Advanced Nutrients

Sensizym Organic

Sensizym 250 მლ

Sensizym Organic

აქტიური ფერმენტებით ფესვთა განახლების სისტემა ორგანული კულტივაციისთვის.

გამოიყენეთ Sensizym Organics-ს უნიკალური ნაზავი და მიიღეთ მცენარის ექსტრაქტისგან მიღებული ვიტამინი B1 . აქტიური ფერმენტები ყვავილობის ფაზაში მზარი ფესვების არეში ნარჩენების მოშორებაში და მკვდარი ფესვების მაშის ნახშირწყლებად დაშლაში დაგეხმარებათ. ეს მძლავრი ფორმულა შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ბოჭკოშიც კი.

სცადეთ დღესვე , ყოველგვარი რისკის გარეშე . უკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენ თანხის 100% იან დაბრუნების გარანტიას გაძლევთ.

image 11

გაუმარტივეთ თქვენს მცენარეებს კვება Sensizym Organics ის დახმარებით. თუ ორგანული გროვერი ხართ , ფაქტია , რომ არ ზოგავთ ხარჯებს მცენარის ზრდის პროცესში ისე , რომ გარემო ბუნებრივს მაქსიმალურად დაამსგავსოთ.

იდეალური ტემპერატურის , ტენიანობის და CO2 დონეს ქმნით , განათება 800-1500 PPM სიხშირით გაქვთ დაყენებული , რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ოპტიმალურ ფოტოსინთეზს. თქვენ არ ზოგავთ ხარჯებს მცირედი დეტალების დახვეწაზე , რათა თქვენმა მცენარემ ციკლის დასრულების დროს საუკეთესო ხარისხის მოსავალი მოგცეთ, თუმცა მდგომარეობის სრულყოფისთვის ერთ ნაბიჯი დაგრჩათ.

თქვენ ფესვის ზონაზე უნდა კონცენტრირდეთ , რადგან თუ სერიოზულად გაქვთ განზრახული ბუნებრივი პირობების შექმნა , მაშინ თქვენთვის  ფესვის ზონის მოვლა ძალიან რთული იქნება.  სინამდვილეში კი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობები მიწის ქვეშ ხდება.

სწორედ იქ მუშაობს მილიონობით ბუნებრივი მიკრობი , რაც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას და ფესვის ზონის სხვა ფუნქციებს.  თქვენ უკვე ყველაფერი გაქვთ იმისათვის , რომ ბუნებრივი გარემო შეუქმნათ მცენარეებს , ასე ,რომ მათ ფერმენტებიც უნდა დაუმატოთ.

Sensizym 500 ml
Sensizym 500 ml

სპეციალიზებული ცილები , რომლებიც ორგანული ნაერთების დაშლას უწყობს ხელს და ეხმარება თქვენს მცენარეებს , რომ საკვები ნივთიერებები უფრო მარტივად შთანთქონ.

ორგანული ზრდის პირობებში საკვები ნივთიერებების უმეტესობა ძალიან რთულად იხსნება , რაც თავისთავად ნიშნავს იმას , რომ მცენარეს მისი შთანთქვა უჭირს და თუ რაიმეს არ მოიმოქმედებთ , საკვები დანამატები უბრალოდ დაიკარგება. ეს ხომ ფულის წყალში გადაყრაა?!

თქვენ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავთ მცენარეების ბუნებრივი გზით გასაზრდელად და იმედოვნებთ , რომ მათ უხვი მოსავალი ექნებათ , ამის ნაცვლად კი თქვენი პრემიუმ საკვები დანამატების მცენარის ფესვის ზონაში რჩებიან და მცენარეები მისგან სარგებელს ვერ იღებენ. 

თუ გროვერების უმეტესობის მსგავსად , თქვენც გსურთ ,რომ თავიდან აიცილოთ ეს სამწუხარო სიტუაცია , უნდა გამოიყენოთ ფერმენტები. აი რაშია საქმე , ხშირ შემთხვევაში თქვენი ფესვის ზონაში არსებული მიკრობები ვერ ქმნიან საკმარისი რაოდენობის ფერმენტებს , რათა თქვენმა მცენარემ მაქსიმალურად მიიღოს საკვები ნივთიერებებისგან სარგებელი. სწორედ ამიტომ , გროვერები ეყრდნობიან ამ ფერმენტულ დანამატს , რათა უზრუნველყონ მაღალ ფუნქციონირებადი რიზოსფერო.

გამოიყენეთ Sensizym Organic™ და თქვენი მცენარეები ისარგებლებენ კვების პროგრამის სრული სპექტრით. ისინი მიიღებენ ზუსტად იმ ნივთიერებებს , რომლებიც მათ სჭირდებათ. სწორედ ამიტომ იყენებს ძალიან ბევრი უმაღლესი დონის გროვერი ფერმენტების დანამატს მცენარისათვის იდეალური პირობის შესაქმნელად.

