გამხმარი მარიხუანა
გამხმარი მარიხუანა

ეს სტატია მარიხუანა-ს (ფსიქოაქტიური ნარკოტიკის) შესახებაა. იმ მცენარის სანახავად რომლიდანაც მიიღება ეს პროდუქტი ნახეთ, კანაფი. მცენარის თერაპიული მომზადებისთვის იხილეთ სამედიცინო კანაფი. რელიგიური გამოყენებისთვის, იხილეთ კანაფის ენთეოგენური გამოყენება.

როგორ ან რაში გამოიყენება მარიხუანა?

კანაფი, ასევე ცნობილია როგორც მარიხუანა სხვა სახელებს შორის, ის არის ფსიქოაქტიური ნარკოტიკი რომელიც გამოიყენება სამედიცინო და რეკრეაციული მიზნებისთვის. მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერება კანაფში არის ტეტროჰიდროცანაბინოლი (THC), ის ერთერთი ყველაზე ცნობილი კომპონენტია 482 ცნობილისგან რომელსაც შეიცავს კანაფის მცენარე, მარიხუანა აგრეთვე შეიცავს 65 კანაბინოიდს, კანაფის მოხმარება შესაძლებელია მოწევით, ვეიპერით, საკვებით ან ექსტრაქტით.

რა ეფექტები აქვს მარიხუანას?

კანაფს გააჩნია მენტალური და ფიზიკური ეფექტები, რომელიც ქმნის “თრობის” (High) და “კაიფის” (Stoned) შეგრძნებას, ძირითადი ცვლილება აღქმა, ამაღლებული ხასიათი და მადის გაუმჯობესებაა. მოწევიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში იგრძნობა ეფექტი, გამოცხობისა და ჭამის შემთხვევაში კი 30 დან 60 წუთამდე დრო სჭირდება. ეფექტი გრძელდება 2-დან 6 საათამდე. მცირე ხნიანი გვერდითი ეფექტებია მეხსიერების ჩავარდნები, პირის ღრუს გამოშრობა, მოძრაობის უნარების დაქვეითება, თვალების სიწითლე და პარანოიისა და ნერვიულობის შეგრძნება. გრძელვადიანი გვერდითი ეფექტებია მიჩვევა, დაქვეითებული მენტალური შესაძლებლობები, ამ შემთხვევაში მათთვის ვინც მოხმარება თინეიჯერობის ასაკში დაიწყო, და ქცევითი პრობლემები ბავშვებში ვისი მშობელიც ორსულობის დროს მოიხმარდა კანაფს, დიდი კავშირია კანაფის მოხმარებასა და ფსიქოზის რისკებს შორის, თუმცა ამ საკითხზე დღემდე მიმდინარეობს დებატები.

კანაფის ლაბორატორია

კანაფი ძირითადად მოიხმარება რეკრეაციული ან სამედიცინო მიზნებისთვის, თუმცა მისი გამოყენება ასევე სულიერი მიზნებისთვისაც შეიძლება. 2013 წელს, 128-232 მილიონამდე ადამიანმა მოიხარა კანაფი (2.7%-დან 4.9%-მდეა მთლიანი მსოფლიო მოსახლეობის. 15-დან 65 წლის ასაკის ფარგლებში) ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი არალეგალური ნარკოტილი მთელს მსოფლიოში, თუმცა იგი ლეგალურია ზოგიერთ ქვეყანაში. მარიხუანა-ს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2018 წლის მონაცემებით არის ზამბია, აშშ, კანადა და ნიგერია. 2016 წელს მონაცემებით, ამერიკის მთლიანი მოსახლეობის 51%-ს ცხოვრებაში 1 ხელ მაინც მოუხმარია კანაფი. 12%-მა მოიხმარა გასულ წელს და 7.3%-მა მოიხმარა წინა თვეში. 

კანაფის მოყვანის ყველაზე ძველი ცნობილი ფაქტი გვაქვს ქრისტესშობამდე III ათასწლეულში და ცნობების მიხედვით მას მოიხმარდნენ ფსიქოაქტიური ეფექტის მისაღებად სულ მცირე 2,500 წლის წინ პამირის მთებში. XX საუკუნის დასაწყისიდან კანაფი აქტიურად იკრძალებოდა კანონმდებლობებით, კანაფის ქონა, მოხმარება და კულტივაცია დასჯადია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. 2013 წელს ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა ვინც კანაფის რეკრეაციული მიზნით მოხმარება ლეგალური გახადა. სხვა მსგავსი ქვეყნებია კანადა, საქართველო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. აშშ-ში 10-მა შტატმა და კოლუმბიის ოლქმა კანაფი ლეგალური გახადეს ადგილობრივი კანონმდებლობით, თუმცა ეს კანონები მაინც იზღუდება ფედერალური კანონებით, რომლებშიც კანაფი კვლავ აკრძალულადაა მოხსენიებული. კანაფის სამედიცინო მიზნით მოხმარება ექიმის ან ფსიქიატრის რეკომენდაციით ბევრ ქვეყანაში უკვე ლეგალურია.

კანაფის თესლები

.

რა სამედიცინო დანიშნულება აქვს კანაფს?

სამედიცინო კანაფის, ან სამედიცინო მარიხუანა, დაკავშირებულია კანაფისა და კანაბინოიდების სამკურნალო. მიზნებისთვის გამოყენებასთან; მაგრამ საერთო შეთანხმებული აზრი ამ საკითხზე არ არსებობს. კანაფის სამკურნალო თვისებების დეტალური მეცნიერული შესწავლა გართულებულია წარმოებითი შეზღუდვებითა და იმ ფაქტით, რომ ბევრი სახელმწიფო კანაფს აკლასიფიცირებს როგორც არაკანონერ ნარკოტიკს. ასევე არსებობს შეზღუდული მტკიცებულებები იმისა, რომ კანაფი შესაძლოა გამოყენებული იქნას გულისრევის და ღებინების შესამცირებლად ქიმიოთერაპიის დროს, მადის გასაუმჯობესებლად ვიჩ/სპიდით დაავადებულთათვის ან ქრონიკული ტკივილების სამკურნალოდ კუნთოვანი სპაზმებისთვის. მისი გამოყენება სხვა სამედიცინო პროგრამებისთვის არასაკმარისია დასკვნების მოსასმენად უსაფრთხოებისა ან ეფექტურობის შესახებ.

