PINK RUNTZ AUTO
PINK RUNTZ AUTO 3X უნიკალური და დაბალანსებული ჰიბრიდული შტამია, რომელიც საგულდაგულოდ არის შექმნილი სამი საკულტო მშობელი შტამის Gelato, Zkittlez და Ruderalis-ის შეჯვარებით. გენეტიკის ამ ნაზავით შეიქმნა შტამი, რომელიც მდიდარი, მრავალფენიანი პროფილით გამოირჩევა და ახასიათებს როგორც სატივას, ასევე ინდიკას ეფექტები. Gelato – ცნობილია თავისი ეიფორიული და ამაღელვებელი ეფექტებით, Zkittlez – თავისი ხილის და ტკბილი მახასიათებლებით, ხოლო რუდერალისი უზრუნველყოფს მის ავტომოყვავილეობას, რაც მოსავლის უფრო სწრაფად მიღების საშუალებას იძლევა. Pink Runtz Auto-ის ამერიკული წარმომავლობა, Gelato-სა და Zkittlez საგვარეულოდან, ხელს უწყობს მის პოპულარობას კანაფის მოყვარულთა შორის. ეს ჯიში აერთიანებს თანამედროვე ინოვაციებს კლასიკურ გენეტიკასთან.
THC შემცველობით, რომელიც 20%-დან 24%-მდე მერყეობს, Pink Runtz Auto უზრუნველყოფს ძლიერ გამოცდილებას. ამ შტამის (ძირითადად) ჰიბრიდული ბუნება იდეალურია მათთვის, ვისაც სურს დატკბეს როგორც სატივას, ისე ინდიკას კომბინირებული ეფექტებით ზედმეტი ენერგიის მიღებისა და სედაციის გარეშე. გარდა ამისა, Pink Runtz Auto-ს აქვს უნიკალური ტერპენის პროფილი, რომელიც შეიცავს ალფა-ბისაბოლოლს, ბეტა-ოციმენს, გერანიოლს, ჰუმულენს, ლიმონენს, ლინალოოლს, მირცენს, ნეროლიდოლს, ტერპინეოლს და ვალენცენს, რომელთაგან თითოეული მათგანი შტამის გემოს, არომატს და ეფექტს უწყობს ხელს. ეს ტერპენები არამხოლოდ უზრუნველყოფს მცენარის საფირმო გემოს, არამედ აძლიერებს მის თერაპიულ თვისებებს და ეხმარება დეპრესიას, უძილობას და კუნთების სპაზმს.
ეფექტი და გემო
PINK RUNTZ AUTO 3X სატივას და ინდიკას იდეალური ბალანსით საოცარ ეფექტებს გთავაზობთ. თავდაპირველი ეფექტი არის ეიფორია და ამაღელვებელი შეგრძნება, რასაც კრეატიულობისა და კომუნიკაბელურობის ტალღა მოაქვს, რომელიც იდეალური დღის აქტიოვებებისთვის ან სოციალური შეხვედრებისთვის. ეს “თავბრუსხვევა” დაბალანსებულია სხეულის დამამშვიდებელი ეფექტებით, რაც ზედმეტად ჩაკეტვის ან დაღლილობის გარეშე უზრუნველყოფს რელაქსაციის მდგომარეობას. შედეგად იღებთ ადაპტირებად დატვირთვას, რომლითაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ დატკბეთ, იქნება ეს შემოქმედებითი საქმიანობის დროს, სოციალური აქტივობებისას თუ უბრალოდ ხანგრძლივი დღის ბოლოს განტვირთვისას
თანაბრად მიმზიდველია Pink Runtz Auto-ს გემოს პროფილიც, რომელიც ტკბილი, ხილის ნოტების სასიამოვნო ნაზავით ხასიათდება. ამას ხაზს უსვამს შტამის დახვეწილი მჟავე მინიშნებაც. პირველადი არომატებია: ალუბალი, კენკრა და ტროპიკული ხილი, რომელიც გამოცდილებას გლუვი, ოდნავ მიწიერი ტონით ავსებს. ისეთი ტერპენების არსებობა, როგორიცაა Limonene და Myrcene, ხელს უწყობს ხილის სიტკბოს, ხოლო Linalool და Terpineol კი ყვავილოვან ნოტებს, რომელსაც ოდნავ მცენარული მინიშნებები მოაქვს. გემოს ეს დახვეწილი კომბინაცია შტამს მიმზიდველს ხდის იმ ადამიანიებისთვის, ვისაც არომატული კანაფი უყვარს.
