Sensi Coco Bloom AB
გსურთ, რომ დარწმუნებული იყოთ თქვენი მცენარის მაქსიმალურ მოსავლიანობაში? თუ მცენარეს ქოქოსის ბოჭკოში ზრდით , ამისათვის იდეალური 2 ნაწილიანი მკვებავი საშუალება დაგჭირდებათ , რომელიც pH დონეს ავტომატურად არეგულირებს!
pH Perfect® Sensi Coco Bloom არის ორნაწილიანი საბაზისო საკვები ნივთიერება , რომელიც სპეციალურად ქოქოსის ბოჭკოში გაზრდილი მცენარისთვის გამოიყენება . მისი დახმარებით მცენარე ყველა იმ საკვებ ნივთიერებას მიიღებს , რომელიც მას ყვავილობის ფაზაში ესაჭიროება.
pH Perfect® Sensi Coco Bloom უზრუნველყოფს თქვენი მცენარის მყარ საფუძველს და საშუალებას აძლევს მას , რომ განვითარდეს და გამოიღოს უმაღლესი ხარისხის კვირტები
pH Perfect® Sensi Coco Grow A+B და Sensi Coco Bloom AB მაქსიმალურად ზრდის ქოქოსის ბოჭკოს სარგებელს თქვენი მცენარისთვის. თუ თქვენი მცენარის ქოქოსის ბოჭკოში გაზრდა აურჩიეთ , მაშინ ნამდვილად ჭკვიანური არჩევანი გაგიკეთებიათ.
ის იდეალურ პირობებს გვაძლევს როგორც წყლის შესანარჩუნებლად ,ასევე სოკოსთან წინააღმდეგ საბრძოლველად. მასში კანაფის გაზრდა ბევრად უფრო მარტივია , სწორედ ამიტომ იყენებენ მას მსხვილი გროვერები , ეს ამავდროულად არის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ვარიანტიც , მაგრამ ამ დადასტურებული უპირატესობების მიუხედავად , საჭიროა იცოდეთ , რომ….
ქოქოსის ბოჭკოში ზრდის დროს არსებობს გარკვეული ფარული საფრთხეები. ამ შემთხვევაში საკვები ნივთიერებების დისბალანსის რისკი უფრო დიდია , ეს კი თქვენს მოსავალს განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის.
შესაძლოა თქვენ უკვე წააწყდით რამდენიმე საერთო პრობლემას. მსგავსი პრობლემების წინაშე ხომ გამოცდილი გროვერებიც დგებიან. დასაწყისისთვის , საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია , რომ კალიუმი და მაგნიუმი ქოქოსის ბოჭკოში ბუნებრივად უკავშირდებიან ერთმანეთს , თუმცა როდესაც ეს ხდება , საკვები ნივთიერებების გამორეცხვა თქვენს მცენარეში ძირითადი ელემენტების შიმშილს იწყებს , არა და ამ დროს მათ ეს ელემენტები ყველაზე მეტად სჭირდებათ.
გარდა ამისა , რიგ შემთხვევებში ქოქოსის ბოჭკოში არსებულმა მაღალმა კალიუმის დონემ შესაძლოა თქვენი მცენარე მოწამლონ . კიდევ უფრო უარესიც , ბევრი სასუქი არ ამატებს იმ საკვებ ნივთიერებას , რომელიც თქვენი მცენარისთვის მსგავს პირობებში გაზრდის დროს აუცილებელია (ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ)
და რას გვაძლევს ეს ყველაფერი? იმის ნაცვლად , რომ ქოქოსის ბოჭკოს უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენოთ , თქვენ გიწევთ თავიდან აირიდოთ ის საშიში დისბალანსი , რომელმაც შესაძლოა თქვენი მცენარე დაღუპოს.
თქვენი მცენარე იღებს საჭიროზე მეტ კალიუმს , თუმცა ვერ იღებს იმ სხვა ძირითად ნივთიერებებს , რომლებიც მას ძალიან სჭირდება . ეს ყველაფერი მცენარის მოსავლიანობას საგრძნობლად ამცირებს. ყველაზე მძიმე შემთხვევაში , შესაძლოა თქვენი მცენარეები მოკვდნენ კიდეც.
თუმცა აუცილებელი არ არის , რომ მსგავს რისკებს შეეჭიდოთ. თქვენი მცენარის დასაცავად ქოქოსის ბოჭკოს გარემოში , მნიშვნელოვანია რომ დაიცვათ კალიუმისა და მაგნიუმის ოპტიმალური თანაფარდობა.
გარდა ამისა , განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ერთი ინგრედიენტი , რომელსაც ძალიან ბევრი გროვერი რატომღაც უგულებელყოფს, მაღალი ხარისხის ჩელატური რკინა. ეს არის ქოქოსის ბოჭკოში ზრდის დროს აუცილებელი დაკარგული რგოლი , რომელიც მსგავს გარემოში ბუნებრივად მცენარეს ვერ მიეწოდება.