მოკლევადიანი გამოყენება ზრდის როგორც უმნიშვნელო, ისე მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს. საერთო გვერდითი მოვლენები მოიცავს თავბრუსხვევას, დაღლილობის და ღებინების შეგრძნებას. კანაფის გრძელვადიანი ეფექტები უცნობია. არსებობს მეხსიერების და შემეცნების პრობლემები, ახალგაზრდებში დამოკიდებულების რისკი, შიზოფრენია ახალგაზრდებში.

რეკრეაციული

კანაფს გამოყენებისას აქვს ფსიქოაქტიური და ფიზიოლოგიური ეფექტები. კანაფის მოხმარებისას სასურველ ეფექტად მოსალოდნელია მოდუნება და ეიფორია (“თრობა” (High) და “დაბოლება” (Stoned) შეგრძნებები), საერთო აღქმადი, შემეცნებითი ცვლილებებია, გამძაფრებული შეგრძნებებია, ამაღლებული ლიბიდო, დროისა და სივრცის აღქმის დარღვევები. უფრო დიდი დოზების შემთხვევაში ეფექტები შესაძლოა შეიცავდეს სხეულის აღქმის, სმენისა და/ან ვიზუალური ილუზიების ცვლილებებს, იწვევს ფსევდოჰალუცინაცია და არითმიას შერჩევითი დარღვევების პოლისინაპტიკური რეფლექსების გამო. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს დესოციატიური მდგომარეობა, ისეთი როგორიცაა დეპრესონალიზაცია და დერეალიზაცია.

ზოგიერთი არასასურველი გვერდითი ეფექტები მოიცავს მეხსიერების დაქვეითებას, პირის გამოშრობას, მოტორული ფუნქციების დართვევასა და თვალების ჩაწითლებას. სუბიექტური ცვლილებების გარდა აღქმისა და ხასიათის გარდა, გავრცელებული მოკლევადიანია ფიზიკური და ნევროლოგიური ეფქტი მოიცავს არითმიას, მადის გაუმჯობესებას, ამცირებს არტერიალურ წნევას, მოკლევადიანი და ძირითადი მეხსიერების დარღვევას, ფსიქომატორულ კოორდინაციასა და კონცენტრაციას. ზოგიერთ მომხმარებლებს შესაძლოა გაუჩნდეთ ეპიზოდური ფსიქოზი, რომელიც ძირითადად გადის 6 საათში, იშვიათ შემთხვევაში მძიმე მომხმარებლები ამჩნევენ რომ სიმპტომები გრძელდება დღეების განმავლობაში.

ცხოვრების ხარისხის შემცირება დაკავშირებულია კანაფის ინტენსიურ მოხმარებასთან, მაგრამ ეს შემთხვევბი იშვიათია და სუსტი თამბაქოსთან და სხვა ნივთიერებებთან შედარებით. თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიმართულება გაურკვეველია.

რა რელიგიურ რიტუალებში გამოიყენება?

კანაფს ასევე ქონდა საკრალური სტატუსი ზოგიერთ რელიგიაში და ემსახურებოდა ენტოგენურ – ქიმიურ ნივთიერებად, გამოიყენებოდა რელიგიურ, შამანურ ან სულიერ კონტექსტში – ინდოეთის ქვეკონტინენტში ვედური პერიოდის შემდეგ, ძვ. წ. დაახლოებით 1500 წლით, მაგრამ ალბათ 2000 წლის შემდეგაც. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მრავალი ცნობა არსებობს ძლიერი წამლის შესახებ, რომელიც გამორიცხავდა ტკივილს და მწუხარებას. ჰეროდოტმა დაწერა კვითების მიერ ადრეული საზეიმო მოქმედებების შესახე, რომელნიც ფიქრობდნენ, რომ ეს მოხდა ძვ. წ. V-დან მე-2 საუკუნემდე. თანამედროვე კულტურაში, კანაფის სულიერი გამოყენება გავრცელდა რასტაფარაი მოძრაობის მოწაფეების მეშვეობით, რომლებიც იყენებენ კანაფს ზიარებისა და მედიტაციისთვის. ყველაზე ადრეული ცნობები კანაფის საკრალურ სტატუსზე მოდის ატხარვა ვედი-დან, სავარაუდოდ დაწერილი სადღაც 2000-1400 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

რა ხელმისაწვდომი ფორმებია ცნობილი?

კანაფის მოხმარება შესაძლებელია ბევრი განსხვავებული მეთოდით.

  • მოწევა, რაც ჩვეულებრივ გულისხმობს აორთქლებული კანაბინოიდების (“ბოლი”) დაწვას და ინჰალაციას, მცირე ზომის მილებიდან, ბონგებიდან ან ჯოინთის სახით.
  • ვეიპი, რომელიც ათბობს კანაფის ნებისმიერ ფორმას 165–190 ° C (329–374 ° F) ტემპერატურაზე, რაც იწვევს აქტიური ინგრედიენტების აორთქლებას მცენარეული მასალის დაწვის გარეშე (THC დუღილის წერტილი 157 ° C (315 ° F) ატმოსფეროშია).
  • კანაფის ჩაი, რომელიც შეიცავს THC–ს შედარებით მცირე კონცენტრაციებს, რადგან THC არის ზეთი (ლიპოფილიური) და წყალში მცირედ ხსნადია (ხსნარით 2.8 მგ ერთ ლიტრზე). კანაფის ჩაის დამზადება ხდება, პირველ რიგში, გაჯერებული ცხიმის დამატებით ცხელ წყალში (მაგ., კრემი ან ნებისმიერი რძე, გამონაკლისის გარდა), კანაფის მცირე რაოდენობით.
  • საკვები, სადაც კანაფს ემატება, როგორც ინგრედიენტი, მათ შორის კარაქი და გამომცხვარი პროდუქტები. ინდოეთში ჩვეულებრივ ხდება სასმელად, “ბანგი
  • კაპსულები, როგორც წესი, შეიცავს კანაფის ზეთს და დიეტური დანამატის სხვა პროდუქტებს, რისთვისაც 2018 წელს დაახლოებით 220 ნაირსახეობა დამტკიცდა კანადაში.
კანაფის გავლენა სხეულზე

როგორ მოკლევადიანი გავლენას ახდენს ორგანიზმზე?