PINK RUNTZ AUTO 3X ასევე შეიცავს სხვადასხვა ტერპენებს, რომლებიც ხელს უწყობენ მის თერაპიულ ეფექტს. მაგალითად, Caryophyllene და Linalool ცნობილია მათი განწყობის ამაღლების მქონე თვისებებით. ამ ტერპენებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ დეპრესიის სიმპტომების შემცირება და უზრუნველყონ სასიამოვნო “ამაღლება”. მეორე მხრივ, Myrcene და Terpineol ცნობილია მათი დამამშვიდებელი თვისებებით. გარდა ამისა, ისეთი ტერპენების არსებობა როგორიცაა ჰუმულენი, მირცენი და ევკალიპტოლი გთავაზობთ ანთების საწინააღმდეგო და ტკბილიგამაყუჩებელ თვისებებს, რაც ამ შტამს სამკურნალო კუთხითაც სასარგებლოს ხდის.
Pink Runtz Auto გაზრდა
PINK RUNTZ AUTO 3X ძალიან კარგად ადაპტირებადი შტამია. ის შესაფერისია როგორც შიდა, ასევე გარე კულტივირებისთვის. მისი ავტოყვაილოვანი გენეტიკა უზრუნველყოფს სწრად და პირდაპირ კულტივირების ციკლს. ამ შტამის ყვავილობის დრო, როგორც წესი, 8-დან 10 კვირამდე მერყეობს, რაც საშუალებას იძლევა სეზონზე მოსავალი რამოდენიმეჯერ მიიღოთ, განსაკუთრებით კონტროლირებად შიდა გარემოში.
რაც შეეხება ზრდის ტექნიკას, აუცილებელია დაიწყოთ თესლის სათანადოდ გაღივებით. Blimburn Seeds რეკომენდაციას უწევს ქაღალდის პირსახოცის მეთოდს, რომელიც გულისხმობს თესლის მოთავსებას თეფშზე ორ ნესტიან ქაღალდის პირსახოცს შორის, მეორე ფირფიტით დაფარვას და თბილ, ბნელ ადგილას შენახვას. ხშირად დააკვირდით თესლს, დარწმუნდით, რომ პირსახოცები სველია, რათა თესლმა ნესტიაობის საჭირო დონე შეინარჩუნოს. გადარგეთ ისინი ფესვების ამოსვლის შემდეგ. აღმოცენების ეს ფრთხილი მეთოდი უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ მცენარის ჯანმრთელობა და შესაბამისად, გაზარდოთ მოსავლიანობაც.
ტერპენისა და არომატის პროფილის ოპტიმიზაციისთვის გამოიყენეთ მაღალი ხარისხის სუბსტრატი, რომელსაც აქვს საკმარისი ტენიანობა, როგორიცაა პერლიტი, ტორფი ან ქოქოსი. ეს სუბსტრატები ხელს უწყობენ მცენარის ტენის შენარჩუნებას და ასევე უწყობენ ხელს ფესვების ჯანმრთელობას. ამ შტამს შეუძლია შიდა სივრცეში 500 გრამამდე მოსავალი მოგცემთ კვადრატულ მეტრზე, გარეთ კი დაახლოებით 150 გრამამდე თითოეულ მცენარეზე, ოპტიმალური ზრდის პირობებში. ავტომოყვავილე მცენარეები, როგორიცაა PINK RUNTZ AUTO 3X საჭიროებენ მუდმივ განათებას. იდეალურია 18 საათი სინათლე და 6 საათის სიბნელის ციკლი, ან 20 საათამდე განათება დღეში, ზრდის მაქსიმალური პოტენციალის უზრუნველსაყოფად.
