TANGIE AUTO
TANGIE AUTO 3X სატივა-დომინანტური ჰიბრიდია, რომელიც Tangie-ს მდიდარ ისტორიას რუდერალისის გენეტიკის ავტოყვავილობის შესაძლებლობებთან აერთიანებს. Tangie Auto ევროპაში წარმოიშვა. ის რუდერალისის, California Orange და Skunk Auto-ს შეჯვარების შედეგია. შტამის THC დონე 20%-დან 23%-მდე მერყეობს, რაც ძლიერ და დაბალანსებულ გამოცდილებას გთავაზობთ. მისი უნიკალური გენეტიკური შემადგენლობა კი ხაზს უსვამს ხილის, ლიმონის და ფორთოხლის არომატებს, რაც მისი Tangie-ს მემკვიდრეობის გავლენას ასახავს. რუდერალისის დამატებით კი ამ შტამს შეუძლია სხვადასხვა გარემოში აყვავდეს. ის ყვავილობის გასააქტიურებლად სინათილს ციკლის ცვლილებებს არ საჭიროებს. მისმა ავტოყვავილობის თვისებამ, სატივას დომინანტურობასთან და ციტრუსოვან არომატთან ერთად ის გლობალურ ფავორიტად აქცია კანაფის მოყვარულთა შორის. Tangie Auto თანმიმდევრულ შედეგებს იძლევა, რაც აძლიერებს მის რეპუტაციას, როგორც მრავალმხრივი და მაღალი ხარისხის შტამის.
ტერპენების როლი Tangie Auto-ში
Tangie Auto-ს ცოცხალი არომატი და ეფექტები მისი ძლიერი ტერპენის პროფილითაა განპირობები, რომელიც მოიცავს:
- ლიმონენი: პასუხისმგებელია შტამის გამორჩეულ, ციტრუსის, არომატზე და განწყობის ამაღლების ეფექტებზე.
- მირცენი: მატებს მიწიერ ტონებს და აძლიერებს რელაქსაციას.
- ალფა-პინენი და ბეტა-პინენი: წვლილი შეაქვთ შტამის ენერგიულ ეფექტებში. ასევე უზრუნელყოფს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
- კარიოფილინი: უზრუნველყოფს ცხარე დარტყმას და გეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებასა და სტრესის შემცირებაში.
ეს ტერპენის ნაზავი არა მხოლოდ აყალიბებს Tangie Auto 3X-ის გემოს და არომატს, არამედ აძლიერებს მის თერაპიულ პოტენციალს.
ეფექტი, გემო და არომატი
Tangie Auto ცნობილია თავისი “ამაღლებული” და ენერგიული ეფექტებით. შტამი ეიფორიულ, ცერებრალურ სიძლიერეს უზრუნცელყოფს, რაც აძლიერებს მოტივაციას, კრეატიულობას და კომუნიკაბელურობას. მიუხედავად იმისა, რომ სატივას დომინირება მის ენერგიულ თვისებებს განაპირობებს, დახვეწილი ინდიკა გენეტიკა უზრუნველყოფს სხეულის ნაზ რელაქსაციას, ქმნის დაბალანსებულ და სასიამოვნო ეფექტს. მომხმარებლები ხშირად აღწერენ ეფექტებს, როგორც:
- ეიფორიული და ამაღელვებელი, რაც აძლიერებს განწყობას და ამცირებს სტრესს.
- კრეატიული და ორიენტირებული, რაც მას იდეალურს ხდის მხატვრული ან ინტელექტუალური ამოცანებისთვის.
- მოდუნებული, მაგრამ ფუნქციონალური, სხეულის საკმარისი ზუზუნით. ფიზიკური დაძაბულობის შესამსუბუქებელი ეფექტით, რომელიც სედაციას არ იწვევს.
Tangie Auto-ს განწყობის გამაძლიერებელი ეფექტი გააჩნია რის გამოც განსაკუთრებით ეფექტურია შფოთვასთან, მსუბუქ დეპრესიასთან და სტრესთან გასამკლავებლად. მისი დამამშვიდებელი ეფექტი სხეულზე ასევე უწყობს ხელს მცირე ტკივილისგან გათავისუფლებას.
გემო და არომატი: Tangie Auto-ს გემოს პროფილი ტროპიკული ციტრუსის მსგავსია სადაც ლიმონის, ფორთოხლისა და მანდარინის ნოტები დომინირებს. ხილის სიტკბო დაბალანსებულია მიწიერი ტონებით, რაც გამოცდილებას გამაგრილებელს ხდის. მოწევისას გემო ძლიერდება. არომატი ასახავს ძლიერი მანდარინისა და ციტრუსის სურნელებს, რომელიც ოთახს სუნით ავსებს.
იდეალურია ექსტრაქტებისა და კონცენტრატებისთვის
მაღალი ფისოვანი წარმოების წყალობით, TANGIE AUTO 3X შესანიშნავია პრემიუმ ექსტრაქტებისა და კონცენტრატების დასამზადებლად. მისი ტერპენებით მდიდარი პროფილი უზრუნველყოფს იმას, რომ ციტრუსოვანი არომატი და ამაღელვებელი ეფექტები ყველა ფორმით ძლიერი დარჩეს.