მწვავე ეფექტები შეიძლება შეიცავდეს შფოთვას და პანიკას, დაქვეითებულ ყურადღებას და მეხსიერებას, ფსიქოზური სიმპტომების გაზრდის რისკს, მკაფიოდ აზროვნების შეუძლებლობას, და უბედური შემთხვევების გაზრდას. კანაფი აქვეითებს ავტომობილის მართვის უნარებს, და ამიტომ THC იყო უკანონო პრეპარატი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება იმ მძღოლების სისხლში, რომლებიც მოყვნენ ავარიაში. THC–ის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძროლები 3-7-ჯერ ხშირად იყვნენ დამნაშავენი ავტოსაგზაო შემთხვევებში ვიდრე ისინი, ვინც არ იყენებდნენ კანაფს ან ალკოჰოლს, თუმცა მისი როლი არ არის აუცილებელი მიზეზი, რადგან THC რჩება სისხლში დღეების ან კვირის განმავლობაში, მოხმარებიდან.

შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის ცნობით, 2011 წელს იყო 455,000 სასწრაფო დახმარების სასწრაფო ვიზიტი, რომლებიც დაკავშირებულია კანაფის მოხმარებასთან. ეს სტატისტიკური მონაცემები შეიცავს ვიზიტებს, რომელშიც ფიგურირებს პაციენტები რომელნიც უკვე გადიან მკურნალობას კანაფის მოხმარებისაგან გამოწვეული ან დაკავშირებული შედეგებისთვის. არალეგალური ნარკომანიის სასწრაფო დახმარების ოთახების უმეტესობა მრავალ წამალს მოიცავს. 129,000 შემთხვევაში, კანაფისი იყო ერთადერთი პრეპარატი.

კანაფის მოკლევადიანი ეფექტები შეიძლება შეიცვალოს, თუ მასში იქნა დამატებული ოპიოიდული საშვალებები, მაგალითად, ჰეროინი ან ფენტანილი. დამატებული წამლები მიზნად ისახავს ფსიქოაქტიური თვისებების გაძლიერებას, მისი წონის გაზრდასა და მომგებიანობის გაზრდას, მიუხედავად დოზის გადაჭარბების საშიშროებისა.

როგორ გრძელვადიან გავლენას ახდენს ორგანიზმზე?

მძიმე და გრძელვადიან მარიხუანას მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს ფიზიკური, გონებრივ, ქცევითი დეფექტები და პრობლემები. მათ შორის არის ღვიძლის, ფილტვების, გულის და სისხლძარღევის პრობლემები. კანაფის მოხმარების შეწყვეტა ასევე რეკომენდირებულია ორსულობამდე და ორსულობის დროს, მას შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს როგორც დედაზე ისე შვილზე. თუმცა ორსულობის დროს კანაფის მოხმარება არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის წონაზე ან ნაადრევი მშობიარობის დაწყებაზე. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა რომ მარიხუანას მოხმარება ორსულობის პერიოდში ნაკლებად მავნეა ვიდე ალკოჰოლის მიღება, თუმცა ამის გამო ალკოჰოლის კანაფით ჩანაცვლება არ არის მიზანშეწონილი. 2015-2019 წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად უამრავი ალკოჰოლისა და თამბაქოს მომხმარებელი მას კანაფით ანაცვლებს და მათი უმრავლესობა მოხმარებას მკვეთრად ამცირებს ან სულაც ანებებს თავს.

რამოდენიმე კვლევამ შეისწავლა კანაფის მოხმარებისგან გამოწვეული ეფექტი სასუნთქ სისტემაზე. ქრონიკულ მარიხუანას მოხმარება ასოცირებულია ხველასთან, ნახველის დაგროვებასთან და სხვა ბრონხიტის სიმპტომების გამოჩენასთან. თუმცა ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება რომელიც კანაფის მოხმარებას პირდაპირ დაუკავშირებს ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადებას. მოკლევადიანი კანაფის მოხმარებას უკავშირებენ ბრონქოდილატაციას.

კანაფის კვამლის შეიცავს ათასობით ორგანულ და არაორგანულ ქიმიურ კომპონენტებს. კანაფის კვამლში უკვე ამოიცნეს 50-ზე მეტი მეცნიერებისთვის ცნობილი კანცეროგენები, მათ შორისაა: ნიტროზამინები, რეაქტიული ალდეჰიდები, და პოლიციკლური ნახშირწყალბადები, მათ შორის ბენზო [ა] პირონი. კანაფის კვამლს უფრო ღრმად და კარგად შთანთქავს ორგანიზმი ვიდრე თამბაქოს კვამლს. 2015 წლიდან მოყოლებული გრძელდება დავა უკავშირდება თუ არა კანაფის კვამლი ფილტვების კიბოს. მცირე და ზომიერი კანაფის მოხმარება უმეტესობის აზრით არ ზრდის ფილტვის კიბოს წარმოქმნის შანსებს. ხანგრძლივ და მძიმედ მოხმარებასთან დაკავშირებით კი უფრო რთულადაა საქმე. თუმცა ყველა თანხმდება, რომ კანაფის მოხმარების შემთხვევაში ამ სახის დაავადებების გაჩენის შანსი უფრო მცირეა, ვიდრე თამბაქოს მოხმარების დროს.2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ  გამოავლინა კავშირი კანაფის მოხმარებასა და სასქესო უჯრედების სიმსივნეს განვითარების პროცესს შორის.