PINK RUNTZ AUTO 3X -ს ზრდისას, იდეალური გარემო პირობების შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შენობაში ზრდისას, შეინარჩუნეთ ტემპერატურა 20-დან 27 გრადუსამდე დღის განმავლობაში. ღამე შეგიძლიათ ტემპერატურა ოდნავ დაწიოთ. ტენიანობა ვეგეტატიურ ფაზაში დაახლოებით 55%-დან 60%-მდე უნდა იყოს, ხოლო როდესაც მცენარეები ყვავილობის ფაზაში გადადიან ის 40%-მდე უნდა შემცირდეს. მოსავლის აღების დროისთვის, ტენიანობის კიდევ უფრო დაქვეითება 30%-მდე ხელს უწყობს მკვრივი, ფისოვანი კვირტების უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის გროუ განათების გამოყენება, ისეე როგორც ნახშირის ფილტრი და ნაჭრის ქოთანი. ლედ ნათურები განსაკუთრებით ხელსაყრელია ავტომოყვავილე შტამებისთვის, რადაგნ ისინი უზრუნველყოფენ სინათლის საჭირო სპექტრს ზედმეტი სითბოს წარმოქმნის გარეშე. ჰაერის ექსტრაქტორებისა და ნახშირის ფილტრების გამოყენება ხელს უწყობს სუნის კონტროლს და სუფთა ჰაერის ცირკულაციის შენარჩუნებას, ხოლო ნაჭრის ქოთნები ხელს უწყობს ფესვების კარგ აერაციას, რაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების შეწოვისათვის.
თუ ამ შტამს ღია ცის ქვეშ ზრდით, უმჯობესია ის აპრილში დარგოთ, რათა მოსავლიანობის დრო ოქტომბრის თვეს დაემთხვიოს. ეს შტამი კარგად იზრდება მზის სხივების ქვეშ, ამიტომაც აირჩიეთ ისეთ ადგილი, სადაც მცენარე მაქსიმალურად მეტ მზის შუქს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ მცენარე საკმაოდ ძლიერია, ყოველთვის უმჯობესია აწარმოოთ მავნებლებზე მონიტრონგი, რადგან ეს ჯიში შესაძლოა ზედმეტად ნოტიო გარემოში საკმაოდ მგრძნობიარე იყოს.
PINK RUNTZ AUTO 3X კომპაქტური და გამძლე სტრუქტურის მქონე მცენარეა, რის გამოც მისი მცირე ფართში გაზრდაა შესაძლებელი. თუმცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცენარის მონიტორინგი მავნებლებზე განსაკუთრებით მაშინ, თუ მას გარეთ ზრდით. რეგულარულად შეამოწმეთ მცენარეები მავნებლებზე და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ბუნებრივი ინსექტიციდები ან სხვა ორგანული მეთოდები. მნიშვნელოვანია pH დონის კონტროლიც. საკვები ნივთიერებების ოპტიმალური შეწოვისასთვის შეინარჩუნეთ pH დიაპაზონი 5.5-6.5 შორის. ზრდის ფაზაში მცენარეებისთვის სწორი საკვები ნივთიერებების მიწოდება უზრუნველყოფს ფისოვან კვირტებს, რომელსაც ოპტიმალური ტერპენის პროფილი აქვს. საკვები ნივთიერებების დონის დაბალანსება, განსაკუთრებით აზოტის ვეგეტატიურ ფაზაში და ფოსფორისა და კალიუმის ყვავილობის დროს, ხელს შეუწყობს კვირტების განვითარებას და ზრდის მცენარის პოტენციალს.
Pink Runtz Auto კარგად მოვლის შემთხვევაში ფისით მდიდარი კვირტებით გულუხვად დაგაჯილდოვებთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ძლიერი ტრიქომის წარმოების გამო, ის შესანიშნავი არჩევანია ექსტრაქტებისა და კონცენტრატების დასამზადებლად.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.