შემდეგ კრეატიულობისა და ფოკუსირების ზრდას. სწორედ ამიტომ, ეს ჰიბრიდი შესანიშნავია მაშინ, როდესაც გჭირდებათ გონებრივად ენერგიის მომატება ან უბრალოდ მხატვრული შთაგონება.
“მაღალის” პროგრესირებისას, ამ მცენარის 30%-იანი ინდიკა გენეტიკა იჩენს თავს. ის უზრუნველყოფს ნაზ, დამამშიდებელ ეფექტს, რაც სატივას გონებრივი ზუზუნის ეფექტის დაბალანსებას ახდენს. ამ ზომიერ ფიზიკურ რელაქსაციას შეუძლია დაძაბულობის შემსუბუქება. ის ასევე თავიდან აგაცილებთ ზედმეტად მაღალ მღელვარებას, ასე რომ შეძლებთ დარჩეთ ფუნქციონალური და დატკბეთ დასვენებით გრძნობით.
მედიცინაში, Pink Love Poison Auto ხშირად გამოიყენება სტრესის, დეპრესიისა და დაღლილობის სამართავად, რადგან ეს ჰიბრიდი უზრუნველყოფს გონებრივ ამაღლებას ზედმეტი სტიმულირების გარეშე. ეს შტამი, თავისი რბილი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტებით, ასევე შესაძლოა სასარგებლო იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მსუბუქი თავის ტკივილი აწუხებს. ამაღელვებელი ეფექტები დაგეხმარებათ ებრძოლოთ ნეგატიურ აზრებს და ხელი შეუწყოთ უფრო პოზიტიურ მსოფლმხედველობას. გარდა ამისა, შეძლებთ გახდეთ მეტად ფოკუსირებული.
გემო და არომატი: Pink Love Poison Auto გამოირჩევა რთული გემოს პროფილით, რომელიც ტკბილი და ცხარეა. მისი მოწევის დროს შეამჩნევთ მიწიერი ფიჭვისა და ციტრუსის მდიდარ ტონებს, რომელიც Jack Herer-ისთვის არის დამახასიათებელი. ეს ტონები შერწყმულია Durban Poison-ის ტკბილ, ხილის ტონებთან. რაც შეეხება არომატს, ის ყვავილოვანი, მცენარეული და ხილის სურნელების ნაზავს წარმოადგენს, რაც მოწევას სასიამოვნოს ხდის.
Pink Love Poison Auto გაზრდა
Pink Love Poison Auto მაღალპროდუქტიული შტამია, რომელიც შიდა სივრცეში 550-650 გ/მ² აწარმოებს. მისი ყვავილობის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ის სულ რაღაც 9 კვირა გრძელდება. ეს ჰიბრიდი კარგად ერგება როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეს. მისი ავტოყვავილოვანი ბუნება კი კულტივირების პროცესს კიდევ უფრო მეტად ამარტივებს.
შიდა სივრცე: შენობაში, Pink Love Poison Auto კარგად ყვავის კონტროლირებად გარემოში, სადაც ტემპერატურის, ტენიანობის და სინათლის მართვაა შესაძლებელი. ტემპერატურა დღის განმავლობაში 21-27°C დიაპაზონში უნდა შეინარჩუნოთ, ღამით კი ოდნავ გრილი. შტამის გენეტიკაში სატივას დომინაციამ შეიძლება მცენარის მაღალი ზრდა გამოიწვიოს, ამიტომ დაბალი სტრესის ტრენინგის (LST) ან Screen of Green (ScrOG) ტექნიკის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მცენარის სიმაღლის კონტროლს და გააუმჯობესოს სინათლის შეღწევა ქვედა ტოტებში.
გარე სივრცე: როდესაც Pink Love Poison Auto გარეთ იზრდება, მისთვის უმჯობესია თბილი, მზიანი კლიმატი. ამის მიუხედავად, მცენარეს შეუძლია გაუმკლავდეს ტემპერატურის გარკვეულ რყევებს. თუმცა, მნიშვნელოვანია მცენარის დაცვა უკიდურესი სიცივისგან ან ზედმეტი ტენიანობისგან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ზრდასა და მოსავალზე. თუ ისეთ რეგიონში ცხოვრობთ, სადაც არაპროგნოზირებადი ამინდია, დარგეთ მცენარე სათბურში ან გამოიყენეთ დამცავი საფარი მცენარეების მკაცრი პირობებისაგან დასაცავად.
რჩევები მცენარის გაზრდისთვის
- ნუტრიენტები: Pink Love Poison Auto-ს სჭირდება დაბალანსებული კვების რეჟიმით, განსაკუთრებით ვეგეტატიურ სტადიაზე. ამ სტადიაზე მიაწოდეთ მცენარეს დაბალანსებული N-P-K საკვები ნივთიერებების ნაზავი, რათა ხელი შეეწყოს მის მტკიცე ზრდას. ყვავილობის ფაზაში გადასვლისთანავე, გამოიყენეთ ისეთი სასუქები, რომლებშიც ფოსფორისა და კალიუმის მაღალი დონეებია, რათა ხელი შეუწყოთ კვირტების განვითარებას. ორგანული დანამატების გამოყენება, მაგალითად ისეთი როგორიცაა ღამურის გუანო, შესაძლოა მცენარეს ზრდასა და მოსავლიანობის გაზრდაში დაეხმაროს.
- მორწყვა: ავტომოყვავილე ჯიშები განსაკუთრეულ ყურადღებას მოითხოვს მორწყვისას. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში. ამ დროს აუცილებელია ნიადაგის ზედა ფენა მორწყებს შორის გამოშრეს. ზედმეტმა მორწყვამ შესაძლოა ფესვების ლპობა ან სხვა პრობლემები გამოიწვიოს.
- მოსავლის აღება: Pink Love Poison Auto-ს ყვავილობის პერიოდი დაახლოებით 9 კვირაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსავალს შედარებით სწრაფად მიიღებთ. მოსავლის აღების სწორი დროის დასადგენად კი დააკვირდით ტრიქომებს. როდესაც ტრიქომები გამჭვირვალედან რძისფერად გადაიქცევა და რამდენიმეს ქარვისფერი ელფერი ექნება, ეს იმას ნიშნავს რომ მოსავლის აღებისთვის იდეალური დროა. ამ დროს მცენარეს საუკეთესო არომატი და სიმძლავრე აქვს. მოსავლის აღების შემდეგ, მნიშვნელოვანია მცენარის სათანადო გაშრობა და გამკვრივებაც. ამისათვის კი გამოიყენეთ მცენარის საშრობი. კანაფის გაშრობა ხელს უწყობს შტამის უნიკალური არომატისა და ელფერის შენარჩუნებას.
Pink Love Poison Auto კარგად დაბალანსებული შტამია, რომელიც ცერებრალური ამაღლების ეფექტებისა და დახვეწილი ფიზიკური დასვენების სასიამოვნო ნაზავს გთავაზობთ. ამ რჩევების გათვალისწინებით და დაცვით კი შეძლებთ უხვი მოსავლის მიღებას. რაც მთავარია, კვირტები იქნება მაღალი ხარისხის, რომელიც როგორც ძლიერ ეფექტს, ასევე მდიდარი გემოს პროფილს უზრუნველყოფს.