CANNA Flush
CANNA FLUSH არის მიწის/სუბსტრატების ზედმეტი ნივთიერებებისაგან გასაწმენდი საშუალება. მისი გამოყენება აუცილებელია, ვინაიდან ზედმეტ ნივთიერებებს ცუდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ ზრდის მომდევნო ციკლში. ამან მაგალითისთვის შეიძლება გამოიწვიოს სასუქის ზედოზირება ან ნაკლებლობა.
- მისი გამოყენება მოსავლის აღების წინ უზრუნველყოფს მცენარის გასუფთავებას ზედმეტი, არასაჭირო და მავნე ნივთირებებისგან, რაც მოსავალს 100% ეკოლოგიურად სუფთას და გემრიელს ხდის;
- ეფექტურად რეცხავს სუბსტრატს სასარგებლო ბაქტერიებისა და სოკოების მოკვლის გარეშე, რაც შესამჩნევია ხოლმე ოსმოსური ან დემინერალიზებული წყლის გამოყენებისას;
- გამოიყენება ყველა ტიპის მიწასა და სუბსტრატში;
გამოყენების წესები:
- 20 მლ გახსენით 10 ლიტრ წყალში (1:500) და დაასხით მცენარეს იმდენი, სანამ კონტეინერის ნახვრეტებიდან არ გამოვა წყალი;
- ჩარეცხვამდე მცენარე ერთხელ ჩვეულებრივი წყლით მორწყით;
- გააგრძელეთ ნორმალური კვების ცხრილით;
ჰიდროფონიკა (ღია სისტემები):
- გამოიყენეთ წყალში გახსნილი FLUSH (40 მლ 10 ლიტრ წყალზე, რაც არის 1:250) კვების ბოლო დღეს, სანამ 10-20% არ ჩაირეცხება;
- ჩარეცხვამდე მცენარე ერთხელ ჩვეულებრივი წყლით მორწყით;
- შემდეგი დღიდან გააგრძელეთ ნორმალური კვების ცხრილის გამოყენება (10-20%-იანი დრენაჟით).
მოსავლის აღებამდე (ერთწლიანი მცენარეებისათვის):
- ზემოხსენებული პროპორციებით დაიწყეთ CANNA Flush-ის გამოყენება მოსავლის აღებამდე 1-2 კვირით ადრე;
- მოსავლის აღებამდე გააგრძელეთ ჩვეულებრივი კვების ცხრილი.
ინერტული სუბსტრატების ხელახალი გამოყენება
იდეალურია ინერტული სუბსტრატების გასაწმენდად (როგორიცაა თიხის ღორღი). გამოიყენეთ წყალში გახსნილი (40 მლ/10 ლიტრ წყალზე). დაალბეთ სუბსტრატი 24 საათის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დაასველეთ იმდენივე რაოდენობის ჩვეულებრივი წყლით. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ პროცესი.
შენახვის, უსაფრთხოებისა და სხვა წესები:
-
- გამოყენებამდე შეანჯღრიეთ;
- შეინახეთ ბნელ და დახურულ ადგილას, ყინვისაგან მოშორებით;
- მოარიდეთ ბავშვებს