ჩვენ შესახებ
კომპანია მასიდი, რომელიც ორიენტირებულია, რომ ყველა მოყვარულ თუ პროფესიონალ მებაღეს მიაწოდოს ყველაფერი მცენარის მოვლისთვის.
მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაამსხვრიოს მწვანე ინდუსტრიასთან დაკავშირებული სტერეოტიპები საქართველოში.
საკუთარ თავში გააერთიანოს ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანი და შეცვალოს დამოკიდებულება მწვანე ინდუსტრიის მიმართ.
- საერთაშსორისო სტანდარტების შესაბამისი, ევროპული ფასეულობების მატარებელი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია პროგრესზე და უწყვეტ განვითარებაზე.
- კომპანია, რომელიც ლოიალურია არამხოლოდ საკუთარი პერსონალის, არამედ ყველა მომხმარებლის მიმართ.
- კომპანია, რომელიც დაამკვიდრებს საკუთარ სტანდარტებს ბაზარზე.
- კომპანია, რომელიც შექმნის საერთაშორისო, სოლიდურ ქსელს.
- კომპანია, რომელიც იქნება უპირობო ლიდერი ბაზარზე.
Myseed.ge-ის საშუალებით 21 წელს გადაცილებულ ენთუზიასტებსა და კოლექციონერებს შეუძლიათ შეიძინონ საუკეთესო ჯიშისა და ხარისხის თესლები სუვენირის სახით, მხოლოდ საკოლექციო და გენეტიკის შენარჩუნების მიზნით და არა სხვა ნებისმიერი დანიშნულებით.
ჩვენი გუნდი
გუნდი დაკომპლექტებულია ენთუზიასტი და შრომისმოყვარე, რომლებსაც სიამოვნებთ კანაფის სიყვარულისა და ცოდნის გაზიარება. ყოველთვის სიამოვნებით დავეხმარებით და ვასწავლით თითოეულ მომხმარებელს.
სოც მედია
შეგიძლიათ გვიპოვოთ ყველა პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმებზე, სადაც ვართ საზოგადოების ნაწილი. ხშირად ვაფინანსებთ და ვატარებთ კონკურსებს კანაფის თემებზე.
ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობა და მათი ცოდნის გაზიარება გადამწყვეტია ჩვენთვის. უახლესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს უშუალოდ ვითანამშრომლოთ ჩვენს მომხმარებლებთან და დავამყაროთ ნდობა ჩვენი ბრენდისა და ექსპერტების მიმართ.
მდგრადობა
როგორც კანაფის კულტივაციის სფეროში ლიდერები, გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც საქმე ეხება გარემოს, რის გამოც ჩვენ ხელს ვუწყობთ ორგანულ და მდგრადი ზრდის მეთოდებს.
გაფრთხილებთ, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია და არ არის ნებადართული მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაცია და Myseed.ge პასუხს არ აგებს რეალიზებული პროდუქტის მყიდველის მიერ ნებისმიერი არაკანონიერი დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში.
მიტანის სერვისი
იმის გარდა, რომ პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ როგორც ვებ-გვერდზე, ასევე ჩვენს ნებისმიერ სოციალურ ქსელში ან საკონტაქტო ნომერზე დარეკვით, შეგიძლიათ გვეწვიოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში.
ონლაინ შეკვეთის დროს შეძლებთ ისარგებლოთ სწრაფი და ხარისხიანი მიტანის სერვისით.
მიიღეთ მარიხუანის თესლი სახლიდან გაუსვლელად!
ჩვენი ხედვა და მისია
ჩვენ ვაზიარებთ გამოცდილებას!
ჩვენი მიზანია მივაწოდოთ საუკეთესო გენეტიკა და გავუზიაროთ ეს კულტურა მათ, ვისაც აინტერესებს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეულ მებაღეს.
ჩვენი დევიზი მარტივია: თუ თქვენ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ გაზარდოთ ხარისხიანი გენეტიკა!
ჩვენ გვჯერა კანაფის და მისი პოტენციალის, გვსურს დავეხმაროთ გროვერებს და მომხმარებლებს, გაიგონ მეტი ამ ძლიერი მცენარის შესახებ.
ჩვენ ამას ვაკეთებთ საუკეთესო გენეტიკის შემოტანით და ძიებით, რომელიც დააკმაყოფილებს კანაფის ყველა ტიპის მომხმარებელს, ჩვენი დიდი გამოცდილების გაზიარებით, მითების დამსხვრევით და უახლეს კვლევებსა და განვითარებაზე დაყრდნობით.
ჩვენ ასევე ვცდილობთ შევქმნათ და დავეხმაროთ მწარმოებლებსა და კანაფით დაინტერესებულ ენთუზიასტების საზოგადოებას, ვდებთ დროსა და რესურსებს კანაფის სექტორის განვითარების დასახმარებლად.
მაისიდი მიზნად ისახავს უზრუნველვყოთ მხოლოდ საუკეთესო გენეტიკა და ვზრუნავთ ყველა სახის მწარმოებელზე. ყველა ჩვენი თესლი მიღებულია ორგანული წარმოებიდან და შემოწმებულია გენეტიკურად ლაბორატორიების მიედ.
ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვამოწმებთ თესლს, რათა შევინარჩუნოთ ინდუსტრიის წამყვანი ბრენდების აღმოცენების და გაღვივების ხარისხი.
Myseed.ge მოგიწოდებთ, არ გამოიყენოთ შეძენილი პროდუქცია არაკანონიერი დანიშნულებით და ამასთან თავს ვალდებულად ვთვლით გაცნობოთ, რა უარყოფითი გავლენა აქვს მარიხუანას მოხმარებას ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიონომიაზე.
უარყოფითი ფიზიოლოგიური ეფექტები
- იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის შესიებას, თვალის ანთებას
- იწვევს პულსის გახშირებას, გულისცემის გაძლიერებას
- იწვევს არტერიული წნევის მომატებას ან დაცემას
- არღვევს მოძრაობის ფუნქციებს
- იწვევს მოთენთილობას
- იწვევს ძილიანობას
- იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის ცვალებადობას
- იწვევს თავის ტკივილს
- იწვევს თავბრუსხვევას
- იწვევს გულისრევის პროვოცირებას
- იწვევს შიმშილის შეგრძნებებს
უარყოფითი ფსიქოლოგიური ეფექტები
- იწვევს მეხსიერების გაუარესებას
- იწვევს აღქმის უნარის გაუარესებას
- იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას
- იწვევს აპათიას
- იწვევს მოტივაციის ნაკლებობას
- იწვევს ჰალუცინაციებს
- იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას
- იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა)
გაფრთხილება: ეს პროდუქტი იყიდება იმ პირობით რომ არ იქნება გამოყენებული არალეგალური მიზნებისთვის. თქვენ იცით რომ საქართველოში კანაფის კულტივაცია აკრძალულია კანონმდებლობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ არსებული რეგულაციები, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები თქვენს ქმედებაზე.