Lemon Haze Auto – The Bulldog Seeds
The bulldog Lemon Haze Auto უნიკალური ავტომოყვავილე ჰიბრიდია, რომელიც Lemon Skunk, Silver Haze და რუდერალისის ძლიერი გენეტიკიდან წარმოიქმნა. ამ ნაზავით შეიქმნა კარგად დაბალანსებული პროფილი, რომელიც სატივას და ინდიკას საუკეთესო თვისებებს აერთიანებს. ის ოდნავ იხრება სატივას მხარეს და ცნობილია თავისი მკვეთრი, გამამხნევებელი ეფექტით. Lemon Skunk ამ შტამში ხელს უწყობს მის მკვეთრ ციტრუსოვან არომატს და ძლიერ მაღალს, ხოლო Silver Haze მატებს კლასიკურ ცერებრალურ ამაღლებას, რაც Lemon Haze Auto-ს ენერგიულს და არომატულს ხდის. რუდერალისის გენეტიკის დამატება კი ამ შტამს ავტომოყვავილედ აქცევს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ზრდის პროცესს. ავტომოყვავილე მცენარე, ფოტოპერიოდულისგან განსხვავებით, ყვავილობაზე გადასასვლელად სინათლის ციკლის ცვლილებებს არ საჭიროებს.
Lemon Haze Auto-ის შთამომავლობა კონტინენტებს შორისაა. ის მოიცავს მექსიკურ, კოლუმბიურ, ტაილანდურ და ინდურ ლანდშაფტებს, ისევე როგორც ძლიერ ავღანურ ინდიკას. გენეტიკის ამ მრავალფეროვან ნაზავს მოაქვს კომპლექსური კანაბინოიდისა და ტერპენის პროფილიც, რომელიც თითოეული შტამის უნიკალურ მახასიათებლებს განასახიერებს. სწორედ ამის შედეგად წარმოიქმნება მაღალი ხარისხის ავტოყვავილი, რომლის THC დონე 20-24% აღწევს და Lemon Haze Auto-ს მიმზიდველად აქცევს იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს მძლავრი ეფექტების მიღება და დამაკმაყოფილებელი გამოცდილება დიდი ინტენსივობის გარეშე, რაც იდეალურია ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვისთვის.
ეფექტი და გემო
ეფექტი: The bulldog Lemon Haze Auto კომპლექსურ ჰიბრიდულ “მაღალ დონეს” აწვდის, რომელიც მისი სატივა-დომინანტური გენეტიკიდან გამომდინარე ეიფორიული სიმაღლით იწყება. ამას მოაქვს ცერებრალური, ენერგიული ზუზუნი, რაც იდეალური სოციალური სიტუაციებისთვის. ამაღლებული ენერგიის ნაკადი მალევე გადადის დამამშვიდებელ, სხეულზე ორიენტირებულ რელაქსაციაში, რასაც შტამის ინდიკას თვისებები განაპირობებს. ეს გადასვლა დამამშვიდებელ ელემენტს მატებს გამოცდილებას, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა სტრესისა და შფოთვის მართვისთვის. ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს განწყობის მატებასაც, აკვიატებული აზრების დაქვეითებას და მკაფიო, ფოკუსირებულ მდგომარეობას. ეფექტების უნიკალური ბალანსის გამო ეს შტამი სხვადასხვა სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეფექტი საკმაოდ ინტენსიური შეიძლება იყოს, ამიტომ ახალბედა მომხარებლები დოზასთან ფრთხილად უნდა იყოთ.
გემო: Lemon Haze Auto-ს აქვს ისეთივე გასაოცარი გემოს პროფილი აქვს, როგორც ეფექტი. ადვილი მისახვედრია თუ რატომ სარგებლობს ეს შტამი ასეთი პოპულარულობით ამსტერდამის “ყავის მაღაზიებში”. გემოში დომინირებს ციტრუსის გამაგრილებელი ტონები, რომელიც ადგილს უთმობს მიწიერ, სკანკის მსგავს ტონს, რომელსაც ეს შტამი Lemon Skunk-ის შტოდან იღებს.