ამავე წელს მოხდა 6 კვლევის შედეგების გაანალიზება და თითქმის ვერანაირი კავშირი ვერ იპოვეს კანაფის მოხმარებასა და ფილტვების კიბოს წარმოქმნას შორის. 

2015 წელს ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ ვერ იპოვა ვერანაირი კავშირი კანაფის რეგულარულად მოხმარებასა და კისრისა და თავის კიბოს წარმოქმნას შორის.

არსებობდა გარკვეული ეჭვები რომ კანაფის მოხმარებას ასევე შეეძლო გამოეწვისა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თუმცა ეს საკითხიც გაურკვეველია. კანაფი მიიჩნევა გამართულებელ ფაქტორად არტერიითის იშვიათ ფორმებში, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში შეუძლიათ ამპუტაციის საჭიროება დააყენონ. თუმცა 97% დაფიქსირებულ შემთხვევებში პაციენტები ასევე მოიხმარდნენ თამბაქოს, ამიტომ ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. სხვა გულ-სისხლძარღვთან დაკავშირებულ პრობლემებს როგორებიცაა: მიოკარდიის ინფარქტი, ინსულტი, უეცარი გულით სიკვდილი და გულის კუნთის ქრონიკული დაავადება, ასევე უკავშირებენ კანაფის მოხმარებას. ამ შემთხვევებშიც საკმაოდ რთულია რეალური მიზეზის დადგენა, რადგან ამ დროსაც კანაფთან ერთად პაციენტები მოიხმარენ თამბაქოს, ალკოჰოლს და კოკაინს. თუმცა დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევებიც როცა ახალგაზრდებში კანაფის მოხმარებამ გამოიწვია ფატალური გულ-სისხლძარღვთა ეფექტები. ასევე კანაფის მოწევამ გამოავლინა მიოკარდიის ინფარქტის რისკის ზრდა 4,8 ჯერ მოხმარებიდან 60 წუთის განმავლობაში.

ნეიროვიზუალიზაცია

მიუხედავად იმისა, რომ თეთრი და ნაცრისფერი მატერიის გლობალური დარღვევები არ არის დაკავშირებული კანაფის ბოროტად გამოყენებასთან, ჰიპოკამპის მოცულობის შემცირება მუდმივად გვხვდება. ზოგჯერ აღინიშნება ამიგდალარული პათოლოგიები, თუმცა აღმოჩენები არათანმიმდევრულია. წინასწარი მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ ამ ეფექტს მეტწილად THC- ს შუამავლობით ახდენს და რომ CBD-ს შეიძლება ჰქონდეს დამცავი ეფექტი.

კანაფის გამოყენება ასევე ასოცირდება CB1 რეცეპტორების ინჰიბირებასთან. ძირეული რეგულირების სიდიდეს უკავშირდება კანაფის კუმულაციური ექსპოზიცია, და მთლიანად იცვლება როცა კანაფისგან თავს ერთი თვის განმავლობაში იკავებთ. შეზღუდული მტკიცებულება არსებობს, იმისა რომ კანაფის სისტემატიურმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს გლუტამინის მეტაბოლიტები ადამიანის ტვინში.

2015 წლის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსტინენციის უფრო გრძელი პერიოდი ასოცირდება დარღვევების დაბალ დონესთან, რეტროსპექტულ და პროსპექტულ მეხსიერების დაქვეითება მოხდა კანაფის მომხმარებლებში. ავტორებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა, ნაკლოვანებები, დაკავშირებული კანაფის გამოყენებასთან იყო შექცევადი. 2012 წლის მეტა ანალიზმა დაადგინა, რომ დეფიციტი შემეცნების უმეტეს სფეროებში შენარჩუნებულია თრობის დროს, მაგრამ ეს აშკარა არ იყო იმ გამოკვლევებში, სადაც 25 დღის განმავლობაში სუბიექტები თავს იკავებდნენ თრობისგან. არაერთი მაღალი ხარისხის კვლევა ჩატარდა კანაფის გრძელვადიანი ეფექტების შესახებ კოგნიტურ ფუნქციაზე და შედეგები ძირითადად არათანმიმდევრული იყო. ამასთან, მნიშვნელოვანი შედეგების ეფექტის მასშტაბები, როგორც წესი, მცირე იყო. ერთმა მიმოხილვამ დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოგნიტური შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი არ დაზიანებულა კანაფის გამოყენებით, დეფიციტი მოხდა აღმასრულებელ ფუნქციებში. აღმასრულებელი ფუნქციონირების დარღვევები ყველაზე ხშირია ხანდაზმულებში, რაც შეიძლება ასახავდეს კანაფის ძლიერ ზემოქმედებას, ან განვითარების ეფექტებს, რომლებიც ასოცირდება მოზრდილებში კანაფის გამოყენებასთან. მიმოხილვაში გამოიკვლია ურთიერთობა კანაფის მოხმარების თვითშეფასებასა და IQ– ს შორის. კვლევა ჩატარდა კანაფის მომხმარებელთა უდიდესი მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინტელექტის კოეფიციენტი შემცირდა 7-დან 13 წლამდე ასაკისა და 38 წლის ასაკში. სკოლაში ცუდი მოსწრება და სკოლის ნაადრევად დატოვების შემთხვევების ზრდა, იყო გამოწვეული კანაფის მოხმარებასთან, თუმცა მიზეზობრივი კავშირი არ იყო დადგენილი. კანაფის მომხმარებელმა აჩვენა გაზრდილი აქტივობა ტვინის რაიონებში, რომლებიც დაკავშირებულია ამოცანებთან, შემცირებული დამუშავების ეფექტურობის მიუხედავად.

