Satipharm CBD Capsules Max Strength 1500 mg
საკვები დანამატი: Satipharm CBD Capsules Max Strength 1500 mg „სი ბი დი“ – არ არის სამკურნალო საშუალება • კლინიკურად დადასტურებული ბიოშეღწევადობა • ზუსტი დოზის თითო კაფსულა • სრული სპექტრის კანაფის ექსტრაქტი პროდუქტის ინფორმაცია: სატიფარმის უნიკალური, დაპატენტებული კაფსულის ტექნოლოგია ათავსებს კანაბინოიდებს უნაკლო მიკროსფეროებში, რათა მიაწოდოს CBD მაღალ ბიოშეღწევად, სტაბილურ ფორმატში, რაც ზრდის CBD-ს შეწოვას სხეულის უჯრედებში. Satipharm CBD Capsules Max Strength 1500 mg
მხარს უჭერს თქვენს ენდოკანაბინოიდულ სისტემას. კლინიკურად დადასტურებული ბიოშეღწევადობა: უზრუნველყოფს ნდობას ჩვენი CBD კაფსულების მიმართ. ზუსტი დოზირება: 50 მგ CBD-ის შემცველობა თითოეულ კაფსულაში. სრული სპექტრის კანაფის ექსტრაქტი: არ შეიცავს THC-ს. გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა, 50 მგ CBD თითო კაფსულაში წონა: 12 გ გაფრთხილება:საკვები დანამატი არ უნდა ჩაითვალოს მრავალფეროვანი და ჯანსაღი დიეტის შემცვლელად. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. Satipharm CBD Capsules Max Strength 1500 mg
CBD არ არის რეკომენდებული იმ ქალებისთვის, რომლებიც ორსულად არიან, გეგმავენ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავენ. დოზირება: მიიღეთ თითო კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის გარეშე. არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შემადგენლობა: ჟელატინი, კანაბიდიოლი, წყლის ფერი: E141 (სპილენძის ქლოროფილინი). შენახვის პირობები: არ გაყინოთ, მოარიდეთ ძლიერ სიცხეს, სინათლეს და ტენიანობას, ინახება მშრალ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დამზადებულია შვეიცარიაში.
CBD კანადბიდიოლი არის კანაფის მცენარეში აღმოჩენილი ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ სპეციფიურ რეცეპტორებზე ადამიანის ტვინში და სხეულში. ყველაზე მეტად შესწავლილი კანაბინოიდები არის დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD). Satipharm CBD Capsules Max Strength 1500 mg
რა არის სი-ბი-დი – კანაბიდიოლი ?
- CBD (კანაბიდიოლი) არის ერთ-ერთი მინიმუმ 113 სხვადასხვა კანაბინოიდიდან, რომლებიც იზოლირებულია კანაფის მცენარისგან (ან მცენარის თესლისგან)
- არ არის ფსიქოაქტიური – არ ძალუძს ეიფორიის გამოწვევა
- არის ლეგალური, ტეტრაჰიდროკანაბინოლისგან (THC) განსხვავებით
სი-ბი-დი (CBD) წამალია?
- კანაბიდიოლი არ არის მედიკამენტი, არამედ ის არის საკვები დანამატი.
- ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ენდოკანაბინოიდული სისტემა, რომელიც არეგულირებს გარკვეულ ფუნქციებს ჩვენს ორგანიზმში.
- ენდოკანაბინოიდული სისტემა მოიცავს მაგრამ არ არის ლიმიტირებული შემდეგ ფუნქციებში:
რა დროს არის რეკომენდირებული CBD?
• CBD ის საკვები დანამატი არის რეკომენდირებული და კონსულტანტებს შეუძლიათ შეთავაზონ მომხმარებელს ორი მიმართულებით:
• თერაპიული გამოყენების მიზნით
• უძილობის
• დაძაბულობის
• დეპრესიული ფონის
• შფოთვის
• პანიკური შეტევების დროს
• ქრონიკული ტკივილის და ქრონიკული კრუნჩხვების მართვის მიზნით. ესეთ შემთხვევაში ძირითადად ექიმი უნიშვნავს პაციენტს, ხოლო თერაპიული გამოყენება ინდივიდიუალურად მომხმარებლის დონეზე წყდება.
- ევროკავშირსა და საქართველოში CBD არის კლასიფიცირებული საკვები დანამატის სახით. რაც იმას ნიშნავს, რომ არც პროდუქტს და არც მის გამყიდველ კომპანიას არ შეუძლია სამედიცინო გარანტიის მიცემა მომხმარებელზე.
- საკვები დანამატი შეიძლება გაიყიდოს, როგორც ექიმის დანიშნულებით, ასევე მის გარეშე.
- 2019 წლის შემდეგ ანტიდოპინგურმა სააგენტომ (USADA) ამოიღო კანაბიდიოლი კონტროლირებადი ნივთიერებებიდან, ასე რომ მისი მიღება შესაძლებელია პროფესიონალი ათლეტების მიერაც.
ენდოკანაბინოიდური სისტემა
- ენდოკანაბინოიდები (ანანდამიდი)
- კანაბინოიდურ რეცეპტორები – CB1 & CB2
- ენდოკანაბინოიდების სინთეზში და დაშლაში მონაწილე ფერმენტები
ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში უმთავრეს როლს თამაშობს
ბიოლოგიური სისტემა, რომელიც შედგება ენდოკანაბინოიდებისგან, კანაბინოიდური რეცეპტორებისგან და ენდოკანაბინოიდების სინთეზში და დაშლაში მონაწილე ფერმენტები. მეცნიერებმა, სპეციფიკურად ტეტრაჰიდროკანაბინოლზე (THC) მგრძნობიარე რეცეპტორების უბნებს მიაკვლიეს, რაც ნიშნავს, რომ ტვინში ბუნებრივი ნეიროტრანსმიტერები არსებობს, რომლებიც აღნიშნული რეცეპტორების უბნებს ერგება და ტვინის იმავე ნაწილებზე აქვს გავლენა, რაზეც მარიხუანას. ტვინის ამ ქიმიურ ნივთიერებებს ენდოგენური კანაბინოიდი ნეიროტრანსმიტერები ან ენდოკანაბინოიდები ეწოდება.
CBD შესაძლო გვერდითი ეფექტები
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ნებისმიერი წყაროდან, რეკომენდებულია, დღიურად არაუმეტეს 70 mg CBD-ის მიღება. აღნიშული პროდუქტის მიღება არ არის განსაზღვრული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების შემთხვევაში, აუცილებელია მიღებამდე მიმართოთ ექიმს და გაიაროთ მასთან კონსულტაცია. თუ კი რაიმე ტიპის გვერდითი ეფექტი გამოვლინდა და თავს შეუძლოთ გრძნობთ, შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს.
სამედიცინო მიზნით გამოყენებული კანაბინოიდი შეიძლება წარმოშობილი იყოს მცენარე კანაფიდან (ფიტოკანაბინოიდები) ან წარმოებული იყოს სინთეზურად ლაბორატორიაში (სინთეზური კანაბინოიდები). სინთეზური კანაბინოიდები მოქმედებენ იგივე რეცეპტორებზე, რომელზეც მოქმედებენ ბუნებრივი კანაბინოიდები და იწვევენ იგივე ეფექტს. სინთეზური კანაბინოიდების ქიმიური სტრუქტურა შესაძლოა არ იყოს ბუნებრივი კანაბინოიდების სტრუქტურის მსგავსი. Satipharm CBD Capsules Max Strength 1500 mg
Reviews
There are no reviews yet.