Tangie Auto გაზრდა
Tangie Auto არა მხოლოდ ეფექტებით და გემოთი გამოირჩევა, ის საყვარელი ჯიშია მწარმოებლებისთვისაც. მისი ავტოყვავილოვანი ბუნება, გამძლეობასთან და ადაპტირებადობასთან ერთად მას შესანიშნას ხდის. ამ მცენარეს მხოლოდ 8-10 კვირა სჭირდება გაღივებიდან მოსავლის აღებამდე. სიმაღლე კი კომპაქტური და მართვადია, რის გამოც კარგად შეეფერება მცირე სივრცეებს. კომპაქტური სტრუქტურისა და ძლიერი გენეტიკის გამო ის მდგრადია მავნებლებისა და დაავადებების მიმართაც. ამ მცენარის გაზრდის დროს ყურადღება მიაქციეთ მორწყვას. არ მორწყათ ზედმეტად, მორწყეთ მხოლოდ მაშნ, როდესაც მიწის ზედა სანტიმეტრი მშრალია. არ გამოკვებოთ ზედმეტად, ამან შეიძლება გამოიწვიოს საკვები ნივთიერებებით დამწვრობა. დაიწყეთ 50%-იანი საკვები ნითიერებებით და თანდათან გაზარდეთ. გაითვალისწინეთ, რომ მოსავლიანობა დაბალია დაჩრდიილულ ადგილებში. შესაბამისად, უზრუნველყავით სიათლის თანმიმდევრული ზემოქმედება, განსაკუთრებით ყვავილობის დროს.
გაღივება
მოათავსეთ თესლი თეფშზე ორ სველ ქაღალდის პირსახოცს შორის. შეინახეთ ბნელ, თბილ გარემოში. შეინარჩუნეთ ტემპერატურა 21-32 გრადუსს შორის და რეგულარულად შეამოწმეთ ტენიანობის დონე. როგორც კი თესლი ამოიზრდება, გადარგეთ საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგში. შიეინარჩუნეთ pH დონე 5.5-დან 7-მდე.
შიდა კულტივირება
- განათება: ავტოყვავილები კარგად იზრდება დღეში 18-20 საათი სინათლის ქვეშ. გამოიყენეთ გროუ ლედ განათება ოპტიმალური ენერგოეფექტურობისა და სპექტრის დაფარვისთვის.
- ტენიანობა: ვეგეტატიურ სტადიაზე შეინარჩუნეთ ტენიანობა 55-60%-მდე, ყვავილობისას შეამცირეთ 40%-მდე.
- ტემპერატურა: დღის ტემპერატურა შეინარჩნეთ 20-27 გრადუსს შორის და ღამის კი ოდნავ დაბალი.
გარე კულტივაცია
- მზის შუქი: აირჩიეთ ადგილი მზის მაქსიმალური ზემოქმედებით.
- მავნებლების კონტროლი: მიუხედავად იმისა, რომ TANGIE AUTO 3X გამძლეა, რეკომენდებულია მისი მავნებლებზე და სოკოებზე რეგულარული შემოწმება.
ნუტრიენტები და კვება
მიაწოდეთ მცენარეს ზრდის თითოეულ ეტაპზე მორგებული საკვები ნივთიერებები:
- ნერგების სტადია: ცოტაოდენი აზოტი და ფოსფორი ფესვების ჯანსაღი განვითარებისთვის.
- ვეგეტატიური ეტაპი: აზოტის მაღალი დონე სწრაფი ზრდის მხარდასაჭერად.
- ყვავილობის ეტაპი: გაზარდეთ ფოსფორისა და კალიუმის მიწოდება კვირტების განვითარების ხელშესაწყობად და ფისოვანი წარმოების გასაუმჯობესებლად.
ისეთი დანამატების დამატება, როგორიცაა კალ-მაგი და სილიციუმი, გააძლიერებს ღეროებს და გააუმჯობესოს მცენარის საერთო ჯანმრთელობას.
ტერპენის და არომატის პროფილების გაძლიერება
TANGIE AUTO 3X-ს ციტრუსოვანი ტერპენების მაქსიმიზაციისთვის გამოიყენეთ ორგანული საკვები ნივთიერებები ან კომპოსტის ჩაი. ჩამორეცხეთ მცენარეები სუფთა წყლით მოსავლის აღებამდე 1-2 კვირით ადრე. გააშრეთ და გაასუფთავეთ კვირტები ნელა, კონტროლირებად გარემოში, რათა შეინარჩუნოთ არომატი და პოტენციალი.
მოსავლის აღება და შემდგომი პროცესი
Tangie Auto-ს კვირტები მკვრივი და ფისოვანია. კვირტები დაფარულია ტრიქომის კრისტალური ფენით. საუკეთესო შედეგების მისაღებად აიღეთ მოსავალი მაშნ, როდესაც ტრიქომები თეთრია ქარვისფერი ელფერით. ამის შემდეგ ჩამოკიდეთ კვირტები მცენარის საშრობზე ბნელ, ვენტილირებად ოთახში 60%-იანი ტენიანობით 21 გრადუს ცელსიუსზე, 7-10 დღის განმავლობაში. ჩადეთ ჰერმეტულად დახურულ ქილებში, გახსენით ყოველდღიურად პირველი კვირის განმავლობაში, რათა არ მოხდეს ზედმეტი გაზების დაგროვება. ეს ხელს შეუწყობს მცენარის გემოს და გააძლიერებს პოტენციალს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.