ფსიქიკური ზემოქმედება

ეპიდემიოლოგიურ დონეზე, არსებობს დოზა/რეაქცია კანაფის მოხმარებასა და ფსიქოზის განვითარების რისკსა და ფსიქოზის ადრეულ დაწყებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური კავშირი არის საიმედო, არ არსებობს მტკიცებულება, ამ ყველაფრის დასამტკიცებლად, მაგრამ არსებობს  ბიოლოგიური მიზეზობრივი გზა, მით უმეტეს, თუ არსებობს ფსიქიური დაავადებებისადმი გენეტიკური მიდრეკილება, ამ შემთხვევაში კანაფმა შეიძლება დააჩქაროს ეს პროცესები.

უცნობია, კანაფის მოხმარება გავლენას ახდენს თუ არა თვითმკვლელობის მაჩვენებელზე. კანაფმა შეიძლება ასევე გაზარდოს დეპრესიის რისკი, მაგრამ არასაკმარისი გამოკვლევაა ჩატარებული დასკვნის გამოსატანად. კანაფის მოხმარება ასოცირდება შფოთვითი აშლილობის მომატებულ რისკთან, თუმცა მიზეზობრიობა დადგენილი არ არის.

2019 წლის თებერვლის მიმოხილვამ დაადგინა, რომ კანაფის მოხმარება  მოზარდობის პერიოდში ასოცირებული იყო დეპრესიისა და სუიციდური ქცევის განვითარების  რისკთან, მაგრამ არ გამოჩენილა ზემოქმედება შფოთვაზე.

განმტკიცების დარღვევები

დაახლოებით 9%, ვინც მოიხმარს მარიხუანას, საბოლოო ჯამში ხდება დამოკიდებული, DSM-IV კრიტერიუმებით (1994). 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მარიხუანას მოხმარება ყოველდღიურად 10-20%-იან დამოკიდებულებას იწვევს. ყველაზე დიდი რისკი დამოკიდებულებისადმი არის იმ ადამინაბში, რომელთაც ქონდათ ცუდი აკადემიური მოსწრება, დევიაციური ქცევა ბავშობაში, მშობლებთან ცუდი ურთიერთობა ან მშობლების ალკო/ნარკო დამოკიდებულება. ყოველდღიური მომხმარებლის, დაახლოებით 50% განიცდის მოთხოვნას გამოყენების შეწყვეტისთანავე (ე.ი. დამოკიდებული არიან), ვისაც ახასიათებს ძილის პრობლემები, გაღიზიანება, დისფორია და მღელვარება. მარიხუანას გამოყენების შეწყვეტა უფრო ადვილია, ვიდრე ალკოჰოლის შეწყვეტა.

DSM-V-ის კრიტერიუმების თანახმად, კანაფის მომხმარებელთა 9%-ში ვლინდება აშლილობა, შედარებისთვის 20%-ია კოკაინის მომხმარებლებში, 23% ალკოჰოლის ხოლო ნიკოტინის მომხმარებლის 68%-ში.

სტატისტიკა

ჭარბი დოზის მიღება

THC, კანაფის მცენარის ძირითადი ფსიქოაქტიური შემადგენელია, მას გააჩნია დაბალი ტოქსიკურობა. THC–ის დატესტილი დოზა, რომელიც საჭიროა მღრღნელების 50%–ის მოსაკლავად, ძალიან მაღალია. ცნობების მიხედვით ადამიანისთვის კანაფის ზედმეტი დოზით ფატალური შედეგები არ დამდგარა.

მოქმედების მექანიზმი

THC და მისი ძირითადი (არააქტიური) მეტაბოლიტი, THC-COOH, იზომება სისხლში, შარდში, თმაში, პირის ღრუს სითხეში ან ოფლში, ქრომატოგრაფიული ტექნიკის გამოყენებით. მას იყენებენ როგორც ნარკოტიკებზე ტესტის ჩასატარებლად, ან ავტოსაგზაო ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის დროს. ამგვარ ანალიზებს შეუძლია კონცენტრაციიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან განასხვავოს აქტიური და პასიური მოხმარება, გამოყენებიდან მოცემულ მომენტამდე დროის განსაზღვრა და გამოყენების ხარისხი ან ხანგრძლივობა. ამასთან, ეს ტესტები ვერ განასხვავებენ ერთმანეთისგან კანაფის  მოწევას სამედიცინო მიზნისათვის და რეკრეაციული მიზნისათვის უნებართვო მოწევას. კომერციული იმუნოანალიზები, ხშირად გამოიყენება როგორც სკრინინგის მეთოდი,  ფიზიოლოგიური ნიმუშების შემოწმებისას მარიხუანის არსებობაზე. შარდი შეიცავს ძირითადად THC-COOH, ხოლო თმა, პირის ღრუს სითხე და ოფლი ძირითადად შეიცავს THC. სისხლში შეიძლება იყოს ორივე ნივთიერება. უფრო მეტიც, ნივთიერების რაოდენობა დამოკიდებულია გამოყენების დროზე და სიხშირეზე.

ჯიშები და შტამები

CBD არის 5-HT1A რეცეპტორის აგონისტი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ანქსიოლიზურ ეფექტს. ეს სავარაუდოდ ნიშნავს იმას რომ CBD–ს მაღალი კონცენტრაცია, არსებული კანაფის ინდიკაში, მნიშვნელოვნად ამცირებს THC–ის ანგიოგენურ ეფექტს. კანაფის ინდუსტრია ირწმუნება, სატივას შტამი უფრო ასტიმულირებს ფსიქოაქტიურ ეფექტს იმ დროს როდესაც ინდიკას შტამი უფრო ფიზიკურ ეფექტებში ავლენს თავს. მაგრამ ეს მტკიცება სადავო საკითხია მკვლევარებს შორის.

კანაფის ტიპები

ფსიქოაქტიური ინგრედიენტები

გაეროს ნარკომანიისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) თანახმად, “კანაფის ნიმუშში არსებული THC- ს ოდენობა, ძირითადად, გამოიყენება, როგორც მარიხუანას ხარისხის დასადგენად”. არსებობს მარიხუანას პროდუქტის 3 ძირითდი ფორმა: ყვავილი/კვირტი, ფისოვანი (ჰაშიში) და ზეთი (ჰაშის ზეთი). UNODC აცხადებს, რომ კანაფის ყვავილი/კვირტი ხშირად შეიცავს 5% THC -ს, ფისოვანი “შეიძლება შეიცავდეს 20% THC -ს”, და “კანაფის ზეთი შეიძლება შეიცავდეს 60% -ზე მეტ THC -ს.”