ისინი თქვენს მცენარეებს იმ საკვები ნივთიერებების მიღებაში ეხმარებიან , რომლებიც მათ განვითარებისთვის ასე ძალიან სჭირდებათ.  ზოგიერთი გროვერი მათ გარეშე ახალი მოსავლის ციკლის დაწყებაზე არც კი ფიქრობს, მაგრამ სანამ რომელიმე ძველი ფერმენტის დანამატს იყიდით , გაითვალისწინეთ , რომ არასწორმა ფერმენტებმა შეიძლება თქვენი მცენარის ზრდა შეანელოს.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ფერმენტები , რომლებიც სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ , ზოგი ცხიმებს ითვისებს , ზოგი ცილებს , ზოგი კი ნახშირწყლებს , ასე რომ ყოველ ფერმენტს თავისი უნიკალური როლი აკისრია საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომად გადაქცევასა და ფესვის ზონის ფუნქციების ოპტიმიზაციაში.  თუმცა აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენაც .

არსებობენ ფერმენტებიც , რომლებიც ნებისმიერ ორგანულ ნივთიერებას ანადგურებენ. ბევრი ფერმენტის ფორმულა შეიცავს მხოლოდ ცელულაზას. ეს არის ფერმენტი , რომელსაც შეუძლია მხოლოდ ცელულოზის დაშლა და მისი მცენარეებისთვის ხელმისაწვდომ საკვებ ფორმებად გადაქცევა. მიუხედავად იმისა , რომ ცელულაზა შეიძლება კრიტიკულია თქვენი მცენარეებისთვის , ის სრული სამუშაოს მხოლოდ ერთ ნაწილს ასრულებს .

სწორედ ამიტომ , ჩვენმა მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა კონკრეტული მცენარისთვის შესაფერისი ფერმენტების იდენტიფიცირებაზე და შექმნეს ორგანული დანამატი ეფექტური ფერმენტების მძლავრი სპექტრით , ამ დანამატს კი Sensizym Organic™. ჰქვია. ეს არის აუცილებელი დანამატი ორგანული გროვერებისთვის , რომლებსაც სურთ თავიანთ მცენარეებს ბუნების ყველა სიკეთე მიაწოდონ.

ჩვენ არ ვიყენებთ მხოლოდ ერთ ფერმენტს , არამედ შემუშავებული გვაქვს ფერმენტების მთელი ხაზი  : ქსილანაზა , ცელულაზა , ბეტა გკუკანაზა , ვიტამინი B1 . ეს ყველაფერი კი იმისთვის , რომ საკვები დანამატი თქვენი მცენარისთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს.

მარტივად რომ ავხსნათ , შერჩეული ფერმენტები ანადგურებს ორგანულ ნივთიერებებში არსებულ რთულ ნახშირწყლებს. ფესვთა ზონაში გამოუყენებელ საკვებ ნივთიერებს გარდაქმნიან მარტივ საკვებ ნივთიერებებად , რომლებსაც თქვენი მცენარეები მარტივად მოიხმარენ. გროვერი კი შედეგად იღებს დიდ , აყვავებულ მცენარეს. ეს ყველაფერი დასტურია იმისა , რომ ჩვენი ფორმულა მუშაობს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის . Sensizym Organic არის CDFA-OIM და OMRI-ს მიერ სერტიფიცირებული სასუქი, რაც ნიშნავს იმას , რომ მისი გამოყენება ორგანული ზრდის დროსაც არის შესაძლებელი. 

მისი დახმარებით თქვენ დარწმუნებული იქნებით , რომ თქვენი მცენარის ფესვთა ზონაში არსებობს საჭირო ფერმენტების სრული სპექტრი , რომლებიც მას ზრდასა და განვითარებაში ეხმარებიან.

როდესაც ამ ფერმენტებს თქვენს მცენარეს დაუმატებთ , მალევე მიხვდებით , თუ რატომ ირჩევს ამდენი ორგანული გროვერი მას თავისი მცენარის პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლინებისთვის. იმისათვის , რომ თქვენმა მცენარემ სრული პოტენციალი გამოავლინოს , აუცილებელია დეტალებზე კონცენტრაცია .

ასე, რომ რაღას უცდით , შეიძინეთ Sensizym Organic უახლოეს ავტორიზებულ მაღაზიაში და გაზარდეთ თქვენი მცენარე ორგანული გზით დამატებითი რისკების გარეშე.
 კვირა 1კვირა 2კვირა 3კვირა 4კვირა 5კვირა 6კვირა 7
Sensizym Organic2მლ/ლ2მლ/ლ2მლ/ლ2მლ/ლ2მლ/ლ2მლ/ლ 
Back to list

კომენტარის დატოვება