როგორც კი ჩვენმა მეცნიერების დოქტორებმა ეს აღმოჩენა გააკეთეს , მაშინვე დავიწყეთ ამ კრიტიკული მნიშვნელობის საკვები ნივთიერების ჩვენს პროდუქტებში დამატება.
უკვე აშკარაა , რომ ქოქოსის ბოჭკოში მცენარის დროს საჭიროა სპეციფიკური ბაზის საკვები ნივთიერებები , რომლებიც უნდა იყოს მაღალი ხარისხის. მის შემადგენლობაში უნდა იყოს კალციუმი , მაგნიუმი , რკინა ჩელატურ ფორმებში და ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული თანაფარდობა , რადგან ქოქოსის ბოჭკოს გარემოში საკვები ნივთიერებების მიმოცვლა სხვანაირად მიმდინარეობს.
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მეტი შრომისა და ფულის გაღება , შედეგად კი უფრო მცირე მოსავალი მიიღოთ.
უნდა გახსოვდეთ , რომ გარდა კალიუმის და მაგნიუმის ზუსტი თანაფარდობისა , საჭიროა თავიდან აირიდოთ კალიუმით გადატვირთვა , წინააღმდეგ შემთხვევაში მისმა ტოქსიკურობამ შესაძლოა თქვენი მოსავალი მთლიანად გაანადგუროს , ან უკეთეს შემთხვევაში შეამციროს კვირტების გამომუშავება.
თქვენ სწორად უნდა დააბალანსოთ ოთხივე საკვები ნივთიერება , ჩადოთ ინვესტიცია კალ-მაგ დანამატში , რომელიც სპეციალურად ქოქოსის ბოჭკოს გარემოსთვის არ არის შექმნილი , დაეყრდნოთ გენეტიკურ სასუქებს , რომლებიც არ შეიცავენ რკინას და ხშირ შემთხვევებში თქვენს მცენარეში შიმშილს იწვევენ , ან უბრალოდ შეგიძლიათ მაქსიმალურად მისცეთ ქოქოსის ბოჭკოს გარემოს თქვენი მცენარისთვის სასარგებლო ნივთიერებების მინიჭების შესაძლებლობა.
Advanced Nutrients pH Perfect Sensi Coco Grow A&B და Sensi Coco Bloom AB დახმარებით , თქვენი მცენარე მიიღებს კალიუმის , მაგნიუმისა და რკინის ზუსტ თანაფარდობას ,თავიდან აიცილებს საკვები ნივთიერებების დაბლოკავს , ისარგებლებს კალიუმის იდეალური რაოდენობით , ყოველგვარი ტოქსიკურობის გარეშე და მთელი ამ ციკლის განმავლობაში მას pH დონე ექნება ყველაზე სასურველ ადგილას , რასაც ჩვენი pH Perfect ტექნოლოგია უზრუნველყოფს.
მარტივად რომ ვთქვათ შექმნეს ქოქოსის ბოჭკოში ზრდისთვის საჭირო იდეალური ფორმულა. ასე, რომ მცენარეს შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ მთავარ მიზანზე ,ზრდაზე და უხვ , ხარისხიან მოსავლის გამოღებაზე კონცენტრირდეს.
Sensi Coco Bloom AB როდესაც ამ ორ ნაწილიან საბაზისო მკვებავ სისტემას იყენებთ , თქვენ სარგებლობთ იმ ყველა უპირატესობით , რომელსაც ქოქოსის ბოჭკოს გარემო მცენარეს ანიჭებს. აძლევთ მას საშუალებას , რომ განავითაროს ფესვების სტრუქტურა , შეაკაოს ტენიანობა , უფრო გამძლე იყოს აბიოტიკური სტრესის მიმართ და რაც მთავარია , თქვენ არასდროს მოგიწევთ ფიქრი საკვები ნივთიერებების ჩაკეტვასა და თქვენი მოსავლის განადგურებაზე.
ასე რომ რაღას უცდით , შეიძინეთ pH Perfect Sensi Coco Grow და Sensi Coco Bloom AB დღესვე , უახლოეს ავტორიზებულ მაღაზიაში
ზრდის ფაზა | კვირა 1 | კვირა 2 | კვირა 3 | კვირა 4 | კვირა 5 | კვირა 6 | კვირა 7 |
pH Perfect® Sensi coco Grow™ Part A | 1 მლ/ლ | 2 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | |||
pH Perfect® Sensi CoCo Grow™ Part B | 1 მლ/ლ | 2 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ |
ყვავილობის ფაზა | კვირა 1 | კვირა 2 | კვირა 3 | კვირა 4 | კვირა 5 | კვირა 6 | კვირა 7 |
pH Perfect® Sensi CoCo Bloom™ Part A | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | |
pH Perfect® Sensi CoCo Bloom™ Part B | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ | 4 მლ/ლ |