2012 წლის მიმოხილვამ აჩვენა, რომ მარიხუანაში THC შემცველობა გაიზარდა მთელს მსოფლიოში 1970 წლიდან 2009 წლამდე. თუმცა, გაურკვეველია, THC -ს მატება გამოიწვია თუ არა ადამიანებმა, უფრო მეტი THC -ს მოხმარებით, თუ მომხმარებლები ხდებოდნენ დამოკიდებულები. სავარაუდოა, რომ მეტი THC -ს შემცველი მარიხუანა უფრო ცოტა უნდა მოეხმარათ საჭირო შედეგის მიღსაღწევად, სწორედ ამიტომ გაიზარდა მცენარეებში THC. ამავდროულად, ჩამორთმეულ ნიმუშებში CBD- ის დონე შემცირდა, ნაწილობრივ THC- ის უფრო მაღალი დონის წარმოქმნის სურვილის გამო და უფრო მეტი უკანონო მებაღე ამუშავებდა შიგნით, ხელოვნური განათების გამოყენებით.

ავსტრალიის კანაფის პრევენციისა და ინფორმაციის ეროვნულ ცენტრში (NCPIC) აცხადებენ, რომ დედალი კანაფის მცენარეების კვირტები შეიცავს THC ყველაზე მაღალ კონცენტრაციას, შემდეგ მისი ფოთლები. ღეროებსა და თესლებს აქვთ “ბევრად უფრო დაბალი THC დონე”. გაერო აცხადებს, რომ ფოთლები შეიძლება შეიცავდეს ათჯერ ნაკლებ THC ვიდრე კვირტებს, ხოლო ღეროები ასჯერ ნაკლები THC.

მოხმარებული მარიხუანას გრაფიკის შესწავლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში, მთავრობამ დააბრუნა მარიხუანა ნარკოტიკების C კლასიდან B კლასში. სავარაუდო მიზეზი იყო მაღალი THC -ს შემცველობა კანაფში.

პროდუქტი

მარიხუანა

მარიხუანა (მცენარეული კანაფი), შედგება დედალი კანაფის მცენარის გამჭრალი ყვავილისა და ფოთლებისგან. ეს არის ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ფორმა, რომელიც შეიცავს 3%-დან 20%-მდე THC-ს, ცნობების მიხედვით 33%-ზე მეტი THC ეს ხარჯვადი მატერიალია რომლისგანაც მიიღება სხვა პრეპარატები. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული კანაფიც და ინდუსტრიული კანაფიც ერთიდაიგივე ჯიშიდან მოდის და შეიცავენ ფსიქოაქტიურ კომპონენტებს (THC)-ს, მაინც არსებობს განსხვავებული გენეტიკები რომლებშიც THC-სთან შედარებით CBD-ის უფრო მაღალი კონცენტრაციაა, რაც ამცირებს ფსიქოაქტიურ ეფექტებს.

ქეფი (Kief)

ქეფი არის ფხვნილი, მდიდარია ტრიქომებით, რომელიც შეგიძლიათ კანაფის მცენარეების ფოთლებიდან ან ყვავილებიდან (ნაყოფიდან) ამოიღოთ და ფხვნილის ფორმით მოიხმაროთ, ან შეკუმშული იყოს ჰაშიშის ნამცხვრების წარმოებისთვის. სიტყვა “ქიფი” გამომდინარეობს არაბულიდან كيف kēf / kīf, რაც ნიშნავს სიამოვნებას.

ჰაშიში

ჰაშიში (ასევე იწერება როგორც ჰაში, გაშიში, ან უბრალოდ ჰაშ) არის კონცენტრირებული ფისოვანი ბურთი, რომელიც წარმოებულია დაპრესილი ქეფით, ამოღებული ტრიქომებისა და პატარა მასალისგან, რომელიც ცვივა კანაფის ნაყოფიდან და ფოთლებიდან. ან მცენარის ზედაპირიდან ფისოვანი მასის მოფხეკით. ის ფერით განსხვავდება შავიდან ოქროსფერ ყავისფერზე, რაც დამოკიდებულია მისგან მიღებული კულტურის სიწმინდესა და მრავალფეროვნებაზე. მისი მოხმარება შესაძლებელია ჭამითაც და მოწევით, ასევე ხდება მისი აორთქლება ‘ვეიპერში’. ტერმინი “როზინის ჰაში” ეხება მაღალხარისხიან გამხსნელ პროდუქტს, რომელიც მიიღება სითბოსა და წნევის საშუალებით.

ნაყენი

კანაბინოიდების მოპოვება კანაფის მცენარეული მასალისგან შეგიძლიათ მაღალი სპირტიანობის შემცველი საშუალებების გამოყენებით (ძირითადად მარცვლეულის სპირტით) “მწვანე დრაკონის” სახელით ნაცნობი ნაყენის მისაღებად. Nabiximols – არის კომპანიის სახელი რომელიც აწარმოებს ამ ნაყენს.

ჰაშის ზეთი

ჰაშის ზეთი წარმოადგენს კანაფინის მცენარეებისგან მიღებულ კანაბინოიდების ფისოვან მასას, გამხსნელის გამოყენებით მოპოვებული. ხაშის ზეთი შეიძლება იყოს ყველაზე ძლიერი კანაფის სხვა პროდუქტებს შორის, რადგან მის მოცულობასთან შედარებით გამოირჩევა ფსიქოაქტიური კომპონენტების მაღალი შემცველობით, რომელიც შეიძლება ვარირებდეს მცენარის ჯიშისა და სხვა კომპონენტების შემცველობებთან მიმართებაში. ბუტანისა და სუპერკრიტიკული ნახშიროჟანდის ჰაშის ზეთი პოპულარული გახდა ბოლო წლებში.

