Revive
დააბრუნეთ თქვენი მცენარეები თავისი მდგომარეობის პიკზე.
Revive დაეხმარება თქვენს მცენარეს გამოიმუშაოს ის პრემიუმ ჰიდროფონიკური ელემენტები, რომლებიც მათ ძლიერი ფოტოსინთეზისთვის, სუნთქვისთვის, კვირტების სრული მომწიფებისთვის და ენერგიული ზრდისთვის სჭირდებათ. თავიდან აიცილეთ დასუსტებული ღეროები , გაუფერულებული ფოთლები და მცენარის ნელი ზრდა.
Revive ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც თქვენს მცენარეს აღდგენაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მის მოძლიერებას, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. თქვენი მოსავლის ყოველი ციკლი თავიდან ბოლომდე იდეალურად ჩაივლის.
მკვებავი ნივთიერებების ძლიერი სპექტრი შეაღწევს თქვენი მცენარის ყოველ ქსოვილში და თქვენ მიიღებთ უხვ მოსავალს, რომელიც სავსე იქნება ცოცხალი, მწვანე ფოთლებით და დაბერილი, ძლიერი კვირტებით.
რეალობა ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც გვსურს, რომ იყოს. გროუ ბოქსებში მოულოდნელობები დროდადრო ყველაზე გამოცდილ გროვერებთანაც კი იჩენს ხოლმე თავს. ამ დროს იმის ნაცვლად, რომ მოსავლის პიკურ მდგომარეობაზე იზრუნოთ, თქვენ უბრალოდ ცდილობთ გადაარჩინოთ ის, რაც სუსტი ზრდის ფაზაში ან შეჩერებული ყვავილობის ფაზაში გრჩებათ.
ყველაზე უარესი კი ისაა, რომ თქვენ ვერ მიხვდებით კონკრეტულად რამ გამოიწვია ზიანი, უბრალოდ შეგიძლიათ იმკითხაოთ და რიგ შემთხვევებში შეიძლება სწორად გამოიცნოთ, მაგრამ ამდენი ვარიანტების არსებობაში, ძალიან მარტივად შეიძლება შეცდეთ, არასწორად ივარაუდოთ და რეალურ პრობლემებს ვერ უმკურნალოთ.
ერთადერთი რამ, რაც დანამდვილებით იცით არის ის, რომ თქვენი მცენარე ბრძოლის პროცესშია, ფოთლები ყვითლდება თქვენ კი კარგავთ იმ უხვი მოსავლის მიღების შანსს, რომელსაც ასე გულმოდგინედ ელოდით. თუ ასეთი რამ აქამდეც მოგსვლიათ, მაშინ კარგად გეცოდინებათ, თუ როგორი დიდი იმედგაცრუებაა ასეთი მომენტები.
თქვენს გარემოში ერთი აბიოტური ფაქტორის არევასაც კი შეიძლება დამღუპველი შედეგები მოჰყვეს და როდესაც პრობლემას ვერაფერს უხერხებთ, შესაძლოა დანებდეთ კიდევ, თუმცა აი რაშია საქმე. თქვენი მცენარეების აღდგენა მაშინაც კი შესაძლებელია, როცა წარმოდგენა არ გაქვთ, თუ რაშია პრობლემა.
ჩვენ ვაპირებთ გაგიზიაროთ აპრობირებული და ჭეშმარიტი მეთოდი, რომელიც კანაფის მცენარის აღდგენაში დაგეხმარებათ. მას ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ გამოცდილი გროვერები, რათა თავიანთი მცენარისთვის პიკური მდგომარეობა დაებრუნებინათ, მაგრამ პირველ რიგში რამდენიმე რამ უნდა იცოდეთ:
აბიოტურ სტრესორებს შეუძლიათ გამოიწვიონ კალიუმისა და მაგნიუმის კატასტროფული დეფიციტი. კალიუმის დეფიციტის დამახასითებელი ნიშანი არის ფოთოლი, რომელსაც ყავისფერი ლაქები აღენიშნება. მაგნიუმის დეფიციტი კი ყვითელი ან გახუნებული მწვანე კიდეებით და მყიფე ტექსტურით ხასიათდება.
თუ თქვენი მცენარის ერთადერთი ნაკლოვანება ეს არის, მაშინ Sendi Cal-mag დანამატი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სხვა, უფრო ბუნდოვანი ფაქტორებიც, სადაც მთავარი არამხოლოდ კალიუმი და მაგნიუმი, არამედ აზოტია, ან თუნდაც რკინა, რომელიც ნებისმიერი კვების პროგრამის განუყოფელი ნაწილია.
განსაკუთრებით კი მაშინ, თუ თქვენს მცენარეს ქოქოსის ბოჭკოში ზრდით. იმის გამო ,რომ რკინის დეფიციტიც ფოთლების გაყვითლებას იწვევს, თქვენ მარტივად შეიძლება აგერიოთ მისი ნაკლებობა კალიუმის ან მაგნიუმის ნაკლებობაში. ჩვენ გვინახავს ათასობით მსგავსი შეცდომა, რომლის გამოც მოსავალი მთლიანად განადგურდა.
სწორედ ამიტომ, ვიცოდით, რომ დაგვჭირდებოდა ინოვაციური მცენარის აღდგენის შექმნა. გამოსავალი, რომელიც თქვენს მარიხუანას მცენარეს ნებისმიერი საკვები ნივთიერების დეფიციტს აუნაზღაურებდა და შრომას წყალში არ ჩაგიყრიდათ.
აბიოტური სტრესის გაქრობის შემდგომ, თქვენი მცენარის ყვითელი ფოთლები ისევ მწვანედ იღებება, ახლად აღმოცენებული ყვავილი ზრდას განაგრძობს და თქვენი მცენარე თავის პიკურ მდგომარეობას უბრუნდება.
Revive™ არის მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი პირველადი დახმარების ნაკრები მცენარეებისთვის. ის გვთავაზობს მცენარის აღდგენის ყველაზე სანდო გამოსავალს, რომელსაც მსოფლიოს 107 ქვეყნის გროვერები აღიარებენ და იყენებენ.
როდესაც Revive-ს თქვენც ნიადაგში გამოიყენებთ, მცენარეს მიაწვდით იმ კალციუმს, მაგნიუმს და რკინას , რომელიც მათ აყვავებისთვის სჭირდებოდათ და აკლდათ. გარდა ამისა თქვენ იღებთ შადროვანას, რომელიც თანაფარდობით გამოყოფს აზოტს მკვებავ გარემოში და იცავს საკვები ნივთიერებების ოპტიმალური დონის შენარჩუნებას.
Revive არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელიც თქვენს მცენარეებს რთულ მომენტში იდეალურად დაეხმარება. მას უკვე გადარჩენილი ჰყავს ათასობით მცენარე მთელს მსოფლიოში და შეუძლია, რომ თქვენი მცენარეც გადაარჩინოს.
არ დაუშვათ , რომ თქვენი შრომით გაზრდილი მცენარე დაიღუპოს ისეთი პრობლემების გამო, რომლებსაც თქვენ ვერ აგვარებთ. მიაწოდეთ თქვენს მცენარეს ის პრემიუმ ჰიდროფონიკური ელემენტები, რომლებიც ენერგიული ზრდისთვის სჭირდებათ. შეიძინეთ Revive ჩვენს გროუშოფში