Lemon Haze Auto გაზრდა
Lemon Haze Auto-ს ავტომოყვავილე თვისება მნიშვნელოვანი უპირატესობაა ახალბედა მწარმოებლებისთვის. მცენარის ავტოყვავილობა, რომელიც გამძლე რუდერალისის გენეტიკიდან გამომდინარეობს, საშუალებას აძლევს მცენარეს ავტომატურად, სინათლის გრაფიკის მიუხედავად, აყვავდეს. ეს მრავალჯერადი მოსავლის აღების საშუალებას იძლევა ერთ სავეგეტაციო სეზონზე. Lemon Haze Auto-ს კომპაქტური, ბუჩქოვანი სტუქტურა კარგად არის მორგებული შიდა კულტივირებაზე, რადგან ის ზომით კარგად მართვადი რჩება. როგორც წესი სიმაღლე შიდა სივრცეში 90-110 სმ აღწევს, ხოლო გარეთ 120 სმ-მდე. ეს შტამი სრულად ადაპტირებულია პატარა სივრცეებისთვის.
შიდა სივრცეში კულტივაცია
შიდა პირობებში კულტივირებისას, განათების ისე დაყენება, რომ Lemon Haze Auto-მ 18-20 საათის განმავლობაში მიიღოს სინათლე ხელს შეუწყობს მის ოპტიმალურ ზრდას და კვირტის გამომუშავებას. მისი ბუჩქოვანი ბუნების გამო, დაბალი სტრესის ვარჯიში დაგეხმარებათ ქვედა ტოტებზე და კვირტებზე სინათლის ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდაში. შიდა სივრცეში ამ მცენარეს შეუძლია შთამბეჭდავი მოსავალი 450-500 გრამი მოგცეთ კვადრატულ მეტრზე, თუ ის უზრუნველყოფილი იქნება მუდმივი განათებით, ადეკვატური საკვები ნივთიერებებით და სტაბილური გარემოთი. შიდა სირცეში მნიშვნელოვანია ტემპერატურის შენარჩუნება 21°C-27°C ფარგლებში, ეს უზრუნველყოფს ოპტიმალურ ზრდას. ხოლო ფარდობითი ტენიანობა უნდა შეინარჩუნოთ 40-50% ფარგლებში ყვავილობის დრო, რათა კვირტებზე ობი თავიდან აიცილოთ. მცენარის ავტოყვავილოვანი თვისებით მცენარე მოსავლის ასაღებად 65-70 დღეში იქნება მზად. მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის გროუ განათების უზრუნველყოფაც.
გარე სივრცე
გარე მწარმოებლებს კარგად შეგიძლიათ ისარგებლოთ The bulldog Lemon Haze Auto-ის სწრაფი სიცოცხლის ციკლით. თბილ, ხმელთაშუა ზღვის მსგავს კლიმატებში, გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში დარგვა შემოდგომამდე მრავალჯერადი მოსავლის აღების საშუალებას იძლევა. გარე მოსავლიანობა, იდეალურ პირობებში, 180-250 გრამამდე აღწევს მცენარეზე, რაც ხელსაყრელი ვარიანტია მათთვის, ვისაც წარმოების მაქსიმიზაცია ერთ სეზონზე სურს. მცენარეების განთავსება მზის შუქზე და კარგი ჰაერის ნაკადის უზრუნველყოფა ადგილზე გადამწყვეტია, ისევე როგორც მათ შორის დაშორების უზრუნველყოფა, რათა თავიდან აიცილოთ გადატვირთულობა და ხელი შეუწყოთ მცენარეების ჯანსაღ განვითარებას. Lemon Auto ელასტიური და გამძლე შტამია. ის ბუნებრივადაა გამძლე მავნებლების, ობისა და მერყევი ამინდის პირობების მიმართ, ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს შტამი მინიმალური მოვლის პირობებში უხვი მოსავლით დაგაჯილდოვებთ.
ნუტრიენტები და pH დონე
Lemon Haze Auto კარგად ყვავის დაბალანსებული კვების რეჟიმით. ვეგეტატიურ სტადიაზე ფოთლების განვითარებისთვის აუცილებელია აზოტი. როდესაც მცენარე ყვავილობის ფაზაში გადადის, აზოტის დონე უნდა შეამციროთ და მცენარეს ფოსფორისა და კალიუმის დონე გაუზარდოთ. ეს ხელს შეუწყობს კვირტების და ფისის გამომუშავებს, რაც აძლიერებს შტამის პოტენციალს და არომატს. რეკომენდირებულია რეგულარული pH ტესტირება, რადგან კანაფი, როგორც წესი, საუკეთესოდ შთანთქავს საკვებ ნივთიერებებს 6.0-7.0 pH დიაპაზონში ნიადაგში და 5.5-6.5 ჰიდროფონიკაში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.