ინფუზია

არსებობს მრავალი სახეობის კანაფის ინფუზია, გამოყენებული არასტაბილური გამხსნელების მრავალფეროვნების გამო. მცენარეულ მატერიალს ურევენ გამხსნელში, შემდგომ კი პრესავენ და ფილტრავენ. გამოყვანილი ინფუზია გამოიყენება კაკაოს კარაქ, რძის კარაქს, სამზარეულოს ზეთს, გლიცერინსა და კანის დამატენიანებლებში. გამხსნელიდან გამომდინარე, ის შეიძლება გამოყენებული იქნას კანაფის საკვებში.

სამედიცინო გამოყენება

სამედიცინო მარიხუანა ეხება კანაფის მცენარის გამოყენებას, როგორც ექიმის მიერ რეკომენდებული მცენარეული თერაპია, ასევე სინთეზური THC და კანაბინოიდები. ჯერჯერობით, კანაფის სამედიცინო გამოყენება ლეგალურია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით ტერიტორიებზე, მათ შორის კანადაში, ბელგიაში, ავსტრალიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთში და აშშ-ს ბევრ ქვეყანაში. ამ გამოყენებას ზოგადად რეცეპტი სჭირდება, ხოლო გავრცელება ჩვეულებრივ ხდება ადგილობრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში. არსებობს ფაქტები კანაფის ან კანაფით წარმოებული პროდუქტების გამოყენების შესახებ ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ, ნეიროპათიული ტკივილისა და გაფანტული სკლეროზის მკურნალობისას. მტკიცებულებების უფრო დაბალი დონე გვაცნობს მისი გამოყენების შესახებ შიდსის გამოფიტვის სინდრომის, ეპილეფსიის, რევმატოიდული ართრიტის და გლაუკომიის დროს.

2016 წელს ნარკომომხმარებელთა გლობალური შეფასებები
(მილიონობით მომხმარებელში)

ეკონომიკა

წარმოება

Sinsemilla (ესპანურად ნიშნავს “თესლის გარეშე”) ეს არის მცენარე, რომელსაც საერთოდ არ აქვს თესლი (პარენოკარპიული) დაავადებული მდედრი მცენარე. მდედრი მცენარე, იმ შემთხვევაში თუ დაიმტვერა მამრი მცენარისგან (რომლებიც თავად ძალიან მცირე რაოდენობით THC -ს გამოიმუშავებს) THC -ს წარმოებას წყვეტს. მამრი კანაფი იქამდე უნდა მოაცილოთ სანამ მტვრის გამომუშავებას დაიწყებს, რადგან აიცილოთ თავიდან დამტვერიანება, რაც იწვევს მდედრ კანაფში THC დონის დაქვეითებასა და თესლის გამომუშავების უნარს. მარიხუანას გაზრდის წამყვანი მეთოდები როგორებიცაა: ჰიდროფონიკა, კლონირება, მაღალი ინტენსივობის ხელოვნური განათება და მწვანე ზღვის მეთოდი, ბევრად ამართლებს, რადგან თავიდან ვიცილებთ ისეთ არასასიამოვნო ფაქტებს, რაც ბუნებაში გაზრდის შემთხვევაში რთულად კონტროლირდება. 

“Skunk” ეწოდება, რამდენიმე სახეობის ჯიშს, რომლებიც საკმაოდ ძლიერმოქმედია, იზრდება შერჩევითი მოშენების მეთოდითა და ჰიდროფონიკით. ეს არის ინდიკასა და სატივას შეჯვარებით მიღებუ ჯიში (თუმცა ესეთი ნაზავის სხვა ჟიშებიც უხვად არსებობს). kunk კანაფის პოტენციალი ჩვეულებრივ მერყეობს 6% -დან 15% -მდე და იშვიათად, 20%. ნიდერლანდების ყავის მაღაზიებში THC- ის საშუალო დონე დაახლოებით 18–19% -ს შეადგენს.

შეერთებულ შტატებში გაყიდული კანაფის THC- ის საშუალო დონე მკვეთრად გაიზარდა [[1970]] დან 2000 წლებამდე. ზოგი ვარაუდობს, რომ შედეგები გამოირჩევა ძველი ტესტირების მეთოდებით, რომლებიც მოიცავდა დაბალი THC შემცველობის მცენარეულ მასალას, მაგალითად ნიმუშებიად გამოიყენებოდა მარიხუანას ფოთლები, რომლებიც გამორიცხულია თანამედროვე ტესტებში. სხვების აზრით, თანამედროვე ჯიშები მნიშვნელოვნად უფრო ძლიერია ვიდრე ძველი.

ფასი

კანაფის ფასი ან ქუჩის ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება გეოგრაფიული არეალიდან და პოტენციალიდან. დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ფასები და საერთო ბაზრები.

  • 1997 წელის შეფასებით მარიხუანა მეოთხე ყველაზე მოთხოვნადი მოსავალი იყო შეერთებულ შტატებში და ნომერი 1 ან 2 სხვა შტატებში, კალიფორნიის, ნიუ-იორკისა და ფლორიდის ჩათვლით. ეს შეფასება დაფუძნებულია მის ღირებულებაზე მწარმოებლებისთვის ~ 60 % საცალო ღირებულების და $ 6,600 / კგ.
  • 2006 წელს კანაფის ნავაჭრი დაახლოებით 36 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ეს რაც ცნობილია). ეს ფაქტი შეფასდა, როგორც გაზვიადება. გაეროს The UN World Drug Report (2008 წ) აქვეყნებს, რომ 2006 წელს ქუჩის ფასები აშშ – სა და კანადაში მერყეობს 8,8 აშშ დოლარიდან 25 დოლარამდე, გრამის ფასი (დაახლოებით 250 აშშ დოლარიდან 700 დოლარამდე 30 გრამი), ეს დამოკიდებულია ხარისხზე. საშუალოდ საცალო ფასები იყო 10–15 აშშ დოლარი გრამი (დაახლოებით 280–420 აშშ დოლარი 30 გრამი).
  • 2017 წელს აშშ -ს შეფასებით მსოფლიოს 90 % -მა 9,5 მილიარდი ივაჭრა მარიხუანით.

იმის შემდეგ, რაც აშშ -ს რამდენიმე შტატმა მიიღო ლეგალიზაცია, ქუჩის ფასები საგრძნობლად დაეცა. 2014 -დან 2019 -მდე კოლორადოში ქუჩის ფასი 40% -ით დაეცა. 30 გრამის ღირებულება 200 დოლარიდან 120 დოლარამდე შემცირდა. (გრამის ფასი შემცირდა 7 დოლარიდან – 4,19 დოლარამდე).

ნარკომანიის ევროპული მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ცნობით, ევროპაში კანაფის საშუალო საცალო ფასი მერყეობს 2 ევროდან 20 ევრომდე გრამზე, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში ფასები 4-10 ევრომდე მერყეობს.

გარდამავალი ნარკოტიკი

Gateway -ს ჰიპოთეზა ამტკიცებს, რომ მარიხუანას მოხმარება ადამიანს უბიძგებს ბევრად მძიმე ნარკოტიკების მიღებისკენ. ამ ჰიპოთეზაზე მკაცრად მსჯელობენ რადგან ბევრი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ მარიხუანას აკრძლვის მარტივი მექანიზმია.

ზოგიერთი გამოკვლევა ამტკიცებს: მიუხედავად იმისა, რომ “Gateway” ჰიპოთეზის შესახებ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, კანაფის ახალგაზრდა მომხმარებლები კვლავ უნდა ჩაითვალონ ინტერვენციის პროგრამებისთვის რისკ ჯგუფად. სხვა შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლები სავარაუდოდ, პოლი-ნარკომომხმარებლები იქნებიან, და რომ ინტერვენციები ფოკუსირებული უნდა იყოს რამდენიმე ნარკოტიკის გამოყენებაზე, ერთი მძიმე პრეპარატის ნაცვლად. 2009–2010 წლების შოტლანდიის დანაშაულისა და სამართლიანობის შესწავლის პოლი-ნარკოტიკების მომხმარებელთა თითქმის ორი მესამედი იღებდა მარიხუანას.

“Gateway” ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს სოციალური დამოკიდებულებისა და კანაფის უკანონო სტატუსის გამო, მისი მომხმარებლები სავარაუდოდ აღმოჩნდებიან სიტუაციებში, რაც მათ საშუალებას მისცემს გაეცნონ პირებს, რომლებიც იყენებენ ან ყიდდნენ სხვა უკანონო ნარკოტიკებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლი და თამბაქო დამატებით შეიძლება ჩაითვალონ, როგორც გარდამავალი ნარკოტიკები; ამასთან, უფრო გასააზრებელი ახსნა შეიძლება იყოს, რომ კანაფის მიღება უფრო ადვილად ხელმისაწვდომია (და უფრო ადრეულ ასაკში), ვიდრე უკანონო მძიმე ნარკოტიკები. თავის მხრივ, ალკოჰოლი და თამბაქო ჩვეულებრივ უფრო ადვილად ხელმისაწვდომია უფრო ადრეულ ასაკში, ვიდრე მარიხუანა (თუმცა ზოგიერთ რაიონში შეიძლება პირიქით იყოს).

გამოკვლევები

მარიხუანას გამოკვლევა რთული პროცესია, რადგან უმეტეს ქვეყანაში ის არალეგალურად ითვლება. მისი ნიმუშის მოპოვება რთულია გამოკვლევების მიზნით, თუ უფლება თავად ეროვნულმა მთავრობამ არ გასცა.

არსებობს სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორებიც, რაც ხელს უშლის მარიხუანას ეფექტების შესწავლას. უმეტესი ვინც ეწევა მარიხუანას, ასევე ეწევა თამბაქოს. ეს იწვევს შერევას და როდესაც ჩნდება კითხვა მარიხუანა, სიგარეტი ან ორივე ერთად იწვევს თუ არა კიბოს, პასუხი რთული დასადგენია. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ფაქტი, გამოკვლევებს სჭირდება ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას, იმის გამო, რომ ბევრ ქვეყანაში მარიხუანა აკრძალულია და ეწინააღმდეგება კანონებს, მარიხუანას მომხმარებლები არ თანხმდებიან ექსპერიმენტებსა და დაკვირვებებში მონაწილეობაზე.

უამრავი გამოკვლევის თანახმად მარიხუანას აქვს სამედიცინო/სამკურნალო თვისებები, რომლების არაერთ დაავადებას უმკლავდება.

ქვეყნები

ურუგვაი და კანადა ერთადერთი ქვეყნებია, რომლებმაც სრულად დააკანონეს რეკრეაციული კანაფის მოხმარება და გაყიდვა ქვეყნის მასშტაბით. შეერთებულ შტატებში ათმა შტატმა და კოლუმბიის ოლქმა დაკანონეს კანაფის რეკრეაციული გამოყენება, თუმცა ის ფედერაციულად უკანონოა. კომერციული გაყიდვების შესახებ კანონები განსხვავდება  ყველა სახელმწიფოში. სასამართლომ საქართველოში და სამხრეთ აფრიკაში გამოიწვია კანაფის მოხმარების ლეგალიზება, მაგრამ არა ლეგალურია გაყიდვები. შეზღუდული აღსრულების პოლიტიკა ასევე მიღებულია მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით ესპანეთსა და ნიდერლანდებში, სადაც კანაფის გაყიდვის უფლება აქვთ ლიცენზირებულ დაწესებულებებში.

მარიხუანას ისტორია

ეს სტატია ბოლომდე წაიკითხე?

აპლოდისმენტები ჩვენგან! მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს შრომას აფასებთ <3

ახლა კი, მოდი ჩვენი კანაფის თესლები ნახე

კანაფის თესლები

კანაფის სიახლეები